Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
» Материалы за 14.01.2016
на правах рекламы

გოგონების როგორი საქციელი აფრთხობთ მამაკაცებს სოციალურ ქსელში, თქვენი ონლაინპორტრეტი

Автор: admin от 14-01-2016, 13:09
სოციალური ქსელი იმდენად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, რომ ის ზღვარი ვირტუალურსა და რეალურ სამყაროს შორის თითქმის გამქრალია. თუ რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ მწვავედ განიხილებოდა ვირტუალური გაცნობები და ფლირტი, დღეს ამას უკვე არავინ აქცევს ყურადღებას და ფრაზა – „ინტერნეტში გავიცანით ერთმანეთი”, სავსებით ჩვეულებრივად ჟღერს და აღარავის უკვირს. ამასთან ერთად, ახალი სტერეოტიპები ჩამოყალიბდა და ახალი რეალიები შეიქმნა… ჩვენ ყოველდღიურად 24-საათიან რეჟიმში ჩვენს ცხოვრებას ვირტუალურ სამყაროს ვუზიარებთ (სელფები, საჭმელების სურათები, სტატუსები და ა.შ).

„ერთი დაწკაპუნებით“ მარტივად შეგვიძლია წარმოდგენა შევიქმნათ ნებისმიერ ადამიანზე. უბრალოდ შევდივართ მის პროფილზე სოციალურ ქსელში და აქ უკვე ყველაფერი ჩანს, დაწყებული საყვარელი სიმღერებითა და კერძებით, დამთავრებული საყვარელი ადგილებით. თუ ერიდებით მსგავს აქტივებობეს სოცქსელში, ესეც ერთგვარ წარმოდგენას ქმნის თქვენზე, ალბათ დამეთანხმებით. მოკლედ, ბევრი რომ აღარ ვიბოდიალო და არ ვღეჭო უაზრო, ისედაც ცნობილი ფაქტები, მინდა, შემოგთავაზოთ გოგონების ყველაზე ხშირი „შეცდომები” (მე ასე დავარქმევდი), ანუ რას გვიამბობს თქვენი (გოგონების) ონლაინპორტრეტი.

სელფი სელფი სელფი სელფი სელფი სელფ
როდესაც გოგონები ყოველდღე ათობით ერთფეროვან სელფ-სურათს ტვირთავენ, ეს ალბათ ყველაზე გამაღიზიანებელი შეცდომა არის, რაც კი შეიძლება დავუშვათ. ამდენი სელფი ალბათ უფრო იმაზე მიუთითებს, რომ უსაქმური ხარ და რაღაც არაადეკვატურობის ფონს ქმნის.

ღამის ცხოვრების ზედმეტი სიყვარული
თვეში რამდენჯერმე მეგობრებთან ერთად წახვიდე, გაერთო, იცეკვო და ცოტა იფლირტაო, მაგაში ცუდი ნამდვილად არაფერი არის. მაგრამ, როდესაც ეს ყველაფერი ცხოვრების სტილში გადადის, ნუღარ გწყინთ, რომ მამაკაცები თქვენთან ურთიერთობას მხოლოდ სექსისთვის იწყებენ!

სმაილები და #თეგები
დამერწმუნეთ, არც ისე მომხიბვლელია გოგოსთან ურთიერთობა, რომელიც 100 სიმბოლოდან 30 “ემოჯის” გწერს და სტატუსებში და სურათებში რაღაც მსგავს ქაოსებს ქმნის #ლამაზი #დღე #მზე #მთვარე #ყავა #სპილენძი #ანტრესოლი #ვულკანიზაცია

„მამაკაცი ვალდებულია”
მოდით, იმაზე შევთანხმდეთ რომ ნორმალურმა მამაკაცმა ისედაც იცის, როგორ უნდა გაუფრთხილდეს და ანებივროს საკუთარი მეორე ნახევარი, ასე, რომ იმ “აუცილებელი მოთხოვნების” აფიშირება, როგორიცაა ოქროს უნიტაზი, ქორწილი მონაკოში, 2016 წლის მერსედესის კუპე და ტექსტი – „ჩემმა მამაკაცმა უნდა შესძლოს a, b, c და ყოველ n დღეში უნდა მაჩუქოს x, y, z” თქვენზე უბრალოდ ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს. ავტომატურად იქმნით იმიჯს, რომ აუცილებლად უნდა წაგიყვანოთ სადღაც ძვირიან რესტორანში, სადაც ლამაზ საპირფარეშოში სურათს გადაიღებთ და გამოქვეყნებთ ინსტაგრამზე, რათა, ყველა დაქალმა იცოდეს, რომ მათზე არანაკლებად „ღირებული გოგო” ხართ. წარმოდგენა იქმნება, რომ თქვენთან შეუძლებელია უბრალო ადამიანური ურთიერთობა, თუნდაც გასეირნება, როდესაც მამაკაცს დროებითი ფინანსური კრიზისი აქვს.

ყურადღებით გადაღლილი
არ არის აუცილებელი იმის აფიშირება, რომ დღეში 50 კაცი გიგზავნით მეგობრობის მოთხოვნას და პირადი მიმოწერა გავსებული გაქვთ ახალი შეტყობინებებით და ვერ ასწრებთ ყველასთან პასუხის გაგზავნას. ასეთი მიდგომით შეიძლება სულ მარტოც დარჩეთ მალე.


გადავსებული „კედელი“
ანუ ათობით სურათი, სტატუსი, წუწუნი, ციტატები, საჭმლის სურათები, დაქალების „მონიშვნა” და საჯარო ჭორაობების მოწყობა ყოველდღე თქვენს კედელზე – წარმოუდგენლად გამაღიზიანებელია!

ფანატიზმი
შემაწუხებელია ზედმეტი ფანატიზმი სამსახურის და ჰობის მიმართ, ან თუნდაც სურვილი, ყველა ცხოველს უშველოთ დედამიწაზე. მოერიდეთ ზომაზე ბევრ ერთფეროვნებას. შთაბეჭდილება იქმნება, როდესაც ასეთ პროფილს ათვალიერებ, თითქოს რობოტთან გაქვს კავშირი. ანუ, ეს შეიძლება ასე გამოიყურებოდეს – #დილა გათენდა საყვარელ სამსხურში ვარ #მე და ჩემი თანამშრომლები #თანამშრომლები სადილზე #მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩავატარეთ #უამრავი საქმეა #ახალი პროექტი დაიგეგმა, მჯერა ყველაფერი გამოვა. დარწმუნებული ვარ, ახლა ნებისმიერ მკითხელს ვიღაც გაახსენდა. დიახ, მისასალმებელია საკუთარი საქმისადმი სიყვარული, მაგრამ ზომიერების ფარგლებში!

ფოტო თაიგულით
ფოტო უზარმაზარი ვარდების თაიგულით და საჩუქრებით, ალბათ უფრო გამაღიზიანებელია, ვიდრე პირველი პუნქტი. ასეთი სურათები შეიძლება უახლოეს დაქალებს და ნათესავებს გაუგზავნოთ, მაგრამ საჯაროდ მსგავსი სურათების აფიშირება მომავალში კარგს არაფერს მოგიტანთ.


ზედმეტი კონფიდენციალურობა
დამალული გვარი, ასაკი, სწავლის/სამუშაო ადგილი, ინტერნეტში მოპოვებული კნუტებისა და ცნობადი ადამიანების სურათები პროფილზე, თქვენზე რაღაც რთული პიროვნებისა და სოციოპათის შთაბეჭდილებას ტოვებს. გაითვალისწინეთ ეს აუცილებლად. ასეთ გოგონებთან ურთიერთობა – საერთოდ არ არის მომხიბვლელი!

