Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
» Материалы за 14.12.2015
на правах рекламы

TOP სამი ყველაზე მყარი ფსიქიკის მქონე ზოდიაქოს ნიშანი

Автор: datuna от 14-12-2015, 23:59

როგორ ფიქრობთ, მყარი ნერვების პატრონი ხართ? ასტროლოგები თვლიან, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ხშირად გამოიყურება ერთი შეხედვით მშვიდად და აუღელვებლად. თუმცა, რეალური პრობლემების წინაშე აღმოჩენა ბევრ მათგანს აკარგვინებს საკუთარი თავისა და ემოციების ფლობის უნარს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა სამი ზოდიაქოს ნიშანი:

კირჩხიბი – ალბათ გიკვირთ მოტირალ-მოსლუკუნე კირჩხიბის სამეულში მოხვედრა. დასკვნების გაკეთებას ნუ იჩქარებთ სანამ სტატიას ბოლომდე არ ჩაიკითხავთ. მართლია, კირჩხიბი საკმაოდ სენსიტიური ნიშანია და ამაზე არც არავინ დავობს, მაგრამ მას და სხვას არავის ხელეწიფება პირველი ემოციური შოკის შემდგომ გასაოცარი "თვითგადარჩენის პროგრამა" აამუშაოს საკუთარ თავში და ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან გამარჯვებული გამოვიდეს. კირჩხიბი, რომელსაც დრო საკმარისად აქვს საკუთარი უიღბლობს გამოსატირებლად საბოლოო ჯამში ყველა პრობლემის სრულ ლიკვიდაციას მოახერხებს ისე, რომ სხვებსაც იხსნის განსაცდელისგან.

მორიელი – მისი ნებისყოფა რკინისებურია და ამას ნებისმიერი ასტროლოგი დაადასტურებს. თუმცა, რაღა თქმა უნდა, უნებისყოფო და სოციოფობი მორიელებიც გვხვდებიან, მაგრამ დღეს ჩვენ გამონაკლისებზე არ ვსაუბრობთ. ჭეშმარიტი მორიელი ტანჯვასა და განსაცდელს არასოდეს უშინდება. მათი დევიზია "ყველა პრობლემას ორი უებარი წამალი აქვს – დრო და სიჩუმე". მორიელს ძალა შესწევს ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მშვიდად, მდუმარედ და ჯიუტად აიტანოს ნებისმიერი გაჭირვება. ეს ყველაფერი მას კი არ გასტეხს სულიერად, პირიქით მასში პიროვნულ ზრდას გამოიწვევს და სულის სიძლიერეს აუმაღლებს.

თხის რქა – სიჯიუტე, პრინციპულობა და გასაოცარი ამტანობა ამ ხალხის სავიზიტო ბარათია. ბავშვობაში თხის რქები ხშირად ავადმყოფობენ და ვერავინ იტყვის თუ ამ მუდმივად და ავადმყოფურად მობუზული ბავშვისგან სამომავლოდ ასეთი ამტანი ინდივიდი გაიზრდება. თხის რქა კარგი კონიაკივითაა – რაც უფრო ემატება წლები, მით უფრო უკეთესი ხდება. როგორც სულიერად ისე ფიზიკურად უმჯობესდება და ძლიერდება. ამიტომ მას არამხოლოდ საკუთარი პრობლემების, სხვისი ტვირთის აღებაც კი ხელეწიფება თავის თავზე.

TOP სამი სუპერცოლი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 14-12-2015, 23:59

მართალია, ნებისმიერი ადამიანი ინდივიდია და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სახასიათო შტრიხებით გამოირჩევა; ამიტომ ის, თუ კონკრეტულად როგორ გაართმევს თავს ესა თუ ის ინდივიდი მეუღლის მოვალეობას დიდწილად არის დამოკიდებული მის პირად ასტროლოგიურ რუკაზე. თუმცა ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს საკმაოდ ზუსტი სტატისტიკა, რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალებს შორის ვხვდებით იდეალურ ან იდეალურთან მიახლოებულ პოტენციურ მეუღლეებს.


