რაიან რეინოლდსმა, ანუ Deadpool-მა პრესკონფერენცია გამართა მოსკოვში. მან განაცხადა, რომ თუ Deadpool რუსეთში იცხოვრებდა, ჩიმიჩანგას (ა.შ.შ.-ში გავრცელებული ბურიტო) ხაჭაპური შეცვლიდა! ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ მას ხაჭაპური რუსული ნაციონალური კერძი ჰგონია..
ასევე სხვადასხვა რუსულ Facebook-ის გვერდებზე რეინოლდსის პრესკონფერენციის სურათის კომენტარებში, ხალხი ხაჭაპურს მოიხსენიებს როგორც ცნობილ რუსული სამზარეულოს მშვენებას.