ყოვლისმომცველი წუწუნი
ასეთი სტატუსებით, როგორიცაა – „მარტო ვარ”, „სითბო მჭირდება”, „ჩემი არავის ესმის”, „სიგარეტს ვეწევი და გელოდები”, „კიდევ ერთი დილა უშენოდ”, თქვენ უბრალოდ აფრთხობთ ყველა მამაკაცს… ჩვენ ისედაც გვყოფნის პრობლემები ყველას, არავის აქვს თქვენი ჭირვეულობის ატანის ნერვები.

გაგრძელება კიდევ შეიძლება და ბევრ რამეს დავამატებდი, მაგრამ, რათა ყველა გოგოს არ შევაზიზღო თავი, ჯობია, აქვე გავჩერდე… მით უმეტეს, რა გვეშველება კაცებს თქვენ გარეშე, თქვენ გვილამაზებთ ცხოვრებას ისეთები, როგორიც ხართ, ამიტომაც რაღაცებზე თვალის დახუჭვა მოგვიწევს, ისევე როგორც თქვენ გიწევთ ჩვენთან მიმართებაში!


mcvane.ge

ფროიდის 10 აღმოჩენა სექსში - ანუ ის, რაზეც გოგონები და ბიჭები ოცნებობენ

Автор: admin от 14-01-2016, 13:09
ფროიდის 10 აღმოჩენა სექსში - ანუ ის, რაზეც გოგონები და ბიჭები ოცნებობენყველა გოგონას გაუცნობიერებლად შურს მამაკაცის და უნდათ რომ პენისი თავადაც ჰქონდეთ.

2. ლიბიდოს აღმოჩნენა ფროიდს ეკუთვნის. ესაა არაცნობიერი სექსუალური ჟინი, მისწრაფება.

3. ბავშვები, რომლებიც დედის ძუძუთი არ იზრდებიან, ამ დანაკლისს მომავალში ფრჩხილების კვნეტით, ორალური სექსითა და სიგარეტით ინაზღაურებენ.

4. 6 წლიდან ბავშვები გაუცნობიერებლად იწყებენ მასტურბირებას.

5. 6 წლიდან ბიჭები და გოგონები სქესს აცნობიერებენ და მაშინ ყალიბდება მათ ეგო და სიმორცხვეც ჩვეულებრივი ამბავია.

6. ბიჭები მამასმეტოქედ აღიქვამენ, რომელიც დედის სიყვარულში ეცილებათ – ოიდიპოსის კომპლექსი. მამასთან კონკურენცია იმდენად დიდია რომ შეძლება
სიძულვილამდე ან ღია დაპირისპირებამდე მივიდეს, ხანდახან ისინი მამის სიკვდილზეც კი ოცნებობენ.

7. გოგონებს ელექტრას კომპლექსი აქვთ. სექსუალური ლტოლვა მამის მიმართ. უკიდურესი სტადია დედის სიძულვილია და დედის ადგილის დაკავება სურთ.

8. ფროიდის აზრით სიზმრებში დაშიფრულია თქვენი სექსუალური ფანტაზიები, განდევნილი ეროტიკული სურვილები, მოთხოვნილებები.

9. თუკი გესიზმრებათ სახლი წაწვეტებული სახურავით, ეს ნიშნავს კაცს, ხოლო თუ გესიზმრებათ შენობა აივნით, ეს ქალია (ლოგიკა გასაგებია არა?)

10. ფროიდი მიიჩნევდა, რომ ყველა უბედურების სათავე ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. ადამიანის სულის საიდუმლო ბავშვური ფსიქოლოგიური დრამების სიღრმეში იმალება და თუ ამ დრამებისთვის მიგნებას შევძლებთ, შევძლებთ განკურნებასაც. ეს კი ყველას გვჭირდება. ჩვენ ხომ ყველანი ავადმყოფები ვართ.

რომელი ზოდიაქოს ნიშანი იპოვის 2016 წელს თავის მეორე ნახევარს და რომელი დაკარგავს?!

Автор: admin от 14-01-2016, 13:08
ასტროლოგების თქმით, მაიმუნის წლისგან ნეგატიურს ნურაფერს ველით. პირიქით, ცვლილებები უკეთესობისკენ იქნება. ზოდიაქოს ნიშნების უმეტესობისთვის 2016 წლის ჰოროსკოპი პოზიტიურია, სულ ცოტაოდენი ხელის შეშველებაა საჭირო და მაიმუნი აუცილებლად დაგეხმარებათ, ჩაფიქრებული საქმიანობის ასრულებაში. 2016 წელს ვარსკვლავები გვაფრთხილებენ, ვედიროთ კომფლიქტებს და ტყუილებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე გლობალური კატასტროფა შეიძლება მოხდეს. უბრალოდ მეტი დაკვირვება გვჭირდება ადამიანებთან ურთიერთობებში, როგორც სამეგობრო წრეში ასევე სამსახურში. მომავალ წელს ზოდიაქოს ყველა ნიშანს მიენიჭება ენერგია და ჯანმრთელობა, რათა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინონ.

ვერძი
პირად ცხოვრებაში დამდეგ 2016 წელს ვერძებს ნეგატიური არაფერი ელით.ურთიერთობებში არ ექნებათ სკანდალები და დაპირისპირებები, თუ რა თქმა უნდა ცვლილებების სურვილი არ გააკეთებინებთ ამას, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს. თუ არ გინდათ რომ პარტნიორთან ურთიერთობა დაგეძაბოთ, წინასწარ მოუყევით თქვენი გეგმების შესახებ. ფინანსური კუთხით, დიდი წინსვლა არ აღენიშნებათ. თუმცა სტაბილური შემოსავალი ვერძებს ექნებათ. შემთხვევითი გარიგებები 2016 წელს შემოსავლიანი შემოთავაზებებით დასრულდება. თუ თქვენ ბევრი ფულის მიღება გსურთ, გვერდზე გადადეთ მორიდებულობა. მომავალ წელს ვერძების ჯანმრთელობა სტაბილურად კარგი იქნება.

კურო
სამსახურში კუროებს დიდი წინსვლა ელით. ასევე, სამუშაო ადგილის გამოცვლის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. შემოსავლის გარდა, კუროებს სამუშაო დიდ სიამოვნებას მოჰგვრის. 2016 წლის ჰოროსკოპი კუროებს პირად ცხოვრებაში სრულ იდილიას და სიმშვიდეს უწინასწარმეტყველებს. პარტნიორი ყველაფერში გვერდში დაგიდგებათ. ზაფხულში, აუცილებლად წადით ერთად დასასვენებლად. ერთადერთი რაც ექნებათ კუროებს სანერვიულო, ეს საკუთარი ფიგურა და ჯანმრთელობაა.

ტყუპები
პირადი ცხოვრება სიურპრიზებით იქნება სავსე, უამრავი თაყვანისმცემელი, საჩუქრები, რომანტიული პაემნები. თუ თქვენ პარტნიორი უკვე გყავთ, მაშინ მან სერიოზული ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რათა შეგინარჩუნოთ. ჯანმრთელობის მხრივ ტყუპებს ყველაფერი კარგად ექნებათ.

კირჩხიბი
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, 2016 წელს ჰარმონიულობა და სტაბილურობა გელით. თქვენი პარტნიორი ყველაფერში გაგიგებთ და მხარში დაგიდგებათ. უბრალოდ, თქვენ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მეორე ნახევარს მისი წილი ყურადღება უნდა მიაქციოთ. იმ კირჩხიბებს, რომლებსაც ჯერ პარტნიორი არ ჰყავთ, დიდი შანსია მომავალ წელს იპოვონ თავისი ბედი. ჯანმრთელობას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ, განსაკუთრებით ფსიქიკის კუთხით. სამწუხაროდ, სამსახურში გადატვირთული გრაფიკი, ხშირად სტრესისა და ნერვული შეტევების მომტანია.