კურო – ქალი კურო გასაოცარი სულის სიძლიერითა და ხასიათის სიმტკიცით გამოირჩევა. თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ ამ მშვიდ, აუღელვებელ და ცოტათი ინერტულ მანდილოსანს არანაირად არ გააჩნია პრინციპული ხასიათი და ცხოვრებაში კონკრეტული პრიორიტეტები. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცდებით. კურო მშვიდი არსებაა, თავს არასოდეს აბეზრებს არავის ხმამაღალი ლოზუნგებით, ამიტომ ცოლის როლშიც იმავე პოლიტიკას მიმართავს. ოჯახს ყოველთვის სერიოზული განსჯისა და აწონ-დაწონის შემდეგ ქმნის. სამაგიეროდ, ვისაც აირჩევს, მას ბოლომდე უერთგულებს. შეუძლია ნებისმიერი განსაცდელის დროს დაუდგეს ქმარს გვერდით როგორც თანასწორი და გაამხნევოს იგი სულიერად. ასეთი ქალი მამაკაცისთვის ჭეშმარიტი განძია, იმიტომ რომ მას გააჩნია მყარად ჩამოყალიბებული შეხედულებები და პრინციპები, რომელსაც მარტივად არასოდეს შეცვლის. შესაბამისად, ოჯახისა და ქმრის მიმართ მისი ერთგულება ჭეშმარიტად იმსახურებს აღფრთოვანებას.

კირჩხიბი – მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი თავის სრულად მიძღვნა შეუძლია ოჯახისთვის. ქალი კირჩხიბი გასაოცარი თავგანწირვით გამოირჩევა, თუკი საქმე ოჯახსა და ოჯახის ინტერესებს შეეხება. მას შეუძლია მეუღლეს ძალიან ბევრი შეცდომა აპატიოს, გაუგოს და კიდევ ერთი შანსი მისცეს მეასიათასჯერ. მართალია, ცოტა ბუტია და ფხუკიანია დროდადრო, მაგრამ ამის კომპენსირებას მოსიყვარულე ხასიათითა და გასაოცარი კულინარიული ოსტატობით ახერხებს. იგი უზომოდ მზრუნველია როგორც დედა. შესაბამისად, ბავშვებსა და ოჯახზე წინ არასოდეს დააყენებს კარიერას და პროფესიულ მიღწევებს.

სასწორი – მისი გარეგნული იმიჯი ხშირად აბსოლუტურად მცდარ "მესიჯს" აგზავნის საზოგადოებაში. ერთი შეხედვით სათუთი, პრანჭია და თავქარიანი მოჩანს, მაგრამ სწორედ ამ "ქალურ სისუსტეშია" მისი სიძლიერე. სასწორი ქალი დიპლომატიური, წინდახედული და ძალიან გამჭრიახია. მას შეუძლია გაჩუმდეს საჭირო მომენტში და დაუთმოს მამაკაცს, რათა ამ უკანასკნელს თავი სიტუაციის ბატონ-პატრონად აგრძნობინოს. თუმცა, არც ის შანსი გამოეპარება, როცა შესაძლებელია მეუღლეს საკუთარი მოსაზრებით მოქცევისკენ უბიძგოს. მაგრამ რაც არ უნდა გააკეთოს, იგი არასოდეს გააკეთებს ამას ზეწოლის ან ტვინის ბურღვის მეშვეობით. შესაბამისად, მამაკაცები აღმერთებენ სასწორ ცოლებს, მათი თანდაყოლილი სიბრძნისა და დიპლომატიურობის გამო. გარდა ამისა, ეს ის ქალია, რომელსაც გააჩნია გასაოცარი სიჯიუტე, როცა საქმე კონკრეტული მოსაზრების დაცვას ეხება. გარეგნული სირბილის მიუხედავად სასწორ ქალს შესწევს ძალა, ყოველთვის დარჩეს საკუთარ პოზიციაზე მით უმეტეს, თუკი გარშემო მყოფები გააფთრებით ცდილობენ მას მოსაზრება შეაცვლევინონ.

