Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
» Материалы за 17.12.2015
на правах рекламы

TOP სამი სექსუალურად ყველაზე აქტიური და პასიური ზოდიაქოს ნიშანი

Автор: datuna от Вчера, 00:28
TOP სამი სექსუალურად ყველაზე აქტიური და პასიური ზოდიაქოს ნიშანი
საიმისოდ, რომ ადამიანის სექსუალური პოტენციალის შესახებ ვიმსჯელოთ, ზოგად სტატისტიკასთან ერთად , აუცილებელია ვიცოდეთ ამ უკანასკნელის ზუსტი პირადი რუკა და პლანეტების კომბინაცია მის ნათალურ ჰოროსკოპში. თუმცა, თუკი ამ ჭრილით დავიწყებთ თემის განხილვას დამეთანხმებით, რომ ერთი და ორი სტატია ნამდვილად არ ეყოფა ჩვენს საუბარს. დღეს მინდა ზოგადი ასტროლოგიური სტატისტიკა შემოგთავაზოთ იმის შესახებ, თუ კონკრეტულარ რომელი ნიშნები გამოირჩევიან განსაკუთრებული ტემპერამენტითა და რომელ ნიშნებს ახასიათებთ პირიქით – გარკვეული პასიურობა სექსუალური კუთხით.



როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, სექსუალური ენერგიის განსაკუთრებულ სიჭარბეს მორიელები, თხის რქები და კუროები ავლენენ. ამასთან ერთად, ეს მოთხოვნილებები ხშირად ვიზუალური იმიჯის მიხედვით სულაც არ ვლინდება. შესაბამისად, არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში ჯანსაღი სექსუალური მადა და "მონადირის ინსტიქტი", რომელიც როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში ხშირად ვლინდება და სხვა არაფერია, თუ არა თავისთვის (და გარშემო მყოფებისთვის) იმის დამტკიცების მცდელობა, რომ პარტნიორების ცვლით საკუთარი თვითშეფასება აიმაღლოს ინდივიდმა.
ამიტომ რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მორიელებს, თხის რქებსა და კუროებს ხშირ შემთხვევაში მაღალ სექსუალურ პოტენციალთან ერთად, საკმაოდ კარგად შეუძლიათ ერთი სტაბილური პარტნიორის ერთგულება, თუკი ეს უკანასკნელი მათ მაღალ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამ ადამიანებისთვის პირველ რიგში ხარისხია მთავარი და არა რაოდენობა.

სექსუალურად შედარებით უფრო პასიურ ნიშნებს შორის ასტროლოგები მოიაზრებენ თევზებს, ქალწულებსა და სასწორებს. თუმცა ზემოხსენებული მოსაზრება იმას როდი ნიშნავს, რომ ამ ხალხს სექსუალური კუთხით რაიმე დაეწუნება. საქმე იმაშია, რომ მათ უმრავლესობას გააჩნია შესაძლებლობა სექსუალური ენერგია სხვადასხვა სახით საქმიანობაში დახარჯოს სუბლიმირებული სახით – ეს შესაძლოა სასწორის შემთხვევაში იყოს შოუბიზესი, თევზების შემთხვევაში – ლიტერატურული საქმიანობა და ხელოვნება, ხოლო ქალწული ხშირად ბიზნესში და საქმიან სფეროში ახერხებს ამგვარი იმპულსების გამოყენებას. ზემოჩამოთვლილი სამი ნიშანი, როგორც წესი, ხშირად საკმაოდ პრეტენზიულია პარტნიორის შერჩევის კუთხით. ისინი ყურადღებას აქცევენ მეწყვილის როგორც ჰიგიენურ ნორმებს, ისე ვიზუალურ მონაცემებს და მენტალურ განვითარებას. ამიტომ მათთვის სულ ერთი არ არის უხეშად რომ ვთქვათ ის, თუ "ვის გვერდით სძინავთ"... აქედან გამომდინარე, ამ სამ ნიშანს ხშირად შეუძლია გარკვეული პასიურობაც კი გამოიჩინოს სექსუალურ ცხოვრებაში და თავი პროფესიულ საქმიანობას მიუძღვნას, შესაფერისი პარტნიორის გამოჩენის მოლოდინში.

„ალფონსი“ მამაკაცების TOP სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от Вчера, 00:27

არავინ დავობს იმაზე, რომ ოცდამეერთე საუკუნე ემანსიპირებული ქალების საუკუნეა. თუმცა, მიზეზებზე მსჯელობა თუ რატომ ხდება მაინცდამაინც ისე, რომ ქალმა დღევანდელობაში გაცილებით უფრო მეტი დამოუკიდებლობა და ლიდერის პოზიცია შეიძინა შორს წაგვიყვანს და სტატიის თემატიკასაც გვარიანად დაგვაშორებს. პირველ რიგში აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამჯერად მერწყულის ეპოქაში ვცხოვრობთ, რაც თავისთავად გულისხმობს გენდერული თანასწორობის თემატიკის წინ წამოწევას საზოგადოებაში. ურანი მერწყულის მმართველი პლანეტა ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ასტროლოგები ე.წ. "ორსქესიანთა" ანუ ბისექსუალური ენერგეტიკის მატარებელ პლანეტად მოიაზრებენ. შესაბამისად, ოცდამეერთე საუკუნემ ამაოდ როდი მოიტანა როგორც გენდერის, ისე სექსუალურ უმცირესობათა საკითხის აქტუალიზაცია... თუმცა, რაც არ უნდა ემანსიპირებული იყოს ქალი, ეპოქისდა მიუხედავად, მას ყოველთვის სურს და სჭირდება გვერდით ეგულებოდეს ემოციურადაც და ფიზიკურადაც მასზე ძლიერი, სტაბილური და მენტალურად თანასწორი მამაკაცი. მაგრამ სამწუხაროდ, ოდითგანვე არსებობდნენ "ძლიერი სქესის სუსტი წარმომადგენლები", რომელთაც არასოდეს ექმნებოდათ დისკომფორტი ქალის ხარჯზე ცხოვრების გამო... სიმართლე რომ ითქვას, ამ ფაქტში ხშირად თავად ქალებიც არანაკლებ არიან დამნაშავეები, მარტივი კანონზომიერებაა: ურთიერთობაში ყველა იღებს იმას, რასაც იმსახურებს. თუმცა, მოდით, ასტროლოგიური კუთხითაც გავშალოთ თემა და გამოვარკვიოთ, მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრებს გააჩნიათ ყველაზე მეტი მიდრეკილება ალფონსობისკენ:



