Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
» Материалы за Декабрь 2015 года
на правах рекламы

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვისაც დამდეგი 2016 წელი რთული იქნება

Автор: admin от 30-12-2015, 17:49
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვისაც დამდეგი 2016 წელი რთული იქნება ახალი წელი მოდის და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩვენგანის სურვილია, მარტოოდენ დადებითი, პოზიტიური პროგნოზები მოვისმინოთ ასტროლოგების მხრიდან. თუმცა, ყოველ წელს არსებობს ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნების "შავი სია", რომელთათვისაც ასტროლოგები გარკვეულ ნეგატიურ ან სირთულეებით სავსე პერიოდებს წინასწარმეტყველებენ. არც ეს წელია გამონაკლისი ამ მხრივ. და მაინც, რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მართებთ მაიმუნის წელში მეტი სიყოჩაღე, გამძლეობა და ფსიქოლოგიური მობილიზაცია? მშვილდოსანი - გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი ყველაზე პირქუში, მკაცრი (თუმცა კი სამართლიანი) პლანეტა სატურნი მშვილდოსნის ზოდიაქოშია მყარად გამაგრებული, მშვილდოსნების ცხოვრებაში უახლოესი წელიწადნახევარი მაინც არცთუ მარტივი და ია-ვარდებით მოფენილი იქნება. ძვირფასო მშვილდოსნებო, ნაადრევად მოგიწოდებთ, ისწავლეთ ზომიერება, გულისყურით მოეკიდეთ დაკისრებულ მოვალეობებს და გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა, თუკი გსურთ, რომ თავიდან აიცილოთ დამდეგ 2016 წელს არასასიამოვნო სიურპრიზები. სასწორი - წლის პირველ ნახევარში სასწორის ზოდიაქოს ნიშანს ე.წ. შავი მთვარე სტუმრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასწორების დიდი ნაწილისთვის დღის წესრიგში პარტნიორულ ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემების ალბათობა დადგება გადაუჭრელ დილემად. შავი მთვარე სიტუაციას "გააბუქებს" და შესაბამისად, ძვირფას სასწორებს "ბუზი სპილოდ მოეჩვენებათ". ამიტომ ასტროლოგები გირჩევთ, წლის მეორე ნახევრამდე დაელოდეთ ურთიერთობების დარეგულირებას. არ იჩხუბოთ და მით უმეტეს, არ დატოვოთ სიტუაცია თვითდინებაზე. მოუხმეთ თქვენთვის ჩვეულ დიპლომატიას, საღი აზრი აუცილებლად გაიმარჯვებს საბოლოოდ.

http://www.marao.ge/urtiertobebi/akhalgazrdebi-20-30/11556-3-zodiaqos-nishani-romlisthvisac-damdegi-2016-tseli-rthuli-iqneba.html

როგორ შეაყვაროთ თავი კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანს

Автор: admin от 30-12-2015, 17:45
როგორ შეაყვაროთ თავი კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანს


ვერძი
თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:
- ქალური,
- ვნებიანი,
- საკუთარი თავის რწმენით სავსე,
- კრეატიული,
- დიპლომატიური;
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- გააღვივოთ მისი აგრესია,
- შეიტანოთ ეჭვი მის ვაჟკაცობასა და სიმამაცეში,
- იცინოთ მის გულუბრყვილობაზე,
- იყოთ უფრო აქტიური ვიდრე ის,
- გააკონტროლოთ.



კურო
თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:
- მაცდუნებლად მომხიბვლელი,
- ერთგული,
- ნაზი,
- გაწონასწორებული და მშვიდი,
- კარგი დიასახლისის თვისებებით;
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- სხვა მამაკაცების ხსენებაც კი,
- ხანგრძლივი დროით მისი მარტო დატოვება,
- მისი შემოსავლის უთავბოლოდ ფლანგვა,
- სიცილი როცა ის პირველ სიყვარულს იხსენებს,
- მისი იმედების გაცრუება.



ტყუპი
თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:
- კარგი ფანტაზიის უნარის მქონე,
- ცოტა შერეკილი,
- კრეატიული,
- არასტანდარტული,
- კომუნიკაბელური;
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- გადამეტებული სერიოზულობა,
- მესაკუთრული გრძნობების გამოვლენა,
- მისი თავისუფლების შეზღუდვა,
- მისი გატაცებების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება,
- უკმაყოფილების გამოხატვა მისი ხასიათის ზედაპირულობის გამო.



