1 - სასქესო ასოს ზომა
მამაკაცების უმრავლესობა ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ასოს ზომას. თუმცა, არის კი ასოს ზომა მამაკაცური ძლიერების განმსაზღვრელი კრიტერიუმი? რაც უფრო დიდია ასო, მით უფრო მეტია სიამოვნება? რა თქმა უნდა არა. ეს ალბათ ყველაზე გავრცელებული მცდარი მითია სექსთან დაკავშირებით.

მამაკაცის სქესობრივი სიძლიერე და სქესობრივი აქტიურობა არანაირად არ არის დამოკიდებული ასოს ზომაზე, ვინაიდან რაც უნდა პატარა იყოს ის, სრულყოფილი ერექციის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია საშოში შეღწევა და სრულყოფილი აქტის განხორციელება. სექსში მთავარია არა მამაკაცის პენისის ზომა, არამედ მისი ტემპერამენტი, სწორედ ის განსაზღვრავს სქესობრივი აქტის ხარისხს.

2 - მამაკაცი მუდმივად ფიქრობს სექსზე
ჩვენ, მამაკაცები ვფიქრობთ თუ არა ხშირად სექსზე? - რა თქმა უნდა, თუმცა მუდმივად? - ეს უკვე გაზვიადებულად ნათქვამია. სიმართლე რომ ვთქვათ გავრცელებული მითი იმის შესახებ, რომ მამაკაცი სექსზე ყოველ 7 წამში ფიქრობს, დიდად მცდარია. ალბათ შეუძლებელია მამაკაცის სექსზე ფიქრის სიხშირის წუთებსა და წამებში გამოსახვა, თუმცა ეს მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ მამაკაცს რა გარემოში უწევს მუშაობა. თუ მამაკაცს დღის განმავლობაში (მაგალითად სამსახურში) ხშირად უწევს მომხიბლელი ლამაზმანების ლამაზი მკერდის ყურება, ცხადია სექსზე ფიქრის ინტენსივობა იზრდება, თუმცა სექსზე ფიქრი ყოველ 7 წამში ზედმეტად გაზვიადებული მითია...


5 მცდარი მითი სექსის შესახებ

3- ქალებს უფრო ნაკლები სექსი სჭირდებათ, ვიდრე მამაკაცებს
არ მოტყუვდეთ, ეს ასე არ არის.

მამაკაცებში ლიბიდო (სურვილი, ვნება, სწრაფვა, მიზიდულობა, ლტოლვა) 20 წლის ასაკიდან იზრდება და ის 40 წლის შემდეგ მცირდება.

ქალებში კი მისი ზრდა 30 წლიდან მოდის და ის 40 წლის ასაკის შემდეგაც გრძელდება. ასე რომ კითხვაზე, ქალებს უფრო ნაკლები სექსი სჭირდებათ, თუ მამაკაცებს, პასუხი ნათელია.




4 - ორგაზმი უნდა იყოს ერთდროული
ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არა აუცილებელი, რადგან ორგაზმის ბუნება ქალებსა და მამაკაცებში განსხვავებულია.
ქალებს სჭირდებათ რაც შეიძლება ხანგრძლივი პრელუდია სიამოვნებისთვის, დაცლისა და განტვირთვისთვის.

სტატისტიკურად მამაკაცი უფრო სწრაფად და ადვილად აღწევს ორგაზმს, ვიდრე ქალი. თუმცა არსებობენ ქალები, რომლებიც სექსის დროს საკმაოდ სწრაფად აღწევენ ორგაზმს, ან შეიძლება ერთდროულადაც კი, თუმცა ეს იშვიათობაა და ის არ უშლის ხელს სქესობრივ პარტნიორთან ურთიერთობაში ჰარმონიას, თუ მამაკაცი ეაკუაციის შემდეგაც მონდომებულია, რომ პარტნიორი მიიყვანოს ორგაზმამდე.



5 - თუ ვეჭვიანობ, ნიშნავს, რომ მიყვარს
ერთ-ერთი გავრცელებული მითი საყარელი პარტნიორის მიმართ არის ცნობილი ფრაზა - "თუ ვეჭვიანობ, ნიშნავს, რომ მიყვარს". უნდა გამოვტყდეთ, რომ ეს განსაკუთრებით ჩვენ, ქართველ მამაკაცებს გვახასიათებს. ეჭვიანობა კარგია ურთიერთობისთვის, თუმცა მცირე დოზით.
უნდა გახსოვდეთ, რომ გადაჭარბებული ეჭვიანობა თავისუფლად შეიძლება გახდეს სკანდალისა და ურთიერთობის რყევის მიზეზი, რაც თქვენს პარტნიორთან სქესობრივ ურთიერთობაზე პირდაპირ აისახება