ტყუპი – ჰაერის სტიქიის ამ წარმომადგენელს, როგორც წესი ხანგრძლივი ვადით არაფერზე დარდი არ ახასიათებს. მათ შორის არც ფინანსური პრობლემები უქმნის დისკომფორტს განსაკუთრებულად. მით უმეტეს, რომ თანდაყოლილი ენაწყლიანობისა და კომუნიკაბელურობის გამო იგი ფლობს მამაკაცისთვის საჭირ "კოზირს", რომელიც ქალების მოხიბვლისას პრაქტიკაში ძალიანაც გამართლებულია – ქალებს ხომ "ყურებით უყვართ", ტყუპს კი საკმარისზე მეტად აქვს ალესილი ენა საიმისოდ, რომ არა ერთ არამედ ერთბაშად რამდენიმე ქალსაც დაახვიოს თავბრუ. ამიტომ პარალელური რომანები და თითოეული პარტნიორისგან "საჭირო სარგებლის" მიღება ტყუპი მამაკაცისთვის პრობლემა ნამდვილად არ გახლავთ.

მშვილდოსანი – მათ შორის, როგორც წესი ასაკოვანი და მდიდარი ქალბატონების მოყვარული ინდივიდები გვხვდებიან. მამაკაცი მშვილდოსანი საოცრად ქარიზმატული, მომხიბვლელი და მხიარული ნატურაა. მასთან ერთად, ნებისმიერი ქალი თავს "ერთადერთად და განუმეორებლად" იგრძნობს, მანამ სანამ კარგად არ დაძებნის პარტნიორის ცხოვრებაში თავისნაირ "ერთადერთებსა და განუმეორებლებს", რომელთა რიცხვიც მინიმუმ სამს მაინც აღემატება. შესაბამისად, ბევრი მშვილოდსანი "სარფიანად აბანდებს" საკუთარ შესაძლებლობებს და აქტიურად ირჩევს ისეთ ქალს, რომელსაც ფულთან და ძალაუფლებასთან ერთად არ გააჩნია ზედმეტი პრეტენზიები მის მიმართ.

მერწყული – კაცმა რომ თქვას, მას სექსის თემა ბიოლოგიურ დონეზე უფრო აინტერესებს ვიდრე პრაქტკიულად. თუმცა, სწორედ ამ ინტერესის გამო ხდება ზუსტად ის, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი მრავალფეროვნების დიდოსტატია ინტიმურ ურთიერთობაში. იგი იდეალური მეგობარი, მრჩეველი და თანამოაზრეა ქალისთვის. ერთადერთი, რაც მას დიდად არ ანაღვლებს ეს ფული და მისი გამომუშავების გზებია. ზოგადად ფული, არასოდესაა მერწყულისთვის თვითმიზანი ან იმიჯის განმსაზღვრელი კოეფიციენტი. შესაბამისად, მერწყული მარტივად ეგუება ქალის დომინირების საკითხს პარტნიორობაში. უფრო მეტიც, მან შესაძლოა საოჯახო საქმეებიც კი აიღოს თავის თავზე, თუკი მეუღლე/პარტნიორი აქტიური სოციალური ცხოვრებით ცხოვრობს და ამის ხარჯზე კარგად გამოიმუშავებს.

TOP სამი საუკეთესო მეგობარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от Вчера, 00:25
მეგობრობასა და მეგობრებზე აზრი და შეხედულება ხშირად ეცვლებათ ადამიანებს, იმის მიხედვით თუ რა ასაკობრივ კატეგორიას გადიან... ახალგაზრდობაში ჩვენ მზად ვართ ლამის მთელ სამყაროს ვემეგობროთ, წლების მატებასთან ერთად განსაცდელები და სირთულეებიც მატულობს... ასეთ დროს სამეგობროს პირველი "გაფილტრვა" ხდება ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ეს დაახლოებით 27-30 წლის ასაკია. ამის შემდგომ შეძენილი მეგობრები გაცილებით უფრო მყარ ადგილს იკავებენ როგორც წესი ჩვენს გულშიც და ცხოვრებაშიც; მაგრამ ყველაფერი ხდება... არავინ არაფრისგან არის დაზღვეული. ასტროლოგები თვლიან, რომ მეგობრობა ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით სამი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს შეუძლია ყველაზე უკეთ. იგულისხმება ნდობა, ერთგულება, გატანა და დაფასება. მოდით, თვალი გადავავლოთ საუკეთესო სამეულს და იმ შემთხვევაში თუ ქვემოთ მოყვანილ სტატისტიკას არ ეთანხებით, გახსოვდეთ – ნიშნის ატიპურ წარმომადგენლთან გქონიათ საქმე.