TOP სამი ყველაზე ჯიუტი და დამთმობი ზოდიაქოს ნიშანი

Автор: datuna от 14-12-2015, 00:06

როგორ ფიქრობთ სიჯიუტე და პრინციპულობა ადამიანის ხასიათში ნაკლად მოიაზრება თუ ღირსებად? რაღა თქმა უნდა გააჩნია სიტუაციას და იმას, თუ კონკრეტულად რა მომენტში და სიტუაციაში გამოავლენს ინდივიდი ამ თვისებებს. თუმცა, დათმობა და ლოიალური მიდგომაც რომ ხშირად ვნებს საქმეს, ესეც უდავო ჭეშმარიტებაა. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი საკმაოდ კარგად ასახავს იმას რამდენად დამთმობი ან პირიქით ჯიუტი შეიძლება იყოს ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი. ამ მხრივ ოქროს სამეულში შემდეგი ნიშნები შედიან:


ჯიუტი და პრინციპული


1. თხის რქა 98% - მისი სიჯიუტე ხშირად პროფესიული კუთხით უფრო ვლინდება. თუმცა არც პირდ ურთიერთობებში თმობს პოზიციებს მარტივად.

2. კურო 90% - მისი სიჯიუტე მასზე გამოვლენილი ზეწოლის პირდაპირ პროპორციულია, მოეშვით მასზე ზეწოლას და იგი დათმობაზე აუცილებლად წავა.

3. მორიელი 87% - გასაოცარი ნებისყოფის გამოვლენა შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე შურისძიებას ეხება. უზომოდ შეუბრალებელი და სასტიკია ამ დროს.



დამთმობი და ლოიალური

1. ტყუპი 98% - მისი ცვალებადი ხასიათი ითვალისწინებს იმას, რომ ტყუპს იშვიათად შეუძლია ერთ კონკრეტულ მიზანზე მკაცრად კონცენტრირება. შესაბამისად, მარტივად და უმტკივნეულოდ თმობს ხოლმე პოზიციებს.

2. სასწორი - 88% - სურვილი იმისა, გარშემო არავის აწყენინოს და ყველას თვალში კარგი იმიჯი შეინარჩუნოს, ხშირად უბიძგებს სასწორს დათმობისკენ. იგი ასევე ხშირად მიდის დათმობაზე კონფლიქტური სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით.

3. თევზები - 78% - რბილი, ხათრიანი და ნაკლებადბრძოლისუნარიანი ნიშანია. პრინციპულობის გამოჩენას და სიჯიუტეს ურჩევნია, უბრალოდ თავი აარიდოს ხოლმე მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და "თევზივით" გასხლტეს.

როგორია თქვენი გემოვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ყველაზე დახვეწილი ზოდიაქოს ნიშნები

Автор: datuna от 14-12-2015, 00:05

ცნობილი ფრაზა - "გემოვნებაზე არ დავობენ" სამწუხაროდ, რეალობაში ნაკლებად ამართლებს. მეტიც, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ადამიანები ძირითადად სწორედაც რომ გემოვენებაზე დავობენ ყველაზე მეტს. ალბათ არავის მიაჩნია თავი უგემოვნოდ და სტილის არმქონე პიროვნებად. თუმცა, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ დახვეწილი გემოვნების ქონასაც ზოდიაქოს ნიშანი და მისი მმართველი პლანეტა განაპირობებს. ამიტომ გასაკვირი არაა, რატომ იმსახურებს ზოგიერთი საზოგადოების აღტაცებას საკუთარი ჩაცმის სტილითა და იმიჯით მაშინ, როცა სხვა საყოველთაო განსჯის საგანი ხდება ამ ზუსტად ამ კონტექსტში.

მიჩნეულია, რომ სილამაზის განსაკუთრებული აღქმით, ე.წ. "ვენერით მართული" ნიშნები გამოირჩევიან. კერძოდ ეს არის კურო და სასწორი. თუმცა, კუროს შემთხვევაში რაკიღა მიწის სტიქიასთან გვაქვს საქმე, მისი გემოვნება უფრო კომფორტის შექმნის მიდრეკილებაში ვლინდება (ინტერიერის დიზაინი, ფლორისტიკა, კულინარია) ვიდრე ჩაცმა-დახურვის საკითხში. თუმცა ვენერა მათთან რომანტიკულობას პირად ურთიერთობებში აძლიერებს, ამიტომ კურომ გასაოცარი ერთგულება და სენტიმენტალური სიყვარული იცის სწორედ ამ პლანეტის დამსახურებით.