კირჩხიბი
თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:
- რომანტიკული,
- ნაზი,
- ემოციური,
- მეოჯახე და მზრუნველი,
- გიყვარდეს პატარები;
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- საცინად აიგდოთ მისი სენტიმენტალური ხასიათი,
- გულგრილი და ცივი იყოთ გრძნობების გამოხატვაში,
- გააკრიტიკოთ მისი ემოციურიობა,
- დასცინოთ მის ოჯახს, განსაკუთრებით დედას,
- ხშირად დატოვოთ ყურადღების გარეშე.



ლომი
თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:
- მუდამ ფორმაში და მოვლილი,
- პრეზენტაბელური და თავდაჯერებული,
- დიდსულოვანი და გულუხვი,
- ვნებიანი,
- გულწრფელი;
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- მეწვრილმანეობა,
- სიყალბე,
- სხვა მამაკაცების მიმართ თუნდაც პროფესიული პატივისცემის გამოხატვა,
- მასთან ღიად კამათი,
- ურთიერთობაში დომინანტობის სურვილი.



ქალწული
თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:
- გაწონასწორებული,
- მოწესრიგებული,
- დისციპლინირებული,
- საიმედო,
- ბუნებრივი;
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- მისთვის ჩვეულ ცხოვრების რიტმში დისონანსის შეტანა,
- ფეთხუმობა,
- ზედმეტი პრეტენზიები,
- არაგულწრფელობა,
- მისი ფინანსების განიავება სისულელეებზე.



სასწორი
თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:
- პრინციპული,
- დახვეწილი და გლამურული,
- ნაზი და დიპლომატიური,
- ტაქტიანი,
- ელეგანტური,
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- სკანდალების მოწყობა, ჩხუბი,
- მისი სისუსტეების საჯაროდ განხილვა,
- ზეწოლა მასზე გადაწყვეტილების მისაღებისას,
- უხეშობა,
- მისგან მუდმივად ზრუნვის და ყურადღების მოთხოვნა.



მორიელი
თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:
- იდუმალი,
- არაპროგნოზირებადი,
- ვნებიანი,
- ფიცხი და ტემპერამენტიანი,
- დროდადრო აბსოლუტურად უმართავი;
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- დასცინოთ მის გრძნობებს,
- მოატყუოთ იგი,
- სახალხოდ გააკრიტიკოთ მისი ნაკლოვანებები,
- უარი უთხრათ სექსზე,
- ხშირად დაუთმოთ მას.



მშვილდოსანი
თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:
- დამოუკიდებელი,
- მომთმენი,
- გამჭრიახი,
- სულით მუდამ ახალგაზრდა,
- ყოველთვის მზად თავგადასავლებისათვის;
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- მისი თავისუფლების შეზღუდვა,
- მისზე კონტროლის დამყარების მცდელობა,
- კრიტიკა მისი მისამართით,
- მისით მანიპულირება,
- მოსაწყენი და მონოტონური ცხოვრებით ცხოვრება.



თხის რქა
თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:
- თავმოყვარე,
- ძლიერი სულით,
- ღირსეული მანერებით,
- გამგებიანი,
- ბუნებრივი;
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- მისთვის თავის მობეზრება,
- უპასუხისმგებლობა,
- მისი ღირსებების არშემჩნევა,
- სხვებთან მისი შედარება,
- მუდმივად მის ჭკუაზე სიარული.



მერწყული
თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:
- გულწრფელი,
- მომთმენი და ტაქტიანი,
- მეგობრული,
- ორიგინალური,
- ცნობისმოყვარე;
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- შეუზღუდოთ დამოუკიდებლობა,
- მისი იდეების სასაცილოდ აგდება,
- ღია ფლირტი სხვა მამაკაცებთან,
- მისი მეგობრების კრიტიკა,
- ერთფეროვანი და მოსაწყენი ცხოვრების წესის ქონა.



თევზები
თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:
- გულისხმიერი,
- დელიკატური,
- ნაზი,
- დახვეწილი,
- პრინციპული;
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- უხეშობა,
- ცინიზმი,
- დასცინოთ მის რომანტიკულობას,
- კრიტიკა,
- ემოციური სიცივე.