ლომი
2016 წელს, ლომი ოჯახის წევრებს დაუთმობს ბევრ დროს. ეს კარიერულ წინსვლას არ შეუსლის ხელს. ისინი ყველაფერში წარმატებას მიაღწევენ. ერთადერთი რაზეც ყურადღება გექნებათ მისაქცევი, ეს ფეთქებადი ხასიათია. შეეცადეთ კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდოთ.
პირად ცხოვრებაში ლომებს ცვლილებების და ტრანსფორმაციების პერიოდი უდგებათ. არ არის აუცილებელი არსებული ურთიერთობის გაწყვეტა, თქვენ შეგიძლიათ ის სხვა საფეხურზე აიყვანოთ. თუ არ გყავთ მეორე ნახევარი, 2016 წელი საუკეთესო პერიოდია მის საპოვნელად.
ჯანმრთელობის მხრივაც ლომებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.

ქალწული
ქალწულებს 2016 წელს სამსახურისა და ფინანსების მხრივ წინსვლა ელით, თუმცა ბედის საჩუქრებს, თავიდანვე ვერ მიხვდებით, ამისთვის დაკვირვება და ყველაფრის გააზრება დაგჭირდებათ.
ქალწულების რომანტიკული განწყობა, რომელიც 2015 წელს დაიწყო, მომავალ წელსაც ისევე გაგრძელდება. თუ თქვენ არ გყავთ პარტნიორი, წლის მეორე ნახევრისთვის, გეძლევათ შანსი გაიცნოთ ადამიანი, ვისთანაც სერიოზულ და მყარ ურთიერთობას ააწყობთ.

ჯანმრთელობის მხრივ ქალწულები, რომლებიც ფეთქებადი ხასიათით გამოირჩევიან, ჯობია თავი ხელში აიყვანონ,თორემ დეპრესია და ნერვული სტრესი ამ წელს გარანტირებული ექნებათ. თქვენ მეტი დრო დასვენებას და ძილს უნდა დაუთმოთ.

სასწორი
ასევე კარიერული წინსვლაც ელით სასწორებს. შეიძლება ითქვას, რომ მომავალი წელი საკუთარი თავის რეალიზებისკენ იქნება მიმართული.
პირად ცხოვრებაში არაფერი ახალი არ იქნება. ვარსკვლავებმთა მთელი თავისი ენერგია თქვენს თვითრეალიზებისკენ მიმართეს ძალები და ამიტომ პირადი ცხოვრება მეორე პლანზე გადაიწევს. იმ სასწორებს, რომლებსაც უკვე ჰყავთ მეორე ნახევარი, ურთიერთობა სტაბილური და ჰარმონიული ექნებათ.
ჯანმრთელობის მხრივ, მთელი წელი სასწორები თავს გადასარევად იგრძნობენ.

მორიელი
პირად ცხოვრებაში ყველაფერი სტაბილურად გაგრძელდება. 2016 წელი მორიელებისთვის საკმაოდ გაწონასწორებული და მშვიდი იქნება, ცუდი პერიოდი კარგით შეიცვლება. მეოჯახე მორიელებს, მოუწევთ მეტი ძალისხმევა გამოჩენა, რომ შეინარჩუნონ ის ურთიერთობები რაც აქვთ და წყვილის ურთიერთობა უფრო ძლიერი და ჰარმონიული გახდება.
ასევე ჯანმრთელობის მხრივაც ვარსკვლავები კარგს გიწინასწარმეტყველებენ. დაძაბული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, დეპრესია და ნერვუსი სტრესი არ გელით.

მშვილდოსანი
პირადი ცხოვრებაც, ასევე ტრანსფორმირდება დამდეგ 2016 წელს. მშვილდოსნები სიახლის ძიებაში იქნებიან. თქვენ მოგინდებათ, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანა და პარტნიორი ყველაფერში ხელს შეგიწობთ. ხოლო ჯანმრთელობას ცოტა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ 2016 წელს.

თხის რქა
თხის რქებს სამსახურის მხრივ დიდი წინსვლა ელოდებათ. თუ თქვენ უკვე დირექტორი ან რამე საწინაო ადგილზე ხართ, მაშინ ახალ პროექტებზე სანტერესო შემოთავაზებები გექნებათ. თხის რქების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება მომავალ წელს.
სიყვარულში 2016 წელს არაფერი ახალი არ გელით. თქვენ უფრო სერიოზულები გახდებით და დააფასებთ იმას რაც გაქვთ. იმათ ვინც ჯერ ვერ იპოვა სიყვარული წინ ბერვი შანსი აქვთ, რომ იპოვოთ ცხოვრების მეგზური. არ გაუშვათ შანსები, რომლებსაც 2016 წელი გიმზადებთ, რადგანაც ზუსტად ამ წელს თქვენი გონება და გული ერთ აზრზე იქნება.
ჯანმრთელობის მხრივ ვარსკვლავები გირჩევენ ყურადღება მიაქციოთ ღვიძლისა და კუჭნაწლავის სისტემას. ასევე ნუ გავიწყდებათ გონების დასვენება.

მერწყული
პირად ცხოვრებაში ვნება და მგრძნობიარობა გელით. ნუ ელით სტაბილურობას, თქვენ თავბრუდამხვევი რომანების წელი გექნებათ. ხოლო თუ უკვე გყავთ მუდმივი პარტნიორი, ყველა პრობლემის მოგვარება ადვილად მოხერხდება.
ეცადეთ მომავალ წელს იმაზე მეტი სამუშაო არ აიღოთ საკუთარ თავზე ვიდრე თქვენ შეგიძლიათ. თორემ ნერვული სტრესი გარანტირებული გექნებათ. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას.

თევზები
სასიყვარულო ურთიერთობებშიც თევზებს სტაბილურობა შეუნარჩუნდებათ. პარტნიორი ყველაფერში დაგეხმარებათ და გვერდში ამოგიდგებათ. ვარსკვლავები გირჩევენ ცხოვრებას რეალურად შეხედოთ და მოიხსნათ "ვარდისფერი სათვალეები", ძალიან ბევრს ნუ ელით თქვენი პარტნიორისგან.
ჯანმრთელობის კუთხით ყველაზე კარგი პერიოდია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყებისთვის. სპორტდარბაზსაც და დიეტებსაც ნუ დაივიწყებთ.

17 ძალიან საინტერესო ფაქტი თქვენი უკანალის შესახებ, რომლებზეც აქამდე წარმოდგენაც კი არ გქონდათ!

Автор: admin от 14-01-2016, 13:08
1. ადამიანები ერთმანეთს გასულ საუკუნეში საჯდომს უპატივცემულობის ნიშნად უჩვენებდნენ.

2. "Pygophilia" (პიგოფილია) - სამედიცინო ტერმინი, რომელიც აღნიშნავს საჯდომით გამოწვეულ სექსუალურ აღგზნებას.

3. ჩვენი საჯომი ჩვენივე ორგანიზმის ყველაზე დიდი კუნთია.

4. საჯდომი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ნაყოფიერებისა და სილამაზის სიმბოლოდ ითვლება.

5. "Twerk" გახლავთ ერთ-ერთი უახლესი ტერმინი, რომელიც ოფიციალურად შეიტანეს ლექსიკონში.

6. საჯდომი - ყველაზე პოპულარული ქალბატონის სხეულის ნაწილი, რომელიც უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.

7. მამაკაცებს გაცილებით უფრო იზიდავთ ამოზნექილი საჯდომი, ვიდრე სწორი და ბრყელი.

8. ქალბატონების უმრავლესობას ურჩევნია იყოს ის სუბიექტი, რომელსაც საჯდომზე ურტყავენ, ვიდრე თავად ურტყავდეს სხვას.

