Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
» Материалы за 23.12.2015
на правах рекламы

TOP სამი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით რომელსაც არასოდეს უნდა ენდოთ

Автор: datuna от 23-12-2015, 19:18
ცნობილი ფაქტია – მამაკაცები პოლიგამიური არსებები არიან. თუმცა ამ მხრივ არც ქალები ჩამორჩებიან მათ ამ მხრივ. ყველაფერი მაინც ადამიანის ინდივიდუალურ სახასიათო შტრიხებზე და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუმცა ასტროლოგებს მაინც გააჩნიათ ე.წ. "შავი სია" იმ მამაკაცებისა, ვისაც სასურველია, რომ ქალი მარტივად და ბრმად არასოდეს ენდოს. იმიტომ რომ ამ უკანასკნელთ ყველაზე ხშირად ადანაშაულებენ ორმაგი თამაშის – სიყვარულსა და არასტაბილურ მიდგომაში პარტნიორული ურთიერთობისას. წარმოგიდგენთ ამ "საპატიო სამეულს": ტყუპი მოგეხსენებათ, ტყუპი გაორებული ნიშანია. შესაბამისად, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ კაცს ყველაფერი მალე ბეზრდება, მათ შორის პარტნიორიც თუ რა თქმა უნდა ეს უკანასკნელი მასავით მრავალმხრივი და მუდმივად საინტერესო ინდივიდი არ აღმოჩნდა. ნუ მოგატყუებთ ტყუპის ენაწყლიანობა იმ მომენტში, როცა სიყვარულს გეფიცებათ მართლა სჯერა, რომ ყველაფერი ასეა... მას არასოდეს გააჩნია ცუდი განზრახვა, უბრალოდ, მოწყენილობა აიძულებს დამატებითი "გასართობიც" ეძებოს ხოლმე. მშვილდოსანი ამ კაცის პრობლემა მძაფრად გამოვლენილი "მონადირის ინსტიქტია", გაიხსენეთ მშვილდოსნის სიმბოლო – ისრებით შეიარაღებული კენტავრი. ჰოდა, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი თქვენი გულის მონადირების შემდეგ ისრებს სხვა გაცილებით უფრო მოუხელთებელი საკბილოს "მოსაჩანგლად" ალესავს. თანაც ისე, რომ ამ ფაქტს თქვენთან არც კი დამალავს. ერთადერთი გზა მისი გულის ხანგრძლივად დასატყვევებლად არის ის, რომ მაქსიმალურად დიდხანს უნდა ეთამაშოთ "დაჭერობანა". მერწყული პრინციპში ჩვენ მას "არაერთგული მამაკაცის" იარლიყს ვერ მივაკერებთ, იმიტომ რომ მან შესაძლოა გიღალატოთ როგორც ქალთან, ასევე კაცთან. დიახ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, მერწყული ორსქესიანი პლანეტით მართული ნიშანია. შესაბამისად, სექსის პრობლემა მას უფრო ბიოლოგიური კვლევის კუთხით აინტერესებს. ამიტომ ხშირად აძლევს თავს უფლებას კვლევები ჩაატაროს ამ მხრივ. თუმცა, თუკი თქვენი მერწყული შედარებით "დალაგებულთა" კატეგორიას განეკუთვნება, მისი ერთგულების იმედი მაინც არ უნდა გქონდეთ. ერთადერთი ბონუსი ამ სიტუაციაში არის ის, რომ თუ ძალიან არ ჩაეძიებით ვერც ვერაფერს გაიგებთ მასზე.

http://astrologi.ambebi.ge/home/mamakacebi/3200-top-sami-mamakaci-zodiaqos-nishnis-mikhedvith-romelsac-arasodes-unda-endoth.html

კარიერისტი თუ მეოჯახე - მთავარი პრიორიტეტი ქალისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 23-12-2015, 19:17
ალბათ ბევრი მამაკაცი დამდგარა ოჯახის შექმნის შემდეგ გარკვეული დილემის წინაშე, როცა აღმოუჩენია, რომ მეუღლეს შემოქმედებითი არეალის გასაფართოებლად სახლი ზედმეტად ვიწრო ფართობად მიაჩნია და გამუდმებით ცდილობს კარიერულ კიბეზე წაიწიოს წინ, ხშირად ეს მცდელობა ოჯახური ცხოვრების დაზარალების ხარჯზეც კი ხდება... ამიტომ კარგი იქნება ქორწინებამდე იცოდეთ ის, თუ როგორი პროირიტეტები გააჩნია თქვენ საყვარელ გოგონას საიმისოდ, რომ შემდგომ არ გაგაოცოთ მასში მოულოდნელად მიმდინარე ტრანსფორმაციამ... ყველაზე საუკეთესოდ დიასახლისის ამპლუას შემდეგი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები ეგუებიან: კირჩხიბი – 97% კურო – 89 % ქალწული – 82 % თევზები – 78% მეტ-ნაკლებად ეგუებიან მეოჯახე ქალის როლს ან წარმატებით უთავსებენ ერთსაც და მეორესაც შემდეგი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები: სასწორი – 96% მორიელი – 88% ტყუპი – 78% მშვილდოსანი – 74% გამოკვეთილი კარიერისტების ოთხეულში კი შედიან ის ქალები, რომელთაც ფსონის გაკეთება ოჯახურ მოვალეობებსა და პროფესიულ სარბიელს შორის, ყოველთვის კარიერაზე ურჩევნიათ: თხის რქა – 96% ვერძი – 90% ლომი – 87% მერწყული – 82%