ფროიდის 10 აღმოჩენა სექსში - ანუ ის, რაზეც გოგონები და ბიჭები ოცნებობენ

Автор: admin от 30-12-2015, 17:44
ფროიდის 10 აღმოჩენა სექსში - ანუ ის, რაზეც გოგონები და ბიჭები ოცნებობენყველა გოგონას გაუცნობიერებლად შურს მამაკაცის და უნდათ რომ პენისი თავადაც ჰქონდეთ.


2. ლიბიდოს აღმოჩნენა ფროიდს ეკუთვნის. ესაა არაცნობიერი სექსუალური ჟინი, მისწრაფება.


3. ბავშვები, რომლებიც დედის ძუძუთი არ იზრდებიან, ამ დანაკლისს მომავალში ფრჩხილების კვნეტით, ორალური სექსითა და სიგარეტით ინაზღაურებენ.


4. 6 წლიდან ბავშვები გაუცნობიერებლად იწყებენ მასტურბირებას.


5. 6 წლიდან ბიჭები და გოგონები სქესს აცნობიერებენ და მაშინ ყალიბდება მათ ეგო და სიმორცხვეც ჩვეულებრივი ამბავია.


6. ბიჭები მამასმეტოქედ აღიქვამენ, რომელიც დედის სიყვარულში ეცილებათ – ოიდიპოსის კომპლექსი. მამასთან კონკურენცია იმდენად დიდია რომ შეძლება
სიძულვილამდე ან ღია დაპირისპირებამდე მივიდეს, ხანდახან ისინი მამის სიკვდილზეც კი ოცნებობენ.


7. გოგონებს ელექტრას კომპლექსი აქვთ. სექსუალური ლტოლვა მამის მიმართ. უკიდურესი სტადია დედის სიძულვილია და დედის ადგილის დაკავება სურთ.


8. ფროიდის აზრით სიზმრებში დაშიფრულია თქვენი სექსუალური ფანტაზიები, განდევნილი ეროტიკული სურვილები, მოთხოვნილებები.

რომელ ზოდიაქოს ნიშანს უმართლებს ყველაზე მეტად ცხოვრებაში?

Автор: admin от 30-12-2015, 17:40
რომელ ზოდიაქოს ნიშანს უმართლებს ყველაზე მეტად ცხოვრებაში?ასტროლოგმა, პაველ გლობამ, შეადგინა ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის, სადაც დაწერა, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ეხმარება ბედი ხშირად.

შედგენილი ჰოროსკოპის თანახმად, იღბალი ყველას თანაბრად არ სწყალობს.

ვერძი

ვერძი, თამამად შეგვიძლია დავასახელოთ იღბლიან ნიშნად. მათ ფორტუნა საკმარისად უღიმის, განსაკუთრებით – კარიერაში. თუმცა, ამ ნიშნის წარმომადგენლები, ყოველთვის არ იყენებენ ბედის საჩუქრებს. ზოგჯერ, ვერძი, იმდენად ბრმავდება, რომ აწყობილ გარემოშიც კი ვერ ხედავს სარგებელს.

კურო

კუროებს, ძალიან უმართლებთ ფინანსების მხრივ. ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლებს, არასდროს ეხებათ ფინანსური კრიზისი. კუროები, ამ ფაქტს, ბოროტად იყენებენ, – ხდებიან ხარბები და მეწვრილმანეები. მათ, ასეთ შემთხვევაში, წარმატება ზურგს აქცევს.

ტყუპები

ტყუპები, იმ ნიშანთაგანია, რომლებსაც ძალიან უმართლებთ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს, შეუძლიათ, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვდნენ. ბედისწერას ძალიან უყვარს ისინი, მათი პოზიტიური დამოკიდებულების, აქტიურობისა და სიმსუბუქის გამო.

კირჩხიბი

კირჩხიბებს, დიდად არ უმართლებთ. ასტროლოგი მათ ურჩევს, რომ მაინცდამაინც არ დაეყრდნონ იღბალს, რადგან მათ ცხოვრებაში იშვიათად ჩნდება იგი. იმისათვის, რომ კირჩხიბმა ბედის მხარდაჭერა მოიპოვოს, რეკომენდირებულია – ხშირად მოუსმინოს და მიჰყვეს თავის ინტუიციას.

ლომი

იღბალს ძალიან უყვარს ლომის ნიშანი და ხშირად ათამამებს, მაგრამ ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლები, ყოველთვის არ არიან მადლიერნი მის მიმართ.