9. მამაკაცების შემთხვევაში კი პირიქითაა...

10. ნორმალური საჯდომები უშვებენ 13 იდან 21 მდე გაზს ყოველდღიურად.

11. დიდი საჯდომების მფლობელი ქალბატონების შვილები უფრო ჭკვიანები არიან.

12. მსოფლიოში არსებული ადამიანების 1/3_ს გამოცდილი აქვს ანალური სექსი.

13. დიდი საჯდომი - ხანგრძლივი ბედნიერი ცხოვრების საწინდარია...

14. ხილი და ბოსტნეული თქვენს საჯდომს კიდევ უფრო ბედნიერს ხდის.

15. ტანგის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი საჯდომზე.

16. საჯდომის გალამაზება შესაძლებელია მასშივე თქვენი ცხიმის შეყვანით.

17. თითოეული ჩვენგანის საჯდომში არსებობს კუდის ნარჩენი, რაც მეცნიერულადაა დამტკიცებული.

რატომ ტოვებენ ქალები კაცებს, მაშინაც კი როდესაც უყვართ?!

Автор: admin от 14-01-2016, 13:07
ჯასტინ შანფარბერი - ქორწინებაში მყოფი წყვილების მრჩეველი.

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა ყველას სხვადასხვა ჰგონია, მამაკაცების შემთხვევაში პრობლემა უცვლელია.

სწორედ ამ მიზეზით ტოვებენ ქალები მათ.
ამასთან თავს საშინლად გრძნობენ, გული ტკივათ, მაგრამ ამ ნაბიჯს დგამენ. ძალ-ღონეს იკრებენ და ტოვებენ მამაკაცებს, რომლებთანაც საერთო შვილები, ცხოვრება და სახლი აკავშირებთ. უმეტესშემთხვევაში მხოლოდ ერთი მიზეზით ხდება და აუცილებელია მამაკაცებმა ეს გაითავისონ.


ქალები მიდიან, რადგან მამაკაცები აღარ არიან!
არა იმ აზრით, რომ საერთოდ აღარ არიან, არამედ აღარ არიან მათ ცხოვრებაში. ისინი მუშაობენ, დაკავებული არიან კომპიუტერული თამაშებით, ტელევიზორს უყურებენ ან სათევზაოდ მიდიან და ა.შ.
მამაკაცები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობთ, არ არიან ცუდი ადამაინები - კარგი კაცები და კარგი მამები არიან. ოჯახს გვერდში უდგანან, სასიამოვნო ხასიათი აქვთ და სიმპათიურებიც არიან, მაგრამ ცოლებს სავალდებულოდ იღებენ. მათით ინტერესდებიან. გარედან ასე ჩანს, თუმცა ცოლები მათ ცხოვრებაში არ არიან. ერთ-ერთმა პაციენტმა ეს აზრი კარგად დააფიქსირა: "ვინ უნდა მოვიდეს საღამოს სახლში და ემოციურად გვერდში დამიდგეს?!
ეს ადამიანი ჩემი ქმარი არ არის. ჩემს ქმარს არ ვაინტერესებ, მაშინაც კი, როცა ვტირი". მამაკაცებო, გახსოვდეთ, რომ ცოლი თქვენი საკუთრება არ არის. ის არ არის ვალდებული მთელი არსებით უყვარდეთ. ეს სიყვარული უნდა დაიმსახუროთ. თანდათანობით, ყოველდღიურად, არა ფულით ან სოციალური სტატუსით, არამედ მეტი ყურადღებით. მან უნდა იცოდეს, რომ მისი სიტყვა თქვენთვის მნიშვნელოვანია. ნუ უქნევთ თავს უგულოდ და ნუ დაამშვიდებთ არაფრის მომცემი სიტყვებით -რომ ყველაფერი კარგად იქნება. ქალს უნდა, რომ თქვენ მას გრძნობდეთ. არ სურს, რომ უბრალოდ სწრაფი სექსის მანქანას დაემსგავსოთ.
ვნება უნდა და ვიდრე ორივეს გაქვთ ვნება ერთმანეთის მიმართ, თქვენი ქორწინება დიდხანს გასტანს. და თუ ვნება გაქრა, ეცადეთ თავიდან აღმოაჩინოთ ის. ნუ დაიწყებთ თავის მართლებას. თუ ქალი რაიმეს გეკითხებათ, გულწრფელად უპასუხეთ. ყურადღებით მოეკიდეთ მის ნათქვამს. შეეცადეთ უკეთ გაიცნოთ. დაიჯერეთ, უამრავი წლის შემდეგაც აქვს მას ის, რაც ყოველდღიურად უნდა გამოიკვლიოთ და ეძებოთ. თუ მისი ხელი გიჭირავთ, ყურადღება გაამახვილეთ რას გრძნობთ ამ ხელის მიმართ. დააკვირდით რა ხდება მაშინ, როცა ერთმანეთს ეხებით ან ეხუტებით. რა ხდება თქვენს სხეულში? რას გრძნობთ? ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ყველაზე მგრძნობიარე შეგრძნებებსა და ემოციებზე. გაუზიარეთ პირადი შთაბეჭდილებები.


რაც შეეხება 5 წუთს
ყოველდღე 5 წუთი - შეძლებთ თუ არა გამონახოთ 5 წუთი? ყოველ მამაკაცს შეუძლია დღის განმავლობაში ერთხელ მაინც გამონახოს 5 წუთი, რათა მთლიანად საყვარელ ქალს მიუძღვნას. თუ ამის გაკეთებას დაიწყებთ, მაშინვე იგრძნობთ იმას, რაც დიდი ხანია არ გიგრძვნიათ. და კიდევ უფრო მეტი, შესაძლოა ცხოვრების სულ სხვა გემო გაიგოთ და ამიერიდან ვეღარაფერი შეგაჩერებთ.

რა ვქნა? – ანუ ქალიშვილი გოგონას ფიქრები

Автор: admin от 14-01-2016, 13:07
როგორც ვატყობ დაინტერესებას იწვევს ეს საკითხი და მინდა ამის შესახებ დავწერო.

ყველა მუსლიმანურ ქვეყანაში და ასევე ტრადიციულ რელიგიურ ქვეყნებში სექსის პრობლემა ყველაზე მწვავედ გოგონებს უდგათ და ამაში მგონი ვერავინ შემედავება. ქორწინებამდელ სექსს რელიგია რა თქმა უნდა არც მამაკაცის და არც ქალის შემთხვევაში არ ცნობს, მაგრამ საზოგადოებაში დასაშვებ ნორმად ითვლება თუ ბიჭს აქვს სექსი და გოგონას არა.
სექსი თემაზე ზოგადად ვისაუბრე, ამ ტოპიკში კი მინდა გოგონებსთვის დავწერო სპეციალურად და წარმოვუდგინო მათ რა არჩევანი აქვთ და რა შეიძლება მოყვეს მათ არჩევანს ზოგადად ცხოვრებაში. რადგან ქართულ ენაზე ვწერ მე ვერ მივამართავ იმ მუსლიმან გოგონებს, რომლებსაც არამხოლოდ ეს პრობლემა აწუხებთ, არამედ ზოგადი თავისუფლების პრობლემა, მე მივმართავ ქართველ გოგონებს და ცოტა ამ საკითხსაც გავცდები. ქართული საზოგადოების მრავალფეროვნების გამო ეს შეიძლება ეხებოდეს 16 წლის ასაკისასაც, 26 თუ 30.


