Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
» Материалы за 15.01.2016
на правах рекламы

უსაქმური ზოდიაქოს ნიშნები

Автор: admin от 15-01-2016, 12:05

ადამიანების უმეტესობამ იცის, რომ უშრომლად ამქვეყანაზე არაფერი მოდის. თუმცა დამეთანხმებით პარაზიტებითა და სხვის ხარჯზე ცხოვრების მოყვარული ინდივიდებითაც სავსეა სამყარო. მე დავინტერესდი, მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშნით შეიძლება დაიბადონ უსაქმურები და ისეთი ინდივიდები, ვისაც შრომა ეთაკილება.

კურო - კუროს ვენერა მართავს, ამიტომ ამ ნიშნით დაბადებულ ნეგატიურად განვითარებულ ადამიანებს განსაკუთრებულად ახასიათებთ კომფორტისა და კარგად ცხოვრების სიყვარული. ამას თან ერთვის სიზარმაცე, რომელიც ნებისმიერ კუროშია გარკვეული დოზით გამოვლენილი. კუროს არ უყვარს ცვლილებები, შესაბამისად, რისკისაც ეშინია. ეს არის კიდეც ხშირად მიზეზი იმისა, რატომ ამჯობინებენ უსაქმურობას ისინი ცხოვრებისეულ გამოწვევებთან შერკინებას.

ლომი - მეფური ნიშანია, მზეა მისი მფარველი პლანეტა. ამიტომ ლომებში ყველაზე დიდი დოზითაა გამოვლენილი ამპარტავნება, საკუთარი თავის სხვებზე აღმატებულად წარმოჩენის სურვილი და დიქტატურისკენ მიდრეკილება. ლომი, თუკი იგი ბავშვობიდან გაანებივრეს და ნეგატიურად განავითარეს პიროვნულად, აუცილებლად გახდება დიდ ასაკში საზოგადოების ხორცმეტი ან უბრალოდ მუქთახორა, რომელიც სინდისის ქენჯნის გარეშე შეეცდება გარშემო მყოფების ექსპლუატირებას.

თევზები - ნეპტუნის გავლენაში მყოფ ადამიანებს ხშირად ახასიათებთ ილუზიებში ცხოვრებისკენ მიდრეკილება. თევზების ნიშანს სხვებისგან კიდევ ისიც გამოარჩევს, რომ ხშირად ირჩევს აკრძალულ პრეპარატებთან, ალკოჰოლთან და ნარკოტიკთან დამეგობრებას, ნაცვლად იმისა, რომ ცხოვრებისეულ გამოწვევებს მედგრად გაუსწოროს თვალი. ამიტომაც მოხვდა თევზები ჩვენი სიის "საპატიო სამეულში".

როგორ დავაკმაყოფილოთ სექსში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალები და მამაკაცები

Автор: admin от 15-01-2016, 12:04
როგორ მოვაგვაროთ ურთიერთობები სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებთან? ასტროლოგი ტიტი ვიდალი გაერკვა ამ საკითხში და პოსტში მის რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ.
ვერძი

ქალი

მას უყვარს ინიციატივის თავის თავზე აღება და სიამოვნებს, როცა ლოგინში უფლებას აძლევენ, საკუთარი წესებით იმოქმედოს. ქალი-ვერძები მგზნებარენი არიან, თუმცა მათ არ სურთ, მამაკაცმა რომანტიკა დაივიწყოს. ისინი დამოუკიდებლები და რომანტიკულები არიან, შეუძლიათ სიყვარული და მამაკაცის მონუსხვის ხელოვნებას კარგად ფლობენ. ხშირად იყენებენ ეროტიკულ ატრიბუტიკას და სექსის დროს როლური თამაშები უყვართ.

უბრალოდ, მიეცით მას საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება!

მამაკაცი

ვერძი მამაკაცები სულსწრაფი საყვარლები არიან, რომლებიც სასიყვარულო პრელუდიას თითქმის ყოველთვის გამოტოვებენ. თუმცა, ურთიერთობებში ერთგულება ახასიათებთ.

უყვართ, როდესაც მათი გრძნობებით თამაშობენ, ჭკუიდან გადაჰყავთ. ვერძის მონუსხვა შეუძლია მხოლოდ ისეთ ქალს, რომელსაც არ ეშინია ექსპერიმენტების, ახალი პოზებისა და მზადაა გიჟური საქციელების ჩასადენად.