ლომი – ლომის ზოდიაქო გულუხვობითა და დიდსულოვნებით გამოირჩევა. ლომები გამორჩევით ამაყი და თავმოყვარე ხალხია. მათ უმრავლესობას არ უყვარს ინტრიგები, ჭორები და ზურგს უკან ვინმესთვის მახის დაგება. ლომები აღმერთებენ სხვების დახმარებას და მფარველობას. მათთვის სასიცოცხლო სტიმულის მომაცემია ის ფაქტი, რომ მეგობარი მადლიერებას გამოხატავს მისი თანადგომის გამო, ეს ყველაფერი ლომს საკუთარი თავის რწმენას ერთი-ორად უმაღლებს. ამ ადამიანებმა არაჩვეულებრივი მეგობრობა და საშიში მტრობა იციან. ამიტომ თუკი მეგობრის სტატუსით მას რაიმე ტიპის ინტრიგნობა მოუწყეთ, გწამდეთ, მისი სახით საშიში მოწინააღმდეგე შეიძინეთ და თქვენი ურთიერთობა აღარასოდეს აღსდგება.

მშვილდოსანი – ეს ხალხი შეიძლება თამამად ითქვას, რომ ფაქტობრივად მეგობრებისთვის ცოცხლობს. მშვილდოსნები ოპტიმიზმის, ხალისისა და იუმორის აურას ასხივებენ ყველგან. რა გასაკვირია, რომ მათკენ ადამიანები ყოველთვის მიილტვიან, – პოზიტიური ინდივიდის გვერდით ყოფნა ხომ ყველას უნდა. ამიტომაც არის, რომ მშვილდოსნებს უამრავი მეგობარი და ნაცნობი ჰყავთ საზოგადოების სხვადასხვა წრეში. ისინი სიამოვნებით და დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან ნებისმიერ სიტუაციაში, როცა მათ მეგობარს რაიმე გასაჭირი ადგას. ამასთან ერთად, ამ დროს შესაძლოა საკუთარი ინტერესებიც კი დააზარალონ. როცა მეგობარს სჭირდება მშვილდოსანი არასოდეს დაიხევს უკან. იგი იშვიათი სიალალით და პირდაპირობით გამოირჩევა. შესაბამისად, იშვიათად პირფერობს მეგობრებთან და ყოველთვის ცდილობს (თუმც კი ზოგჯერ ძალიან მწარედ) სიმართლე და რეალური სიტუაცია დაანახვოს ახლობელ ადამიანს.

მორიელი – მეგობრების შერჩევის საკითხს ეს ადამიანი უზომოდ დიდი სიფრთხილითა და მონდომებით ეკიდება. ამიტომ თუ კარგად არ "დატესტა" ერთგულებაზე ისეთს, არც მისი და მისი ახლობლების სიახლოვეს არასოდეს გააჭაჭანებს. მორიელი იშვიათი მესაკუთრეა, ამიტომ მეგობრებსაც ისე აღიქვამს როგორც საკუთრებას. მას არ მოეწონება თუკი მეგობარი ცოტა დროს დაუთმობს ან ზერელედ მოეკიდება მის პრობლემებს. სამაგიეროდ, იმავე სიტუაციაში თავად მაქსიმუმს გაიღებს თქვენთვის. მორიელები არასოდეს ივიწყებენ არაფერს. ამიტომ ჩადენილ სიკეთეს და ბოროტებას, ზუსტი ექვივალენტური ოდენობით უბრუნებენ უკან ადრესატს. შესაბამისად, სასურველია, თუნდაც მეგობრის სტატუსით მასთან არაფერი შეგეშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მორიელის ნეგატიურ მხარეს აუცილებლად დაინახავთ... და მერწმუნეთ, ეს სრულებით არ მოგეწონებათ!

TOP ხუთი ყველაზე მიმტევებელი ზოდიაქოს ნიშანი

Автор: datuna от Вчера, 00:25

პატიების უნარი თქმა არ უნდა უდიდესი ღირსება და შესაშური თვისებაა ხასიათში, თუმცა ყველას როდი ხელეწიფება გულიდან ამოირეცხოს და სამუდამოდ დაივიწყოს წყენა მაშინაც კი როცა დარწმუნებულია იმაში, რომ აბსოლუტრად უსამართლოდ გახდა აგრესიის მსხვერპლი.

სამყარო თავისი არსით უმაღლესი კანონზომიერების პრინციპებს ეფუძნება. ამიტომ, ყველაფრისთვის გვიწევს „საფასურის“ გადახდა და სასურველია არასოდეს, არავისთან არ დავრჩეთ ვალში. თუმცა აგრესია და ბოროტება ეს ისეთი რამაა, რომელსაც არასოდეს უნდა ვუპასუხოთ იგივე საქციელით, იმიტომ რომ მხოლოდ ასე შევძლებთ დავიცვათ კანონზომიერება - ვალი ამ დროს ჩვენ კი არა აგრესორს რჩება კოსმოსის წინაშე, რომლის გადახდის დროც აუცილებლად დადგება. ჩვენ მხოლოდ პატიების უნარი და სიმშვიდე მოგვეთხოვება.

ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე მეტი დოზით მიტევების უნარი ზოდიაქოს ხუთ ნიშანს აქვს განვითარებული. წარმოგიდგენთ მათ:

ვერძი – იგი ფიცხია, ხშირად კონფლიქტური და საშინლად უტაქტო. მაგრამ გამყოლი გული არ აქვს. შესაბამისად, გაბრაზებიდან რამდენიმე წუთში მიზეზიც აღარ ახსოვს იმის, თუ რაზე ან ვიზე ბრაზობდა კონკრეტულად. მას უნარი აქვს მოსისხლე მტერსაც კი გაუწოდოს დახმარების ხელი ყოველგვარი ქვენა გრძნობების გარეშე. არასოდეს იმახსოვრებს ხანგრძლივად იმედის გაცრუებას და ყოველთვის ინარჩუნებს რწმენას იმისა, რომ ადამიანები კარგები არიან.

