როგორც იცით, ზოდიაქო თორმეტ ნიშნად იყოფა. თითოეულ ნიშანს კი საკუთარი მმართველი პლანეტა ჰყავს. სწორედ ეს პლანეტები განაგებენ ამა თუ იმ სფეროს, რომელშიც ადამიანს სამომავლოდ უწევს მოღვაწეობა და თუ თქვენ საკუთარი ზოდიაქოს ტიპური წარმომადგენელი ბრძანდებით, შეგიძლიათ თამამად აირჩიოთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მმართველის შესაბამისი სფეროები. წარმოგიდგენთ თოთოეულ მათგანს:
ვერძი - მმართველი პლანეტა მარსი. შეესაბამება: იურისპუდენცია, სამხედრო საქმე, სპორტული სარბიელი.
კურო - მმართველი პლანეტა ვენერა. შეესაბამება: საფინანსო-საბანკო სფერო, კვების ობიექტები, კერძო ბიზნესი.
ტყუპი - მმართველი პლანეტა მერკური. შეესაბამება: ჟურნალისტიკა, სამწერლო სარბიელი, რეკლამა-კრეატივი.
კირჩხიბი - მმართველი პლანეტა მთვარე. შეესაბამება: პედაგოგიკა, საბანკო სფერო, სარესტორნო ბიზნესი.
ლომი - მმართველი პლანეტა მზე. შეესაბამება: ხელმძღვანელი თანამდებობები ნებისმიერ სფეროში, შოუბიზნესი, პოლიტიკა.
Astrologia
ქალწული - მმართველი პლანეტა მერკური. შეესაბამება: საფინანსო-საგადასახადო სფერო, მედიცინის ნებისმიერი დარგი, ფარმაცია.
სასწორი - მმართველი პლანეტა ვენერა. შეესაბამება: დიპლომატიური სარბიელი, სახელოვნებო სფერო, ადვოკატურა.
მორიელი - მმართველი პლანეტა პლუტონი. შეესაბამება: საგამოძიებო-კრიმინალისტური სამსახური, პოლიტიკა, ფსიქოლოგია.
მშვილდოსანი - მმართველი პლანეტა იუპიტერი. შეესაბამება: სპორტული სარბიელი, საავტომობილო ბიზნესი, ვეტერინარია.
Astrologia
თხის რქა - მმართველი პლანეტა სატურნი. შეესაბამება: ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა, საბანკო სექტორი, არქიტექტურა-მშენებლობა.
მერწყული - მმართველი პლანეტა ურანი. შეესაბამება: ინტერნეტ-კომუნიკაციის სფერო, ფიარი და მარკეტინგი, საგამომგონებლო საქმე.
თევზები - მმართველი პლანეტა ნეპტუნი. შეესაბამება: თეატრალური სარბიელი, მუსიკა, სამწერლო მოღვაწეობა.