Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
» Материалы за 15.12.2015
на правах рекламы

როგორი ქალი ხართ? რთული თუ მარტივი ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს

Автор: datuna от 15-12-2015, 00:03

არაერთხელ მომისმენია ფრაზა "რთული ქალია, ძნელად ხელშესაწყობი, მის გვერდით ვინ გაჩერდება"... რაც დრო გადის და ოცდამეერთე საუკუნე ძალას იკრებს, ქალთა ემანსიპაციის დონე საზოგადოებაში უფრო და უფრო მატულობს. თუმცა, ამჯერად სტატია გენდერის საკითხების განხილვას ნამდვილად არ შეეხება, მინდა მარტივად აგიხსნათ რატომ არის ერთი ტიპის მანდილოსანი მამაკაცისთვის ადვილად საკონტაქტო, მაშინ როცა მეორე ტიპაჟს ერიდება ან სულაც თავქუდმოგლეჯილი გაურბის ძლიერი სქესის ბევრი წარმომადგენელი.

სიას ყველაზე ჰარმონიული ქალების ჩამონათვალით დავიწყებთ. პლანეტა ვენერა, მთვარე, ნეპტუნი, მერკური – ეს ის პლანეტებია, რომელსაც გააჩნია ასე თუ ისე ინურ ენერგეტიკასთან იდენტურობის თვისება. ამიტომ ქალები, რომელთა ზოდიაქოც ამ პლანეტების მართვაშია – სასწორი, კურო, კირჩხიბი, ტყუპი, ქალწული, თევზები დიახაც რომ მარტივად ახერხებენ მამაკაცს შეუქმნან ის იდეალური ემოციური კომფორტი და სასიამოვნო გარემო, რომელიც რეალურად სჭირდება ამ უკანასნკელს. ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მანდილოსნებს ნაკლებად უჭირთ პარტნიორის პოვნა.

რაც შეეხება შედარებით უფრო რთულთა კატეგორიას – მარსი, პლუტონი, იუპიტერი, სატურნი, ურანი ე.წ. "მძიმე, დიდი პლანეტების" რიგს განეკუთვნება. ამიტომ ზემოთ ხსენებული პლანეტებით მართული ზოდიაქოს ნიშნებს – ვერძებს, მორიელებს, მშვილდოსნებს, თხის რქებსა და მერწყულებს უფრო უჭირთ პარტნიორის პოვნა. ასეთი ქალები მამაკაცური ენერგეტიკის სიჭარბით გამოირჩევიან. შესაბამისად, არც ჭკუით და არც პროფესიული წინსვლით არ უდებენ ტოლს ძლიერი სქესის წარმომადგენლებს.

TOP სამი ყველაზე უპასუხისმგებლო ზოდიაქოს ნიშანი

Автор: datuna от 15-12-2015, 00:02

პასუხისმგებლობის გრძნობა, თქმა არ უნდა, შესაშური და ერთობ დასაფასებელი რამ არის. თუმცა ამ თვისებით ჩვენს გარშემო ბევრი ადამიანი რომ ვერ დაიკვეხნის ესეც უდავო ჭეშმარიტებაა. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ადამიანში ზემოთ ხსენებულ პასუხისმგებლობის ნიჭს და მოვალეობის შეგრძნებას ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი ხასიათის შტრიხები და ის სტიქია განაპირობებს, რომელსაც ეს უკანასკნელი მიეკუთვნება. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს რომ მაგალითად ყველა ტყუპი ქრონიკულად აგვიანებს ყველგან (ნუ, მხოლოდ მათი 98% იქცევა ასე) და ყოველი მეორე თევზები სიცრუის ქსელს ხლართავს საკუთარი ქმედებების რეალური მოტივების დასაფარად. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ზოგად სტატისტიკას გთავაზობთ. მაინც ვინ არის ზოდიაქოს თორმეტ ნიშანს შორის ყველაზე უფრო მიდრეკილი უპასუხისმგებლო საქციელისკენ?

ტყუპი – ის რაც გარშემო მყოფებს უპასუხისმგებლობა ჰგონია, ტყუპისთვის ჩვეულებრივი ამბავია. დიდი საქმე ახლა, თუ წინა ღამით მეგობრებთან ერთად მხიარული დროს ტარების შემდეგ ჩაეძინა და სამსახურში მისვლა დაავიწყდა. უფრო სწორად თავზესაყრელი საქმეების მოგვარების აუცილებლობა, მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როცა თვალი გაახილა და საათის ისრები ზუსტად 17.00 უჩვენებდა. ნუ განსჯით ტყუპს მკაცრად. დიახ, იგი უპასუხისმგებლოა, ხშირად აგვიანებს შეხვედრებზე მიზეზით თუ უმიზეზოდ, მაგრამ როცა შრომით ფერხულშია ჩაბმული გაორებული ბუნებისა და ენერგიულობის გამო, არა ერთი ან ორი პარალელურად სამი, ოთხი და ექვსი მნიშვნელოვანი საქმის კეთება შეუძლია იდეალურად.

