Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
на правах рекламы

5 სახალისო ფაქტი იმის შესახებ... დარწმუნებული ვარ, ბევრ ახალს გაიგებთ!

Автор: admin от Вчера, 15:37
სექსი და სიყვარული – არა მხოლოდ ბავშვის დაბადების მიზეზია, არამედ სხვადასხვა კვლევის ფართო არეალიც. როგორ ფიქრობთ, რა კავშირშია ჭკუა და სექსი? და რატომ ცდილობს ყოველი მეოთხე მამაკაცი საკუთარი თავის დაკმაყოფილებას ორალურად?
აი, რამდენიმე საინტერესო ფაქტი სექსის შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ, აქამდე არ გსმენიათ.

1. სექსი ჭკუას ჰმატებს...
აშშ-ში, მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, სამხრეთ კორეის კონკუკის უნივერსიტეტთან ერთად, ვირთხებსა და თაგვებზე ჩატარებული კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ სექსუალური ცხოვრება მღრღნელებს გონებრივ შესაძლებლობებს ჰმატებს.

როგორ მოვხიბლოთ და შევინარჩუნოთ მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: admin от Вчера, 00:42

ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, ქალებისგან განსხვავებით იშვიათად სჩვევიათ საკუთარ აზრებსა და ემოციებში ხანგრძლივი გაურკვევლობა. ამიტომ ურთიერთობის საწყის ეტაპზევე ხვდება მამაკაცი, პოტენციურ პარტნიორთან რომანი მოკლევადიანი იქნება თუ მენდელსონის მარშით დასრულდება მისი ხანგრძლივობა. თუმცა, საიმისოდ, რომ ზემოთ ხსენებული მარშისთვის ნოტები თავად შეარჩიოთ, კარგი იქნება, ამ სტატიას გადახედოთ და ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამრის ხასიათში, განსაკუთრებული თავისებურებები გაითვალისწინოთ.

ვერძი

თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:
- ქალური,
- ვნებიანი,
- საკუთარი თავის რწმენით სავსე,
- კრეატიული,
- დიპლომატიური;

თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:

- გააღვივოთ მისი აგრესია,
- შეიტანოთ ეჭვი მის ვაჟკაცობასა და სიმამაცეში,
- იცინოთ მის გულუბრყვილობაზე,
- იყოთ უფრო აქტიური ვიდრე ის,
- გააკონტროლოთ.

კურო

თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:

- მაცდუნებლად მომხიბვლელი,
- ერთგული,
- ნაზი,
- გაწონასწორებული და მშვიდი,
- კარგი დიასახლისის თვისებებით;

თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:

- სხვა მამაკაცების ხსენებაც კი,
- ხანგრძლივი დროით მისი მარტო დატოვება,
- მისი შემოსავლის უთავბოლოდ ფლანგვა,
- სიცილი როცა ის პირველ სიყვარულს იხსენებს,
- მისი იმედების გაცრუება.

ტყუპი

თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:

- კარგი ფანტაზიის უნარის მქონე,
- ცოტა შერეკილი,
- კრეატიული,
- არასტანდარტული,
- კომუნიკაბელური;

თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:

- გადამეტებული სერიოზულობა,
- მესაკუთრული გრძნობების გამოვლენა,
- მისი თავისუფლების შეზღუდვა,
- მისი გატაცებების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება,
- უკმაყოფილების გამოხატვა მისი ხასიათის ზედაპირულობის გამო.

კირჩხიბი

თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:

- რომანტიკული,
- ნაზი,
- ემოციური,
- მეოჯახე და მზრუნველი,
- გიყვარდეს პატარები;

თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:

- საცინად აიგდოთ მისი სენტიმენტალური ხასიათი,
- გულგრილი და ცივი იყოთ გრძნობების გამოხატვაში,
- გააკრიტიკოთ მისი ემოციურიობა,
- დასცინოთ მის ოჯახს, განსაკუთრებით დედას,
- ხშირად დატოვოთ ყურადღების გარეშე.


ლომი

თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:

- მუდამ ფორმაში და მოვლილი,
- პრეზენტაბელური და თავდაჯერებული,
- დიდსულოვანი და გულუხვი,
- ვნებიანი,
- გულწრფელი;

თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:

- მეწვრილმანეობა,
- სიყალბე,
- სხვა მამაკაცების მიმართ თუნდაც პროფესიული პატივისცემის გამოხატვა,
- მასთან ღიად კამათი,
- ურთიერთობაში დომინანტობის სურვილი.