კურო

ქალი

ქალი კუროები რომანტიკულები, მგრძნობიარენი და მზრუნველები გახლავთ. სექსში უყვართ აუჩქარებლობა, ტაქტი, გრძნობების გამოხატვა. აღმერთებენ, როდესაც მთელ სხეულს უკოცნიან, ასევე - მასაჟი და არომატული ზეთები. მთავარი ეროგენული ზონა - კისერია. პრელუდია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის.

მამაკაცი

მამაკაც კუროებსაც კარგად ეხერხებათ პრელუდიები. პარტნიორებს ყველაზე მოულოდნელ ადგილებში კოცნიან. მისი მოჯადოება ტაილანდური მასაჟით არის შესაძლებელი. საპასუხოდ კი, უამრავ ეროტიკულ კომპლიმენტს და ნამდვილ სიყვარულს მიიღებთ.

უვარგისი ქმრების TOP სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: admin от 15-01-2016, 12:04

დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, არ არსებობს ყოველმხრივ კარგი ან ყოველმხრივ უარყოფითი თვისებებით შემკული ადამიანი. შესაბამისად, სანამ რომელიმე ძლიერი სქესის წარმომადგენელს "უვარგისის" იარლიყს მიაწებებთ, ქალბატონებო, კარგად დაფიქრდით იქნებ მეუღლის, საყვარელი ადამიანის ცხოვრებაზე თქვენც ახდენთ ნეგატიურ ფსიქოლოგიურ გავლენას და ამ უკანასკნელის უსაქმურობა გარკვეულწილად თქვენი ბრალიც კია? ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცები ისევე როგორც ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, აქტიურ და შედარებით უფრო პასიურ, რბილ, ლაბილურ ინდივიდებად იყოფიან. შესაბამისად, ის თუ რამდენად აქვს შანსი თქვენ მამაკაცს წარმატებული და შემდგარი პიროვნება იყოს ცხოვრებაში დიდწილად არის დამოკიდებული მისი ზოდიაქოს ნიშნის უმთავრეს მახასიათებლებზე... თუმცა, მაინც არსებობენ გამონაკლისები.
წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული მამაკაცების ტოპ-სამეულს:

სასწორი – მისი პრობლემა მერყევი ხასიათია. იგი მუდმივად ელის ცხოვრებაში იმას, რომ ერთ დღესაც ზეცა გაიხსნება და წარმატება მას თავად "გამოიცეკვებს" ცხოვრების აქტიურ ფერხულში ჩასართავად. თუკი გვერდით ძლიერი ქალი ჰყავს ცხოვრების მეგზურად (და ეს როგორც წესი უმეტეს შემთხვევაში ასეც არის, იმიტომ რომ მისი ვიზუალური მონაცემები და მჭერმეტყველება ქალებს მარტივად ახვევს თავბრუს) მამაკაცი სასწორი ბოჰემურ უსაქმურობაში გაატარებს ცხოვრების საუკეთესო წლებს და ყოველთვის ექნება მიზეზი იმის ასახსნელად თუ რატომ იქცევა ასე. სასწორები პოლემიკისა და კამათის დიდოსტატები არიან. შესაბამისად, თუ მასთან კამათს დააპირებთ ამ თემაზე იგი აუცილებლად მოახერხებს დაგიმტკიცოთ საპირისპირო და თავს უსაქმურად არც არასოდეს აღიარებს. მას რომ ჰკითხოთ – უბრალოდ შესაფერის დროსა და პერსპექტიულ წინადადებებს ელოდება, რომელიც არა და არ ჩანს... და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს არც არასოდეს გამოჩნდება, სანამ იგი ზის და ელის.

მშვილდოსანი – ე.წ. "ცუდი ბიჭების" კატეგორიის უსაქმურია. მისი "საქმე" ყველაზე ხშირად არის უბნის ბირჟა, ძმაკაცების ხმაურიანი თავყრილობა, თამაში, ალკოჰოლი და ა.შ. როგორც წესი სახლში, დივანზე წამოწოლილს როგორც ჭეშმარიტ უსაქმურს მხოლოდ მაშინ ნახავთ თუკი ნაბახუსევზეა წინა ღამის ლოთობის შემდეგ; ისე კი გამუდმებით "ეჩქარება" და ყოველთვის ვიღაცის დასახმარებლად და საშველად გარბის... ძმაკაცების სული და გულია, მათთვის არაფერი ენანება. სამაგიეროდ, საკუთრ ოჯახში ტირანივთ ან უფრო უკეთესი, გადამფრენი ფრინველივით იქცევა. პერიოდულად ათევს ღამეს და დილით ისევ "გადაუდებელ საქმეებზე" გარბის, რომელიც არა და არ თავდება.