გოგონების უმეტესობა ფიქრობს რა გადაწყვეტილება მიიღოს, დაეთანხმოს მშობლების აზრზს, იმ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც სექსს თხოვს, გაითვალისწინოს საზოგადოების ზოგადი აზრი და საერთოდ ფიქრობს რა გააკეთოს.
თუ ტრადიცული მშობლები გყავთ, მერწმუნეთ მათ აზრებს ვერ შეუცვლით, რაც არ უნდა ეცადოთ თქვენ. ასე რომ აქედანვე გირჩევთ ნუ ეცდებით. ასევე ყველა ჩამოყალიბებულ ადამიანსაც ვერ შეუცვლით აზრზს. რას ვგულისმხობ ახლა ჩამოყალიბებულ ადამიანში. ასაკოვან ადამიანს ზოგადად რომელიც არის დაახლოებით 35+ ან ახალგაზრდაც შეიძლება იყოს, მაგრამ ან მის მშობლებს, ან საზოგადოებას მასზე იმდენად დიდი ზეგავლენა ქონდეს, რომ ღრმად წამდეს მისი არჩეული გზა. შეგიძლიათ ბევრი იკამათოთ, მაგრამ შედეგი ის რასაც თქვენ ელით, თქვენი პოზიციის გაზიარება არ იქნება, არამედ აქეთ შეგიქმნიან პრობლემებს, მოგაყენებენ შეურაცხყოფას. ასე რომ აზრი, რომ ამ ადამიანებს დაუმტკიცებთ რაიმეს დაივიწყეთ საერთოდ.

თბილისში ერთი პერიოდი იყო ბუმი ისტორიებისა, რომელიც ბოლომდე არასოდეს არ იყო გახსნილი, მაგრამ იყო ასეთი ისტორია – 2 წელია, 1 წელია, 6 თვეა, წელიწადნახევარია ……. შეყვარებულები ვართ, ყველაფერი კარგად იყო, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ბოლო შეხვედრის მერე გავიგე/მითხრა/მეზობლემა მითხრა/დაქალმა მითხრა/ მეორედ დღეს/ორი თვის წინ ცოლი მოუყვანია/მოვიყვანე. ხო საოცარი ისტორიაა?! თვეობით ხვდებოდე ადამიანს და მეორე დღეს უცებ სხვა შენთვის უცნობი გოგო მოყავს ცოლად, რომელზეც მანამდე წარმოდგენა არ გქონდა. რა თქმა ამის დეტალი საერთოდ არ მჟღავნდებოდა. განსაკუთრებით მოედო ეს ისტორიები პრესის ფურცლებს, რომელსაც იმ პერიოდში ვკითხულობდი, ეს იყო თინეიჯერული რუბრიკები, გულახდილი საუბრები და ა.შ.
რა ხდებოდა?! რეალურად იყვნენ შეყვარებული, ქონდათ სექსი, ისინი იყვნენ ხშირ შემთხვევაში ამ გოგონების პირველი მამაკაცები და მერე იმ მამაკაცებს მოყავდათ სხვები ცოლად. ახსნა იყო -შენ რომ მე მომეცი, სხვასაც მისცემ(მიცემა ჟარგონულ ლექსიკაში სექსით დაკავება), არაქალიშვილს ცოლად არ მოვიყვან, მერე რა რომ შენი პირველი მამაკაცი ვიყავი და ასე დაუსრულებლად.

ეს მაინც არ არის პასუხი თქვენს კითხვაზე უნდა გქონდეთ სექსი თუ არა. ეს გოგონებო თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა, თქვენ უნდა მიიღოთ ეს ნაბიჯი დამოუკიდებლად. მე არაფრის პროპაგანდა არ მინდა გაგიწიოთ. ამას რა თქმა უნდა ისეთი გოგონებიც წაიკითხავენ, რომლებიც არიან სხვისი აზრების ზეგავლენის ქვეშ, ან მათი საშუალებით ჩამოიყალიბეს მათი მსგავსი თავიანთი აზრი, ქორწინებამდე თავშეკავების შესახებ.

