როგორ მოვაგვაროთ ურთიერთობები სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებთან? ასტროლოგი ტიტი ვიდალი გაერკვა ამ საკითხში და პოსტში მის რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ.
ვერძი
ქალი
მას უყვარს ინიციატივის თავის თავზე აღება და სიამოვნებს, როცა ლოგინში უფლებას აძლევენ, საკუთარი წესებით იმოქმედოს. ქალი-ვერძები მგზნებარენი არიან, თუმცა მათ არ სურთ, მამაკაცმა რომანტიკა დაივიწყოს. ისინი დამოუკიდებლები და რომანტიკულები არიან, შეუძლიათ სიყვარული და მამაკაცის მონუსხვის ხელოვნებას კარგად ფლობენ. ხშირად იყენებენ ეროტიკულ ატრიბუტიკას და სექსის დროს როლური თამაშები უყვართ.
უბრალოდ, მიეცით მას საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება!
მამაკაცი
ვერძი მამაკაცები სულსწრაფი საყვარლები არიან, რომლებიც სასიყვარულო პრელუდიას თითქმის ყოველთვის გამოტოვებენ. თუმცა, ურთიერთობებში ერთგულება ახასიათებთ.
უყვართ, როდესაც მათი გრძნობებით თამაშობენ, ჭკუიდან გადაჰყავთ. ვერძის მონუსხვა შეუძლია მხოლოდ ისეთ ქალს, რომელსაც არ ეშინია ექსპერიმენტების, ახალი პოზებისა და მზადაა გიჟური საქციელების ჩასადენად.
კურო
ქალი
ქალი კუროები რომანტიკულები, მგრძნობიარენი და მზრუნველები გახლავთ. სექსში უყვართ აუჩქარებლობა, ტაქტი, გრძნობების გამოხატვა. აღმერთებენ, როდესაც მთელ სხეულს უკოცნიან, ასევე - მასაჟი და არომატული ზეთები. მთავარი ეროგენული ზონა - კისერია. პრელუდია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის.
მამაკაცი
მამაკაც კუროებსაც კარგად ეხერხებათ პრელუდიები. პარტნიორებს ყველაზე მოულოდნელ ადგილებში კოცნიან. მისი მოჯადოება ტაილანდური მასაჟით არის შესაძლებელი. საპასუხოდ კი, უამრავ ეროტიკულ კომპლიმენტს და ნამდვილ სიყვარულს მიიღებთ.