თევზები – ჩამოთვლილთაგან, ყველაზე რთული კატეგორიის უსაქმურია, რომელიც გამოსწორებას თითქმის არასოდეს ექვემდებარება. ამ კაცს სასმელი ურჩევნია ნებისმიერ ქალთან ურთიერთობას, ამიტომ ხშირად აკეთებს ხოლმე არჩევანს ოჯახსა და ვისკის ბოთლს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. ვინმემ რომ ჰკითხოს, სმა და უსაქმურობა სულაც არ ეხალისება, უბრალოდ ამ ცხოვრებას ვერაფრით უწყობს ფეხს და რა აკეთოს სხვა, დალევის გარდა? ასე იქარვებს გულის დარდებს და ელის უფრო უკეთეს მომავალს ან უკეთეს შემთხვევაში კეთილ მეცენატებს, რომლებიც მის ნიჭსა და ტალანტს ჯეროვნად დააფასებენ და ხელს შეუწყობენ პროფესიულ განვითარებაში.

"საბედისწერო" ქალების TOP-სამეული

Автор: admin от 15-01-2016, 12:03

ქალები სხვადასხვაგვარები არსებობენ. დამყოლები, ჭირვეულები, ლმობიერები, დიდგულები, ტვინის ბურღები, ლოიალურები, ინფანტილურები, ჭორიკანები... თუმცა, არსებობს ქალის განსაკუთრებული სახეობა რომელსაც მამაკაცები ”საბედისწერო ქალებს” ე.წ. Femme fatale-ს ეძახიან. ამგვარი ქალების რიცხვში კი კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები გვხდებიან. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ასტროლოგები კონკრეტულ სამეულს გამოყოფენ ზოდიაქოს ნიშნით, რომელთა ანგარიშზეც ყველაზე მეტი მოდის სასიყვარულო სამკუთხედის მთავარი გმირის საპატიო წოდება...

წარმოგიდგენთ ამ სამეულს:


ვერძი - ვნებიანი, თავნება, დამოუკიდებელი და ძალიან აქტიური ქალია. ერთი სიტყვით მოუთვინიერებელი. მამაკაცებსაც სწორედ მისი ეს ძნელად დასამორჩილებელი ხასიათი და მკვეთრი ტემპერამენტი ხიბლავთ. სასიყვარულო სამკუთხედში ძირითადად იმ მიზეზით ხვდება, რომ მუდამ მიუწვდომელი მამაკაცებით იხიბლება. ამიტომ პრინციპი ”„რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები” სწორედ ვერძ ქალზეა ზედგამოჭრილი. როგორც წესი, საყვარელი ადამიანის გამო, იგი ძალიან ბევრზეა წამსვლელი. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მისი გრძნობა საპასუხო და ძლიერია. მარტოოდენ ფულის, სოც-მდგომარეობის ან კარიერული წინსვლის გამო, ქალი ვერძი სხვას ქმარს არასოდეს წაართმევს. საამისოდ მას, გაცილებით უფრო გლობალური მიზეზი სჭირდება.