სექსი თუ გექნებათ თქვენს საყვარელ მამაკაცთან, ვინ მამაკაცთანაც გინდათ, რამდენ მამაკაცთანაც გინდათ რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს – ჩემი პირადი რჩევაა მშობლებს და ტრადიციულად მოაზროვნე ახლობლებს და საეჭვო მეგობრებსაც კი ნუ გაუზიარებთ თქვენს არჩევანს. რატომ?! ზოგი დამოკიდებულია მშობლეზე, მშობელზე რომ არ იყოთ დამოკიდებული, ეს შეიძლება მათთვის იმდენად დიდი ტრაგედია აღმოჩნდეს, რომ გულის შეტევა მიიღონ. ისინი ასე არიან გაზრდილები, მათ ნახევარი საუკუნე ცხოვრებისა ისე გაიარეს, რომ ეს ეგონათ ჭეშმარიტება და როცა ადამიანს ეუბნები, რომ შენი აზრით მცდარია ის ჭეშმარიტება რისაც მთელი ცხოვრება ჯეროდა და მისი თვალსაზირისით ასევე მის გოგონას ტვინი არევია და ცუდ გზას დადგომია შეიძლება მათზე ცუდი რეაქცია ქონდეს. დანარჩენებს რატომაც არ უნდა გაუზიაროთ არის ის, რომ ეს თქვენი პირადი ცხოვრებაა და არავისი საქმე არ არის აბსოლიტურად თქვენ ვისთან და როგორ გაქვთ სექსი. ასევე ქართველ ხალხს აქვს ცუდი თვისება პირს უკან ლაპარაკის და ზოგადად ცუდის ლაპარაკის, რაც ძალიან ბევრჯერ ნერვებს მოგიშლით. ასევე გარწმუნებთ თუ გაუზიარებთ თქვენს პოზიციას სხვებს საზოგადოებიდან გაგრიყავენ, ყველა ის ადამიანი გაგრიყავთ ვისთვისაც სექსი გარყვნილებასთან, ამორალურობასთან და ა.შ. ასოცირდება. სამაგიეროდ გეყოლებიან და გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად ისეთი ადამიანები ვისთვისაც სექსი ხიხიას არ წარმოადგენს და თქვენს მსგავსად აზროვნებენ.
როცა სექსზე იღებ გადაწყვეტილებას საქართველოში, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ უნდა აიტანო ბევრი შენი მიმართულებით ნასროლი ტალახი, შეეგუო როგორ გაგრიყავს შენი საყვარელი ბევრი ადამიანი, ასევე არ გაგიმართლოს ბევრ ქართველ მამაკაცში, იმიტომ რომ მათი უმრავლესობა ტრადიცულად აზროვნებს, თუმცა სექსით დაკავების მიზნით მოიტყუებიან, რომ ესეთები არ არიან, თქვენთან გაერთობიან, არ მოგეპყრობიან პატივისცემით და არასოდეს მოინდომებენ თქვენთან სერიოზულ ურთიერთობას. ეს ის მინიმუმია რაც საზოგადოებაში გელით.
ძალიან ბევრი ვისაუბრე მგონი უარყოფით შედეგებზე, მოდი დადებით შედეგებზე ვისაუბროთ და თუ მაინც გადაწყვიტეთ მინდა მცირედ დავწერო თუ როგორ უნდა შეძლოთ თქვენს პოზიაციაზე დგომა – ამას უკვე შევეხე, მაგრამ მაინც დავწერ, რომ მე გირჩევთ რომ არ გაუზიაროთ თქვენი გადაწყვეტილება სხვებს, თქვენი პირადი იყოს თქვენი პირადი და არაა საჭირო ნამდვილად ყველამ იცოდეს. აუცილებელია თქვენ იყოთ დამოუკიდებელნი, მიიღეთ განათლება, შეეცადეთ იპოვოთ სამსახური, გადადით ცალკე თუ ამის შესაძლებლობა არის, შემოიკრიბეთ ირგვლივ თქვენი აზროვნების ადამიანები, ნუ დაკავდებით სექსით ტრადიცულად მოაზროვნე ქართველ მუტრუკებთან, ამის შემოწმება შესაძლებელია მათ ბევრ ქცევაზე, მათ აზრებზე და ა.შ.
რა არის სექსის პლიუსი?! უპრიველს ყოვლისა სექსით მიღებული სიამოვნება, მერე სასიამოვნო ადამიანები ირგვლივ, თქვენი თანამოაზროვნეები და არა ქალი უნდა იყოს სამზარეულოში, ქალმა ბავშვები უნდა აღზარდოს, სექსი გარყვნილება ტიპის მოაზროვნე დაბალი დონის ბიჭუკები და კაცუკები. სულ სხვა ტიპის ადამიანებს გაიცნობთ, სულ სხვა თავგადასვლები გელით. იმაზე ბევრად უკეთეს ბიჭებს გაიცნობთ ვიდრე ესენი არიან, იმაზე ბევრად უკეთეს დროს გაატარებთ ვიდრე ტრადიულ ბიჭუკელასთან რომელსაც პარკიდან პარკში დაყავხართ და გისახავთ გეგმებს ბავშვებზე, ოჯახზე, თქვენს მარად სახლში ჯდომაზე და ა.შ. გარდა ამისა თუ სექსის სურვილი გაქვთ მხოლოდ იმიტომ არ უნდა შეიკავოთ თავი, რომ მეზობელი მაყვალა რას იფიქრებს. ეს თქვენი ცხოვრებაა და სხვისი შიშით არ უნდა ერიდებოდეთ ცხოვრებაში ნაბიჯების გადადგმას. თუ მაინც შიშობთ, რომ ამას ცუდი მოვლენები შეიძლება მოყვეს მაშინ იმასაც შეეგუეთ, რომ თქვენი ცხოვრება განვითარდება ასე – ცოლად მოგიყვანთ ტრადიციული აზორვნების მამაკაცი, პირველივე ღამეს მათი უმეტესობა ძალადობს ცოლზე, ქალმა არ იცის არაფერი სექსის შესახებ, ასევე ქართველი ჯიგიტების უმეტესობა, რომელსაც უმეტესი გამოციდლება ძირითადად პროსტიტუციით დაკავებულ ქალებთან აქვს მიღებული არ იცის როგორ მოეპყრას ცოლს, როგორ დაკავდეს სწორად სექსით, რომც იცოდეს რა გელით მერე ცხოვრებაში? ბავშვები, ბავშვების აღზრდა, სახლში ჯდომა, დიასახლისობა ძირითადად. ძალიან გაგიმართლებთ თუ ისეთი მეუღლე შეგხვდებათ, რომელიც სახლში არ დაგაჯენთ და ოდნავ მაინც იქნება არატრადიციულად მოაზროვნე. ასევე დიდი უმრავლესობისთვის როგორც ქორწინებამდე სექსი არის მათი ერთ-ერთი რწმენა მეორე არის ის, რომ ცოლს უნდა უღალატო, პროსტიტუციით დაკავებულ ქალბში იარო და ა.შ. ასევე დიდი კაცების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს პარტნიორის დაკმაყოფილებას და დიდი შანსი გაქვთ ისე მოკვდეთ საერთოდ ვერ გაიგოთ რა არის სიამოვნება საწოლში. ან თქვენ ვერ მოახერხოთ მერე მისი დაკმაყოფილება და ამიტომ გაიჩინოს საყვარლები. ბევრჯერ ინგრევა კიდეც ოჯახები, თუმცა როგორც ბევრი ქალი აკეთებს შეგიძლიათ აიტანოთ მისი საყვარლები, თვალები დახუჭოთ ამაზე და შეიქმნათ ფუჭი ბედნიერების ილიუზია. თუმცა შეიძლება გაგიმართლოთ. ძალიან ბევრი გამოეხმაურება ამ ნაწერს ისეთი, რომელიც დაწერს რა ბედნიერია მის ქმართან და სულაც არ გამოუკეტია სახლში და სექსი აქვთ დაუვიწყარი და ა.შ. 8% იტყვის სიმართლეს დანარჩენი დამიჯერეთ აბსოლიტური მითია.

მეორე ეტაპია კიდე, როცა გბეზრდება ანონიმურობა, შენი აზრების დამლვა და იწყებ შენი პოზიციების და შენი აზრის დაცვას, ტალახის მსროლელებს საკადრის პასუხს ცემ. მაგრამ ამ ეტაპისთვის დამოუკიდებელი უნდა იყო ყველა მხრივ, ძლიერი უნდა იყო ან შენს მსგავასად მოაზროვნე ოჯახი და ახლობლები გყავდეს.

ასევე არის ერთი საკითხი რომელ ასაკში უნდა დაკავდე სექსით, რა უნდა გაითვალისწინო და რამდენი მამაკაცის ყოლა ითვლება მორალურად გამართლებულად. სექსით გირჩევთ მინიმუმ ნუ დაკავდებით 17-18 წლამდე, უფრო სასურველია 18 წლამდე. თუმცა 16 წლის ასაკშიც, რომ გქონდეთ არაფერი არ მოგივათ თუმცა ძალიან არასასურველია 16 წლის ასაკმდე გქონდეთ სექსი. ნებისმიერ ვარიანტში დაიცავით თავი. პირველი სექსის დროსაც კი სასურველია, იმიტომ რომ ის მამაკაცი რომელთანაც გექნებათ შეიძლება იყოს რაიმე ინფექციის მატარებელი. ასვე წამლების მიღებას, რომელიც ჰორმონალურია ყოველთვის ჯობია პრეზერვატივის გამოყენება, რომელიც დაავადებებისგანაც დაგიცავთ. პრეზერვატივის არ ქონა არ ამცირებს იმ მცირედ ტკვილის რაც ქალიშვილობის დაკარგვას ახლავს. ბევრი მამაკაცი ეცდება არ გამოიყენოს, იმიტომ რომ თქვენ ინფექციისგან დაცული გონიხართ, მაგრამ თქვენ ნუ დაკარგავთ საღ აზრზს. შეიძლება დაორსულდეთ ან აიკიდოთ მომაკვდინებელი დაავადება. ამიტომ გირჩევთ ნუ გადადგამთ ამ ნაბიჯს თავდაცვის გარეშე. ასევე ნუ შეიქმნით ილუზიას ხშირად, რომ ბავშვი თუ გეყოლებათ საყვარელი მამაკაცი, შეგიყვარებთ ან ცოლად მოგიყვანთ და ა.შ. ცოლადაც მოყვათ ესეც ხდება, მაგრამ უფრო ხშირად ისე ხდება, რომ ბავშვით ხელში მარტო რჩებიან. ბევრი მამაკაცი არის უპასუხისმგებლო და ეს არ უნდა დაივიწყოთ, მათ შეიძლება არ გამოიყენონ პრეზერვატივი და თანმდევ შედეგებზე არ იფიქრონ, მაგრამ თქვენ უნდა იფიქროთ. ბავშვის გაჩენა გვიან არასოდესაა. წინ მართლა მთელი ცხოვრება გაქვთ და ბავშვი მაშინ უნდა იყოლიოთ როცა მამაკაცსაც უნდა ან როცა გაქვთ ფინანსური შესაძლებლობა თვითონ გაზარდოთ და მოაროთ სხვისი დახმარების გარეშე და როცა სურვილი გაქვთ უბრალოდ გყავდეთ შვილი. არ მივესალმები აბორტებს, ამიტომაც გირჩევთ ნუ მიიყვანთ აბორტამდე და პირველი სექსია თუ მეასე დაიცავით თავი, იზრუნეთ მომავალზე და ჯანმრთელობაზე.
და რამდენი კაცის ყოლა არ ითვლება ცუდად?! ეს უკვე პირადად თქვენზეა დამოკიდებული. ამბობენ რამდენ გომბეშოს უნდა აკოცო პრინცი, რომ აღმოაჩინოო.თუ თქვენს სადარბაზოში 10 ადამიანს უნდა თქვენთან სექსი და 10-ივესთან გექნებათ რა თქმა უნდა ადვილად ხელმისაწვდომად ჩაითვლებით. მაგრამ მაგალითად 10 სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ, ერთანეთისთვის უცნობ ადამიანებთან, რომ გქონდეთ არა. ციფრი პირობითია და თქვენ მრიცხველი დაბლა არ გიდგათ და კაცების რაოდენობას არ წერს. ასევე სიყვარულით სექსი არ არის მხოლოდ ის სექსი, რომელიც “გარყვნილად” არ გაქცევთ. სექსი სექსია და მისით დაკავება სიყვარულის გარეშეც შეიძლება. სექსი არის სიამოვნების მიღების საშუალება პირველ რიგში და არა სიყვარულის გამოხატვის. სიყვარული ჩნდება ურთიერთობაში, ზოგჯერ ისეც, მაგრამ უმეტესწილად ურთიერთობაში. ანუ ხშირად ხდება ჯერ გაქვთ ურთიერთობა და შემდგომ ერთმანეთი გიყვარდებათ.