ტყუპი – გაორებული ბუნებისა და მმართველი სტიქია ჰაერის გამო, ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს არასოდეს სცალიათ შურისძიებისთვის. შესაბამისად, მათ არც გულში წყენის ჩასადებათ რჩებათ დრო საკმარისი. სამყარო გაცილებით უფრო მნიშვნელოვან თემებს სთავაზობს მათ საიმისოდ, რომ დრო ამაო დისკუსიებში დახარჯონ. ტყუპს მწარე ენა აქვთ, შესაბამისად, გაბრაზების მომენტში შესაძლოა მან მოწინააღმდეგეს საკმაოდ მტკივნეულად მიაყენოს დარტყმა ემოციური კუთხით. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ ზემოხსენებულ ადამიანს პირზე ღიმილითა და გულითადი სალმით შეხვდება. გაბუტვა ტყუპის სტილი არაა!

მშვილდოსანი – პლანეტა იუპიტერი, რომელიც ზოდიაქო ამ ნიშანს მართავს, მასშტაბებისა და გაფართოების პლანეტაა. ამიტომ იუპიტერიანულ ბუნებას არასოდეს ესმის მეწვრილმანეობისა და ბოღმის არსი. ჭეშმარიტი მშვილდოსნებიც როგორც წესი ნებისმიერ კონფლიქტს მასშტაბურ ხედვას უპირისპირებენ და იშვიათად იბოღმებიან ვინმეზე. მშვილდოსანი ფიცხია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ვინმე უდანაშაულოდ სდებს ბრალს რამეში არ უსინდისოდ ცდილობს მის მოტყუებას. მაგრამ ხანგრძლივი ვადით წყენის გულში ჩადება, თითქმის არც ერთ მათგანს არ ახასიათებს. დიდსულოვნება მშვილდოსნის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსებაა!

მერწყული – ტიპური მერწყული კოსმოპოლიტური აზროვნებითა და ჰუმანიზმით გამოირჩევა. მერწყულის ფსიქოლოგიაში აგრესია და კონფლიქტები არ შედის. ამიტომ ეს ხალხი ძალზე იშვიათად ჰყვება ვინმეს ჩხუბსა და კამათში. მერწყულების უმეტესობას მშვიდობიანი მოლაპარაკებით ურჩევნია ნებისმიერი დაძაბულობის განეიტრალება, ამასთან ერთად ბევრ მათგანს გააჩნია უნიკალური უნარი – დამამშვიდებლად იმოქმედოს გაღიზიანებულ, ანერვიულებულ ხალხზე. სწორედ ამ ნიჭის წყალობით ახერხებენ ისინი არამხოლოდ თავად აარიდონ თავი აგრესიულ დაპირისპირებას, არამედ მოპაექრე მხარეებიც დააშოშმინონ და შეარიგონ.

თევზები – თანდაყოლილი სირბილე, ჰუმანიზმი და თანაგრძნობის საოცარი უნარია მიზეზი იმისა, რომ თევზების ნიშნით დაბადებულ ხალხს არასოდეს გააჩნია აგრესიული დამოკიდებულება ვინმეს მიმართ. მათი უმეტესობა ხშირად აბსურდულობამდე მიმტევებელი და მიამიტია. ტიპურ თევზს არ აქვს ამბიცია ვინმეს ეუფროსოს, თავი გადაამეტოს და დაჩაგროს რაიმე კუთხით. შესაბამისად, აგრესიული ადამიანების თავდასხმას ისინი თევზური პოზით, მშვიდი გამომეტყველებითა და აუღელვებელი საქციელით პასუხობენ.

როგორ ცვლის სიყვარული ზოდიაქოს ნიშნებს

Автор: datuna от Вчера, 00:24

პოზიტიური ემოციები რომ ნებისმიერი ჩვენგანის გარეგნულ იმიჯზეც პირდაპირპროპორციულად აისახება ამაში ალბათ არც არაფერია სადვო. მაგრამ დაკვირვებიხართ, როგორ ცვლის სიყვარული ადამიანებში ქცევის მანერას და ფასეულობებს? როგორი სხვანაირები ხდებიან ისინი მხოლოდ მაშინ, როცა ნამდვილად და გულწრფელად უყვართ... ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ზოდიაქოს ნიშნები შეყვარებულობის პერიოდში მათთვის ე.წ. "ოპოზიციური ნიშნების" თვისებებს იძენენ – ანუ საკუთარ პიროვნებას უმატებენ შტრიხებს იდეალურობის მისაღებად. ლეგენდის თანახმად ხომ თავდაპირველად ზოდიაქოს მხოლოდ ექვსი ნიშნისგან შედგებოდა... შემდგომში მათი განცალკევება და თორმეტად დაშლა მოხდა, ჰოდა დღემდე გრძელდება "ძიების" პროცესი ერთადერთი, ჭეშმარიტი და ნამდვილი მეორე ნახევრის მოსაძებნად. თუმცა, იმ დროს, როცა ადამიანს სიყვარული ეწვევა, იგი ახერხებს "პიროვნული გამთლიანების" შესაძლებლობას გამოჰკრას ხელი და გახდეს უფრო უნივერსალური, სრულყოფილი და მისაბაძი სხვებისთვის...
ასე მაგალითად:


ფიცხი, იმპულსური და უტაქტო ვერძი სასწორივით მოსიყვარულე და პრანჭია ხდება. ჰაეროვანი და მერყევი სასწორი კი ვერძივით თავზეხელაღებული და მამაცი.

დინჯი, წინდახედული და გაწონასწორებული კურო მორიელივით ეჭვიანობს, როცა ვინმე უყვარს. ბუნებით ეჭვიანი და ექსტრემალი მორიელი კი ნამდვილი სიყვარულის დროს, კუროსავით ცდილობს სტაბილურობა და დაცულობის შეგრძნება შეუქმნას სიყვარულის ობიექტს.

ცვალებადი, თავქარიანი ტყუპი მშვილდოსანივით შემეცნებისკენ იწყებს სწრაფვას და მზადაა საყვარელ ადამიანთან ერთად მთელი მსოფლიო შემოიაროს.
მოხეტიალე მშვილდოსანს კი სურვილი უჩნდება ოცდაოთხი საათის მანძილზე ესაუბროს მხოლოდ და მხოლოდ "მას", ერთადერთსა და განუმეორებელს.

