Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
» Материалы за 24.12.2015
на правах рекламы

TOP სამი სუპერეჭვიანი ქმარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით http://astrologi.ambebi.ge/astro-ambebi/3114-top-sami-super-etcviani-qmari-zodiaqos-nishnis-mik

Автор: datuna от 24-12-2015, 00:53
როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე, ქალებზე დაწერილს სტატიას ყოველთვის ახლავს თან მამაკაცების უკმაყოფილება "ჩვენზეც დაწერეთ", "რატომ გამოგვტოვეთ" ან პირიქით... ამიტომ გადაწყვიტე სუპერეჭვიანი ცოლების შემდეგ, ეჭვიანობისკენ ყველაზე მეტად მიდრეკილი სამი მამრის შესახებაც გესაუბროთ... საინტერესოა, ვის კანდიდატურას ელით ჩამონათვალში სანამ გულისფანცქალით ჩაიკითხავთ სტატიას ბოლომდე? მაშ ასე დავიწყოთ: ლომი – მისი ეჭვიანობა სიამაყის მაღალ კოეფიციენტს და გამოკვეთილ თავმოყვარეობას ეფუძნება. ლომს გულის სიღრმეში ღალატზე ფიქრიც კი ზარავს. იგი ამ ფაქტს უბრალოდ წარმოსახვაშიც არ დაუშვებს, თუმცა სწორედ ეს შიში აიძულებს მას საყვარელ ადამიანს ზუსტი ანგარიში მოსთხოვოს რატომ დაიკარგა მთელი საათით ,როცა თქვა, რომ სულ რაღაც 45 წუთი გრძელდებოდა საქმიანი შეხვედრა. ვითომ არაფერი, მაგრამ აი, ის 15 წუთი ხიჭვივით რომ ესობა გულზე და რა ქნას ჯუნგლების მბრძანებელმა? დიახ, ლომი საოცრად ეჭვიანია, თუმცა თავად ამ გრძნობის აშკარად გამოხატვას ყოველთვის გაურბის და ერიდება. მით უმეტეს სახალხოდ. ღრიალი იცოცხლე ნებისმიერს უყვარს და გამოსდის ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ვისაც ჰქვია, მაგრამ იმიჯი და რეპუტაცია ეს ის თემაა, რომელსაც არც ერთი თავმოყვარე ლომი არ გადაახტება თავზე, თუნდაც ყველაზე მძაფრი ეჭვიანობის გამო. მორიელი – მას შეუძლია საყვარელ ადამიანს, იმაზე დიდი ხნით ადრე დაუწყოს დევნა და თვალთვალი, სანამ ეს უკანასკნელი მორიელი მამრის არსებობას აღმოაჩენს ჰორიზონტზე. მორიელი ყოველთვის თავად ირჩევს მსხვერპლს, დიახ დიახ არ მოგესმათ – მსხვერპლს! ქალი მორიელის ხელში ყოველთვის მსხვერპლია, რომელსაც აქვს ორი გზა ან დამორჩილდეს მას ნებაყოფლობით ან ეჭვიანობის მძაფრ ცეცხლში დაწვა მიესაჯოს. მორიელი ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობისკენაა მიდრეკილი. იგი არამხოლოდ საყვარელი ქალის ფარულ თაყვანისმცემლებზე (აშკარას ვინ გაბედავს, თუ ორი თავი არ აქვს) ეჭვიანობს, არამედ ამ უკანასკნელის პროფესიული საქმიანობა, დაქალები და ოჯახის წევრებიც კი აღიზიანებს ხან. იმიტომ რომ ისინი საყვარელ არსებასთან გასატარებელ წუთებს ისაკუთრებენ და ართმევენ მას. მშვილდოსანი – ალბათ გიკვრით რატომ მოხვდა ერთი შეხედვით თავისუფლებისმოყვარე, ლიბერალური და თავად არცთუ მაინცდამაინც დიდი ერთგულების უნარით სახელგანთქმული მშვილდოსანი ეჭვიანი მამრების სიაში. ახლავე აგიხსნით სიტუაციის არსს – საქმე იმაშია, რომ მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულ მამაკაცებში ეჭვიანობის მძაფრი შემოტევები, ერთობ არაორდინალურად ვლინდება. იგი ეჭვიანობას მაშინ იწყებს, როცა ურთიერთობა დამთავრებულია და მას "ყოფილის" სტატუსი აქვს მკაცრად გარანტირებული. ნებისმიერი ჭკუათმყოფელი მამრი ასეთ დროს გვერდზე გადგომას და ახალი ინტერესის ობიექტის მონახვას არჩევს ალბათ, მით უმეტეს, როცა მისი ერთ დროს საყვარელი ქალი სულაც არ იტანჯება მარტოობით და ახალი მეწყვილეც ჰყავს ნაპოვნი.; მაგრამ მშვილდოსანი რისი მშვილდოსანია, თუკი ძნელად "მოსაჩანგლ" და რთულ სამიზნეებს არ მოებღაუჭა. ასე რომ იგი მონდომებით იწყებს ისრების ლესვას, მხოლოდ მაშინ, როცა "ყოფილის" სტატუსი მიეკერება.