ლომი - ქალი ლომი ბუნებით, არსით, სულით დედოფალია და თუნდაც გარეგნობა არ უწყობდეს საამისოდ ხელს, ის მაინც მოახერხებს მამაკაცების მოხიბვლას საკუთარი გრაციოზულობის, ელეგანტურობისა და დახვეწილი მანერების ხარჯზე. იგი მუდამ მოწესრიგებული, უზადოდ შემოსილი და შარმიანია. ჰოდა, აბა, რომელი კაცი იტყვის უარს დედოფლის ხელში ჩაგდებაზე? ლომები ამბიციური და ამაყი ინდივიდები არიან. მისთვის მეტოქეს არათუ არ გააჩნია რაიმე მნიშვნელობა, ის უბრალოდ არც იმჩნევს მის არსებობას ამ ქვეყანაზე. თუ მამაკაცი უყვარს (ლომს კი სიყვარულის განსაკუთრებული უნარი აქვს, მოგეხსენებათ ზოდიაქოს ეს ნიშანი გულით იმართება!) ბოლომდე და ღირსეულად გადაიტანს ნებისმიერი სახის ქარტეხილებს. არ შეუშინდება საზოგადოების გაკიცხვას და საყვარელი ადამიანის გვერდზე ყოფნას, ყალბ ოჯახურ ბედნიერებას არ ანაცვალებს.
მორიელი - მას საოცარი მაგნეტიზმი, უზომოდ დიდი სექსუალური ტემპერამენტი და მიმზიდველობა გააჩნია. შესაძლოა ზოგჯერ იგი შეუხედავი, არცთუ იდეალური სხეულის პროპორციების მქონე, გაუცინარი და უხასიათო ქალიც იყოს, მაგრამ არის მასში ის რაღაც, განსაკუთრებული ხიბლი, რაც მამაკაცებს ატყვევებს და საღი გონებით მოქმედების უნარს დიდი ხნით აკარგვინებს. ქალი მორიელი ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი და ამტანია. მას ნებისმიერი მამაკაცის გაცურება და გამოყენება შეუძლია. ზოგჯერ ოსტატურად სჩადის კიდეც ამას და არც ის მიაჩნია სამარცხვინოდ, საკუთარ სხეულს თუ სარფიან დივიდენტად გამოიყენებს. თუმცა, თუკი მისი გულის კარი რომელიმე მამრმა მართლაც გატეხა ამ ქალს უზომო, წრეგადასული და მარადიული სიყვარული შეუძლია. და მაშინ იგი ფეხებზე დაიკიდებს საზოგადოების, მეგობრების, ახლობლების, თვით ოჯხის წევრების შეხედულებას და აზრს, სასტიკ ომს გამოუცხადებს ყველას ვინც მას ან მის გულის სწორს, ან სულაც ამ ორის სასიყვარულო კავშირს შეეხება და არასოდეს წავა ღალატზე, მაშინაც კი თუკი მისი სატრფო ამქვეყნად აღარ იქნება.

ზოდიაქოს 3 ყველაზე ვნებიანი და სექსუალური ნიშანი

Автор: admin от 15-01-2016, 11:59
ეს არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის იზიდავენ საწინააღმდეგო სქესს - არ აქვს მნიშვნელობა, რა აცვიათ ან როგორ იქცევიან, ნებისმიერ შემთხვევაში ზოდიაქოს ეს ნიშნები მაგიურად მიმზიდველები არიან!
მაგრამ ის, რომ ადამიანი უსაზღვროდ ვნებიანი და სექსუალურია, საერთოდაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ბედნიერია. მაგრამ თუკი რაციონალურად შევხედავთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ურთიერთქმედებას, ფაქტებს ვერ გავექცევით: და აი, იმ გმირი-საყვარლების სია, რომლებისგანაც ყველას გამუდმებით რაღაც სურს...

3 ყველაზე სექსუალური ზოდიაქოს ნიშანი

1. მშვილდოსანი
მშვილდოსნის პარტნიორს ნამდვილად გაუმართლა. ძირითადად, ამ ადამიანებს ერთადერთი სიყვარული აქვთ, მაგრამ ეს ფაქტი არ უშლით ხელს, იყვნენ ძალიან ვნებიანები თავიანთი მეორე ნახევრის მიმართ. მშვილდოსნებს უყვართ ჰარმონია სექსში, არასოდეს გადააქვთ ყურადღება გარე წვრილმანებზე და მზად არიან, გააკეთონ მაქსიმალური საყვარელი ადამიანის დასაკმაყოფილებლად.

რატომ ხდება ისე, რომ ადამიანებს ასე იზიდავთ მშვილდოსანი? საქმე მის შინაგან, ულევ ენერგიაშია და საკუთარი თავის რწმენაში, რომელიც მშვილდოსანს წარმატებულს ხდის არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ კარიერაშიც.

2. მორიელი
აი, რა განასხვავებს მორიელებს სხვა ნიშნებისგან: ისინი ნებისმიერ მომენტში მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის. ინტუიციურად ყველა ჩვენგანს სურს ფიზიკური სიახლოვის დროს ექსპერიმენტები,
მაგრამ ყველა არ არის მზად, წავიდეს ამაზე. მორიელი მთელი ვნებით და ნელა შეისწავლის საკუთარ თავსა და პარტნიორს, რათა სიამოვნების მიღწევის ახალ-ახალი მეთოდები აღმოაჩინოს.