ქალწული

ქალწულებს, 50/50-ზე უმართლებთ. მათი მთელი ცხოვრება, შავ და თეთრ ზოლებად იყოფა. ამ ნიშნის წარმომადგენლებს, იღბალი ხშირად არ უღიმის. მიუხედავად ამისა, ქალწულები, სასოწარკვეთას არ ეცემიან და ყველანაირი ძალებით ცდილობენ, რომ თავად მიაღწიონ რაიმეს.

სასწორი

სასწორი, ნამდვილად ვერ დაიკვეხნის იღბლის კეთილგანწყობით. ხშირად, მათ ცხოვრებაში, წარმატებაზე მეტად – წარუმატებლობაა. თუმცა ამით, დიდად არ არიან შეწუხებულნი, რადგან არ ელიან ბედისგან საჩუქრებს და ყველაფერი მხოლოდ საკუთარ ძალებზე აქვთ გათვლილი.

მორიელი

მორიელს, ხშირად უმართლებს ცხოვრებაში. ზოგჯერ, ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც “ნგრევა” გარდაუვალია, დასახმარებლად დიდი ძალა აკითხავს. ის, ამ ფაქტს, უბრალო ამბად აღიქვამს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები, ყველაზე იღბლიანები არიან. უბრალოდ, რთულია გაარჩიო, რა შემთხვევაში გაუმართლათ და რა შემთხვევაში მიაღწიეს წარმატებას, საკუთარი ძალებით. ამ ნიშნის წარმომადგენლები, აქტიურები და მოტივირებულები არიან ყოველთვის.

თხის რქა

თხის რქა – “გამოუსწორებელი” რეალისტია და არასდროს არაფერი აქვს გათვლილი იღბალზე. ამიტომ, ბედიც, მხარს არ უჭერს. ეს ნიშანი, მიჩვეულია, რომ ყველაფერს თვითონ მიაღწიოს. მას კი, ვისაც უმართლებს, სასტიკად სძულს.

მერწყული

მერწყულს ძალიან უყვარს იღბლისა და შემთხვევითობის იმედზე ყოფნა. რაც ყველაზე საინტერესოა, ფორტუნა, ხშირად და მოულოდნელად, სწორედ მათ უღიმის და ყველა სურვილის შესრულებაში ეხმარება. ასტროლოგის მტკიცებით, ზოდიაქოს სწორედ ეს ნიშანი გვევლინება ყველაზე იღბლიანად.

თევზები

თევზი, მთელი ძალებით ცდილობს მიიზიდოს იღბალი, მაგრამ იშვიათად გამოსდის. ამ ნიშნის წარმომადგენლები, ხშირად, ბედისწერის იმედზე არიანს საპასუხისმგებლო საქმეებშიც კი, როდესაც მათი ძალისხმევა აუცილებელია. მათი დადებული ფსონი ბედზე, ასეთ შემთხვევებში იწვება, იმდენად, რამდენადაც – ზედმეტს ითხოვენ.

პაველ გლობას შედგენილი ჰოროსკოპის თანახმად, ყველაზე იღბლიანი ნიშნებია: ვერძი, კურო, მერწყული, ტყუპები, მშვილდოსანი და მორიელი.

ასტროლოგი, დანარჩენებს, მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ყოფნას ურჩევს.



