Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
» Материалы за 20.12.2015
на правах рекламы

პრეზიდენტის ქალიშვილის პიკანტური ფოტო (ვიდეო)

Автор: datuna от 20-12-2015, 22:36
პრეზიდენტის ქალიშვილის პიკანტური ფოტო (ვიდეო)

TOP სამი ყველაზე იღბლიანი და წარმატებული ზოდიაქოს ნიშანი

Автор: datuna от 20-12-2015, 22:26

ზოგიერთი ჩვენთაგანი ფიქრობს, რომ წარმატება და იღბალი ადამიანთან თავისით (ქუდბედით) უნდა მოვიდეს. ზოგს კი მიაჩნია, რომ კარგი ცხოვრება მუყაითი შრომითა და მიზანსწრაფულობით უნდა დაიმსახურო. თუმცა, ასტროლოგებს სხვა ხედვა აქვთ ამ მხრივ... როგორც აღმოჩნდა, იღბლიანი და წარმატებული ზოდიაქოს ნიშნების ტოპ-სამეულში ის ხალხი მოხვდა, ვისაც პირველ რიგში ოპტიმისტური ხედვა, საკუთარი თავის რწმენა და ჰუმანურობა ახასიათებს... წარმოგიდგენთ სტატისტიკას:

ყველაზე ნაკლებად უმართლებთ ან ძალიან იშვიათად უმართლებთ ხოლმე ცხოვრებაში ნიშნებს, რომელთაც წუწუნის, დეპრესიისა და აპათიისკენ აქვთ მიდრეკილება ამ სიაში მოხვდა – თევზები, კირჩხიბი, სასწორი.

ძირითადად საკუთარი შრომის შედეგად აღწევენ წარმატებას, ყოველგვარი "ბედისწერის საჩუქრების" გარეშე – კუროები, თხის რქები, მორიელები.

მეტ-ნაკლებად იღბლიანთა კატეგორიაში შედიან – ტყუპი, ლომები და ქალწულები.

დაბოლოს, ყველაზე ხშირად უღიმის ფორტუნა – მშვილდოსნებს, ვერძებსა და მერწყულებს. როგორც ასტროლოგები თვლიან, ამ ადამიანებს გარდა იმისა, რომ სხვებისგან ორიგინალური აზროვნება, კრეატიულობა და ქარიზმატულობა გამოარჩევს, მათ აქვთ ნიჭი ზოგადად საზოგადოება განაწყონ დადებითად და ლოიალურად საკუთარი პერსონის მიმართ. რაც დამეთანხმებით აუცილებელია წარმატების მიღწევის საქმეში.

TOP სამი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელიც ყველაზე კარგად ფლობს ფლირტის ხელოვნებას

Автор: datuna от 20-12-2015, 22:25

ყველა ქალი როდია დაჯილოდებული "ნიჭით" ოსტატურად ეფლირტაოს მამაკაცს. ასტროლოგები თვლიან, რომ ამ მხრივ სამი ზოდიაქოს ნიშანია გამორჩეული:

სასწორი – ის ჭეშმარიტი "ვენერას შვილია", ფოსოებით ლოყებზე, რომელიც ულამაზესი ღიმილის დროს უჩნდება ხოლმე. სულ რომ არაფერი, ამ ჩაჩხვლეტილი ლოყებით მოახერხებს იგი მამაკაცისთვის თავბრუს დახვევას. თუმცა, სასწორ ქალს გარდა ვიზუალური მომხიბვლელობისა, განსაკუთრებული შინაგანი შარმი და ქალურობა გააჩნია, რის ხარჯზეც ძლიერი სქესის წარმომადგენლები მის გვერდით თავს საჭიროდ და ფუნქციურად გრძნობენ. იგი არასოდეს იღებს ინიციატივას საკუთარ თავზე და ყოველთვის შეუძლია დომინანტის როლი სიამოვნებით გადაულოცოს კაცს. ეს ალბათ ყველაზე დიდი "კოზირია" ამ ქალის ხელში, მიუხედავად იმისა, რომ მის ამ საქციელში ტაქტიკური სვლები მოიაზრება სამომავლო ურთიერთობის გაცილებით უფრო ღრმა ფაზაში გადასაყვანად. თუმცა, მამაკაცი, რაღა თქმა უნდა, ვერ ხვდება ამას.