ქალწული

თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:

- გაწონასწორებული,
- მოწესრიგებული,
- დისციპლინირებული,
- საიმედო,
- ბუნებრივი;

თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:

- მისთვის ჩვეულ ცხოვრების რიტმში დისონანსის შეტანა,
- ფეთხუმობა,
- ზედმეტი პრეტენზიები,
- არაგულწრფელობა,
- მისი ფინანსების განიავება სისულელეებზე.


სასწორი

თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:

- პრინციპული,
- დახვეწილი და გლამურული,
- ნაზი და დიპლომატიური,
- ტაქტიანი,
- ელეგანტური,

თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:

- სკანდალების მოწყობა, ჩხუბი,
- მისი სისუსტეების საჯაროდ განხილვა,
- ზეწოლა მასზე გადაწყვეტილების მისაღებისას,
- უხეშობა,
- მისგან მუდმივად ზრუნვის და ყურადღების მოთხოვნა.

მორიელი

თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:

- იდუმალი,
- არაპროგნოზირებადი,
- ვნებიანი,
- ფიცხი და ტემპერამენტიანი,
- დროდადრო აბსოლუტურად უმართავი;

თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:

- დასცინოთ მის გრძნობებს,
- მოატყუოთ იგი,
- სახალხოდ გააკრიტიკოთ მისი ნაკლოვანებები,
- უარი უთხრათ სექსზე,
- ხშირად დაუთმოთ მას.

მშვილდოსანი

თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:

- დამოუკიდებელი,
- მომთმენი,
- გამჭრიახი,
- სულით მუდამ ახალგაზრდა,
- ყოველთვის მზად თავგადასავლებისათვის;

თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:

- მისი თავისუფლების შეზღუდვა,
- მისზე კონტროლის დამყარების მცდელობა,
- კრიტიკა მისი მისამართით,
- მისით მანიპულირება,
- მოსაწყენი და მონოტონური ცხოვრებით ცხოვრება.

თხის რქა

თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:

- თავმოყვარე,
- ძლიერი სულით,
- ღირსეული მანერებით,
- გამგებიანი,
- ბუნებრივი;

თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:

- მისთვის თავის მობეზრება,
- უპასუხისმგებლობა,
- მისი ღირსებების არშემჩნევა,
- სხვებთან მისი შედარება,
- მუდმივად მის ჭკუაზე სიარული.


მერწყული

თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:
- გულწრფელი,
- მომთმენი და ტაქტიანი,
- მეგობრული,
- ორიგინალური,
- ცნობისმოყვარე;

თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:

- შეუზღუდოთ დამოუკიდებლობა,
- მისი იდეების სასაცილოდ აგდება,
- ღია ფლირტი სხვა მამაკაცებთან,
- მისი მეგობრების კრიტიკა,
- ერთფეროვანი და მოსაწყენი ცხოვრების წესის ქონა.

თევზები

თავი რომ შეაყვარო უნდა იყო:

- გულისხმიერი,
- დელიკატური,
- ნაზი,
- დახვეწილი,
- პრინციპული;

თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:

- უხეშობა,
- ცინიზმი,
- დასცინოთ მის რომანტიკულობას,
- კრიტიკა,
- ემოციური სიცივე.

დეპრესიისკენ მიდრეკილი მამაკაცების TOP ხუთეული

Автор: admin от Вчера, 00:42
დეპრესიისკენ მიდრეკილი მამაკაცების TOP ხუთეული
როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ძლიერი სქესის წარმომადგენლებსაც ისეთივე დოზით (თუ უფრო მეტად არა) ახასიათებთ გულჩვილობა და მოწყვლადი ემოციები, როგორც ქალბატონებს. თუმცა, საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებული შეხედულება "კაცი ხარ და იყავი ძლიერი", ხშირად უბიძგებს მამაკაცს საკუთარი ემოციები გულში ჩაიკლას და გრძნობებს გამოხატვის საშუალება ნაკლებად მისცეს. სწორედ ამაში გამოიხატება ქალური გადმოსახედიდან მამაკაცური სიძლიერე – ხოლო საექიმო პრაქტიკით კი გულის ან სტენოკარდიული შეტევის დიდ ალბათობა. თუმცა, მედიცინისა და ასტროლოგიის კავშირზე, როგორმე სხვა დროს ვისაუბროთ, ამჯერად კი მინდა ყველაზე გულსათუთი, დეპრესიული და ემოციური მამაკაცების ტოპ-ხუთეული გაგაცნოთ... შესაძლოა, რომელიმე მათგანი სახალხოდ არასოდეს აღვარღვარებს ცრემლებს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მისი ფსიქიკა ხშირად იმაზე სუსტია, ვიდრე ეს გარეგნულად მოჩანს.

კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცის ყველაზე დიდი სისუსტე პანიკიორობაა. კირჩხიბი ბუნებით სიმყარის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მოყვარული ნიშანია. იგი არ მიეკუთვნება რისკიანთა კატეგორიას, ამიტომ სანამ ნაბიჯს გადადგამს ასიათასგზის გადაამოწმებს ამ ნაბიჯის სისწორესა და მართებულობას. ჰოდა, ღმერთმა დაიფაროს, რომ იგი მაინც მცდარი აღმოჩნდეს მიზეზთა და მიზეზთა გამო. ასეთ შემთხვევაში კირჩხიბი ღრმა დეპრესიაში ჩავარდება. აუცილებლად დაუმეგობრდება სასმელს და გარკვეული პერიოდის მანძილზე მიეკედლება დედას.

დეპრესიიდან მისი გამოყვანის გზები – ფსიქოლოგიურად გაამხნევეთ. დაანახვეთ, რომ მის გვერდით ხართ ბედსა თუ უბედობაში. რომ ხვალ ისევ ამოვა მზე და სამომავლოდ უფრო მეტად გაუმართლებს.

თხის რქა – ერთი შეხედვით ძალიან მყარი, ამტანი და გამტანი ჩანს არა? არ დაიჯეროთ, ამ კაცის კარგად დაყენებული იმიჯის უკან საკმაოდ სათუთი ფსიქიკა და დეპრესიისკენ მიდრეკილი ხასიათი იმალება. თხის რქა სატურნით მართული ნიშანია, ეს პლანეტა კი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ხშირად ერთობ მუქ და უღიმღამო ფერებში უხატავს მომავალს. თხის რქა მკაცრი რეალისტია, მისი სამყარო იშვიათადაა ფერადი. შესაბამისად, ყოველთვის უჭირს კარგის დაჯერება, ეშინია პოზიტივის, ხმაურის და ზედმეტი ღიმილის ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, ამ კაცს წარუმატებლობის პანიკური შიშის გამო, წინასწარ ემართება ხოლმე ფსევდო-დეპრესია. ახასიათებს ჩივილები ცხოვრების უსამართლობაზე და ა.შ.

დეპრესიიდან მისი გამოყვანის გზები – საკუთარ მაგალითზე დაუმტკიცეთ და დაანახვეთ რომ ცხოვრება მშვენიერია. ეცადეთ აიყოლიოთ გართობაში. იყავით ერთგული, გულისხმიერი და ყურადღებიანი.

თევზები – ნეპტუნით მართული მამაკაცები (თევზების ზოდიაქოს პლანეტა ნეპტუნი მართავს), ყველაზე მეტად გამოირჩევიან სასმელთან მეგობრობის განსაკუთრებული სიყვარულით. თუმცა, თევზი კაცის პრობლემატური ხასიათი, ხშირად სასმელის კი არა მისივე ლაბილური ფსიქიკის და უმოტივაციობის შედეგია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულმა მამრებმა (რაღა თქმა უნდა ყველამ არა!) ხშირად თავადაც არ იციან რა უნდათ ამ ცხოვრებაში ან საერთოდ უნდათ კი რამე? სასმელისადმი მისი დამოკიდებულება კი რეალური სამყაროსგან, გაცილებით უფრო უპრობლემო და კომფორტული ილუზორიული სამყაროსთვის თავის შეფარების მეთოდია, სხვა არაფერი. თანაც ვისკის ბოთლი ხომ არასოდეს მოსთხოვს მას პასუხისმგებლობას ჩადენილ საქციელზე.