რაც შეეხება სასწორს, იგი ვენერას ჭეშმარიტად "ჰაი-კლასის" წარმომადგენელია. ამიტომ ტიპურ სასწორს ვერასოდეს ნახავთ მოუწესრიგებელს, თმადაუვარცხნელს ან შეუსაბამო ფერის სამოსით. სასწორები დიდ ყურადღებას აცევენ აქსესუარებს, იცვამენ უზადო გემოვნებითა და ყოველთვის ზუსტად იციან, რომელი აქსესუარი რომელი ტიპის სამოსს შეუსაბამონ. გარდა ამისა, ვენერას გავლენა სასწორის ვიზუალზეც არანაკლებ აისახება. რის ხარჯზეც ამ ადამიანებს ულამაზესი ღიმილი და დახვეწილი მანერები გააჩნიათ. რაც კიდევ ერთ ქულას უწერს მათ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის საკითხში. თუკი თქვენ სადმე უხეში, ხისტი და გაუცინარი სასწორი შეგხვედრიათ, ე.ი. მას პირად რუკაზე მორიელის ან ვერძის ძლიერი გავლენა აქვს გამოხატული. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აქვე აღვნიშნოთ, რომ სწორედ ზემოხსენებული ორი ნიშნის გავლენა ანიჭებს ბევრ სასწორს ე.წ. "ბრუტალურ სექსუალურობას" ასე რომ ყველა მედალს ორი მხარე აქვს, ჩემო კარგებო.

რაკიღა საუბარი მორიელებსა და ვერძებზე ჩამოვარდა, მოდით, ამ ორი ნიშნის გემოვნებაზეც ვისაუბროთ მით უმეტეს, რომ ვერძს და მორიელს საერთო პლანეტა თანამმართველი გააჩნია - აგრესიული, ცეცხლოვანი მარსი. სწორედ მარსის გავლენით არიან ეს ადამიანები უზომოდ სექსუალურები და მიმზიდველები საპირისპირო სქესის თვალში. რაც შეეხება გემოვნებასა და სტილის შეგრძნებას, ვერ ვიტყვით, რომ ისინი იდეალურად ახერხებენ უზადოდ შეიმოსონ. თუმცა, ორივე მათგანს გააჩნია ჩაცმულობაში გარკვეული ქარიზმა. ამიტომ ხშირ შემთხვევაში მათთვის საყვარელი დახეული ჯინსები, უხეში ბათინკები და მკვეთრად მუქი მაკიაჟი, საკმაოდ თვალშისაცემად და საინტერესოდაც კი გამოიყურება. რაც მთავარია, ეს ყველაფერი სექსუალურობას ჰმატებს როგორც ვერძის, ისე მორიელის იმიჯს და ესეც საქმეა.

ნატიფი გემოვნებითა და სისადავით გამოირჩევიან ქალწულები, კირჩხიბები, თხის რქები და თევზები. ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს ზოგადად სძულს ყოველგვარი ზედმეტობა, ამიტომ მისი სტილი მინიმალისტურია ყოველთვის. სამაგიეროდ, ყველა ვისაც უზადოდ დაუთოებული შარვალ-კოსტიუმი აცვია, ჰალსტუხი წესების სრული დაცვით აქვს შეკრული და თმაც განსაკუთრებით აქვს დავარცხნილი ღერების სიზუსტით, აუცილებლად ქალწულია. ამ ადამიანებს ყოველთვის სისუფთავის "სუნი ასდით" და მუდმივად უზადოდ გამოიყურებიან. თხის რქა ტრადიციების მომხრეა. მოსწონს მკაცრი სტილი. რაც შეეხებათ თევზებსა და კირჩხიბებს, ორივე მათგანი სტიქიიდან გამომდინარე არაოფიციალურ, თუმცა საკმაოდ დახვეწილ იმიჯს ირჩევს ხოლმე. ამ ადამიანებს არ უყვართ ე.წ. "კორპორატიული დრეს-კოდი" და ცდილობენ სამსახურშიც მაქსიმალურად კომფორტულად იყონ შემოსილნი.

ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ჩაცმა-დახურვის საკითხს მშვილდოსნები და ტყუპი. თუმცა ამ ორს შორის განსხვავება ის გახლავთ, რომ ტყუპს როგორც წესი მით უმეტეს თუკი იგი ქალია, თანდაყოლილი შარმი შველის იმიჯის წარმოჩენის საკითხში. შესაბამისად, ქალი ტყუპისთვის მარტივია თუნდაც ჩითის კაბაშიც ქალურად და მაცდუნებლად გამოიყურებოდეს. მაშინ, როცა ქალი მშვილდოსნების გარკვეული კატეგორია საკმაოდ ინდეფერენტულად ეკიდება მოდას. ამ ადამიანებისთვის წინა პლანზე ჩაცმის კუთხით სამოსის კომფორტულობაა. ამის გამო, როგორც ქალ ისე მამაკაც მშვილდოსნებს ხშირად შეხვდებით კედებითა და სპორტულებით ერთობ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზეც კი. რაც, რაღა თქმა უნდა, არ მოქმედებს კარგად მათ იმიჯზე.

დაბოლოს, გამოკვეთილი ინდივიდუალიზმით გამოირჩევიან სამოსის შერჩევისას, ლომები და მერწყულები. თუმცა როგორც ასტროლოგები თვლიან, ამ ადამიანებს ხშირად გარკვეული "ზედმეტობაც" ახასიათებთ ამ კუთხით. რაც იმაში ვლინდება, რომ ლომებს ოქროს და ზოგადად მკვეთრი აქსესუარების სიყვარული ხშირად ამსგავსებს სადღესასწაულო ნაძვის ხეს, ხოლო მერწყულის სურვილი მაქსიმალურად მოახდინოს თვითგამოხატვა სამოსითა და ვიზუალური იმიჯით, ზოგჯერ საზოგადოებაში მისი პერსონის ექსცენტრიკად შერაცხვის პრეცენდეტებს იწვევს - ეს გასაკვირი არ გახლავთ, მოლისფერი თმა, კლასიკურ პიჯაკზე მაქმანებიანი კაბა და ტატუ სხეულის ყველაზე უცნაურ ადგილას, ხშირად ხდება საზოგადოებაში მითქმა-მოთქმის საგანი.

TOP სამი ყველაზე ჭკვიანი და გამჭრიახი ზოდიაქოს ნიშანი

Автор: datuna от 14-12-2015, 00:05

ალბათ ნებისმიერ ადამიანს მიაჩნია, რომ საკმაოდ გონიერი და ჭკვიანი არსებაა. თუმცა ერთეულებს შეუძლიათ იმის აღიარება, რომ რეალურად არცთუ მაღალია მათი ონებრივი მაჩვენებელი. ბრძენმა თქვა:"მე ის ვიცი, რომ არაფერი ვიციო", - ხომ გაგიგონიათ. ამიტომ ის ფაქტი, როცა ადამიანი უშვებს აზრს იმის შესახებ რომ შესაძლოა მასზე ბევრად ჭკვიანი და გამჭრიახია სხვა უკვე მეტყველებს ამ იდივიდის გონებრივ მონაცემებზე. თვითკრიტიკა თუკი იგი ობიექტურ ჩარჩოებშია მოქცეული პიროვნების ზრდას არათუ აფერხებს, პირიქით შესამჩნევად უწყობს ხელს.

ასტროლოგები ბევრს კამათობენ იმის შესახებ, მაინც რომელია ყველაზე ჭკვიანი, გამჭრიახი და გონიერი ზოდიაქოს ნიშანი. ამასთან ერთად, ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ არსებობენ ნიშნები, რომელთაც მმართველი პლანეტების ხასიათიდან გამომდინარე თანდაყოლილი გონიერება გააჩნიათ - პლანეტა მერკური, რომელიც აზროვნებასა და მის ფორმირებაზე აგებს პასუხს ტყუპსა და ქალწულებს მართავს. შესაბამისად, რაკი ჯერი ოქროს სამეულზე მიდგა სწორედ ეს ორი ნიშანი უნდა მოვიხსენიოთ ყველაზე ჭკვიანებს შორის. თუმცა, ასე მარტივად როდი გახლავთ საქმე!