ლომი – მისი არშემჩნევა ფაქტობრივად შეუძლებელია. არ აქვს მნიშვნელობა ბუნებამ იგი უზადო ნაკვთებით დააჯილდოვა თუ საშუალოსტატისტიკური ქალის გარეგნობა გააჩნია. მას აქვს შარმი და ამბიციები, რაც ნებისმიერ მამაკაცს აიძულებს წამის მეასედში მიაქციოს ამ დედოფლური მანერების მქონე ქალს ყურადღება. ქალი ლომი სიყვარულის გარეშე ვერ ძლებს, მას გამუდმებით სჭირდება არა ერთი ან ორი, სამი ან უფრო მეტი "სათადარიგო თაყვანისმცემელი" ძირითად პარტნიორთან ერთად, რომელთა ყურადღებაც მას თვითშეფასების ასამაღლებლად ჰაერივით ესაჭიროება. ეს იმას როდის ნიშნავს, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალს ერთგულების უნარი არ აქვს (გაიხსენეთ ლომი გულით იმართება, შესაბამისად, თუ მართლა უყვარს ვინმე ლომი მის მიმართ უსაზღვროდ ერთგული იქნება), თუმცა პერიოდულად სხვა მამაკაცების მხრიდან წამოსული კომპლიმენტები ამ ქალს ძალიან ესაჭიროება. შესაბამისად, ყოველთვის ახერხებს დაიმსახუროს მამაკაცების ყურადღება რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს.

ტყუპი – იგი მამაკაცების ყურადღებას უბრალოებით, ბავშვურობითა და მოჭარბებული იუმორის გრძნობით იწვევს ყოველთვის. მისთვის ძალზე ადვილია ერთბაშად არა ერთ ან ორ, სამ ან სულაც ხუთ მამაკაცსაც კი გაუბას ფლირტი. ტყუპისთვის ჟესტების ენით საუბარი ყველაზე მარტივი რამაა. შესაბამისად, იგი არასოდეს უშვებს შანსს ხელიდან ამ მეთოდით აწარმოოს "დიალოგი" მისთვის საინტერესო მამაკაცთან. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ტყუპს ყველაფერი მალე ბეზრდება. აქედან გამომდინარე, იგი წამის მეასედში კარგავს ინტერესს ახალი საკბილოს მიმართ, თუ ჰორიზონტზე ვინმე უფრო საინტერესო ობიექტი გამოჩნდა.

რა ულახავს თავმოყვარეობას ადამიანს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 20-12-2015, 22:25

ალბათ ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ე.წ. "აქილევსის ქუსლი" – სუსტი ადგილი, რომელიც მის თავმოყვარეობას მტკივნეულად ეხება. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მარტივია იმაზე მსჯელობა თუ კონკრეტულ ინდივიდს რა სახის მოწყვლადი ადგილი გააჩნია.


ვერძს თავმოყვარეობას ულახვს ის, თუ მასზე უკეთ ახერხებთ საქმის კეთებას.

კუროს თავმოყვარეობა ელახება მაშინ, როცა ვინმე ცდილობს მისი ქონების ხელყოფას.

ტყუპს თავმოყვარეობაზე ურტყამს ფაქტი, როცა მის ხუმრობაზე არავინ იცინის.

კირჩხიბისთვის თავმოყვარეობის შელახვა თუ გსურთ, დასცინეთ მის ოჯახს ან ოჯახის წევრებს.

