Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
» Материалы за 17.01.2016
на правах рекламы

ქალის სხეულის ტოპ-10 ყველაზე სექსუალური ნაწილი მამაკაცების აზრით

Автор: admin от 17-01-2016, 14:33
სამწუხაროდ, ქალების უმეტესობა უკმაყოფილოა საკუთარი გარეგნობით, რადგან არ აქვთ სრული იმფორმაცია იმის შესახებ, რას აქცევენ მამაკაცები პირველ რიგში ყურადღებას.
დიახ, ეს სიმართლეა – თავდაპირველად მამაკაცები პარტნიორ ქალს გარეგნობის მიხედვით ირჩევენ. მაგრამ შეფასების ამ სისტემაშიც არსებობს ის, რასაც კაცები პირველ რიგში აქცევენ ყურადღებას, ხოლო რას სულ ბოლოს.

ისტორიულად ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ წვრილი წელი, განიერი თეძოები, მსხვილი ტუჩები, მბზინავი თმა – ქალის სრულყოფილებაზე მეტყველებს. მაგრამ ჩვენს დროში არსებობს იმის საშუალება, დეტალურად გავარკვიოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია მამაკაცისთვის მბზინავი თმა თუ განიერი თეძოები.
გთავაზობთ ქალის სხეულის სექსუალური ნაწილების რეიტინგს, რომელიც მამაკაცების გამოკითხვის მიხედვით არის შედგენილი.

10. ფეხები
ბევრ მამაკაცს შეუძლია უსასრულოდ უყუროს ქალის ფეხებს, განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი მაღალ ქუსლებზე დგანან და თუ ამას ლამაზად გაკეთებული ფეხის ფრჩხილებიც ერთვის, ჩათვალეთ, რომ დაიპყარით ბევრი მამაკაცის გული. პატარა და თხელი ფეხის ტერფებიც ბევრ მამაკაცში სურვილებს აღძრავს.

9. ზურგი
უცნაურია, მაგრამ ქალის ზურგი სხეულის ის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც მამაკაცში ვნებას აღძრავს. საკმარისია, გაიხსენოთ ქალის შიშველი, მიმზიდველი ზურგი, რომელსაც აქტიურად აჩენენ "ცხელ ფოტოსესიებში", ან ზურგზე ღრმად ამოჭრილი კაბები, რომ მიხვდებით, ქალის სხეულის ეს ნაწილი უდაოდ იქცევს მამაკაცის ყურადღებას.

8. მუცელი
ყველა კაცს მოწონს მოხდენილი ქალი და განსაკუთრებით ბრტყელი, ლამაზი მუცელი. ამიტომაც ეს სხეულის ის ნაწილია, რომელსაც აუცილებლად უნდა მიხედოთ, ქალბატონებო. გამოკითხვის მიხედვით, მამაკაცების უმეტესობისთვის ქალის სხეულის ეს ნაწილი ძალიან სექსუალურია.

7. თმა
თმა ქალისა და მამაკაცის ერთ-ერთი განმასხვავებელი სიმბოლოა, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ქალის თმა მამაკაცისთვის ქალის გარეგნობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს. ვიღაცას მოწონს შავგვგრემანი, ვიღაცას – ქერა, მაგრამ მათ უმეტესობას, ასე თუ ისე, გრძელი და მბზინავი თმა იზიდავს. რა თქმა უნდა, არსებობენ, ექსტრემალები, რომლებიც მოკლეთმიან ქალბატონებს ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ ეს, როგორც წესი, იშვიათია.

6. თეძოები
არაფერია ისეთი სექსუალური, ვიდრე ქალი, რომელიც სიარულისას თეძოებს მიარხევს, თითქოს ამით ამბობს: "ზუსტად ვიცი, როგორ ვიმოძრაო იმისათვის, რომ თავგზა დაგაკარგვინო". გამოკითხვის მიხედვით, მამაკაცების უმეტესობას მოსწონს ქალები მომრგვალებული თეძოებით. ასე რომ, ნუ მოგერიდებათ, გამოაჩინეთ თქვენი სხეულის ღირსებები.