მართალია ტყუპის ზოდიაქოს ნიშანს აზროვნების სისხარტეში ვერავინ გაეჯიბრება, მაგრამ მას აკლია სიღრმე, რომელიც ჭეშმარიტი მოაზროვნისთვის არის საჭირო. ტყუპი გადაწყვეტილებას წამის მეასედში ცვლიან. შესაბამისად, მათი იტერესების სფეროც მუდმივად ცვალებადია. აქედან გამომდინარე, სიბრძნეს ტყუპი მხოლოდ ხანდაზმულ ასაკში აღწევს ისიც იმ შემთხვევაში, თუკი მის პირად კოსმოგრამაში ბევრი პლანეტაა განლაგებული მიწის სტიქიის ნიშნებში. შესაბამისად, ოქროს სამეულში ტყუპის შეყვანას ვერ ვიჩქარებთ.

სამაგიეროდ, ლიდერად მოაზროვნეებს შორის აუცილებლად დავასახელებთ კიდევ ერთ "მერკურიანელს" - ქალწულს. ქალწულთან პლანეტა მერკური მთელი თავისი დიდებულებით ვლინდება. ის ამ ნიშნის ხალხს აჯილდოებს დედუქციის უნარით, დაკვირვებულობით, გასაოცარი ანალიტიკური ხედვითა და სიბეჯითით. რაც დამეთანხმებით, არაჩვეულებრივი ფუნდამენტია სამომავლოდ მყარი ცოდნის მისაღებად. ასე რომ, ყველაზე ჭკვიანთა სამეულში საპატიო პირველ ადგილს ქალწულებს ვუთმობთ.

მეორე ადგილზე რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ლომები ნომინირებენ და ახლავე აგიხსნით რატომ. ლომის ზოდიაქოს მმართველი პლანეტა მზეა, ამიტომ ლომები ბუნებით ეპატაჟური ნატურები არიან. რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მათ ძალიან მოსწონთ საზოგადოებაში საკუთარი იმიჯის კარგი კუთხით წარმოჩენა. გარდა ამისა, ლომი ცეცხლის ნიშნებს შორის ყველაზე დინჯი, გაწონასწორებული და წინდახედულია. რის ხარჯზეც იგი იშვიათად ჰყვება იმპულსებს და დინჯად შეუძლია აწონ-დაწონოს ნებისმიერ სიტუაციაში მოვლენის პლუსები და მინუსები. ლომი სამეფო ნიშანია, მას ორგანიზტორული უნარი გააჩნია, ამიტომ მასშტაბურად ფიქრიც კარგად გამოსდის. რაც თავის თავში მოიაზრებს პასუხისმგებლობის აღებას ერთბაშად ბევრ ადამიანზე. გარდა ამისა, ლომების დიდ ნაწილს მომიჯნავე ქალწულის ზოდიაქოს გავლენით, პირად კოსმოგრამაში ძალზე ხშირად აქვთ განლაგებული პლანეტა მერკური ქალწულის ზოდიაქოში, რაც თავის მხრივ იძლევა ლომივით მეფური ბუნების მქონე, კარგი ორგანიზატორული თვისებებით დაჯილდოებულ და ქალწულივით ჭკვიან, წინდახეულ პიროვნებას.

დაბოლოს, კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც ჭეშმარიტად იმსახურებს სამუელში მოხვედრას საკუთარი "გენიალურობით" ეს არის მერწყული. პლანეტა ურანის გავლენის გამო, რომელიც მერწყულს მართავს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები, პროგრესულად მოაზროვნე და ნოვატორი ინდივიდები არიან. მათი აზრები ხშირად უტოპიურად ეჩვენება საზოგადოებას, თუმცა, მერწყული არც მეოცნებეა არც იდეალისტი. მან ზუსტად იცის, რა მოხდება მომავალში. შესაბამისად, ყველა მისი იდეა, მომავლის პროექტია. ამიტომაცაა მერწყულის აზროვნება ჭეშმარიტად უნიკალური. ამასთან ერთად, ტყუპისგან განსხვავებით მერწყული თანამმართველი პლანეტის სატურნის გამო ძალზე ხშირად ახერხებს საკუთარი იდეები რეალურ პროექტებად აქციოს და ნაკლებად გადაერთოს ერთი ინტერესიდან, მეორეზე.