წყარო - siaxle.geonewstoday.com

TOP 3 ყველაზე აუტანელი შეფი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: admin от 30-12-2015, 00:57
TOP 3 ყველაზე აუტანელი შეფი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითდამეთანხმებით, თანამდებობა და ძალაუფლება ისეთი რამაა, ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის უარს ალბათ მასზე. მაგრამ ყველა როდი იბადება იმ "მისიით", რომ სხვათა ბედი განაგოს თუნდაც პროფესიული თვალსაზრისით... მოდით, თვალი გადავავლოთ ასტროლოგების მიერ სამი ყველაზე აუტანელი უფროსის კატეგორიაში მოხვედრილ ნიშნებს და ერთად გავიგოთ რატომ ჯობია სასწრაფოდ დაწეროთ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, თუკი ქვემოთ ჩამოთვლილი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული შეფის განკარგულებაში ამოყავით თავი... ქალწული ქალწულების უმეტესობა არასოდეს იბადება მოწოდებით "ლიდერად", მისი ნიშა უფრო ვიცე-პრეზიდენტის ან მრჩეველის პოზიციაა. მაგრამ თუკი ხელმძღვანელის პოსტის დაკავება მაინც უწევს, იგი ამას განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და აჟიოტაჟით არასოდეს ხვდება. თუმცა, როგორც ტიპურ მიწის სტიქიის წარმომადგენელს შეეფერება, მუყაითად იწყებს საკუთარი მოვალეობების შესრულებას, რაც ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ ყველა თანამშრომელს წამიერი სიზუსტით აღუნუსხავს სამსახურში მისვლისას დაგვიანებულ წუთებს და თვის ბოლოს სოლიდურ თანხას შეაგროვებს "დაჯარიმებული" კონტინგენტისგან ამოღებული ფულით. ამ თანხას კი საკანცელარიო ნივთების ან ახალი საოფისე ინვენტარის შეძენაზე გამოიყენებს. ქალწული უფროსი წვრილმანების ხედვის დიდოსტატია. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუკი იგი თქვენ მიერ დაწერილ კვირის რაპორტში შესრულებლ სამუშაოზე მეტად ორთოგრაფიულ შეცდომებზე გაგიმახვილებთ ყურადღებას. ტყუპი უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ახლად აყვანილმა თანამშრომლებმა ძირითადად გადმოცემით იციან მასზე. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს ტყუპს პუნქტუალურობის სენი წამოუვლის და შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად დაადგეს თავზე თანამშრომლებს, რომელთაც ამასობაში ოფისის ყავახანად გადაქცევა მოუხერხებიათ. არავითარი მუშტი მაგიდაზე, აწეული ხმის ტონი და მსგავსი ტიპის კორპორატიული "სპეც-ეფექტები". ტყუპის იარაღი მისი ენაა, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული უფროსის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სფინქსის მოთმინების მქონე ადამიანსაც კი მარტივად და უპრობლემოდ გამოიყვანს წყობიდან დახვეწილი ცინიზმითა და საყვედურებით. თანაც ისე, რომ ეს უკანასკნელი გულწრფელად ინატრებს იმ დროს მიწა გაუსკდეს და თან ჩაიტანოს. აქედან გამომდინარე, ალბათობა იმისა, რომ ზემოთ ხსენებულმა თავმოყვარეობაშელახულმა ხელქვეითმა სასწრაფოდ ჩაალაგოს ბარგი, სხვა სამუშაო ადგილის საძებნელად ძალზე დიდია. მშვილდოსანი ერთი შეხედვით ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, შეიძლება გეგონოთ, რომ "ქერის ორმოში" ამოყავით თავი, რაკი მან სამსახურში მიგიღოთ. მშვილდოსანი უფროსი ხალისიანი და გულისხმიერი იქნება გასაუბრებაზე (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მდედრობითი სქესის ბრძანდებით და მუხლსზემოთ სიგრძის კაბა გაცვიათ), დაუყოვნებლივ დაგპირდებათ პრემიას ჯერ კიდევ შეუსრულებელი საქმიანობის სანაცვლოდ და ხელფასის მატებას პირველივე თვიდან. შესაძლოა, ყველაფერ ამას ბონუსად დაწინაურების პერსპექტივაც დიდსულოვნად მოაყოლოს და ერთ-ორ ხალისიან ანეკდოტსაც მოგიყვებათ დასასრულს. თუმცა, როცა რეალურად შეუდგებით მის ოფისში მუშაობას, გამორიცხული არაა, პირველივე დღეს აღმოაჩინოთ, რომ მსგავსად კონკიას კვახად ქცეული ეტლისა ხელთ მხოლოდ ლამაზი დაპირებები შეგრჩენიათ, რომელიც შეფმა თქვენთვის გამოიმეტა. მიზეზი მისი კარგ ხასიათზე ყოფნა ან უბრალოდ შთაბეჭდილების მოხდენის სურვილ იყო (მშვილდოსნისთვის ხომ მნიშვნელობა არ აქვს აუდიტორიას, მთავარია იხუმროს და გააოცოს ხალხი).

http://astrologi.ambebi.ge/astro-ambebi/2664-top-3-yvelaze-autaneli-shefi-zodiaqos-nishnis-mikhedvith.html

TOP 3 მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელსაც უსიტყვოდ ესმის ქალის