დეპრესიიდან მისი გამოყვანის გზები – წაახალისეთ, მოუნახეთ მის ნიჭსა და ტალანტს მოტივაცია. დაეხმარეთ პროფესიული რეალიზების კუთხით. ნაკლებად გააკრიტიკეთ.

სასწორი – დიახ, არ მოგჩვენებიათ! სწორედ სასწორი მოხვდა დეპრესიული მამაკაცების ხუთეულში, მიუხედავად იმისა, რომ იგი ვენერას მმართველობაში მყოფი ნიშანია და წესით, რა ედეპრესიება. თუმცა, სასწორის ცხოვრებაში არც ისე უღრუბლოდ და ვარდისფრად მოჩანს ყველაფერი, როგორც ერთი შეხედვით გვგონია. მერე რა, თუ იგი მუდამ თავაზიანად იღიმება, მოწესრიგებულად და გემოვნებით იცმევს, ყოველთვის სასიამოვნო სუნამოს სურნელი ასდის და შეხვედრისას მხიარულად გიპაჭუნებთ თვალს, გულის სიღრმეში ამ დროს შესაძლოა ღრმა დეპრესიაც აწუხებდეს, რომლის გამოხატვის უფლებას მისი ვენერიანული ბუნება არ აძლევს. თუმცა მარტო რომ დარჩებით და გულის გადაშლას მოისურვებს, მიხვდებით რატომ. სასწორი მამაკაცები, ყველაზე მეტად იტანჯებიან ხოლმე საკუთარი უსუსურობით. მათ უმრავლესობას აუცილებლად მართავს რკინის ხელი, რომელიც ან ცოლს ან დედას ეკუთვნის. ხოლო მარიონეტის როლში ყოფნა მითხარით რომელ კაცს მოეწონება. მაგრამ სხვა გზა თუ არ აქვს?

დეპრესიიდან მისი გამოყვანის გზები - მიაჩვიეთ "არას" თქმის ხელოვნებას. ასწავლეთ პრინციპულობა. დაარწმუნეთ იმაში, რომ თავაზიანი უარი სამყაროს დასასრულის აღმნიშვნელი დეფინიცია სულაც არ გახლავთ და ამის გამო ანათემას არავინ გამოუცხადებს მას.

მორიელი – ალბათ ყველაზე მეტად ამ ხუთეულში მორიელი კაცის მოხვედრამ გაგაოცათ. თუ ეს ასეა, ეს იმას ნიშნავს, რომ მამაკაცი მორიელის შესახებ მარტოოდენ ასტროლოგიურ სტატიებში წაგიკითხავთ, რეალურ ცხოვრებაში კი მასთან ახლო შეხება ჯერ არ გქონიათ. ან გქონიათ, მაგრამ არცთუ საკმარისად დიდი დოზით. მორიელის ბუნებას დესტრუქციული, სულიერი ტრანსფორმაციის განმგებელი პლუტონი მართავს. ამიტომ ამ მამაკაცში ნგრევისა და შენებისკენ მიდრეკილება ერთი და იგივე დოზითაა ჩადებული. ხოლო ის თუ რომელს უფრო გამოიყენებს იგი ცხოვრებაში, მთლიანად კონკრეტულ ინდივიდზეა დამოკიდებული და არა ვარსკვლავების განლაგებაზე. ამიტომ დეპრესიაში მყოფი, დეგრადირებული და "სახე ახეული" მორიელის ნახვა, იმაზე ხშირადაა შესაძლებელი რეალურ ცხოვრებაში, ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ და მითი მისი "ჰიპერ-სიძლიერისა" და "სუპერ-სექსუალურობის" შესახებ ერთ წამში შეიძლება დაინგრეს თქვენს თვალწინ, თუკი მორიელმა საკუთარი სულის დაუცველი მხარე დაგანახვათ.

დეპრესიიდან მისი გამოყვანის გზები – მოთმინება, მოთმინება და კიდევ ერთხელ მოთმინება. აცალეთ, თავად ამობობღდეს ჭაობიდან, თუმცა, უნდა იცოდეს, რომ თქვენ სადღაც შორიახლოს ელოდებით. ეს მას სტიმულსა და ბრძოლის ჟინს გაუღვივებს. და კიდევ, არასოდეს შეიბრალოთ იგი! ნგრევა და შენება მისი ბუნების ნაწილია. ამიტომ დღეს თუ ნანგრევებში მოხვდა, ხვალ საძირკველს გაასუფთავებს და ახლის შენებას დაიწყებს აუცილებლად.