ლომისთვის თავმოყვარეობის შელახვა მხოლოდ დაქვემდებარებულის როლში ყოფნას შეუძლია.

ქალწულისთვის თავმოყვარეობის შელახვა არაჰიგიენურობაში მის დადანაშაულებას შეუძლია.

სასწორი მტკივნეულად განიცდის როცა ეუხეშებიან.

მორიელს თავმოყვარეობაზე მტკივნეულად ეხება ნებისმიერი სახის წაგება და დამარცხება.

მშვილდოსნითვის დიდი ტრაგედიაა, როცა აღმოაჩენს, რომ მას საზოგადოება აღარ უსმენს.

თხის რქისთვის თავმოყვარეობის შელახვის ტოლფასია, თუკი ვინმე მის არც თუ "მაღალ" წარმომავლობას გაუსვამს ხაზს.

მერწყული გაგინაწყენდებათ, თუ მას უსამართლობაში და არაკოლეგიალობაში დასდებთ ბრალს.

ხოლო თევზებს გული მაშინ სტკივათ, როცა მის (მისი აზრით კომპეტენტურ) აზრს არ ითვალისწინებენ.

რა ულახავს თავმოყვარეობას ადამიანს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 20-12-2015, 22:25

ალბათ ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ე.წ. "აქილევსის ქუსლი" – სუსტი ადგილი, რომელიც მის თავმოყვარეობას მტკივნეულად ეხება. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მარტივია იმაზე მსჯელობა თუ კონკრეტულ ინდივიდს რა სახის მოწყვლადი ადგილი გააჩნია.


ვერძს თავმოყვარეობას ულახვს ის, თუ მასზე უკეთ ახერხებთ საქმის კეთებას.

კუროს თავმოყვარეობა ელახება მაშინ, როცა ვინმე ცდილობს მისი ქონების ხელყოფას.

ტყუპს თავმოყვარეობაზე ურტყამს ფაქტი, როცა მის ხუმრობაზე არავინ იცინის.

კირჩხიბისთვის თავმოყვარეობის შელახვა თუ გსურთ, დასცინეთ მის ოჯახს ან ოჯახის წევრებს.

ლომისთვის თავმოყვარეობის შელახვა მხოლოდ დაქვემდებარებულის როლში ყოფნას შეუძლია.

ქალწულისთვის თავმოყვარეობის შელახვა არაჰიგიენურობაში მის დადანაშაულებას შეუძლია.

სასწორი მტკივნეულად განიცდის როცა ეუხეშებიან.

მორიელს თავმოყვარეობაზე მტკივნეულად ეხება ნებისმიერი სახის წაგება და დამარცხება.

მშვილდოსნითვის დიდი ტრაგედიაა, როცა აღმოაჩენს, რომ მას საზოგადოება აღარ უსმენს.

თხის რქისთვის თავმოყვარეობის შელახვის ტოლფასია, თუკი ვინმე მის არც თუ "მაღალ" წარმომავლობას გაუსვამს ხაზს.

მერწყული გაგინაწყენდებათ, თუ მას უსამართლობაში და არაკოლეგიალობაში დასდებთ ბრალს.

ხოლო თევზებს გული მაშინ სტკივათ, როცა მის (მისი აზრით კომპეტენტურ) აზრს არ ითვალისწინებენ.

ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან - ცუდი მძღოლების სტატისტიკა

Автор: datuna от 20-12-2015, 22:24
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან - ცუდი მძღოლების სტატისტიკა
ერთ-ერთმა ამერიკულმა ონლაინ გამოცემამ საინტერესო კვლევა ჩაატარა, იმის შესახებ თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები რა სახის დამოკიდებულებით გამოირჩევიან ავტომობილის მიმართ.


აღმოჩნდა, რომ სტატისტიკურად ცუდი, დაუმორჩილებელი და უპასუხისმგებლო მძღოლების დიდი ნაწილი ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებში მოიაზრება.