ძალიან ბევრი ვისაუბრე მგონი ამ საკითხზე უკვე და მინდა მოკლედ დავასრულო. უბრალოდ სურვილი მაქვს გითხრათ თვითონ დაფიქრდეთ. ავიღოთ თუნდაც მუსლიმანური სამყაროს მაგალითი სადაც ლამის სასწაულები ხდება და ქალები არიან ძალიან დაჩაგრულები. მათ უწევთ პირადეებით, თავსაფრებით სიარული, ათხოვებენ ადრეულ ასაკში, უმეტესობა დიასახლისია მერე, არ აქვთ განათლების უფლება და შეზღუდული აქვთ თავისუფლება. ცემით კლავენ ხშირად წესების დამრღვევებს. აიღეთ ევროპის განვითარებული ნაწილი, შეერთებული შტატები და ა.შ. ქვეყნები სადაც მსგავსი შეზღუდვები საზოგადოებაში არ არსებობს. საიდან მოდის ხელოვნების დიდი ნაწილი? სად ხდება ახალი მეცნიერული აღმოჩენები?! სად გრძნობს ხალხი დამოუკიდებლად და ბედნიერად უფრო თავს?! სად იცხოვრებდით და რატომ?! თქვენ თვითონ უპასუხეთ ამ შეკითხვებს. ბოლოს კი დაფიქრდით თქვენს პირად თავისუფლებაზე. ქორწინებამდე მოცდა ბოდიშით, რომ მე ვერ ვთვლი, რომ ეს არის თავისუფალი არჩევანი, ეს არ არის თავისუფლება. ყველა ადამიანის სხეულში დევს ინსტიქუტრად მოთხოვნილება სექსზე და უარყავით, მაგრამ ვერ გაექცევით. შეგიძლიათ არჩიოთ შიშით, სხვისი აზრის ზეგავლენით თავშეკავება, მაგრამ მე თავისუფლებას ვირჩევ კი არადა ავირჩიე უკვე. მე არაფერი დამიკარგავს (ქალიშვილობის გარდა :) ) დ აარაფერს ვნანობ. მეხსიერებაში მხოლოდ საუკეთესო მოგონებები დამრჩა და მათი გახსნებაც კი ხშირად სასიამოვნო ჟრუანტელს მგვირს. მერე რაა რომ ბევრი ტალახის მსროლელის მოგერიება დამჭირდა, მერე რაა რომ ბევრი მეგობარი დავკარგე მე შევიძინე თავისუფლება, ჩემი არჩევანი გავათავისუფლე სხვების აზრების ზეწოლისგან და მე გავხვდი მე.

და ვიცი ძალიან ბევრი უარყოფითი კომენტარი მოყვება ამ ყველაფერს.არ მაინტერესებს. ვხვდები, რომ გოგონებისთვის ეს თემა აქტუალურია და ვერ გადაუწყვეტიათ რა ქნან, ხოდა ჩემეული ხედვით აღვწერ ორივე მხარეს. ვისაც არ მოგწონთ დარეგისტრირდით თქვენც, გააკეთეთ ბლოგი და დაწერეთ ის რაც თქვენ მიგაჩნიათ საჭიროდ. ეს ნინას ბლოგია და ნინა წერს იმას რაც სწორად მიაჩნია.



ninaiverieli.wordpress.com

როგორ უნდა გამოიცნოთ, რომ გოგონა მსუბუქი ყოფაქცევისაა

Автор: admin от 14-01-2016, 13:06
პირველ რიგში დაათვალიერე მისი პროფილი, როგორც წესი ასეთებს სოციალურ ქსელში ბევრი მეგობარი ჰყავთ.

ხშირად ნახავთ თითქმის ყველა წვეულების, გამოფენის თუ ახალი ადგილების გახსნის ფოტოებზე. დალევს, ჭამს და არ გადაიხდის - ეს მისი სტილია.

დასვენების დღეებში დეპრესიული პოსტები აქვს -"ისევ წვიმს" და ა.შ. სველი ლეკვის, რეზინის ჩექმების ფოტოებს აქვეყნებს. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ პარასკევსა და შაბათს სამყაროს მწვერვალზე იყო, მაგრამ ზუსტად არ ახსოვს ვისთან ერთად.

ბარში მისი პოვნა ადვილია. ან ყველაზე მხიარულია - იცნობს DJ-ს, ბარმენებს, დაცვას, ყველა ხომ მისი ყოფილია.
ან წყნარად ზის, ტელეფონით გართული.

თუ დაქალს თხოვს, შეიფაროს, რომ იმ ბიჭმა არ ნახოს - გასაგები ხდება, რომ სექსი ჰქონდა, მას კი არ გადმოურეკავს.

ის თვითონ მოვა. მიზეზი ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს - სიგარეტის თხოვნიდან ტელეფონის დამტენის თხოვნით დამთავრებული. შენს მხოლოდ საპასუხო რეაქციას ელოდება. თუ ეტყვი - ლამაზი კოლგოტები აცვია, მაშინვე გადაწყვეტს რომ მოდაში კარგად ერკვევი და იქვე მინეტსაც შემოგთავაზებს.

მსუბუქი ყოფაქცევის ქალი სიფხიზლეში ძალიან სერიოზულია, მაგრამ როგორც კი რამდენიმე გრამ დასალევს გადაჰკრავს, მაშინვე ველური მხიარულება შეემატება.

მსუბუქი ყოფაქცევის გოგონები - პრინცესები არიან. წვეულებებზე მაქსიმალურად გახსნილი სამოსით ჩნდებიან, თუმცა ასეთები რეზინის ჩექმებში გამოწყობილებიც არიან.

რაც შეიძლება დიდხანს პოზირებს ფოტოგრაფის წინ, სტატუსის ამაღლება უნდა, დაე, ყველამ ნახოს, რომ აქტიურ ცხოვრებას ეწევა.

ბედნიერია და ცდილობს, რაც შეიძლება მალე დათვრეს, იმიტომ, რომ ჯიბეში ცოტა ფული აქვს. ხალხის თვალწინ არ ჭამს, სახლში კი ძალიან ბევრს მიირთმევს და სვამს. მისი თავიდან მოშორება რთულია.