მასალის გამოყენების პირობები

როგორ ქალს ვერ იტანს მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: admin от Вчера, 00:41

მამრობითი სქესის ნებისმიერი წარმომადგენელი, კონკრეტული ფსიქოტიპის მქონე ინდივიდია. ამიტომ ზოგს თუ ქალის სითამამე თრგუნავს და აღიზიანებს, არიან მამრები ვისაც პირიქით თამამი ქალი მოსწონს და იზიდავს. მოდით გავიგოთ რა თვისებებს ვერ იტანენ ქალში მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:


ვერძები - თამამ, ზედმეტად ინიციატივიან და აქტიურ ქალებს ვერ იტანენ.

კუროებს - არასტაბილური, თავქარიანი და ექსტრავაგანტური აზროვნების მქონე მანდილოსნები აფრთხობთ.

ტყუპს - სიტყვაძუნწ, სერიოზულ და ტრადიციების მოყვარულ ქალებზე აქვს ”ალერგია”.

კირჩხიბს - დამოუკიდებელი, ზედმეტად ხელგაშლილი და კომუნიკაბელური ქალები აღიზიანებს.

ლომს - მეწვრილმანე, ანგარებიანი და ცბიერი ქალების მიმართ აქვს ანტიპათია.

ქალწული - ქაოსური, არაჰიგიენური და მფლანგველი ქალისგან გაიქცევა თავქუდმოგლეჯილი.

სასწორს - უხეში, ვულგარული და უტაქტო ქალების ეშინია.

მორიელების დიდი ნაწილი - ორმაგი თამაშის მოყვარულ, სულმოკლე და ცვალებადი ხასიათის ქალებს უცხადებს ყოველთვის ომს.

მშვილდოსანი სათოფეზე არ ეკარება - ”მოწოდებით დიასახლის”, სერიოზული ურთიერთობების მოყვარულ და პრეტენზიულ ქალებს.

თხის რქას - თამამი, უსტატუსო და პროფესიულად არშემდგარი ქალების მიმართ უცრუვდება მალე გული.

მერწყულს - ტრადიციული, მესაკუთრე და სერიოზული ქალები აშინებს.

თევზებს - ენამწარე, ზედაპირულ და ზედმეტად პირდაპირ ქალებთან უჭირს საერთო ენის გამონახვა.

როგორ მამაკაცს ვერ იტანს ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: admin от Вчера, 00:40

როგორც აღმოჩნდა, მსგავსი ტიპის მამაკაცებისთვის განკუთვნილმა სტატიამ დიდი მოწონება დაიმსახურა და მანდილოსნებსაც გაუჩნდათ სურვილი, ჩვენს საიტზე იგივე ტიპის მასალა იხილონ. ვასრულებთ მათ თხოვნას და ამჯერად უკვე, ქალებისთვის დამახასიათებელ კრიტერიუმთა ნუსხას გთავაზობთ იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა თვისებები აღიზიანებთ მათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მამაკაცებში:

ვერძი - ზედმეტად გულჩვილ, სიყვარულის მონად ქცეულ, წყალწაღებულ რომანტიკოსებს ვერ იტანს

კურო - არაპროგნოზირებადი ხასიათის, სპონტანურობისკენ მიდრეკილ და თავქარიან ტიპებს ერიდება.

ტყუპი - სიტყვაძუნწი, პედანტი და მენტორული ხასიათის მამრების გვერდით იტანჯება.

კირჩხიბს- დამოუკიდებლობის მყვარული, ექსცენტრული და ზედმეტად ხელგაშლილი მამაკაცები აფრთხობს.

ლომი - მეწვრილმანე, ძუნწ და ცინიკური ხასიათის მქონე მამაკაცს არ ეკარება სათოფეზე.

ქალწულს - მოუწესრიგებელი, ქაოსური და მფლანგველი მამრები აღიზიანებს.

სასწორს - უხეში, ზედმეტად ხისტი და არარომანტიკოსი კაცების მიმართ აქვს ანტიპათია.

მორიელს - თავქარიანი, ცვალებადი და უპასუხისმგებლო მამაკაცები სძულს ყველაზე მეტად.

მშვილდოსანს - ტრადიციების მოყვარული, ზედმეტად ფრთხილი და პედანტი კაცები ეჯავრება.