TOP სამი წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით რომელსაც იდეალური ოჯახის შექმნა შეუძლია

Автор: datuna от 14-12-2015, 00:04

დავა იმაზე, თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს უნდა დაუკავშიროთ ბედი საიმისოდ, რომ სამომავლოდ ოჯახური ცხოვრება ჰარმონიული გქონდეთ, ინდივიდუალური საკითხია. შესაბამისად, ნებისმიერი ასტროლოგი დაგიდასტურებთ იმას, რომ მხოლოდ ნიშნებს შორის თავსებადობა ნამდვილად არ მოგცემთ ბედნიერი ქორწინების სრულ გარანტიას. ოჯახი თავისებური "სამუშაოა", რომელშიც ორივე პარტნიორი ერთნაირად უნდა დაიხარჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რაც არ უნდა ჰარმონიული იყოს თქვენი და თქვენი მეუღლის ზოგადი ასტროლოგიური თავსებადობა მაიცნ მოხდება კონფლიქტები. თუმცა, იმის გათვალისწინება, თუ ვის ეწყობით ხასიათის უმთავრესი შტრიხებიდან და ფსიქოლოგიური ბუნებიდან გამომდინარე ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორია საიმისოდ, რომ მომავალში პოტენციურ მეორე ნახევართან ურთიერთობა გაგიადვილდეთ. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ არსებობს სამი "სუპერ-წყვილი" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვისაც რეალურად 99% ოდენობის შანსი გააჩნია საიმისოდ, რომ მომავალში ჰარმონიული და შეხმატკბილებული ოჯახი შექმნას...


კურო - ქალწული

ამ ორ ადამიანს შორის ეტაპობრივად, მაგრამ ძალზე მჭიდრო და ურყევი კავშირი ყალიბდება. როგორც წესი, ისინი ერთმანეთს საერთო საქმიანობის ან სამსახურეობრივი ატმოსფეროს გავლენით უახლოვდებიან. ერთიც და მეორეც მარტივად არასოდეს იღებს დაოჯახების გადაწყვეტილებას, ამიტომ მათ დრო სჭირდებათ პარტნიორთან მისაჩვევად. კურო დინჯი და თავშეკავებულია, ქალწული დაკვირვებული, გამჭრიახი და მეთოდური. ის საუკეთესო თანაშემწე, მეუღლე, მეგობარი და თანამოაზრეა კუროსთვის. კურო კი თავის მხრივ ქალწულს აძლევს იმას, რაც ამ უკანასკნელს ყველაზე მეტად ესაჭიროება - ეს არის სტაბილურობა, როგორც ემოციური ისე ფინანსური კუთხით. ქალწულს შეუძლია მოთმინება, კუროც არანაკლებ მომთმენი და გაწონასწორებულია. ეს ორი მალე არა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ და სტაბილურად აშენებს საკუთარ ბედნიერ მომავალს. მათი შვილები ყოველთვის ჯანსაღი ფსიქიკით იზრდებიან, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მოკლებულნი არიან ოჯახურ ჩხუბსა და აყალმაყალში ყოფნას. დედასა და მამას ჩუმად, უსიტყვოდ მაგრამ ძალიან ძლიერად უყვართ ერთმანეთი.


ვერძი - ლომი

მათი კავშირი ხშირად საოცრად ხმაურიანი, დრამატული და ზოგჯერ კონფლიქტებით სავსეც კია. თუმცა, გარშემო მყოფთა გასაკვირად ისინი მაინც ერთად არიან ლამის სიცოცხლის ბოლომდეც... ლომი და ვერძი ერთად, ასტროლოგიურ-ანატომიური შესაბამისობის მიხედვით თავი და გულია, ჰოდა, მითხარით განა შეიძლება გონებამ გულის გარეშე იმუშაოს? გული კი გონების გარეშე რამედ ვარგა? ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამგვარი წყვილი მიუხედავად მრავალრიცხოვანი კონფლიქტებისა, ყველაზე ხშირად ინარჩუნებს ხანგრძლივ, სასიყვარულო და სექსუალურ ლტოლვას ერთმანეთის მიმართ. ისინი მისაბაძ მაგალითს წარმოადგენენ საკუთარი შვილებისთვის როგორც თავგანწირული და ნამდვილი სიყვარულის მაგალითი.


