პირველ ადგილს ამ სიაში უპირობოდ კირჩხიბები იკავებენ. ისინი გიჟდებიან ცხობაზე და კარტოფილის შეწვაც კი სასწაულად გამოსდით. თუ გინდათ, რომ სახლში მუდმივად დაგხვდეთ გემრიელი კერძი, ენდეთ ჰოროსკოპს და ცოლად კირჩხიბი მოიყვანეთ.მეორე ადგილზე ვერძები არიან. ისინი ჭკუას კარგავენ სამზარეულოში კომფორტზე და საჭმელების გაკეთებისას ექსპერიმენტებსაც არ ერიდებიან. თუ თქვენი ცოლი ვერძია, შინ მრავალფეროვანი ვახშამი აუცილებლად დაგხვდებათ.
მესამეადგილოსანი კუროები თავადაც სერიოზული გურმანები არიან, ამიტომ განსაკუთრებულად უყვართ სხვების გახარება და ამისთვის თავს არ ზოგავენ. ისინი არამარტო გემრიელად ამზადებენ, არამედ მათი გაშლილი სუფრაც ნამდვილი შედევრია.