თხის რქას - უამბიციო, პროფესიულად ვერშემდგარი და არაპროგნოზირებადი ტიპები აღიზიანებს.

მერწყულს - მესაკუთრე, ეჭვიანი და ზედმეტად მზრუნველი მამაკაცის გვერდით არ შეუძლია გაძლება.

თევზები - უტაქტო, ემოციურად ცივი და ზედაპირული მამაკაცის გვერდით იგრძნობს თავს უბედურად.

შესაფერისი პროფესია მამაკაცისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: admin от Вчера, 00:40

როგორც იცით, ზოდიაქო თორმეტ ნიშნად იყოფა. თითოეულ ნიშანს კი საკუთარი მმართველი პლანეტა ჰყავს. სწორედ ეს პლანეტები განაგებენ ამა თუ იმ სფეროს, რომელშიც ადამიანს სამომავლოდ უწევს მოღვაწეობა და თუ თქვენ საკუთარი ზოდიაქოს ტიპური წარმომადგენელი ბრძანდებით, შეგიძლიათ თამამად აირჩიოთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მმართველის შესაბამისი სფეროები. წარმოგიდგენთ თოთოეულ მათგანს:

ვერძი - მმართველი პლანეტა მარსი. შეესაბამება: იურისპუდენცია, სამხედრო საქმე, სპორტული სარბიელი.

კურო - მმართველი პლანეტა ვენერა. შეესაბამება: საფინანსო-საბანკო სფერო, კვების ობიექტები, კერძო ბიზნესი.

ტყუპი - მმართველი პლანეტა მერკური. შეესაბამება: ჟურნალისტიკა, სამწერლო სარბიელი, რეკლამა-კრეატივი.

კირჩხიბი - მმართველი პლანეტა მთვარე. შეესაბამება: პედაგოგიკა, საბანკო სფერო, სარესტორნო ბიზნესი.

ლომი - მმართველი პლანეტა მზე. შეესაბამება: ხელმძღვანელი თანამდებობები ნებისმიერ სფეროში, შოუბიზნესი, პოლიტიკა.


Astrologia


ქალწული - მმართველი პლანეტა მერკური. შეესაბამება: საფინანსო-საგადასახადო სფერო, მედიცინის ნებისმიერი დარგი, ფარმაცია.

სასწორი - მმართველი პლანეტა ვენერა. შეესაბამება: დიპლომატიური სარბიელი, სახელოვნებო სფერო, ადვოკატურა.

მორიელი - მმართველი პლანეტა პლუტონი. შეესაბამება: საგამოძიებო-კრიმინალისტური სამსახური, პოლიტიკა, ფსიქოლოგია.

მშვილდოსანი - მმართველი პლანეტა იუპიტერი. შეესაბამება: სპორტული სარბიელი, საავტომობილო ბიზნესი, ვეტერინარია.


Astrologia

თხის რქა - მმართველი პლანეტა სატურნი. შეესაბამება: ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა, საბანკო სექტორი, არქიტექტურა-მშენებლობა.

მერწყული - მმართველი პლანეტა ურანი. შეესაბამება: ინტერნეტ-კომუნიკაციის სფერო, ფიარი და მარკეტინგი, საგამომგონებლო საქმე.

თევზები - მმართველი პლანეტა ნეპტუნი. შეესაბამება: თეატრალური სარბიელი, მუსიკა, სამწერლო მოღვაწეობა.

უსაქმური ზოდიაქოს ნიშნები

Автор: admin от 15-01-2016, 12:05

ადამიანების უმეტესობამ იცის, რომ უშრომლად ამქვეყანაზე არაფერი მოდის. თუმცა დამეთანხმებით პარაზიტებითა და სხვის ხარჯზე ცხოვრების მოყვარული ინდივიდებითაც სავსეა სამყარო. მე დავინტერესდი, მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშნით შეიძლება დაიბადონ უსაქმურები და ისეთი ინდივიდები, ვისაც შრომა ეთაკილება.

კურო - კუროს ვენერა მართავს, ამიტომ ამ ნიშნით დაბადებულ ნეგატიურად განვითარებულ ადამიანებს განსაკუთრებულად ახასიათებთ კომფორტისა და კარგად ცხოვრების სიყვარული. ამას თან ერთვის სიზარმაცე, რომელიც ნებისმიერ კუროშია გარკვეული დოზით გამოვლენილი. კუროს არ უყვარს ცვლილებები, შესაბამისად, რისკისაც ეშინია. ეს არის კიდეც ხშირად მიზეზი იმისა, რატომ ამჯობინებენ უსაქმურობას ისინი ცხოვრებისეულ გამოწვევებთან შერკინებას.