თუმცა, ერთადერთი, რამაც შეიძლება უარი გათქმევინოთ მორიელზე, ის არის, რომ მას პარტნიორების ცვლა სჩვევია. ამასთან, მორიელს არასდროს აქვს დანაშაულის შეგრძნება ჩადენილი ღალატის გამო და საკუთარ სექსუალურ გმირობებს უჩვეულო მგრძნობიარობით ხსნის.

3. ტყუპი
ტყუპი ყველა იმ ადამიანს ხიბლავს, ვისაც მობეზრდა ჩვეული ყოველდღიურობა, - ეს პიროვნება ჯაბნის ზოდიაქოს სხვა ნიშნებს და ადამიანებს მხოლოდ ერთი შეხედვით აჯადოებს.

ტყუპის კოზირი – მისი ეფექტურობაა. ტყუპი კაშკაშა, მოდური, საინტერესო და სექსუალურია, მაგრამ ეს მხოლოდ მისი ერთი
მხარეა. ის ძალიან ანგარებიანია და ხშირად მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყენებს პარტნიორს.

ყველაზე შეუთავსებელი წყვილები სექსში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: admin от 15-01-2016, 11:58
რაც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ სიყვარული ბრმაა, ძალზე ხშირად დგება ბევრი წყვილი იმ უბრალო და ტრივიალური პრობლემის წინაშე, რომელსაც სექსუალური შეუთავსებლობა ჰქვია. ასტროლოგიურად არსებობს ზოდიაქოს ნიშნებს შორის ე.წ. "სექსუალურად შეუთავსებელ წყვილთა" ნუსხა, რომლის მიხედვითაც ჩამოთვლილი ნიშნის წარმომადგენლებს შორის ყველაზე ხშირად იჩენს თავს გაუგებრობა ფიზიკური სიახლოვის კუთხით.


მერწყული – თევზები

მერწყულების უმრავლესობა ბუნებით ექსპერიმენტატორი და ახალ-ახალი, უჩვეულო შეგრძნებების მოყვარულია. თუმცა, მიუხედავად თავისი ვიზუალური მომხიბვლელობისა, როგორც ქალი ისე მამაკაცი მერწყული სექსში საკმაოდ არაპროგნოზირებადი და ჭირვეული პარტნიორი შეიძლება იყოს. ამიტომ მათი გამუდმებული სწრაფვა სიახლისა და ცვლილებებისკენ, ემოციურ და მგრძნობიარე თევზს შინაგან დისკომფორტს უქმნის. თევზები ბუნებით რომანტიკოსები და სათუთები არიან, მათთვის აუცილებელია პარტნიორთან ემოციური გახსნილობა და შეჩვევა. რის საშუალებასაც, როგორც წესი, მერწყული მათ ნაკლებად აძლევს. ამიტომ ამ ორის ინტიმურ სიახლოვეს ხშირ შემთხვევაში კრახი ემუქრება.

ვერძი – კურო

ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ხალხი ჯიუტი, პრინციპული და ლიდერული ხასიათით გამოირჩევა. მას მოსწონს იდუმალებით მოცული და ძნელად მოსახელთებელი პარტნიორი, რომელთანაც დროდადრო "კვამლის გამოშვების" საშუალებაც მიეცემა რაც, რაღა თქმა უნდა, ვნებიანი
სასიყვარულო ღამით უნდა დასრულდეს. სტაბილურობის მოყვარულ, დინჯ კუროს კი ნაკლებად მოეწონება ვერძის ამგვარი ექსპერიმენტები. კურო მიწის ნიშანია, მისთვის დრო და კომფორტული ატმოსფეროა საჭირო, რომ პარტნიორთან ბოლომდე გაიხსნას. ვერძს კი როგორც წესი, მოკლევადიანი და მხურვალე რომანები ურჩევნია კუროსთვის მისაღებ ხანგრძლივ, სტაბილურ კავშირს. ამიტომ ამ წყვილში ღალატის კოეფიციენტი ძალზე მაღალია და მას ყოველთვის ვერძი იღებს საკუთარ თავზე.