პანიკიორი, სენსიტიური კირჩხიბი სიყვარულის სახელით გასაოცარი გმირობის ჩადენას შესძლებს. ხოლო ცივი და უემოციო თხის რქა, შესაძლოა დეპრესიაში ჩააგდოს საყვარელი ადამიანის უარმა და სასმელს მიეძალოს კირჩხიბის მსგავსად.

ამაყი, მეფური ლომი შეყვარებულობის პერიოდში მზადაა მერწყულივით ყველას მეგობრად და პატრონად გადაიქცეს. გასცეს წინ და უკან უშურველად თუკი რამე აბადია. მერწყული ლომის მსგავსად შემოქმედებითი და რომანტიული ხდება.

მერკანტილური, რაციონალური ქალწული თევზების მსგავსად იწყებს ზრუნვას და ყურადღების გამოჩენას საყვარელი ადამიანის მიმართ. თევზები კი მზადაა ემოციებზე მეტიც გაიღოს პარტნიორისთვის თუკი ის მისგან ამას საჭიროებს.

TOP სამი შეუცვლელი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ის ვისთან რომანიც არასოდეს დაგავიწყდებათ

Автор: datuna от Вчера, 00:24

ქალები რომანტიკული არსებები არიან, ცნობილი ფაქტია ისიც, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლებს ყურებით უყვართ, მამაკაცები კი გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ვიზუალურ ფაქტორს... თუმცა როგორც ამბობენ "არ არსებობენ შეუცვლელი ადამიანები, თუმცა არსებობენ განუმეორებლები" – ჰოდა, ზოგიერთი მამრი თუ ოჯახური ცხოვრებისთვისაა შექმნილი, ზოგს მარტოოდენ ლამაზი "ლოვ-სთორის" გმირის სტატუსის მორგება ეხერხება მარჯვედ. თუმცა, ამაშიც არის თავისი ხიბლი დამეთანხმეთ...
მაშ ასე, იმ სამეულს წარმოგიდგენთ, ვისაც თქვენთვის რომანტიკული განწყობის, დაუვიწყარი საკურორტო რომანის ან უბრალოდ მოკლევადიანი, მაგრამ საოცრად მხურვალე სასიყვარულო ღამის მოწყობის უბადლო ნიჭი აქვს და ის თქვენ არასოდეს, არასოდეს დაგავიწყდებათ. მოკლედ, მამაკაცების ტოპ ასტრო-სამეული, რომელსაც ქალები ვერასოდეს ივიწყებენ:

ლომი – ის ხომ მეფეა, თუ გარეგნულად არა შინაგანი თვითშეფასებით მაინც. ამიტომ ქალი, რომელიც მისი ინტერესის საგანია აუცილებლად იგრძნობს თავს მის გვერდით დედოფლად. ლომი გულით იმართება. შესაბამისად, როცა მამაკაც ლომს უყვარხართ, მისთვის სამყარო იმ კონკრეტულ მომენტში თქვენ გარშემო ტრიალებს და ეს ძალზე თვალშისაცემია... ლომს არამხოლოდ თქვენ, თავად სიყვარული უყვარს. იგი აუცილებლად მოგიწყობთ რომანტიკულ პაემანს, გაგაოცებთ მდიდრული საჩუქრებით, უკან არ დაიხევს არც ერთი თქვენი თხოვნის ასრულებაზე და აუცილებლად იქნება რომანტიკული, ნაზი და მზრუნველი... სანამ თქვენ მის თავმოყვარეობას ზედმეტად არ შეეხებით. გაივლის დრო და ალბათ იტყვით, რომ "ისე არასდროს და არავის ჰყვარებიხართ, როგორც მას, თქვენ მის გვერდით დედოფალი იყავით".





მშვილდოსანი – ამ ნიშნით გამოუსწორებელი მექალთანე და საოცრად ქარიზმატული მამრები იბადებიან. მერწმუნეთ, ძალიან ძნელია ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ცივი გულის და არანაკლებ ცივი გონების მქონე ქალისთვისაც კი მამაკაცი მშვილდოსნის მომხიბვლელი ღიმილისა და ქარიზმის მიმართ გულგრილობის გამოჩენა. ამ კაცს გასაოცარი იდეალისტური ბუნება გააჩნია, როცა ფიქრობს, რომ უყვარხართ (მარტო კი არ ფიქრობს, ეჭვიც არ ეპარება!) იგი მთელ სამყაროს გაგიფენთ ფერხთით. მოგიწყობთ ამაღელვებელ და გულისამაჩუყებელ სახალხო აღიარებებს სიყვარულში, მოიფიქრებს ათასგვარ სასაცილო ტრუკს თქვენი გულის საბოლოოდ მოსაგებად და მაქსიმალურად ეცდება ამ მეთოდით სხვა, ნაკლებკრეატიული თაყვანისმცემლების ჩამოშორებას... დამიჯერეთ, წლების შემდეგაც ღიმილით გაიხსენებთ მას, იმიტომ რომ ცუდზე მეტს პოზიტიურ მოსაგონარს დაგიტოვებთ.


მორიელი – ალბათ ერთადერთი კაცია, რომლის გახსენებაზეც წლების შემდეგაც კი ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი დაგივლით და იტყვით – "მადლობა ღმერთს, ყველაფერი დამთავრდა"... თუმცა, გულის სიღრმეში თუ კარგად ჩაიხედავთ, აღმოაჩენთ, რომ ხანდახან მასთან გატარებული წუთები მაინც გახსენდებათ. მით უმეტეს, თუკი მის შემდეგ ბედი მშვიდ, გაწონასწორებულ და ფლეგმატურ მამაკაცს დაუკავშირეთ. დიახ, მორიელის სიყვარული მტანჯველი, რთული და ზოგჯერ აბსოლუტურად აუტანელია. მაგრამ აქვს მას ის რაღაც აუხსნელი ქარიზმა, რომლის წყალობითაც წლების გავლის შემდეგაც კი რომ მოინდომოს ეს კაცი ისევ ჩაგიგდებთ ხელში.