კირჩხიბი - მორიელი

გახსოვთ ცნობილი ფრაზა - "მელას, თავისი მაღრჩობელა უყვარს?" სწორედ კირჩხიბი-მორიელის წყვილზე ეს ფრაზა მორგებული. მორიელიც და კირჩხიბიც თავისი ბუნებით ორივე ემოციური, მგრძნობიარე და საოცრად ინტუიციური ტიპია. თუმცა, განსხვავება იმაშია, რომ ერთს ტანჯვა მოსწონს, მეორეს კი მდგომარეობა იყოს "ტანჯული". მორიელი აღმერთებს სიტუაციის მართვა-ბატონობას, მაშინ როცა კირჩხიბს მუდმივად აქვს პარტნიორის მიმართ მორჩილების გაუცნობიერებელი მოთხოვნილება. მორიელს ნგრევა უყვარს, კირჩხიბი კი ბუნებით კოლექციონერი და მშენებელია. ამიტომ ისინი იდეალურად უწყობენ ფეხს ერთმანეთს. მათ შორის ბევრი დრამატიზმი, წყენა და ეჭვიანობის სცენებია. თუმცა, ეს მხოლოდ ამყარებს ამ ორის კავშირს.

იდეალური ქალი ნებისმიერი მამაკაცისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 14-12-2015, 00:03

ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცს იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნება კონკრეტული კრიტერიუმები გააჩნია სასურველი ქალის შერჩევის საკითხში. თუმცა, საინტერესო იქნებოდა გაგვეკეთებინა ექსპერიმენტი - როგორი შეიძლება იყოს ქალი, რომელიც თორმეტივე ნიშნით დაბადებული მამაკაცის სიმპათიასა და აღტაცებას დაიმსახურებს?

თუ ჯერი ვიზუალზე მიდგა, ყველაზე მეტად ქალური შარმითა და მომხიბვლელობით სასწორი, ტყუპი და მერწყული ქალები გამოირჩევიან. ამიტომ იდეალურ ქალს ამ ჰაერის ნიშნისთვის დამახასიათებელი მომნუსხველი ღიმილი, მელოდიური ხმის ტემბრი და უზადო გემოვნება უნდა გააჩნდეს.
ვნებიანობასა და ტემპერამენტის მაღალ კოეფიციენტზე თუ ვსაუბრობთ, ამ მხრივ ვერძს, მორიელსა და კუროს ვერავინ გაეჯიბრება. შესაბამისად, იდეალური ქალი ვერძივით "ცხელი", კუროსავით დიდი სექსუალური მადის მქონე და მორიელივით ვნებიანი უნდა იყოს.

მეოჯახეობა და სუპერდიასახლისის თვისებები კირჩხიბებისკენ, ქალწულებისა და თევზებისკენ უნდა მოვიკითხოთ. ამიტომ იდეალურ ქალს კირჩხიბისთვის დამახასიათებელი კულინარიული შესაძლებლობები, ქალწულის რაციონალიზმი და თავდაჭერილობა და თევზებისთვის დამახასიათებელი ემოციური კომფორტის მინიჭების უნარი უნდა გააჩნდეს მამაკაცისთვის.

დაბოლოს, კარგი ცოლი და პარტნიორი მამაკაცს გვერდით უნდა ედგეს როგორც თანასწორი. ის უნდა იყოს მისთვის იდეალური თანამოაზრე, მეგობარი და მრჩეველი. ამ კანდიდატურას კი სრულიად აკმაყოფილებს ლომი, მშვილდოსანი და თხის რქა. შესაბამისად, იდეალური ქალი ლომივით საამაყო საზოგადო იმიჯით, მშვილდოსანივით მეგობრული ხასიათია და თხის რქასავით უტეხი ნებისყოფით უნდა იყოს დაჯილდოებული, რომელიც ძნელბედობის ჟამს მეუღლეს ღირსეულ მხარდაჭერას აღმოუჩენს.

Назад Вперед
Наверх
 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.