Автор: admin от 30-12-2015, 00:49
ალბათ ნებისმიერი ქალის ოცნებაა ისეთი მამაკაცის პოვნა, რომელიც მისი ქალური ბუნების სირთულეებსა და ხუშტურებს უთქმელად გაიგებს და რაც მთავარია, ლოიალურად მოეკიდება მას. თუმცა, მამაკაცები მოგეხსენებათ მარსიანელები არიან, ქალები კი ვენერიანელები ამიტომ როგორც წესი, ძლიერი სქესის წარმომადგენელთა დიდ ნაწილს ძალიან უჭირს ქალის ხასიათში ბოლომდე გარკვევა და იმის გათავისება, თუ რა სურთ რეალურად სუსტი სქესის წარმომადგენლებს... მაგრამ ძვირფასო ქალბატონებო, ფარ-ხმალის დაყრა არ ღირს, იმიტომ რომ არსებობენ ე.წ. "ქალური ენერგეტიკის" მქონე პლანეტით მართული ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა შორისაც ქალური ფსიქოლოგიის უბადლო "ექსპერტებსაც" ვხვდებით ხშირად... წარმოგიდგენთ საუკეთესო სამეულს კირჩხიბი – კირჩხიბის ზოდიაქოს მმართველი მთვარე გახლავთ, მთვარე კი ქალური ენერგეტიკის მქონე უმთავრესი პლანეტაა. ამიტომ მამაკაც კირჩხიბში, რაც არ უნდა ვაჟკაცური გარეგნობის მოგეჩვენოთ იგი, საფუძვლიანი დაკვირვების შემდეგ მარტივად აღმოაჩენთ გარკვეულ, "ფემინურ" შტრიხებს, რის საფუძველზეც მას ძალიან კარგად გამოსდის საწინააღმდეგო სქესის ფსიქოლოგიის შესწავლა. იგი არასოდეს დარჩება გაკვირვებული ქალის ცრემლებითა და ემოციებით, იმიტომ რომ შინაგანად თავადაც არანაკლებ სენსიტიური და მოწყვლადია. კირჩხიბისთვის არც დედობის ტვირთი და სიმძიმეა გაუგებარი, ამიტომ მეუღლეს ორსულობის და ჩვილის აღზრდის პერიოდში ამ კაცზე უკეთ ვერც ერთი მამრი ვერ გაუგებს და დაუდგება გვერდით. უფრო მეტიც, მას შეუძლია პატარას დედაზე ბევრად უკეთაც კი მოუაროს. მამაკაც კირჩხიბს უყვარს სამზარეულო და ხშირად ეხერხება გემრიელი კერძების კეთება. ამიტომ ისეთი ქალისთვის, რომელსაც ამ უკანასკნელის ზედმეტად მზრუნველი ხასიათი და პერიოდული დეპრესიის შემოტევები არ გააღიზიანებს, კირჩხიბი ნამდვილი საჩუქარი იქნება. სასწორი – თვალისმომჭრელი ღიმილი, კარგი გემოვნება, დახვეწილი მანერები და უნარი ყველას მოაწონოს თავი გარშემო, აი ის უმთავრესი "ბენეფიტი", რომლითაც სასწორი მამაკაცი გამოირჩევა. თუმცა, ქალების ფსიქოლოგიის ნიუანსებსში წვდომის უნარს, იგი ძირითადად მმართველ პლანეტას – ვენერას უნდა უმადლოდეს. თუ კირჩხიბი სუსტი სქესის წარმომადგენლებს ემოციური კუთხით უახლოვდება, სასწორს ისეთი წვრილმანი, მაგრამ ქალისთვის აუცილებელი სფეროები ესმის როგორიცაა: შოპინგი, ლამაზად ჩაცმა-დახურვის მოთხოვნილება და სახელოვნებო სფეროების სიყვარული. მას შეუძლია თავადაც ოსტატურად შეურჩიოს საყვარელ ქალს შესაფერისი იმიჯი, თმის ვარცხნილობა, სამოსი და ა.შ. იგი რბილი, ლოიალური და არაკონფლიქტური კაცია, რომელსაც ურჩევნია ყოველთვის ქალს მიანდოს გადაწყვეტილების მიღება. არასოდეს იქცევა დიქტატორულად და იშვიათად უხეშობს საყვარელ ადამიანთან. ყოველთვის მოწესრიგებული, მოდური და ელეგანტურია. ამასთან ერთად, გააჩნია კარგი ინტელექტუალური შესაძლებლობები და დიპლომატიური მიდგომის ნიჭი, რის ხარჯზეც ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან ახერხებს თავის დაძვრენას. თევზები – მისი მთავარი "კოზირი" კარგი ფსიქოლოგიური ხედვა, მოსმენის კულტურა და ემოციური მზრუნველობაა, რომელსაც იგი მაქსიმალურად ავლენს საყვარელი ქალის მისამართით. მამაკაცი თევზი, რბილი და ლოიალური პარტნიორია. იგი მზადაა ემოციური და მენტალური დასაყრდენი იყოს ქალისთვის, მით უმეტეს ისეთ პერიოდში, როცა ეს უკანასკნელი ცხოვრებისეულ წარუმატებლობებს ეჯახება ან გარშემო მყოფებისგან უსამართლო დამოკიდებულებით გულნატკენია. თევზები გულდასმით მოგისმენთ, განუგეშებთ, დაგამშვიდებთ; შესაძლოა, თქვენთან ერთად რამოდენიმე კურცხალიც კი გადმოსცვივდეს, რაიმე სახის დრამატული ისტორიის მოსმენისას... მოგიდუღებთ ჩაის/ყავას... დაგაპურებთ და გაგათბობთ. თუმცა, თუკი მისგან სიმამაცეს ან "მტრებისთვის" ჯეროვანი პასუხის გაცემას მოითხოვს ქალი, მამაკაცი თევზი აუცილებლად იპოვნის გზას ამ ერთობ რთული მისიისგან თავის ოსტატურად დასაძვრენად.