http://astrologi.ambebi.ge/astro-ambebi/3217-karieristi-thu-meojakhe-mthavari-prioriteti-qalisthvis-zodiaqos-nishnis-mikhedvith.html

მამაკაცმა რომ არ მიგატოვოთ - ძლიერი სქესის სისუსტეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 23-12-2015, 19:16
იდეალური ურთიერთობა არ არსებობს, თუმცა არსებობს იდეალურთან მიახლოებული ან მეტ-ნაკლებად ჰარმონიული კავშირები. შესაბამისად, თუკი თქვენი საყვარელი მამაკაცის ზოდიაქოს ნიშანი იცით, შესაძლებლობა გეძლევათ მასთან ურთიერთობისას ე.წ. "მახვილ კუთხეებს" ოსტატურად აარიდოთ თავი და ცნობილი გამონათქვამი "ქალი კისერია, მამაკაცი კი თავი"... რეალობაშიც დატესტოთ. ხოლო ამ ზემოთ ხსენებულ კისერს რომელ მხარეს მოუნდება თავის შეტრიალება, ეს უკვე თქვენ მარიფათზეა დამოკიდებული. თუ თქვენი ქმარი ვერძია არასოდეს შეეცილოთ მას პირველობაში, განსაკუთრებით პროფეისული კუთხით. ისეთ ქალთან რომელიც ურთიერთობაში ინიციატივას არ უტოვებს, ვერძი დიდხანს ვერაფრის დიდებით ვერ გაძლებს. კურო თუა თქვენი მეორე ნახევარი მასთან ურთიერთობისას სტაბილური და გაწონასწორებული უნდა იყოთ. ისეთი ქალები, რომელთაც "კვირაში შვიდი პარასკევი" აქვთ თავში, კუროს აფრთხობს და აშინებს. ტყუპი მენტორულ, ჭკუის მასწავლებელ ქალს ვერ აიტანს. მას არ შეუძლია გაძლოს ისეთი ქალის გვერდით, რომელიც ერთფეროვანი და მოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრებას აიძულებს. ნურც ზედმეტი სერიოზულობით შეაშინებთ მას. კირჩხიბს ცოლის სახით ფაქტობრივად "მეორე დედა" სჭირდება. ამიტომ ისეთი ქალი თუ ხართ, ვინც პროფესიული საქმეებით უფროა დაინტერესებული ვიდრე ოჯახით, იცოდეთ, რომ კირჩხიბი გაგექცევათ იქ, სადაც უფრო მეტ სითბოსა და ზრუნვას დაანახვებს ვინმე (ეს შეიძლება საკუთარი დედაც იყოს). ლომს ზომიერად თავმდაბალი და დიდსულოვანი ქალი სჭირდება გვერდით. თუკი თქვენ მას საკუთარი შესაძლებლობებით გადაამეტებთ და ეცდებით მასზე უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკაოთ როგორც საოჯახო, ისე პროფესიულ საქმიანობაში, მისი სიამაყე შეილახება და აუცილებლად ეცდება, რომ გაცილებით უფრო მოკრძალებული ქალი მონახოს თქვენ შემცვლელად. ქალწულს მოწესრიგებული, გაწონასწორებული ქალი სჭირდება. თუკი მას თქვენი ხასიათის ექსტრავაგანტურობით, უსისტემო კვების რეჟიმითა და ქაოსურობით შეაწუხებთ იგი აუცილებლად ჩაგილაგებთ ერთ დღესაც ჩემოდანს (თან როგორი აკურატულობით!). სასწორი ჰარმონიის მოყვარული კაცია. მას ძალიან შეაშინებს ქალი, რომელიც გარეგნული მომხიბვლელობის მიღმა უხეშ და ხისტ ხასიათს მალავს. შესაბამისად, თუ მან მსგავსი სახასიათო შტრიხები აღმოაჩინა თქვენში აუცილებლად იფიქრებს დაშორებაზე. მორიელი მაქსიმალისტი და გარკვეულწილად დიქტატორი მამაკაცია. ამიტომ ქალი, რომელიც მას მუდმივად ჯიბრში უდგას აუცილებლად გამოიწვევს ამ უკანასკნელის უკმაყოფილებას. თუმცა მას არც მონური ფსიქოლოგიის მქონე მანდილოსანი მოეწონება. გონიერება, წინდახედულება და სექსუალურობა ეს ის "კოზირია", რაც მორიელს ხანგრძლივად "დააბამს" თქვენ გვერდით. მშვილდოსანი ყველაზე მეტად გაურბის ეჭვიან და მესაკუთრე ქალებს. მას საშინლად აღიზიანებს ასევე ქალი, რომელიც გამუდმებით უკითხავს ნოტაციებს და ასწავლის როგორ იცხოვროს სწორად. შესაბამისად, თუკი თქვენ ე.წ. "ტვინის ბურღების" კატეგორიას განეკუთვნებით, იცოდეთ, რომ მხიარული კენტავრი დიდხანს არ გაჩერდება თქვენთან. თხის რქა ტრადიციების მოყვარული, წინდახედული და მომთხოვნი კაცია. მას საშინლად აფრთხობს არაპროგნოზირებადი, ზედმეტად ორიგინალური და არასტანდარტული აზროვნების მქონე ქალები. იყავით გაწონასწორებული და მზრუნველი, ასე იგი დიდი ხნით მოგანიჭებთ პრიორიტეტს. მერწყული ორიგინალურად მოაზროვნე, კრეატიულ და საინტერესო ქალებს ანიჭებს უპირატესობას. მასთან ურთიერთობისას არასოდეს უნდა იყოთ ერთფეროვანი. თუკი მისთვის მუდმივად ამოცანად დარჩენას შეძლებთ, იგი სხვა ქალზე არასოდეს გაგცვლით. თევზები ემოციურ მხარდაჭერას ეძებს პარტნიორში, ამიტომ თუ ისეთი ქალების კატეგორიას განეკუთვნებით, ვინც ზედმეტად მომთხოვნი და მკაცრია მამაკაცის მიმართ, ნუ გაგიკვირდებათ თუ ერთ დღეს თქვენი თევზი უკანმოუხედავად გაცურავს თქვენგან.