5. ღიმილი
ღიმილი – ქალის ყველაზე ძლიერი იარაღი! ცოტა თუ გაუძლებს სასიამოვნოდ მოღიმარი ქალის ხიბლს. გამოკითხული მამაკაცების უმეტესობამ განაცხადა, რომ ღიმილი ასე მომნისხველად იმიტომ მოქმედებს მათზე, რომ ქალი ამით აგრძნობინებს, რომ ბედნიერია მათ გვერდით ყოფნით, მამაკაცების კი უყვართ, როცა შეყვარებულები არიან.

4. ტუჩები
მამაკაცებს მართლაც ვერ ტოვებს გულგრილს მსხვილი ტუჩები, თუმცა ნუ გადააჭარბებთ და ნუ შეიღებავთ მუქ და ძალიან მკვეთრ ფერებში, თორემ უკურეაქციას მიიღებთ.

3. მკერდი
აი, მივედით ქალის სხეულის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილთან. ღრმა დეკოლტეს შეუძლია კაცს ყველაფერი გააკეთებინოს, დააკარგვინოს თავი და იმდენად ხელგაშლილი გახადოს, რომ იმაზე ბევრი დახარჯოს, ვიდრე გეგმავდა. თუ ბუნებამ დიდი მკერდით არ დაგაჯილდოვათ, არ იდარდოთ, და კონცენტრაცია რეიტინგის მე-2 ნომერზე მოახდინეთ.

2. უკანალი
ლამაზ უკანალს შეუძლია პატარა მკერდის კომპენსაცია მოახდინოს. აღმოჩნდა, რომ ბევრ კაცს დიდ მკერდს ლამაზი უკანალი ურჩევნია.

1. თვალები
მამაკაცებს უყვართ ჩვენი გაოცება!
სიის პირველ ადგილზე, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ქალის თვალები აღმოჩნდა. გამოკითხვის მონაცემებით, იმის მიუხედავად, სხეულის როგორი ფორმები გაქვთ, ქალბატონებო, ყველაფერი შეიძლება გადაწყვიტოს თქვენმა მხოლოდ ერთმა გამოხედვამაც კი.

სიმშვიდის ჰოროსკოპი - ანუ როგორ უნდა მოიხსნან დაძაბულობა ზოდიაქოს ნიშნებმა

Автор: admin от 17-01-2016, 12:59

ადამიანების დიდი ნაწილი ენერგეტიკის არასწორი გადანაწილების ხარჯზე იტანჯება. თანამედროვე ცხოვრება არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ხშირად მოვუწყოთ საკუთარ თავს "უსაქმურობის ვიქენდი", თუმცა სტრესთან და დაძაბულობასთან ბრძოლის მეთოდებიც ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით სხვადასხვაგვარია. ასტროლოგები თვლიან, რომ საუკეთესო ვარიანტი ამ მხრივ თქვენივე სტიქიის ელემენტით "განტვირთვაა".

ასე მაგალითად, თუკი თქვენ ცეცხლის სტიქიის ნიშანი ხართ ანუ ლომი, ვერძი ან მშვილდოსანი საუკეთესო განტვირთვა თქვენთვის ცეცხლთან ურთიერთობა იქნება. აანთეთ ბუხარი, გაისეირნეთ ტყეში და საღამო გაატარეთ კოცონთან, ან უბრალოდ სანთელთან "დახარჯეთ" მთელი თქვენი ნეგატიური ენერგია.

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი ზოდიაქოს ნიშანი მიწის სტიქიას ემთხვევა ანუ კურო, თხის რქა ან ქალწული ხართ აუცილებელია, რომ განტვირთვა მიწასთან კონტაქტით მოუწყოთ საკუთარ თავს. მოუარეთ ქოთნის ყვავილებს, ისეირნეთ ფეხით მწვანე მინდორზე ან უბრალოდ ფოთლების შრიალით დატკბით, შეიგრძენით მიწის სუნი. ეს საუკეთესო მეთოდია თქვენთვის სტრესთან საბრძოლველად.