http://astrologi.ambebi.ge/astro-ambebi/3114-top-sami-super-etcviani-qmari-zodiaqos-nishnis-mikhedvith.html

საუკეთესო ცოლების TOP სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 24-12-2015, 00:50
მამაკაცებო, შემთხვევით კარგ გოგოს ხომ არ ეძებთ ოჯახის შესაქმნელად? თუ კი, მე გეტყვით როგორ შეარჩიოთ და იპოვნოთ ის "ერთადერთი" – ანუ იდეალური ცოლი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით... საამისოდ კი მხოლოდ ინტერესის ობიექტის დაბადების თარიღის გაგება მოგეთხოვებათ... თუმცა, თუ მანცდამაინც ისე მოხდა, რომ თქვენი გულის სატრფო ქვემოთ ჩამოთვლილ სამეულში ვერ მოხვდა, გული არ გაიტეხოთ... შემდგომი სტატია აუცილებლად მიეძღვნება თემას "ჭირვეულის მორჯულება" – ანუ როგორ ვაქციოთ საყვარელი ქალი იდელურ მეოჯახედ... ოღონდ ყოველგვარი "გრუზინულ-დიქტატორული" გამოხდომების გარეშე... ამჯერად კი საუკეთესო ცოლების სამეულს გაგაცნობთ: კირჩხიბი – შეიძლება იყოს აუტანლად წუწუნა, პერიოდულად დეპრესიული და საშინლად პრეტენზიული... სანამ თავს დიასახლისისა და დედის ამპლუაში დაიგულებს. აი, ამის შემდეგ ხდება მასში ჭეშმარიტი ტრანსფორმაცია და სულიერი გასხივოსნება. კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი, რამდენიც არ უნდა ამტკიცოს, რომ კარიერა ურჩევნია ოჯახს, მოწოდებით მეოჯახეა... ამიტომ თუ იგი ხელებს ასავსავებს და გათხოვების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს, იცოდეთ, რომ ჯერ არ უპოვია "შესაბამისი კანდიდატურა" საკუთარი ბუდის მოსაწყობად. ქალი კირჩხიბი იდეალური ცოლია – ნაზი, მზრუნველი, ყურადღებიანი და მოსიყვარულე. მას ყოველთვის ჰყოფნის იმის ჭკუა, რომ ქმარზე ჭკვიანად არასოდეს წარმოაჩინოს თავი საზოგადოებაში, გონიერებას კი რომელიც მას დაბადებიდან თან დაჰყვა შესანიშნავად იყენებს იმ დროს, როცა სურს მამაკაცს საკუთარ ნებაზე სიარული აიძულოს... ხომ გაგიგონიათ გამოთქმა: "ქალი კისერია, – მამაკაცი კი თავი?.. საბოლოოდ კი კისერი წყვეტს თავი რომელ მხარეს მიატრიალოს" – ჰოდა, ჩათვალეთ, რომ კირჩხიბი ქალია სწორედ ის "საპატიო" კისერი. კურო – ის იმ ქალების კატეგორიას არ განეკუთვნება, ვინც დაუფიქრებლად უკავშირებს საკუთარ ცხოვრებას პირველივე შემხვედრს. კურო ბრძენი, დინჯი და