TOP 3 სამი ყველაზე შრომისმოყვარე ზოდიაქოს ნიშანი

Автор: admin от 14-01-2016, 02:47
TOP 3 სამი ყველაზე შრომისმოყვარე ზოდიაქოს ნიშანი ასტროლოგიაში ჩახედულმა ადამიანებმა იციან, რომ ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანს საკუთარი სახასიათო შტრიხები და შესაძლებლობები გააჩნია. ამასთან ერთად, რაღაც თვისება შეიძლება ჰქონდეს ერთს და აკლდეს მეორეს, ამიტომ შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის ნიჭი ყველა ჩვენგანს როდი დაჰყვა თან დაბადებიდან. დღეს იმის შესახებ გიამბობთ, კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშნებს შორის უნდა ვეძებოთ საუკეთესო თანამშრომლები და ვის ახასიათებს დაკისრებული მოვალებების მიმართ უსაზღვრო პასუხისმგებლობა. კურო - მიწის სტიქიის პირველი ნიშანია, აფასებს კომფორტს და მისი შექმნის საუკეთესო საშუალებას - ფულს. თუმცა, ამ ფულის გამომუშავება საკუთარი შრომისა და გარჯის ხარჯზე სულაც არ ეზარება. კუროები იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებიან, ვისაც "დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს". ამიტომ არც ერთი კურო არ დაფრინავს ღრუბლებში და არ აშენებს ოქროს არარსებულ კოშკებს. ამის მაგივრად ისინი თავაუღებლად და მშვიდად აკეთებენ თავის საქმეს. შრომობენ და ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნიან იმ მატერიალურ დოვლათს, რომელსაც სამომავლოდ მათთვის კომფორტში ცხოვრების მინიჭება შეუძლია. ქალწული - შეიძლება თამამად ითქვას, რომ მთელ ზოდიაქოს ნიშნებს შორის "ქრონიკული ვორკოჰოლიკის" სახელით გამოირჩევა. ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით საკუთარი საქმის ფანატიკოსები იბადებიან. ამ ადამიანებს იმდენად არ შეუძლიათ უფუნქციოდ და უსაქმოდ ყოფნა, რომ დასვენების პერიოდშიც კი (თუ თავს საერთოდ მისცეს ამის უფლება) არასოდეს ეწევიან პასიურ ცხოვრებას. მათთვის ყოველთვის მოიძებნება რაიმე საქმე, თუნდაც უბრალოდ ხელსაქმის სახით. ქალწული უზომოდ მოწესრიგებული და პუნქტუალური ნიშანია. მისთვის ვალდებულებები წმინდათაწმინდა რამაა, შესაბამისად, დაკისრებულ სამუშაოს ყველა ქალწული უზომო პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით ეკიდება. ამ ადამიანებზე დგას ბევრი კორპორაცია და კომპანია. რომ არა ქალწული, არაერთი პროექტი იქნებოდა დაუსრულებელი ან არასრულყოფილი. თხის რქა - ის შეუცვლელია როგორც მენეჯერი, გუნდის ლიდერი და ბოსი. თხის რქა მიწის ნიშნებს შორის ყველაზე ძლიერი, ამტანი და პრინციპული ნიშანია. ამ ადამიანებში გვხვდებიან გასაოცარი ნებისყოფის მქონე ინდივიდები, რომელთათვისაც პროფესიული მოვალეობები ხშირად პირადულზე ბევრად მაღლა დგას. ნებისმიერი თხის რქა მზადაა დაკისრებული პასუხისმგებლობა სამსახურეობრივი კუთხით სრული 100% და უზადოდ შეასრულოს. ამ ადამიანებში გასაოცარი სინთეზი გვხვდება შრომისუნარიანობის, ამტანობის, პასუხისმგებლობის გრძნობისა და გამჭრიახობის. თხის რქები არამხოლოდ საკუთარ მოვალეობებს ეკიდებიან დიდი პასუხისმგებლობით, ხშირად ეხმარებიან სხვებსაც რთული და მომქანცველი დავალებების შესრულებაში. თანაც ისე, რომ ამით მაგალითის მიმცემი არიან გარშემო მყოფებისთვის იმ კუთხით თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ლიდერი.

http://astrologi.ambebi.ge/astro-ambebi/5141-top-3-sami-yvelaze-shromismoyvare-zodiaqos-nishani.html

ყველაზე ტუტუცი ზოდიაქოს ნიშნები

Автор: admin от 14-01-2016, 02:38
ალბათ დაკვირვებიხართ, სითამამე და სითავხედე ზოგიერთ ინდივიდს ერთმანეთში ხშირად როგორ ერევა. თუმცა, ნაკლებად გიფიქრიათ ალბათ იმაზე, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშანი წარმოშობს ყველაზე თავხედ და ტუტუც ინდივიდებს. რაღა თქმა უნდა, სტატიას იუმორის დიდი დოზა ახლავს თან ამიტომ გულთან ახლოს ნუ მიიტანთ იმ ფაქტს, თუ ჩვენ მიერ წამოდგენილ "ტოპეულში" აღმოაჩინეთ საკუთარი ზოდიაქოს ნიშანი... ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნით შემტევი, მებრძოლი და აქტიური ხალხი იბადება. თუმცა ვერძები ამასთან ერთად, ხშირად აბსოლუტურად უაპელაციო და უტაქტო საქციელითაც ირცხვენენ თავს გარშემო მყოფებთან დამოკიდებულებაში. ცუდად განვითარებული ვერძი თავხედი, ამბიციური და უაპელაციოდ პრინციპულია. მას არასოდეს ესმის სხვების რჩევა, ნაკლებად ითვალისწინებს იმას, თუ რა შთაბეჭდილებას ახდენს საკუთარი ქცევით საზოგადოებაზე და ორიენტირებულია მხოლოდ იმაზე, რომ საკუთარი მიზნები "გაიტანოს რქებით". ლომი - ლომი სამეფო ნიშანია, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებას ხასიათში ნამდვილად აქვთ არისტოკრატული თვისებები ისეთი, როგორიცაა დიდსულოვნება, გულუხვობა, ამბიციურობა, მაღალი თვითშეფასება და გადამეტებული მოთხოვნები გარშემო მყოფთა მიმართ. როგორც ცნობილი ასტროლოგი ლინდა გუდმენი ამბობდა, ცუდად განვითარებული ლომები აუტანელ "პატარა ნაპოლეონებად" გვევლინებიან ცხოვრებაში. ამბიციები აწუხებთ, თუმცა შესაბამისი რესურსები და მონდომება აკლიათ მათ განსახორციელებლად. ამიტომ თავხედურად ითხოვენ გარშემო მყოფებისგან მუდმივ კრძალვას და თაყვანისცემას. მერწყული - არაპროგნოზირებადი, თავისუფლებისმოყვარული და უზომოდ ცვალებადი ინდივიდია. მერწყულის ნიშნით ყველაზე ექსცენტრიკული ადამიანები ევლინებიან ქვეყანას. თუმცა მათ შორის ბევრი ჰუმანისტი, საკუთარი საქმის უბადლო პროფესიონალი და დადებითი პიროვნებაც გვხვდება. უარყოფითად განვითარებული მერწყული კი ინტრიგების ხლართვის დიდოსტატი იქნება, მას შეუძლია გარშემო მყოფები წააკიდოს ერთმანეთს საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად. იგი შეფარული მოთხოვნილებით გამოირჩევა იყოს ლიდერი და მართოს სიტუაცია, თუმცა, ამას საჯაროდ არასოდეს აღიარებს და მეგობულობის ნიღაბამოფარებული შეეცდება "გათიშოს და იბატონოს" სიტუაციზე.

http://astrologi.ambebi.ge/astro-ambebi/5157-yvelaze-tutuci-zodiaqos-nishnebi.html
 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.