ყველაზე გულწრფელი და ალალი ზოდიაქოს ნიშნები - TOP სამეული

Автор: datuna от Вчера, 00:23

არსებობს მოსაზრება, რომ გადამეტებულ მიამიტობას ხშირად ადამიანი საზოგადოებაში სულელის სტატუსამდეც კი მიჰყავს, თუმცა ზომიერების ფარგლებში ბავშვური და ინფანტილური საქციელით ხშირად ესა თუ ის ინდივიდი უპირობო მოწონებასაც იმსახურებს ხოლმე. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ადამიანებს განსხვავებული სახასიათო შტრიხები გააჩნიათ. ამიტომაც არის რომ არსებობენ გამორჩევით გულღია, ან პირიქით ჩაკეტილი და იდუმალების მოყვარული ნიშნები. დღეს სამ ყველაზე ალალ ზოდიაქოს ნიშანს წარმოგიდგენთ, რომელთა საქციელიც აუცილებალად გამოიწვევს თქვენში სიმპათიას თუ არა მცირეოდენ თეთრ შურს მაინც ... Innocent


ვერძი – ზოდიაქოს პირველი ნიშანია და სიმბოლურად ბავშვურობასთან, ინფანტილურობასთან ასოცირდება. ვისაც ამ ადამიანებთან ჰქონია საქმე, დამეთანხმებიან ალბათ, რომ მათ ხასიათში უტაქტობასა და უხეშობასთან ერთად, გასაოცარი მიამიტობა და სიალალეა თავმოყრილი. ვერძების დიდ ნაწილს საერთოდ არ ეხერხება ან ცუდად ეხერხება ტყუილის თქმა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი იგი იძულებულია გარემოებებიდან გამომდინარე მოიტყუოს კიდეც, აუცილებლად წამოსცდება მოკლე ხანში ნათქვამის "ორიგინალი ვერსია". იგი ეგოისტია, მაგრამ ამასთანავე გულუხვი და საოცრად გულკეთილი, როცა საქმე დაჩაგრულების მფარველობასა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. ასეთ სიტუაციაში ვერძის პოზიციას ვერანაირი ფინანსებით ვერავინ "იყიდის".

ლომი – ზოდიაქოს ამ ნიშანს ანატომიურად გული შეესაბამება. ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ლომის ერთი შეხედვით ამაყი, გოროზი და თითქოსდა შეუვალი პიროვნების უკან საოცრად ემოციური და განცდიანი ადამიანი იმალება. ლომი გულით იმართება, ამიტომ მისი ყველა საქციელი გულის კარნახს ემორჩილება. ამ ხალხს არ შეუძლია დიდხანს ითამაშოს გულგრილობა, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად ეხერხებათ საზოგადოებაში თავის დაჭერა, გვერდს არასოდეს აუვლიან მათ, ვისაც მათი დახმარება და თანადგომა რეალურად ესაჭიროება. ლომი აღმერთებს სუსტების მფარველობას, ამიტომ მისი იმედი ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს, ვინც მის გულამდე მიაღწევს გულწრფელი თხოვნითა და ღირსების შეგრძნებით. ლომები ვერ იტანენ მეწვრილმანე, ჭორიკანა და ფლიდ ხალხს. ამიტომ თუკი მასთან ურთიერთობისას ორმაგი სტანდარტებით იხელმძღვანელებთ, იცოდეთ, რომ ლომის სახით სამომავლოდ სერიოზულ მტერს შეიძენთ.


მერწყული – ერთი შეხედვით გულგრილი, ინდეფერენტული და ექსცენტრიკული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. შესაძლოა გეგონოთ კიდეც, რომ მას სათუთი ემოციები ხანდახან სასაცილოდაც კი ეჩვენება. თუმცა არამც და არამც არ გახლავთ ასე. მერწყულის შესახებ თქვენი მოსაზრება ძალიან მალე შეიცვლება, თუკი საშუალება გაქვთ ეს ადამიანი მაღალ პოსტზე ან რაიმე ტიპის სოციალური საკითხის მოგვარებისას იხილოთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის სიმბოლო ამაოდ როდი "არწყულებს" კაცობრიობას. მერწყულის ჰუმანურობაც სწორედ აქედან მოდის, იგი ყოველთვის მზადაა საკუთარი პირადი ინტერესებიც კი დადოს სასწორზე, კაცობრიობის, სოციუმის დასახმარებლად. მართალია, ურანული სიცივე არ აძლევს ნებას გადამეტებული სენტიმენტებით ან ენის მოჩლექით გამოხატოს ადამიანებისადმი საკუთარი სიყვარული, მაგრამ გწამდეთ მის კაცთმოყვარე გულში ნებისმიერისთვის მოიძებნება ადგილი.