http://astrologi.ambebi.ge/home/mamakacebi/2704-top-3-mamakaci-romelsac-qalis-usityvod-esmis.html

გარყვნილების ინდექსი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ანუ ვის რა აქვს დასამალი?

Автор: admin от 30-12-2015, 00:47
გარყვნილების ინდექსი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ანუ ვის რა აქვს დასამალი?ალბათ არ არსებობს ამქვეყნად ადამიანი, რომელსაც ხასიათში ე.წ. "ჩრდილოვანი" მხარეები და ისეთი თვისებები არ გააჩნია, რომელთა სახალხოდ გამომზეურებასც იგი მაქსიმალურად ერიდება. თუმცა, ზოდიაქოს ნიშანი, ძალიან ხშირად ხდის ფარდას იმ თვისებებს რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი გულმოდგინედ მალავს, ზრდილობიანობის იმიჯს მიღმა... მოდით, სათითაოდ გადავავლოთ თვალი იმას, თუ როგორია, ე.წ. "გაყვნილობის ინდექსი" ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანში. ვერძი – ვეძების დიდი ნაწილი გამაღიზიანებლად ინფანტილური და უკიდურესობამდე უხეშია. ამ ხალხს შორის, თვითკმაყოფილ ხეპრეებს ყველაზე დიდი დოზით ვხვდებით. მოსწონთ ბილწსიტყვაობა და ექსტრემალურ სიტუაციაში სექსი. კურო – კუროს კარგად ეხერხება "ჩრდილოვანი მხარეების" დამალვა, თუმცა, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებსაც საკმარისი რაოდენობით გააჩნიათ "ტარაკანები" ხასიათში. ძალზე ხშირად ეს ძალადობისკენ მიდრეკილება და სადისტური ელემენტებია. ტყუპი – ტყუპის ძირითადი და უმთავრესი "იარაღი" ენაა. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებში ყველაზე ხშირად გარყვნილი ლექსიკის მქონე ინდივიდებს ვხვდებით. უფრო მეტიც, ბევრი მათგანი საუბრისას ისეთ უხამსობებსაა მიჩვეული შეიძლება, უხერხულობისგან გაცილებით უფრო მოკრძალებულ ადამიანს, ყურები "დაუხუჭუჭდეს". კირჩხიბი – უცოდველობისა და სანიმუშო მეოჯახის იმიჯს ამოფარებული მაზოხისტია, რომელსაც საოცარ სიამოვნებას ანიჭებს სხვებისთვის ლაფის მისხმა, ოღონდაც საკუთარი უმწიკვლო იმიჯისა და ანონიმურობის სრული დაცვის გარანტიით. ლომი – თვითკმაყოფილი და მედიდური ეგოცენტრიკია, რომელსაც პერიოდულად "განდიდების მანია" და ნარცისიზმის მძაფრი შემოტევები ახასიათებს. იმიჯის შესაქმნელად მზადაა ნებისმიერის რეპუტაციას შესდგეს ტალახიანი ფეხებით. მოსწონს სხვისი გაკეთებული საქმეებით თავის მოწონება და ეს ძალზე ბუნებრივად გამოსდის. ქალწული – ენატანია, მაბეზღარა და მეწვრილმანე ინდივიდია. ოსტატურად ეხერხება სხვადასხვა სახის, ბიუროკრატიული მამაძაღლობები. საიმიჯო პეწენიკობისა და მორალისტობის მიღმა სექსუალურ გადახრებს ან სადო-მაზოხისტურ მიდრეკილებებს, ოსტატურად