მათ გვერდს უმშვენებენ ასევე ცეცხლის სტიქიით დაბადებული მშვილდოსნები. მათი პრობლემა ძირითადად არის ის, რომ ხშირად ახასიათებთ საჭესთან საუბარი (მობილურით თუ თანამგზავრებთან).

განსაკუთრებული პრობლემატურობით გამოირჩევიან ასევე კუროები. მათ პრინციპულად არ სურთ და არ უყვართ გზის დათმობა არავისთვის, რასაც ხშირად მოსდევს არაერთი კონფლიქტური სიტუაცია.

მეოთხე საპატიო ადგილს იკავებენ მორიელები, რომლებიც ერთიანობაში საკმაოდ კარგი მძღოლები არიან, მაგრამ უყვართ ექსტრიმი და სიჩქარე, რაც ხშირად ხდება მათთვის პრობლემების მიზეზი.

არანაკლებ ცუდად მოძრაობენ ავტომანქანით თევზები. მათთვის ასტროლოგები დიდ ავტობანებზეც კი წინასწარმეტყველებენ პრობლემებს, ძირითადად იმის გამო, რომ თევზებს სწრაფი რეაქცია უჭირთ და აზროვნებენ გაფანტულად.

ეს რაც შეეხება ყველაზე პრობლემატურ მძღოლთა ხუთეულს... მომდევნო სტატიას უკვე "საჭის პროფესიონალებს" დავუთმობთ.

TOP სამი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელსაც ნამდვილი სიყვარული შეუძლია

Автор: datuna от 20-12-2015, 22:22

ალბათ არ მოიძებნება ამ ქვეყანაზე მამაკაცი, რომელიც ქალში სხვა დანარჩენ თვისებებთან ერთად ერთგულების უნარს არ აყენებს პირველ ადგილზე. თუმცა როგორც ძლიერი, ისე სუსტი სქესის წარმომადგენლებში არსებობენ პოლიგამიისკენ და პირიქით, მონოგამიისკენ მიდრეკილი ზოდიაქოს ნიშნები. აქედან გამომდინარე, ნებისმიერს გააჩნია საკუთარი ახსნა და ხედვა იმისა, თუ რას ნიშნავს მისთვის ერთგულების ცნება. დღეს მინდა სტატისტიკურად ყველაზე ერთგული და თავდადებული ქალების სამეული წარმოგიდგინოთ. თუმცა, აქვე გაითვალისწინეთ, რომ ეს მარტოოდენ ზოგადი სტატისტიკაა; შესაბამისად, თუ ქვემოთ ჩამოთვლილ სიაში ვერ მოხვდით, ტრაგედიას ნუ შექმნით ამით. საბოლოოდ ყველაფერი მაინც პირად ასტროლოგიურ რუკაზეა დამოკიდებული.

მორიელი – მისი ხასიათის უმთავრესი თვისება მაქსიმალიზმია. სწორედ აქედან გამომდინარეობს ის ფაქტიც თუ რატომ არ აქვს ქალ მორიელს ხასიათში ოქროს შუალედის დაცვის უნარი. მას ან სიგიჟემდე უყვარს მამაკაცი, ან პირიქით – დასანახავად ეჯავრება. სამაგიეროდ, თუ ძლიერი სქესის წარმომადგენელმა იმდენი შეძლო, რომ ამ ქალს თავი ჭეშმარიტად შეაყვარა (რაც, მერწმუნეთ ერთობ რთული საკითხია), მორიელი მის სიყვარულს მაშინაც კი უერთგულებს, თუ ეს უკანასკნელი ცოცხალი აღარ იქნება. მაქსიმალიზმი, რომელიც ამ ქალის ხასიათში მძლავრობს, აძლევს მას იმის საშუალებას, რომ მიუხედავად უზომო სექსუალურობისა და მხურვალე ტემპერამენტისა, ერთი კაცის ერთგული იყოს წლების მანძილზე თუ ეს ადამიანი მთელი გულით უყვარს.