მერწყული – ხასიათში არსებულ თვისებას, რომელსაც გარშემო მყოფები უპასუხისმგებლობას უწოდებენ, მერწყული აბსოლუტურად არ თვლის ნაკლად. მისი აზრით, ყველას აქვს უფლება მოიქცეს ისე, როგორც სურს და საჭიროდ მიაჩნია. ამასთან ერთად, მას არასოდეს უყვარს ახსნა განმარტებების მიცემა ვინმესთვის რას, რატომ ან რა მეთოდებით აკეთებს. იმედოვნებს რა, რომ სხვები მასავით "ურანული გულთმისნობის" ნიჭით არიან დაჯილდოებულნი და აზრების უთქმელად წაკითხვის უანრი გააჩნიათ. ის ხომ ხვდება სხვების ჩანაფიქრს. ჰოდა, რა მოხდა სხვებმაც მოინდომონ ერთხელ მისი გაგება? აქედან გამომდინარე, მერწყულთან დავა პასუხისმგებლობის გრძნობის არქონის შესახებ აბსოლუტური წყლის ნაყვაა. ის თავს დამნაშავედ არასოდეს აღიარებს.

თევზები – ამ ხალხის პრობლემა გულჩვილი ხასიათი და გადამეტებული ოცნების სიყვარულია. ტიპურ თევზებს არ უყვარს სხვებისთვის გულის ტკენა, ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ სავსებით სამართლიანი და საფუძვლიანი "არას" ან "არ შემიძლიას" თქმას, ისინი ორჭოფულ "შესაძლოას" ამჯობინებენ, როცა საქმე მათთვის ამა თუ იმ მოვალეობის დაკისრებაზე მიდგება. თუმცა შემდგომში იგი აუცილებლად მოახერხებს "„თევზურად დასხლტომას" მისთვის მოსაწყენი ან არასასურველი სიტუაციიდან. გარშემო მყოფთა თვალში კი მას "უპასუხისმგებლოს" იარლიყი მიეკერება. არადა, სინამდვილეში მას ხომ კარგი უნდა სხვისთვის, ცდილობს გული არავის ატკინოს.

TOP სამი ყველაზე ქარიზმატული მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით რომელიც მომენტალურად ატყვევებს ქალებს

Автор: datuna от 15-12-2015, 00:02

„თუკი გსურთ, რომ ქალი მამაკაცით დააინტერესოთ, უთხარით, რომ ამ მამაკაცს საეჭვო წარული აქვს“ – წერდა თავის დროზე "დეტექტივების დედოფლად" წოდებული, უდიდესი მწერალი ქალი აგათა კრისტი. წერდა და მისი მოსაზრება აბსოლუტური ჭეშმარიტება გახლდათ. ქალების უმეტესობას, მოსწონს თავზეხელაღებული და არაპროგნოზირებადი მამაკაცები. მაგრამ ვერ ითვალისწინებენ მედლის მეორე მხარეს, ყველაფერი ხომ ოქრო არ არის, რაც სიბრჭყვიალით გამოირჩევა. შესაბამისად, ქარიზმატული მამრის გვერდით ყოფნა ბევრ მსხვერპლს, მოთმინებასა და დრამატულ ეჭვიანობის სცენებს ითვალისწინებს.

ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე ხშირად გერეგნული მონაცემების მიუხედავად სუსტის სქესის გულს უპირობოდ იპყრობს სამი ზოდიაქოს ნიშანი – ტყუპი, მშვილდოსანი და მორიელი. ამათგან ორი ქალის მოხიბვლას საკუთარ ენასა და კომუნიკაციის უზადო უნარს უნდა უმადლოდეს. მოგეხსენებათ, "ქალებს, ყურებით უყვართ". მაგრამ რითი ხიბლავს პირქუში, სიტყვაძუნწი და უჟმური მორიელი მანდილოსნებს? რითი და უზომო სექსუალურობით. მან სიტყვაც რომ არ თქვას ზედმეტი, ქალები მორიელის მაგნეტიზმით ტყვევდებიან და როგორც გველისგან მონუსხული ბაჭია ისე ემორჩილებიან მორიელის კაპრიზებს.

მოკლედ, ჩემი რჩევა იქნება არასოდეს მოუსმინოთ ხანგრძლივად ტყუპს და მშვილდოსანს და არასოდეს ჩახედოთ მორიელს თვალებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ხანგრძლივი "თავის ტკივილი" გაქვთ გარანტირებული სამომავლოდ.