http://astrologi.ambebi.ge/home/qalebi/3221-mamakacma-rom-ar-migatovoth-dzlieri-sqesis-sisusteebi-zodiaqos-nishnis-mikhedvith.html

TOP სამი ყველაზე იღბლიანი და წარმატებული ზოდიაქოს ნიშანი

Автор: datuna от 23-12-2015, 19:15
ზოგიერთი ჩვენთაგანი ფიქრობს, რომ წარმატება და იღბალი ადამიანთან თავისით (ქუდბედით) უნდა მოვიდეს. ზოგს კი მიაჩნია, რომ კარგი ცხოვრება მუყაითი შრომითა და მიზანსწრაფულობით უნდა დაიმსახურო. თუმცა, ასტროლოგებს სხვა ხედვა აქვთ ამ მხრივ... როგორც აღმოჩნდა, იღბლიანი და წარმატებული ზოდიაქოს ნიშნების ტოპ-სამეულში ის ხალხი მოხვდა, ვისაც პირველ რიგში ოპტიმისტური ხედვა, საკუთარი თავის რწმენა და ჰუმანურობა ახასიათებს... წარმოგიდგენთ სტატისტიკას: ყველაზე ნაკლებად უმართლებთ ან ძალიან იშვიათად უმართლებთ ხოლმე ცხოვრებაში ნიშნებს, რომელთაც წუწუნის, დეპრესიისა და აპათიისკენ აქვთ მიდრეკილება ამ სიაში მოხვდა – თევზები, კირჩხიბი, სასწორი. ძირითადად საკუთარი შრომის შედეგად აღწევენ წარმატებას, ყოველგვარი "ბედისწერის საჩუქრების" გარეშე – კუროები, თხის რქები, მორიელები. მეტ-ნაკლებად იღბლიანთა კატეგორიაში შედიან – ტყუპი, ლომები და ქალწულები. დაბოლოს, ყველაზე ხშირად უღიმის ფორტუნა – მშვილდოსნებს, ვერძებსა და მერწყულებს. როგორც ასტროლოგები თვლიან, ამ ადამიანებს გარდა იმისა, რომ სხვებისგან ორიგინალური აზროვნება, კრეატიულობა და ქარიზმატულობა გამოარჩევს, მათ აქვთ ნიჭი ზოგადად საზოგადოება განაწყონ დადებითად და ლოიალურად საკუთარი პერსონის მიმართ. რაც დამეთანხმებით აუცილებელია წარმატების მიღწევის საქმეში.

http://astrologi.ambebi.ge/astro-ambebi/3229-top-sami-yvelaze-ighbliani-da-tsarmatebuli-zodiaqos-nishani.html

Назад Вперед
Наверх
 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.