თხის რქა – ერთი შეხედვით ცივი, ძალზე პრაგმატული და მერკანტილური ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს. რაღაც დოზით დიახ, ალბათ ასეა. მაგრამ გრძნობების საკითხში თხის რქას ბადალი არ ჰყავს, როცა საქმე პარტნიორის ერთგულებასა და მხარდაჭერას ეხება. ეს ის ქალია, რომელსაც ჭეშმარიტად შესწევს ძალა ქმრისთვის ძნელბედობის ჟამს ერთდროულად იყოს ცოლიც, მეგობარიც, მხარდამჭერიც და თანამოაზრეც. მას შეუძლია ვაჟკაცურად გაუმკლავდეს ნებისმიერ განსაცდელს, თუკი იცის, რომ ეს მის პარტნიორს და ოჯახს სჭირდება. ქალი თხის რქის ერთგულება ოჯახისა და მეუღლის მიმართ ფაქტობრივად წრეგადასული და უსაზღვროა. ძალზე ხშირად მას ეს საკუთარი ინტერესების დათმობის ხარჯზეც უწევს, მაგრამ ამ მხრივ იგი არასოდეს დაიწუწუნებს.

ვერძი – ერთი შეხედვით ძალზე ცვალებადი, იმპულსური და არამდგრადი მოჩანს. მაგრამ როცა საქმე ნამდვილ სიყვარულს ეხება, მას არაერთ ქალზე მეტი თავგანწირვისა და სიმამაცის უნარი აქვს. ქალი ვერძი ზედმეტად გულმართალი ინდივიდია საიმისოდ, რომ ერთდროულად ორ ან სამ მამაკაცს გაუბას ფლირტი ან სასიყვარულო ურთიერთობა. მას ტყუილი არ უყვარს, არც ეხერხება დიდად. შესაბამისად, თუკი ვინმე შეუყვარდა, გარშემო სხვა მამაკაცები მარტოოდენ "ანტურაჟის" ფუნქციას ასრულებენ მისთვის. ამ ქალის ყველაზე დიდი ღირსება არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია კაცს იმედი მისცეს, მომავლის რწმენა გაუღვივოს და რეალურად დააჯეროს იმაში, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რაც დამეთანხმებით შეუფასებელი რამაა ბევრი მამაკაცის შემთხვევაში. ქალი, რომელიც სტიმულს აძლევს მამაკაცს, ხშირად ხდება მისთვის განუყრელი თილისმა. შემთხვევითი როდია ის ფაქტი, რომ ვერძი ქალები არაერთ პოლიტიკოსს უმშვენებენ გვერდს.

მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გიმართლებთ სიყვარულში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 20-12-2015, 22:19

ადამიანები სხვადასხვაგვარები არიან. ზოგი ექსტრავერტია, ზოგი – ინტროვერტი... შესაბამისად, იმ ფაქტორზე, თუ კონკრეტულად რომელ ფსიქოტიპს განეკუთვნება ინდივიდი დიდწილადაა დამოკიდებული მისი პირადი ცხოვრება და ურთიერთობები. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც არსებობს კონკრეტული, პრობლემატური თვისებები ხასიათში, რაც ხელს უშლის ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანს სიყვარულში ჰარმონიას და ბედნიერებას მიაღწიოს...



ვერძს პირადი ცხოვრების აწყობაში ხელს სიფიცხე და უტაქტობა უშლის.

კუროს უაპელაციო სიჯიუტე და გადამეტებული სიდინჯე.

ტყუპის პრობლემა ქაოტურობაა, მას ხშირად ვერ გაუგია ვინ უყვარს ან უყვარს კი საერთოდ?

კირჩხიბისთვის დამღუპველია ემოციური მიჯაჭვულობა პარტნიორთან, ასე იგი ამ უკანასკნელს პირიქით – გაქცევისკენ უბიძგებს.