თუკი თქვენი ზოდიაქოს ნიშანი ჰაერის სტიქიას ემთხვევა ანუ ტყუპი, მერწყული ან სასწორი ხართ სტრესის მოხსნაში პარაშუტით ხტომა, ატრაქციონები ან უბრალო კარუსელზე გაქანავებაც გამოგადგებათ. შეგიძლიათ მამა-პაპური საქანელითაც კი გაირთოთ თავი და გული გადააყოლოთ.

დაბოლოს, თუკი თქვენი ზოდიაქოს ნიშანი წყლის სტიქიას ემთხვევა ხართ მორიელი, კირჩხიბი ან თევზები, სტრესის მოსახსნელად მიაშურეთ ტბას, ზღვას, მდინარეს ან უბრალოდ აბაზანაში განმარტოვდით შხაპის ქვეშ დამღლელი და ნეგატიური დღის ენერგეტიკის ჩამოსარეცხად. წყლის ნიშნებს უარყოფითი ემოციის დაძლევაში მხოლოდ წყალი ეხმარება.

ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები

Автор: admin от 17-01-2016, 12:57

რუსი ასტროლოგი ვასილისა ვოლოდინა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობს, ხშირად აქვეყნებს საინტერესო ასტროლოგიურ სტატისტიკას თავის საიტზე და მიკრობლოგში. ამჯერად ჩვენი ყურადღება მისმა მსჯელობამ მიიქცია იმის შესახებ, თუ რომელი ნიშნები არიან ზოდიაქოს თორმეტეულს შორის ყველაზე, ყველაზე ძლიერები ფსიქოლოგიურად. ვფიქრობ მსჯელობა თქვენთვისაც საინტერესო იქნება.

ჰაერის სტიქიის ნიშნებს შორის (ტყუპი, მერწყული, სასწორი) ვასილისა მერწყულს მიიჩნევს ყველაზე ძლიერად. იმიტომ რომ, ამ ნიშანს გააჩნია საკმარისი პრინციპულობა და სიჯიუტე დასახული მიზნების მისაღწევად. ყველაზე სუსტებს შორის კი ტყუპს მოიაზრებს, მათი ხასიათის ცვალებადობის გამო.

მიწის სტიქიის ნიშნებს შორის (კურო, ქალწული, თხის რქა) გამარჯვებულის გვირგვინი თხის რქას ენიჭება. თხის რქები ყველაზე დიდი პრინციპულობითა და შრომისმოყვარეობით არიან გამორჩეული. ხოლო ყველაზე სუსტად კურო მოიაზრება ხასიათის ისეთი თვისებების გამო როგორიცაა სიზარმაცე, კომფორტის სიყვარული და სიახლეების შიში.

ცეცხლის ნიშნებს შორის (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) ვოლოდინა ყველაზე ძლიერად მშვილდოსანს მოიაზრებს. მისი აზრით, მხოლოდ მშვილდოსანს შეუძლია ცეცხლოვანი ენერგეტიკის სწორად და დაბალანსებულად მართვა. თანაც ისე, რომ მრისხანების მომენტშიც არ დაკარგოს ადამიანურობა. ყველაზე სუსტ რგოლად კი ცეცხლის სტიქიაში ვერძი დასახელდა, ზემოხსენებული სიფიცხისა და მრისხანების მართვის აბსოლუტური უუნარობის გამო.

დაბოლოს, წყლის სტიქიის წარმომადგენლებს შორის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) ვოლოდინა ყველაზე ძლიერად თევზების ნიშანს მოიაზრებს. მისი აზრით, სამყაროს ილუზორული ხედვის უნარი და თვისება მუდმივად სჯეროდეთ სასწაულების, თევზებს აძლევს ძალას ნებისმიერი სირთულე გადააგოროს ცხოვრებაში. ყველაზე სუსტებად კი წყლის სტიქიის წარმომადგენლებში კირჩხიბს მიიჩნევს, მაღალი სენსიტიურობისა და გარკვეული დეპრესიულობისკენ მიდრეკილების გამო.
 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.