ლომი - მეფური ნიშანია, მზეა მისი მფარველი პლანეტა. ამიტომ ლომებში ყველაზე დიდი დოზითაა გამოვლენილი ამპარტავნება, საკუთარი თავის სხვებზე აღმატებულად წარმოჩენის სურვილი და დიქტატურისკენ მიდრეკილება. ლომი, თუკი იგი ბავშვობიდან გაანებივრეს და ნეგატიურად განავითარეს პიროვნულად, აუცილებლად გახდება დიდ ასაკში საზოგადოების ხორცმეტი ან უბრალოდ მუქთახორა, რომელიც სინდისის ქენჯნის გარეშე შეეცდება გარშემო მყოფების ექსპლუატირებას.

თევზები - ნეპტუნის გავლენაში მყოფ ადამიანებს ხშირად ახასიათებთ ილუზიებში ცხოვრებისკენ მიდრეკილება. თევზების ნიშანს სხვებისგან კიდევ ისიც გამოარჩევს, რომ ხშირად ირჩევს აკრძალულ პრეპარატებთან, ალკოჰოლთან და ნარკოტიკთან დამეგობრებას, ნაცვლად იმისა, რომ ცხოვრებისეულ გამოწვევებს მედგრად გაუსწოროს თვალი. ამიტომაც მოხვდა თევზები ჩვენი სიის "საპატიო სამეულში".

როგორ დავაკმაყოფილოთ სექსში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალები და მამაკაცები

Автор: admin от 15-01-2016, 12:04
როგორ მოვაგვაროთ ურთიერთობები სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებთან? ასტროლოგი ტიტი ვიდალი გაერკვა ამ საკითხში და პოსტში მის რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ.
ვერძი

ქალი

მას უყვარს ინიციატივის თავის თავზე აღება და სიამოვნებს, როცა ლოგინში უფლებას აძლევენ, საკუთარი წესებით იმოქმედოს. ქალი-ვერძები მგზნებარენი არიან, თუმცა მათ არ სურთ, მამაკაცმა რომანტიკა დაივიწყოს. ისინი დამოუკიდებლები და რომანტიკულები არიან, შეუძლიათ სიყვარული და მამაკაცის მონუსხვის ხელოვნებას კარგად ფლობენ. ხშირად იყენებენ ეროტიკულ ატრიბუტიკას და სექსის დროს როლური თამაშები უყვართ.

უბრალოდ, მიეცით მას საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება!

მამაკაცი

ვერძი მამაკაცები სულსწრაფი საყვარლები არიან, რომლებიც სასიყვარულო პრელუდიას თითქმის ყოველთვის გამოტოვებენ. თუმცა, ურთიერთობებში ერთგულება ახასიათებთ.

უყვართ, როდესაც მათი გრძნობებით თამაშობენ, ჭკუიდან გადაჰყავთ. ვერძის მონუსხვა შეუძლია მხოლოდ ისეთ ქალს, რომელსაც არ ეშინია ექსპერიმენტების, ახალი პოზებისა და მზადაა გიჟური საქციელების ჩასადენად.

კურო

ქალი

ქალი კუროები რომანტიკულები, მგრძნობიარენი და მზრუნველები გახლავთ. სექსში უყვართ აუჩქარებლობა, ტაქტი, გრძნობების გამოხატვა. აღმერთებენ, როდესაც მთელ სხეულს უკოცნიან, ასევე - მასაჟი და არომატული ზეთები. მთავარი ეროგენული ზონა - კისერია. პრელუდია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის.

მამაკაცი

მამაკაც კუროებსაც კარგად ეხერხებათ პრელუდიები. პარტნიორებს ყველაზე მოულოდნელ ადგილებში კოცნიან. მისი მოჯადოება ტაილანდური მასაჟით არის შესაძლებელი. საპასუხოდ კი, უამრავ ეროტიკულ კომპლიმენტს და ნამდვილ სიყვარულს მიიღებთ.

Назад Вперед
Наверх
 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.