ლომი შეცდომას უშვებს, როცა საყვარელ ადამიანს ნივთივით ექცევა.

ქალწულის პრობლემა ყოველთვისაა გადამეტებული კრიტიკა პარტნიორის მიმართ.

სასწორი ყველაზე ხშირად აწყდება სიძნელეებს სიყვარულში იმის გამო, რომ უჭირს დროულად გადაწყვეტილების მიღება.

მორიელს კი ხელს ჰარმონიულ ურთიერთობაში ეჭვიანობა და დესპოტიზმი უშლის.

მშვილდოსანი ურთიერთობას ხშირად ანგრევს იმის გამო, რომ თავისუფლება ურჩევნია ყველაფერს.

თხის რქას გადამეტებული პედანტიზმისა და სიმკაცრის გამო ტოვებენ პარტნიორები.

მერწყული საყვარელ ადამიანებს ხშირად აღიზიანებს საკუთარი არაპროგნოზირებადი საქციელით.

თევზებისთვის კი პრობლემა ხდება ზედმეტი ლოიალურობა მეორე ნახევრის მიმართ.

TOP სამი ყველაზე მატყუარა ზოდიაქოს ნიშანი

Автор: datuna от 20-12-2015, 22:18

თქვენი აზრით, ვინ იქნებოდა ზოდიაქოს ნიშნით პინოქიო, რომელსაც ტყუილების გამო ცხვირი გაეზარდა? როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, არსებობს ფანტაზიორობისკენ განსაკუთრებულად მიდრეკილი ნიშნების "ოქროს სამეული", რომელთაც ცხოვრებაში რაღაც-რაღაცების შელამაზებისა და გაზვიადების გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენიათ... ზოგიერთი ამას ტყუილს ეძახის, ზოგს კი უბრალოდ მიაჩნია, რომ მდიდარი ფანტაზია აქვს და ამიტომაც მტრობენ სხვები... თუ თქვენ ქვემოთ ჩამოთვლილ "საპატიო სამეულს" შორის აღმოჩნდით, ალბათ თავის დასამშვიდებლად აუცილებლად იტყვით რომ – "სისულელეა, ეს ჰოროსკოპები"... არადა, აჯობებდა სიმართლისთვის თვალებში ცოტა უფრო თამამად ჩაგვეხედა...

თევზები – ყველაზე "უვნებელი მატყუარაა" დანარჩენ ორთან შედარებით. ტყუილს ხშირად მხოლოდ იმიტომ ამბობს, რომ წარმოსახვითი რეალობა ურჩევნია გარშემო არსებულს. მოსწონს "კეთილი" ტყუილების თქმა, ძირითადად იმ მიზეზით, რომ არ სურს ვინმეს გული ატკინოს მწარე სიმართლით.

ტყუპი – ტყუილის დიდოსტატია. ფაქტობრივად "მარკეტინგული ხელოვნების" დონეზე აქვს აყვანილი ტყუილის თქმის ხელოვნება. პრინციპში, კარგად თუ დააკვირდებით, იგი კი არ იტყუება, არცთუ მომხიბვლელ და უღიმღამო რამეებს ლამაზად "ფუთავს" საზოგადოების წინაშე წარსადგენად. მისთვის ძალზე მარტივია ამტკიცოს შავზე, რომ ის არის ქათქათა თეთრი. ამიტომ დიდხანს თუ მიუგდებთ ყურს, შესაძლოა მალე დალტონიზმის სინდრომითაც დაავადდეთ.