მალავს. სასწორი – აფერისტი და მშიშარაა. როგორც წესი, ყოველთვის სამართლიანობის დაცვის პრინციპს ემხრობა, მანამ სანამ რეალურად არ დადგება მომენტი ზემოთ ხსენებული პრინციპის დასაცავად. აქვს ჩვევა საკუთარი ნათქვამი უკან წაიღოს ან თანამოაზრეებს გადააბრალოს, თითქოს მათ ურჩიეს ამა თუ იმ ფრაზის გაჟღერება. მორიელი – ძალაუფლების სიყვარული მისი აქილევსის ქუსლია. ამასთან ერთად მითები, მისი უძლეველობის შესახებ ყოველთვის როდი შეესაბამება სიმართლეს. დაუსჯელობის გარანტია თუ აქვს, შეუძლია, ხელი ნებისმიერ შავ საქმეს მოაწეროს. თუმცა, თუკი საკითხი მის პირად ინტერესებს ან თავმოყვარეობას ეხება, არც სასჯელის შიში შეაშინებს შურისძიების აღსრულებისას. მშვილდოსანი – ენაჭარტალა დემაგოგი, რომელსაც არასოდეს ახსოვს დანაპირების შესრულება. აღმერთებს სექსუალურ ორგიებსა და ჯგუფურ აღვირახსნილობებში მონაწილეობის მიღებას. თუმცა, ეს ხელს არ უშლის პერიოდულად მორალი წაუკითხოს, მასზე გაცილებით უფრო მოკრძალებული ცხოვრების წესის მქონე ინდივიდებს. თხის რქა – სნობი, მედროვე და კარიერისტია. სანამ სასურველ თანამდებობამდე მივა არანაირი სახის მლიქვნელობა და "ვაზელინობა" არ ეთაკილება. თუმცა, როცა პოზიციებს გაიმყარებს, წარსულის "გადმონაშთ" ადამიანებს მარტივად და სამუდამოდ მოიშორებს თავიდან. სოციალური სტატუსის შეცვლის შემდეგ, ქუჩაში შემხვედრ ძველ მეგობართან უტიფრად უარყოფს თითქოს ეს უკანასკნელი მისი ნაცნობია და გაყინული სახით, მშვიდად აუხსნის, რომ ვიღაცაში შეეშალა. მერწყული – სურვილი საზოგადოება საკუთარი პიროვნებით დააინტერესოს იმდენად დიდი აქვს, რომ ხშირად მზადაა ნებისმიერი სახის სისულელე გააკეთოს. შინაგანად დიქტატორია; თუმცა, საკუთარ ამბიციებს "შიზოიდური" გამოხტომებით იკმაყოფილებს, იმ იმედით, რომ ასე უფრო დიდი მასა აღიარებს მის გენიალურობას. თევზები – ერთი შეხედვით აბსოლუტურად უვნებელი, უმწეო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. შესაძლოა გეგონოთ, რომ ხშირად ისიც კი არ ესმის ბოლომდე, რასაც ეუბნებიან და საკუთარ სამყაროში დაფრინავს. სინამდვილეში კი თევზებს ბადალი არ მოეძებნებათ ინტრიგების ხლართვასა და სხვების შესახებ ნაირ-ნაირი, არცთუ სახარბიელო ჭორების გავრცელებში. რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ რომ უბრალოდ გამბედაობა არ ჰყოფნით საკუთარი ემოცია ღიად დაუფიქსირონ მათ ვისგანაც რაიმე სწყინთ.

http://astrologi.ambebi.ge/astro-ambebi/2713-garyvnilebis-indeqsi-zodiaqos-nishnis-mikhedvith-anu-vis-ra-aqvs-dasamali.html

Назад Вперед
Наверх
 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.