TOP სამი საუკეთესო სიდედრი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от Вчера, 00:22

მამაკაცების დიდი ნაწილი, სასურველი ქალის გულის მოგების შემდეგ ხშირად არცთუ უსაფუძვლო და რაც მთავარია, რიგ შემთხვევაში ფაქტობრივად გადაულახავ პრობლემას აწყდება ხოლმე პარტნიორულ ურთიერთობაში – ამ პრობლემას სახელად სიდედრი ეწოდება. როგორც ჩვენი მკითხველებისგან შევიტყვეთ, სტატიამ საუკეთესო დედამთილების შესახებ თავისთავად გააჩინა კითხვა, მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშნის სასიდედროებთან გაუადვილდებათ პოტენციურ სასიძოებს ურთიერთობა... მოგეხსენებათ, სიდედრიც არის და სიდედრიც. ასე რომ, ამჯერად უკვე საუკეთესო სიდედრების სამეულს წარმოგიდგენთ:

ლომი - ამ ქალის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ როგორც სიდედრი იშვიათად ერევა საკუთარი შვილის პირად ცხოვრებაში რის გამოც როგორც წესი წარმოიქმნება კიდეც სიძე-სიდედრს შორის ძირითადი პრობლემები. ქალი ლომი იმდენადაა დაკავებული საკუთარი ცხოვრებით, იმიჯითა და პროფესიული საქმიანობით, რომ სიძესთან საკამათოთ არც დრო რჩება და არც სურვილი. გარდა ამისა, იგი უზომოდ თავმოყვარე არსებაა. შესაბამისად, თუკი პოტენციური სასიძო მას რამდენჯერმე მაინც მიართმევს ვარდების თაიგულს ან ჩაცმულობის სტილს შეუქებს და აღნიშნავს, რომ გემოვნებიანი ჩაცმა-დახურვის ჩვევა მის ცოლს თურმე დედისგან რგებია, სიდედრი ლომი კმაყოფილებისგან კრუტუნს დაიწყებს და ნაკლებად შეგეხებათ.

მორიელი – ალბათ ყველას გაგიგიათ მითი ქალი მორიელების აუტანელი ხასიათის შესახებ. თუმცა ეს მითი მორიელის შემთხვევაში დედამთილობაზე უფრო ვრცელდება. საქმე იმაშია, რომ სიდედრი მორიელი გაცილებით უკეთ ახერხებს საერთო ენის გამონახვას სიძესთან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ ქალს ორი მამაკაცური პლანეტა მართავს და მისთვის მამაკაცები უფრო "ახლობლები" არიან თავისი არსით ვიდრე ქალთა სქესი. შესაბამისად, თქვენი პოტენციური სიდედრის მოსახიბლად საკმარისია პატიოსანი, სამართლიანი დამოკიდებულება გქონდეთ მისი შვილის მიმართ. ამასთან ერთად, თუკი სიდედრს სამომავლოდ ავტომანქანის შეკეთებაშიც დაეხმარებით (მათი უმრავლესობა საჭეს უზის როგორც წესი) ჩათვალეთ, რომ მისი სახით საუკეთესო მეგობარი და მოკავშირე შეგიძენიათ.

კურო – უმთავრესი ხიბლი იმისა, რომ თქვენი სიდედრი ან პოტენციური სიდედრი ზოდიაქოს ნიშნით კუროა, მდგომარეობს იმაში, რომ გემრიელი კერძების კეთება, რომელიც ნებისმიერი კურო ქალის სავიზიტო ბარათია ალბათ მის ქალიშვილსაც ეცოდინება. თუ ეს ასე არ არის და შვილი დედის კვალს არ გაჰყვა, არ ინერვიულოთ. სიდედრი კურო თავად გაგანებივრებთ გემრიელი სადილებით. მთავარია, მან თქვენში ოჯახის კაცი, ერთგული მეუღლე და ყურადღებიანი ადამიანი ამოიცნოს. კუროები ძალიან აფასებენ სტაბილურობას, ამიტომ სიდედრი კურო მშვიდად იქნება თუკი თქვენ სტაბილური შემოსავლის წყარო გაგაჩნიათ. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ბედის უკუღმართობით უსამსახუროდ დარჩით (ადამიანები ვართ და ყველაფერი ხდება), იგი ყოველგვარი წუწუნის გარეშე გამოუწოდებს თქვენს ოჯახს დახმარების ხელს. კუროს დახმარება კი მერწმუნეთ ერთობ სოლიდური თანხით განისაზღვრება.

ზოდიაქოს გურმანები - TOP სამი ყველაზე ღორმუცელა ზოდიაქოს ნიშანი

Автор: datuna от Вчера, 00:21

ასტროლოგებმა ოდითგანვე დაადგინეს დაბადების თარიღსა და ადამიანის გემოვნებას შორის გარკვეული ჯაჭვის კვალი. როგორც აღმოჩნდა, ჩვენში არსებულ კულინარიულ ნიჭს და გასტრონომიულ მიდრეკილებებს არც მეტი არც ნაკლები მთვარისა და ვენერას გავლენა განაპირობებს. არანაკლებ ააქტიურებს მადას გაფართოებისა და მასშტაბების პლანეტა იუპიტერი, რომელსაც თავის მხრივ ასტოლოგები წონის კორექციის პრობლემებზე "კურატორის" ფუნქციასაც მიაწერენ. თუმცა, რაკიღა სტატია ამჯერად გურმანებზეა, სიტყვა "დიეტა" ცოტა ხნით აჯობებს ამოვიღოთ "რაციონიდან".

მაშ ასე, რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ყველაზე მეტად ღორმუცელობისკენ მიდრეკილებით და კონკრეტულად რა განაპირობებს ამას:

1. კურო – კუროს ზოდიაქოს პლანეტა ვენერა მართავს, რომელიც სილამაზისა და სიამოვნების თემას განაგებს თავის მხრივ. ამიტომაცაა კუროების უმეტესობას რომ კომფორტთან და ლამაზად გაფორმებულ საკვებთან ერთად, გემრიელი ჭამა-სმისკენაც აქტიურად გააჩნიათ მიდრეკილება. კუროს ხორციანი საკვები უყვარს, თუმცა არც მჟავეულობასა და ტკბილეულზე ამბობს უარს. ამ ხალხის უმეტესობას არასოდეს ენანება ფული ხარისხიანი საკვების შეძენაზე. თუმცა, ძალზე ხშირად ისინი თავს იკავებენ რაიმე ტიპის ეგზოტიკური საჭმლის გასინჯვისგან და მადას ტრადიციული, ნაცნობი კერძებით იოკებენ.