მშვილდოსანი – მისთვის ჰაერივით აუცილებელია საზოგადოება საკუთარი "მჭერმეტყველების" დონით გააოცოს და აღაფრთოვანოს. ჰოდა, რა ქნას, თუკი პერიოდულად აღმოაჩენს, რომ ხუმრობები მოუძველდა? ასეთ დროს მხოლოდ ის გამოსავალი რჩება, რომ ჯამბაზის სახასიათო შტრიხები წამოსწიოს საკუთარ ხასიათში (მშვილდოსნებს ხომ უყვართ ჯამბაზობა) და ბურთებით თუ არა, მაგრამ სიტყვებით "ჟონგლირება" მართლაც რომ შესანიშნავად გამოსდის. ჰოდა, გახსოვდეთ, ის არასდროს იტყუება – უბრალოდ, როცა რაიმეს ამბობს, იმ მომენტში მართლა სჯერა საკუთარი სიტყვების და სიმართლის...

ყველაზე ერთგული მამაკაცების TOP სამეული

Автор: datuna от 20-12-2015, 22:17
ალბათ ქალების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მამაკაცები ყველანი პოლოგამიური არსებები არიან. თუმცა ერთგულების უნარს და მოთხოვნილებას, ძალზე ხშირად ინდივიდის ფსიქოემოციური ბუნებაც განაპირობებს და არამხოლოდ მისი სქესი. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები თვლიან, რომ დიახაც, არსებობენ ძლიერი სქესის წარმომადგენლები, რომელთაც განსაკუთრებული ერთგულების უნარი აქვთ სიყვარულში... მოდით, გავეცნოთ ამ სამეულს.

ვერძი – ალბათ გიკვირთ, როგორ შეუძლია ამ ერთი შეხედვით აქტიურ, თითქოს და "გამოუსწორებელ მექალთანეს" საყვარელი ადამიანის ერთგულება. დიახ, ვერძი მამაკაცი მისი გარეგნული იმიჯის გამო ხშირად ტოვებს არასტაბილური მაჩოს შთაბეჭდილებას, თუმცა რეალობაში იგი პატარა ბავშვივითაა – უყვარს ე.წ. "საყვარელი სათამაშოების" აჩემება. ეს სათამაშო კი ზუსტად მისი გულის ქალბატონი შეიძლება იყოს. მთავარია, ამ უკანასკნელს რამდენ ხანს ეყოფა ჭკუა და გამჭრიახობა, რომ ვერძისთვის შეუცვლელად იქცეს.

თხის რქა – მისი ერთგულება ხშირ შემთხვევაში სიჯიუტეს ეფუძნება. თხის რქას მოსწონს პრინციპებით ცხოვრება. გარდა ამისა, მას გრძნობების საკითხში არასოდეს გამოსდის მარტივად გახსნა. შესაბამისად, თუკი უყვარს ვინმე, უყვარს ხანგრძლივად და დიდი ვადით. ამასთან ერთად, უსაზღვრო ნებისყოფისა და თავშეკავების უნარიც გააჩნია. შესაბამისად, თუ მან ვინმე ცხოვრების თანამგზავრად სიყვარულით აირჩია, ამ ქალს იგი ჭეშმარიტად უერთგულებს.

მორიელი – ალბათ ყველაზე უცნაურად ამ სამეულში მორიელი მამაკაცის მოხვედრა მოგეჩვენათ. მით უმეტეს, თუკი ასტროლოგიაში ასე თუ ისე ერკვევით და პრაქტიკაზეც იცით, რომ მორიელს უსაზღვრო სექსუალური პოტენციალი და მადა გააჩნია. დიახ, ეს ნამდვილად ასეა და არ გეშლებათ. მაგრამ მორიელი ნუ დაგავიწყდებათ, რომ წყლის სტიქიის წარმომადგენელი გახლავთ, შესაბამისად, მისი ყველაზე დიდი სისუსტე ემოციებია. აქედან გამომდინარე თუკი პარტნიორმა იგი ზემოთ ხსენებულ "ემოციურ მახეში" მოიმწყვდია, მორიელს უნარი აქვს ხანგრძლივი ვადით უერთგულოს იმ ერთადერთს. სანამ ემოციები არსებობს და უყვარს.

Назад Вперед
Наверх
 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.