წინდახედული ქალია. სწორედ ისეთი, როგორიც სჭირდება ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ მამაკაცს. ამ ქალს მეუღლისთვის არამარტო კარგი ცოლობის გაწევა შეუძლია, მას ძალა შესწევს კონკრეტული კაცისგან შექმნას სრულფასოვანი მამაკაცი და თავდაჯერებული პიროვნება. როგორც ფსიქოლოგიური, ისე პროფესიული კუთხით. შესაბამისად, გამოთქმა "ყველა წარმატებული კაცის უკან, ძლიერი ქალი დგას" – სწორედ კურო ქალს შეესაბამება. ქალი კურო დამყოლი, მშვიდი და გაწონასწორებულია. მისთვის უცხოა ჩვეულებრივი ქალური ხუშტურები და ისტერიკები, რაც ნებისმიერ მამრს აფრთხობს და ღლის ხოლმე. იგი გასაოცარი სიმშვიდით იტანს ყველანაირ ცხოვრებისეულ განსაცდელს პარტნიორთან ერთად და არასოდეს, არასოდეს წუწუნებს იმის გამო, რომ ცხოვრება ამ კაცს დაუკავშირა. სასწორი – ამ ქალის ერთადერთი ნაკლი ალბათ ისაა, რომ მას გადაწყვეტილების მიღება თუ ვის დაუკავშიროს საკუთარი ცხოვრება, ძალიან უჭირს. სამაგიეროდ, ამ საქციელით იგი მამაკაცს აძლევს უფლებას თავი სიტუაციის სრულ ბატონ-პატრონად მიიჩნიოს და პრიორიტეტებიც მანვე განსაზღვროს ოჯახში, რომელიც ისევ და ისევ მისი აქტიურობით უნდა შეიქმნას. სამაგიეროდ, როცა სერიოზული ურთიერთობის საძირკველი გაიჭრება, სასწორის მოქანავე პინები როგორც იქნა შეწყვეტს აქეთ-იქეთ ყანყალს. იგი შესანიშნავი, რბილი, დიპლომატიური და საოცრად გამგებიანი ცოლი იქნება. ამასთან ერთად, ქალი სასწორის თანდაყოლილი შარმით ნებისმიერ მამაკაცს დამსახურებულად შეუძლია მოიწონოს თავი. ამ კუთხით სასწორი ქალი ქმარს არასოდეს შეარცხვენს. თუმცა ჯერ სად ხართ, მას სხვა "კოზირებიც" გააჩნია ვიზუალური მონაცემების გარდა... იგი ნაკითხი, ზომიერად ერუდირებული და მოქნილია. ყოველთვის იცის, სად გაჩუმდეს, როდის და რა ვადით. მეუღლეს თავზე არასოდეს გადაახტება. არც ეჭვიანობას და არც დრამატული ისტერიკების მოწყობაში არიან ქალი სასწორები შემჩნეულნი. უფრო მეტიც, აგრესიისა და კონფლიქტების ამ ქალს ცეცხლივით ეშინია. შესაბამისად, იგი ყოველთვის დაიცავს სიმშვიდეს და ჰარმონიას როგორც ოჯახში, ისე პარტნიორულ ურთიერთობაში. სხვა რა უნდა ჭეშმარიტ მამრს?

http://astrologi.ambebi.ge/home/qalebi/3124-sauketheso-colebis-top-sameuli-zodiaqos-nishnis-mikhedvith.html