2. კირჩხიბი – კირჩხიბის ზოდიაქოს მმართველად მთვარე ითვლება. ანატომიურადაც კიბოს ზოდიაქოს კუჭი შეესაბამება. ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს ის ფაქტი, თუ რატომაა ნებისმიერი კირჩხიბისთვის კვების საკითხი წმინდათა-წმინდა თემა. კირჩხიბების დიდი ნაწილი სიამოვნებით მიირთმევს წვნიანსა და ბოსტნეულს. მათ ასევე ძალიან უყვართ სასმელიც, როგორც ალკოჰოლური ისე უბრალოდ ჩაი ან ყავა. ბევრ კირჩხიბს მოსწონს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება და აქტიურად ეტანება რძის პროდუქტს ან ეკოლოგიურად სუფთა საკვებს. მათთვის ოჯახის სურსათით მომარაგება არასოდესაა დამღლელი და მომაბეზრებელი პროცედურა. პირიქით, ისინი სიამოვნებითაც კი ასრულებენ ამას.

3. მშვილდოსანი – მშვილდოსნების დიდი ნაწილი აქტიური ცხოვრების წესითა და გასაოცარი ჭკუამხიარულობით გამოირჩევა. მშვილდოსნებს უყვართ ხმაურიანი შეკრებებისა და საღამოების მოწყობა, პიკნიკები მეგობრებთან ერთად და ა.შ. მათ უმრავლესობას მოსწონს პიკანტური და ეგზოტიკური კერძების გასინჯვა-დაგემოვნება. ამასთან ერთად, ისინი ხშირად თავადაც სიამოვნებით ტრიალებენ სამზარეულოში და ერთობ ოსტატურად ახერხებენ, ერთბაშად რამდენიმე თავი გემრიელი კერძის მომზადებას.

TOP სამი ყველაზე ეგოისტი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от Вчера, 00:20

მართალია, ნებისმიერი ძლიერი სქესის წარმომადგენელი თავგამოდებით ამტკიცებს, რომ ქალები ამ ქვეყნად ყველაზე ეგოისტი და პრეტენზიული არსებები არიან, მაგრამ ეგოიზმის დონეს, მარტოოდენ ადამიანის სქესი ნამდვილად არ განაპირობებს. ხასიათის ამ მანკიერ თვისებაზე პასუხისმგებელია აღზრდა, გენეოლოგია, სოციალური ფონი და რაც მთავარია, ზოდიაქოს ნიშანი... როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, მამაკაცებს შორის გაცილებით მეტი ეგოისტი და თავკერძა ადამიანი გვხვდება, იმიტომ რომ სუსტი სქესის წარმომადგენლებს უფრო აქვთ განვითარებული თავგანწირვისა და მსხვერპლის გაღების ნიჭი. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მამაკაცები ერთმნიშვნელოვნად ყველანი ეგოისტები არიან. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს შორისაც არაერთ ღირსეულ ინდივიდს ვხვდებით. სამაგიეროდ, ისეთებიც ბლომად არიან, ვისაც საკუთარი ეგოიზმი როგორც წესი, სულაც არ მიაჩნია ნაკლოვანებად. უფრო მეტიც, ამ თვისებას იგი "თავისუფლების სიყვარულს" უწოდებს. მოდით, ვნახოთ ყველაზე დიდი ოდენობით რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრებში გვხვდებიან ეგოისტები.


ვერძი – საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, ვერძები (ორივე სქესის) ეგოიზმის დიდი დონით გამოირჩევიან. თუმცა, მათი ხასიათის კიდევ ერთი თვისება ბავშვურობა და სიალალე ხშირად ხდება მიზეზი იმისა, რომ ვერძს ამ დანაშაულს პატიობენ გარშემო მყოფები. მამაკაცი ვერძი უმაღლესი დონის ეგოცენტრიკია. იგი ვერ იტანს შეზღუდვებს და ქორწინებაში მყოფიც კი თავს შინაგანად "თავისუფალ" მამაკაცად აღიქვამს. ამიტომ მეუღლის მხრიდან ნებისმიერ ზეწოლასა და მით უმეტეს მოთხოვნას კომპრომისისა და დათმობების შესახებ, ვერძი მძაფრი პროტესტის გრძნობით და აგრესიით ხვდება.

ტყუპი – ამ კაცის პრობლემა ცვალებადობა და მუდმივი სიახლეების ძიებაა ცხოვრებაში. ტყუპი ჰაერის ნიშანია. შესაბამისად, ზოდიაქო ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს ყველაზე მეტად შეეფერება ეპითეტი "თავქარიანი". მას ძალიან არ უყვარს პასუხისმგებლობები და ყოველთვის ცდილობს თავი დაიძვრინოს ამა თუ იმ ვალდებულებისგან. ოჯახი ტყუპისთვის მისი ტრადიციული გაგებით, მოსაწყენი და ერთფეროვანი რუტინაა. ამიტომ იგი სინდისის ქენჯნის გარეშე ეძებს ხოლმე ძალზე ხშირად გასართობს და გულის გადასაყოლებელს.

მშვილდოსანი – მის ანგარიშზე, როგორც წესი ათობით გულგატეხილი და იმედგაცრუებული ქალბატონი მოდის. კაცმა რომ თქვას, ბუნებით გულღია და ოპტიმისტ მშვილდოსანს ცუდი განზრახვა არც ერთი, მორიგი "ლოვ-სთორის" დაწყებისას არ გააჩნია. მაგრამ მას წრეგადასულად უყვარს საკუთარი თავისუფლება, სწორედ ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ უფრო სერიოზულ ურთიერთობებს ეს კაცი ცეცხლივით გაურბის და მზადაა ამისთვის "ეგოისტის" იარლიყიც ატაროს.
 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.