დრო დადგა "უკუჩვენებებზეც" ვისაუბროთ. სამივე მამაკაცს გააჩნია ე.წ. "ჩრდილოვანი თვისებები" ხასიათში. ტყუპს და მშვილდოსანს ერთგულებაზე ამაოდ ნუ "დატესტავთ". მერწმუნეთ, გულნატკენი დარჩებით. ის კი არა, თქვენი თანდასწრებით თუ სხვა ქალებს ეფლირტავება ეს ორი, კარგი იქნება თუ მოარიდებთ თვალს. სკანდალს თუ არ მოუწყობთ და განშორებით არ შეაშინებთ შანსი იმისა, რომ ფიზიკურად გიღალატოთ ძალზე მცირეა. თუ მაინც დაიჟინებთ, შესაძლოა უბრალოდ "ჯიბრით" წავიდეს სხვასთან რათა ერთ საღამოს მაინც დაისვენოს თქვენი პრეტენზიებისგან.

მორიელთან საქმე სხვაგვარადაა – დაიმახსოვრეთ, ის რისი უფლებაც აქვს მას, აბსოლუტურად გეკრძალებათ თქვენ. ამიტომ მოგიწევთ მისი სულისშემხუთველი ეჭვიანობის, მაშინ, როცა თავად სად დადის და რას აკეთებს ვერასოდეს გაიგებთ. ან თუ გაიგებთ, მერწმუნეთ, არ მოგეწონებათ. მორიელი მამაკაცის დადებითი თვისება არის ის, რომ ბევრ მათგანს (თუმცა არა ყველას!) საყვარელი ქალის ერთგულება რეალურად შეუძლია. თუმცა, სწორედ მორიელი იქნება ის "მანიაკი", რომელიც სხვა ქალთან ღია ფლირტით მოგიწამლავთ ნერვებს, თუკი ღმერთმა დაგიფაროთ და მას თქვენში დაეჭვების იოტისოდენი საბაბი მიეცით. არ დაგავიწყდეთ, ამ ადამიანს ნგრევაც და შენებაც ერთნაირი ოსტატობით ეხერხება. ჰოდა, ნუ მისცემთ საბაბს დაანგრიოს თქვენი ცხოვრება. მართალია, ნანგრევებში შეიძლება თავადაც მოყვეს, მაგრამ რაც არ უნდა გაუჭირდეს განშორება, თქვენ აღარასოდეს დაგიბრუნდებათ.

მოდით ვაღიაროთ რომ... ანუ ცოდვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 15-12-2015, 00:01

როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, გამდიდრებისა და დიდი ფულის შოვნის შანსს, ყოველთვის როდი განაპირობებს ის თუ რამდენად შრომისმოყვარე, ეკონომიური მხარჯველი ან კომერციული ნიჭის მქონეა ესა თუ ის ინდივიდი. ძალზე ხშირად ბევრს უბრალოდ უმართლებს, ხვდება საჭირო დროს, საჭირო ადგილას და აქვს ბედნიერება აკეთოს საქმე, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებს. იმის კეთება კი რისი კეთაბაც გიყვართ, ადრე თუ გვიან ყოველთვის იძლევა მატერიალურ შემოსავლებს. სიმდიდრე, რომლის შესახებაც ადამიანების 98% ოცნებობს, ხშირად ვიღაცისთვის უბედურებისა და სირთულეების მიზეზიც შეიძლება გახდეს ცხოვრებაში. იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია ადამიანში სულიერების დონე, განისაზღვრება მისი დამოკიდებულება ფულთან მიმართებაში. ამიტომაც ხდება რომ ზოგს, დიდი ფული უბრალოდ "აფუჭებს" და დეგრადაციის გზაზე დადგომას აიძულებს, ისე რომ ხშირად თავადაც ვერ გაუცნობიერებია ეს. აქედან გამომდინარე სამყარო კანონზიმიერია და შესაბამისად, ყველას როდი აძლევს შანსს მატერიალური კუთხით მაღალ მაჩვენებელს მიაღწიოს, ზოგიერთისთვის სიმდიდრე და დეგრადაცია შესაძლოა სინონიმებად იქცეს ცხოვრებაში.

მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ასტროლოგი აწარმოებს პირად პრაქტიკას და დაკვირვებას იმაზე, მაინც რა ნიშნით არიან შერჩეული ის ადამიანები კოსმოსის მიერ, ვისაც ეძლევა შანსი დიდი ფული გამოიმუშაოს. როგორც ასტროლოგიური სტატისტიკა ცხადყოფს, ყველაზე ქუდბედიანები – მშვილდოსნები მსოფლიოს მდიდარ ადამიანთა სიაში ერთობ მოკრძალებულ ბოლო ადგილებს იკავებენ. ამაში დამნაშავე ფულის უთავბოლოდ ფლანგვის სიყვარულია, რომელიც მშვილდოსნების 90% ახასიათებს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სიმდიდრეს კარგად აგროვენებ ვერძები და ტყუპი. როგორც ცნობილია, ორივე ნიშანი ერთობ იმპულსური და არცთუ ეკონომიური დამოკიდბულებით გამოირჩევა ფულთან მიმართებაში. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ორის შემთხვევაში საუკეთესო ინვესტიცია მათივე ინტელექტი და ფანტაზიის უნარია. ვერძიც და ტყუპიც ნოვატორული ხედვის მქონე, აქტიური, დინამიური ნიშანია. შესაბამისად, ბევრი მათგანი სწორედ ამ თვისებების წყალობით მდიდრდება.

მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შრომის, გონივრული ეკონომიისა და წინდახედულების ხარჯზე მდიდრდებიან ქალწულები და თხის რქები. თუმცა, კიდევ ერთ მიწის ნიშანს, კუროს იშვიათად უწევს რომ გახდეს დიდი ფულის მფლობელი. მიზეზი ნაკლები ამბიციებია. ქალწულებსა და თხის რქებს კი ფულის შოვნასთან ერთად, კარიერული ამბიციებიც აწუხებთ.

უამბიციოთა და შედარებით პასიურთა სიაში არიან თევზები და სასწორები. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ერთიც და მეორეც ე.წ. "გაორებული ნიშნის" წარმომადგენელია, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ საკუთარ თავში არსებული ქაოსისა და ყოყმანის დასაძლევად. ამის გამო ბევრი მათგანი უშვებს კარგ შანსებს უკეთესი ფინანსური მომავლის შესაქმნელად.

განსაკუთრებით ამბიციურთა კატეგორიაში ხვდებიან ლომები და მორიელები. ამ ხალხს როგორც წესი ცხოვრების მანძილზე გასაოცარი აღმასვლა-დაცემის პერიოდების გადატანა უწევს ფინანსური კუთხით. პრობლემა კი ის არის, რომ ერთიც და მეორეც მიდრეკილია სხვების ხარჯზე გამდიდრდეს, მოსწონს უფროსობა, ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას და ფინანსური მადა, ხშირად უსწრებს მათ რეალურ შესაძლებლობებს. შესაბამისად, დიდ სიმდიდრეს, ხშირად მოსდევს მათ ცხოვრებაში აბსოლუტური სიღატაკის ან სამართლებრივი დავის პრეცენდენტი.

დაბოლოს, ფინანსებთან დამოკიდებულებაში პოლარულად განსხვავებული მიდგომა აქვთ მერწყულებსა და კირჩხიბებს. კირჩხიბების უმეტესობა რაც არ უნდა გაგიკვირდეთ მდიდარი, მოსალოდნელი სიღარიბის შიშით ხდება. ამ ხალხის უმეტესობას პანიკურად ეშინია იმის, რომ ერთ დღესაც გაიღვიძებს და მშიერი დარჩება ოჯახის წევრებთან ერთად. ამიტომაც ცდილობს გამოიმუშაოს მეტი და მეტი. პლუს ამას თითქმის ყოველთვის წუწუნებს ფულზე და არასოდეს მიაჩნია თავი მდიდარ ადამიანად.

რაც შეეხება მერწყულს, მას ფული და კაპიტალის დაგროვება არასოდეს აინტერესებს. ფულის მიმართ მარტოოდენ "მომხმარებლური" დამოკიდებულება გააჩნია. სჭირდება სხვადასხვა სახის კეთილი საქმის ან ახირებული იდეის განსახორციელებლად. თუმცა, როგორც დაკვირვებები ცხადყოფს, ვინ თუ არა მერწყული, ყველაზე ხშირად ხდება დიდი ფულის პატრონი, რომელსაც არასოდეს დაჰკანკალებს, ასტროლოგები თვლიან, რომ მერწყულის ქუდბედიანობას მისივე დამოკიდებულება განაპირობებს ფულის მიმართ – გაიხსენეთ მერწყულის სიმბოლო, რომელიც მთელ კაცობრიობას "არწყულებს", ასევეა ზოდიაქოს ნიშნით მერწყულიც, მისთვის არ არსებობს სოციალური დაყოფა. შესაბამისად, საკუთარ სიმდიდრეს იგი დიდსულოვნად უნაწილებს საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენელს. ჰოდა, როცა გაცემა-მიღების ბალანსი დაცულია, რაღა თქმა უნდა სამყარო ასეთი ადამიანის გამდიდრებისთვის არაერთ შანსს გამოიმეტებს.

Назад Вперед
Наверх
 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.