როგორ მივხვდეთ, რომ პარტნიორს აღარ ვუყვარვართ, ზოდიაქოს ნიშნის დახმარებით

Автор: admin от 15-01-2016, 11:55

ვერძი- ვერძებს ტყუილის თქმა არ ეხერხებათ. თქვენ ადვილად მიხვდებით, რომ ვერძი თქვენზე შეყვარებულია, რადგან მას სურს რომ საკუთარი გრძნობები დაგანახოთ. თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი თქვენით დაინტერესებული არ არის, ყურადღებას არ მოგაქცევთ, თბილი სიტყვების მოსმენაზე საუბარიც ზედმეტია.


კურო
შეყვარებული კურო რჩეულს საჩუქრებით ანებივრებს და ხშირად სიურპრიზებსაც უკეთებს. თუ მამაკაცი კურო ყვავილებსა და ტკბილეულს აღარ გჩუქნით, გრძნობები გაუნელდა. მალევე შენიშნავთ, რომ თქვენთან შეხვედრისას აღარც თვალები უბრწყინავს.

ტყუპები
ტყუპებს ბევრი მეგობარი ჰყავთ, მაგრამ საყვარელი ქალი/კაცი მათთვის განსაკუთრებულია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ პიროვნებას თანდაყოლილი ინტელექტი აქვს, ამიტომ ადვილად პოულობს სასაუბრო თემას. თუ თქვენი პარტნიორი დიალოგის წამოწყებას აღარ ცდილობს, სიყვარული გაქრა. თუ ტყუპებს გამუდმებით მეგობრებისკენ მიუწევს გული, დროა დაშორებაზე ალაპარაკდეთ.

კირჩხიბი
სანამ კირჩხიბი სიამოვნებით გელაპარაკებათ, იცინის და რომანტიკულია, ყველაფერი კარგად არის. როგორც კი ეს კომპონენტები ქრება და კირჩხიბი ყველა წვრილმანზე ჩხუბს იწყებს, ურთიერთობაში კრიზისი იწყება.

ლომი
ლომები სულგრძელობით გამორჩევიან. მაშინაც კი თუ მან თქვენდამი ინტერესი დაკარგა, არ გაგრძნობინებთ. მაგრამ ვინაიდან ლომს ტყუილში ცხოვრება უჭირს, საბოლოოდ სიმართლეში მაინც გამოგიტყდებათ.

ქალწული
თუ ქალწულს აღარ უყვარხართ ხშირად მოიმიზეზებს, რომ ცუდად არის და არ შეგხვდებათ. თქვენთან ერთად ყოფნისას კი ხასიათს ვერაფრით გამოუკეთებთ.

სასწორი
სასწორებს ძალიან უჭირთ იმის აღიარება, რომ სიყვარული ჩაქრა. შეიძლება ვერც მიხვდეთ, რომ გადაუყვარდით. თუ კომპლიმენტებს აღარ გეუბნებათ, ერთდ დღეს შეიძლება სხვასთან შეუსწროთ.

მორიელი
მორიელებთან სიფრთხილე გმართებთ. როცა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გრძნობები უნელდებათ, ცდილობენ პარტნიორი გამოიყვანონ დამნაშავედ. სანამ მორიელი შეყვარებულია მისთვის საზღვრები არ არსებობს. მორიელის გაციებასა და გაუცხოებას ადვილად შეამჩნევთ.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი სიმართლეს პირდაპირ გეტყვით. მას არ სურს რომ გული გატკინოთ, მაგრამ მაღალფარდოვანი საბოდიშო სიტყვების ლაპარაკი არ ეხერხება.

თხის რქა
თხისრქა უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს პარტნიორის მიმართ. ის აკონტროლებს თავის ემოციებს და არ გამოხატავს გრძნობებს. შეყვარებული თხის რქა ცდილობს რჩეულთან დიდი დრო გაატაროს. თუ მისთვის სამსახური თქვენზე მნიშვნელოვანი გახდა, სამწუხაროდ, გადაუყვარდით.

მერწყული
მერწყული რომანტიკოსია და სიყვარულის გამოვლენის არ ეშინია. თუ შეამჩნიეთ, რომ ურთიერთობაში რომანტიკა გაქრა, მერწყულისთვის ჩვეულებრივ მეგობრად გადაიქეცით.

თევზები
თევზები თავს დამნაშავედ გრძნობენ, როცა პარტნიორი აღარ უყვართ. ისინი ურთიერთობაში ჰიპერაქტიურები ხდებიან და ამით ნამდვილ გრძნობებს ფარავენ.

http://www.beaumonde.ge/index.php?option=com_content&view;=article&id;=58&catid;=89&Itemid;=250

Назад Вперед
Наверх
 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.