როგორი სახლი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 24-12-2015, 00:45
ნებისმიერი ადამიანი ოცნებობს საკუთარ სახლსა და კომფორტულ ატმოსფეროზე. თუმცა, ხშირად ისე ხდება, რომ ვიღაცისთვის კეთილმოწყობილი გარემო ჩვენთვის აბსოლუტურად არაჰარმონიულია და თავს იქ კარგად ვერა და ვერ ვგრძნობთ. აღმოჩნდა, რომ საცხოვრებლის მოწყობისას თქვენი ზოდიაქოს ნიშანიც უნდა იქნას გათვალისწინებული... პროექტი, ლანდშაფტი, დიზაინი... ამას ყველაფერს ზედმიწევნით უნდა შერჩევა. თუ როგორ, ამას სტატიაში გაგაცნობთ დაწვრილებით ვერძს მინიმალური ავეჯით დატვირთული სახლი შეეფრება. სასურველია, მაღალსართულიანი სახლის ბოლო სართული. შემინული აივნით ან ფართო ვერანდით. კუროსთვის საკუთარი სახლია აუცილებელი. იდეალური გამწვანებით, ეზოს ყვავილებითა და ხეხილიანი ბაღით. ტყუპს დუპლექსი ან სულაც ტრიპლექსი ესაჭიროება საიმისოდ, რომ სახლში მოწყენილად არ იგრძნოს თავი. მისთვის ასევე კარგი იქნება სტუდიოს ტიპის ბინა. ბევრი ფერადი პუფით, დიდი პლაზმური ტელევიზორითა და წიგნებით. კირჩხიბს სიძველეები უყვარს; შესაბამისად, ასტროლოგები ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს ურჩევენ მამაპაპისეული სახლი ახლებურად გადააკეთოს ისე რომ ნებისმიერი ნივთი ინტერიერის დიზაინში წარსულის უნიკალურ რელიქვიად აქციოს. ლომი პომპეზურობის მოყვარული ტიპაჟია. მისთვის აუცილებელია მრავალოთახიანი საცხოვრებელი, რამდენიმე დიდი ვერანდითა და აუზით, ხმაურიანი მეგობრული თავყრილობების ან სტუმრების მისაღებად. ქალწულს მინიმალიზმი მოსწონს. შესაბამისად, მისი სახლი არასოდეს უნდა იყოს ზედმეტად გადატვირთული არც ხალხით, არც ავეჯით. მისთვის საუკეთესო ნატურალური მასალისგან ნაგები, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას მდებარე სახლი. სასწორს ფერები ხიბლავს ყველგან და ყველაფერში. შესაბამისად, მისთვის სახლი თეატრს უნდა წააგავდეს. აუცილებელია ინტერიერში ბევრი ფერადი დეტალი, მუსიკალური საკრავები და ქანდაკებები. მორიელი საკმაოდ ჩაკეტილი ცხოვრების წესის მქონე ინდივიდია. შესაბამისად, სახლი მისთვის ჭეშმარიტად ციხე-სიმაგრეს წარმოადგენს. ამ ნიშნის ხალხს მოსწონს მუქი ფერები ინტერიერში. ოთახები დაბურული, ან ნახევრად განათებული. სასურველია თუ ავეჯის მხრივაც მუქ ტონალობას მიანიჭებთ უპირატესობას. მშვილდოსნის სახლი ბოშათა ბანაკს უნდა წააგავდეს. ყველაზე კარგად ეს ხალხი ალბათ გორგოლაჭებიან სააგარაკო კარავში იცხოვრებდა. თუმცა, როცა საცხოვრებელ სახლზე ვმსჯელობთ, საუკეთესო ვარიანტი მშვილდოსნისთვის კერძო სახლი იქნება... ყველაზე კარგი ვარიანტია ამ მხრივ რანჩო ბევრი ცხოველით. თხის რქას სიმშვიდე, წესრიგი და დისციპლინა უყვარს. მისთვის აუცილებელია ტრადიციულ სტილზე მოწყობილი საცხოვრებელი. ყოველგვარი ექსტრავაგანტური გამოხდომების გარეშე. ბუხარი, დიდი სასადილო ოთახი, სადაც მთელი ოჯახი ერთად საუზმობს. მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები ორიგინალობით გამოირჩევიან ყველაფერში. შესაბამისად, მათ საცხოვრებელიც ექსტრავაგანტური ესაჭიროებათ. ყველაზე უკეთესი ამ მხრივ მერწყულისთვის არის მინიმალური ავეჯით დატვირთული ბინა, რომელიც ტექნიკის უახლესი მიღწევებით იქნება აღჭურვილი ყველა ოთახში. თევზებისთვის სახლი სულიერი ნირვანისა და რელაქსაციის ატმოსფერო უნდა იყოს. მათთვის აუცილებელია აკვარიუმი, დიდი აუზი ან ლამაზი ორანჟერეა, სადაც იგი ჩაის დალევს, წიგნებს წაიკითხავს და მეგობრებთან ერთად ფილოსოფიურ საუბრებში გაატარებს საღამოებს.

