ბათუმში დიდთოვლობაა. თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა. წუხელ მოსული უხვი ნალექის და გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების გამო ქალაქში გადაადგილება პარალიზებულია, არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი . შეწყვეტილია სწავლა სასწავლო დაწესებულებებში.