http://astrologi.ambebi.ge/astro-ambebi/3136-rogori-sakhli-shegeferebath-zodiaqos-nishnis-mikhedvith.html

ნამდვილი მექალთანე, თავდაჯერებული მატყუარა თუ უბრალოდ ერთგული მამაკაცი

Автор: datuna от 24-12-2015, 00:44
ალბათ ნებისმიერ ქალს ტანჯავს იმაზე ფიქრი, როგორ ამოიცნოს ახალგაცნობილ მამაკაცში ამ უკანასკნელის სამომავლო გეგმები და მიზნები. რამდენად შეიძლება ვენდოთ ახალი თაყვანისმცემლის გულწრფელობას, მამაკაცებს ხომ (ზოგადად ადამიანებსაც) ორსახოვნება და ორმაგი თამაშის სიყვარული ხშირად ახასიათებთ. ასტროლოგები ამ მხრივ ზოგად ინსტრუქციას გვთავაზობენ იმის გასაგებად, თუ რომელი ნიშნით დაბადებული მამაკაცი რისკენ მიისწრაფვის თუნდაც მოკლევადიანი ფლირტისას... რომელია მათ შორის ქალებზე მონადირე მაჩო, რომელი რომანტიკოსი და რომელი მეოჯახე... ამას თქვენი რჩეულის დაბადების მონაცემებით გაარკვევთ.. მაშ ასე, თუკი სერიოზული ურთიერთობა გსურთ და ოჯახისკენ მიისწრაფვით იდეალურია, თუკი თქვენი ნაცნობი კირჩხიბი, კურო, თხის რქა ან ქალწული აღმოჩნდა... მაგრამ მზად იყავით იმისთვისაც რომ ეს კაცი ურთიერთობას უცებ არ გაასერიოზულებს. მას დრო და დაკვირვება სჭირდება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. თუკი საკურორტო რომანს, დროებით გასართობს ან უბრალოდ კარგ კომპანიონს ეძებთ მოგზაურობისას ან ღამის კლუბში ამ კუთხით ვერძი, მშვილდოსანი, სასწორი, ტყუპი ან მერწყული გამოგადგებათ. ამგვარ კაცებს უპრობლემო და მოკლევადიანი ურთიერთობები ურჩევნიათ ყველაფერს. ორმაგი თამაშისკენ არიან მიდრეკილნი ურთიერთობაში მორიელები და თევზები. ამიტომ სანამ ოცნების კოშკებს ააგებდეთ, კარგად გადაამოწმეთ თქვენი ახალი თაყვანისმცემელი ცოლიანი ხომ არაა? თუმცა ასეც რომ არ იყოს, მძაფრი ემოციების გადატანა მაინც მოგიხდებათ; იმის გამო, რომ თქვენი ინტერესის ობიექტს სიყვარული ემოციების ზღვასთან აქვს გაიგივებული.

http://astrologi.ambebi.ge/home/mamakacebi/3156-namdvili-meqalthane-thavdajerebuli-matyuara-thu-ubralod-erthguli-mamakaci.html

Назад Вперед
Наверх
 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.