Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
» Материалы за 22.01.2016
на правах рекламы

რატომ ირჩევენ გოგონები გამოსაქვეყნებლად ყოველთვის მე-6 სელფს?

Автор: admin от 22-01-2016, 23:04
ბრიტანელებმა ჩაატარეს სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალები მხოლოდ მე-6 ჯერზე გადაღებული სელფებით არიან კმაყოფილნი - იუწყება The Daily Mail.

კვლევა ჩატარდა სატელევიზიიო არხ ITV-ზე გამავალი პროგრამის "დილა მშვიდობისა, ბრიტანეთო" დაკვეთით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 5 ათასმა ადამიანმა.

ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ სელფების გადაღებისას ქალები ჩვეულებრივ შლიან პირველ ხუთ ფოტოს და მხოლოდ მეექვსე ჯერზე გადაღებულს მიიჩნევენ ღირსად სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებისთვის. მამაკაცები კი სასურველ შედეგს მეოთხე ჯერზე აღწევენ.

ექსპერტებმა ასევე გაარკვიეს, რომ ქალების 15% და მამაკაცების 19% ახდენს სოციალური ქსელებისთვის განკუთვნილი ფოტოების პროგრამულ დამუშავებას: ამოჭრას, კორექციას და ა.შ.

intermedia.ge

7 რჩევა, თუ როგორ მოვიგოთ შეყვარებულის დედის გული

Автор: admin от 22-01-2016, 23:03
ნებისმიერი ქალიშვილსთვის საყვარელი მამაკაცის დედის გაცნობა მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა. სიტყვა "დედამთილი" ზოგში გაურკვეველ შიშს ბადებს. სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. შეიბრალეთ ქალბატონი, რომლისგანაც მისი ზრდასრული და ამქვეყნად ყველაზე საყვარელი მამაკაცი მიდის. ვისთან მიდის? თქვენთან. ამიტომ მომავალი მეორე დედის მიმართ საბრძოლველად ნუ განეწყობით. დაარწმუნეთ, რომ შვილის წართმევას არ აპირებთ. მისთვის სასურველი სარძლო რომ გახდეთ, საჭიროა:

1. თქვენს რჩეულს პირში უყურეთ. დაე, დედამისი დარწმუნდეს, რომ ყველა გადაწყვეტილებას სწორედ ის იღებს, მაშინაც კი, თუ ამას ყოველთვის თქვენ აკეთებთ.

2. იყავით თავდაჭერილი ქცევაში, ასევე ჩაცმის სტილში. ჭარბი კოსმეტიკით, მეტისმეტად მოკლე კაბითა და გაშიშვლებული ჭიპით მის წინაშე ნუ წარდგებით.

3. პასუხებს თავს ნუ აარიდებთ. ყველა მის შეკითხვას სრულად უპასუხეთ.

4. შესთავაზეთ დახმარება სუფრის გაშლაში ან ჭურჭლის ალაგებაში.

5. წასვლისას აუცილებლად აღნიშნეთ, რომ მისი გაცნობით ძალიან კმაყოფილი დარჩით.

6. ნუ დაიწყებთ მსჯელობას, რომელიც იწყება სიტყვებით: "ვფიქრობ", "დარწმუნებული ვარ".

7. დიასახლისის როლს ნუ მოირგებთ, ნუ დაიწყებთ თაროებსა და მაცივარში ძვრომას, ოთახებში ბორიალს.

8. ნუ ისაუბრებთ მწვავე და საკამათო თემებზე - ფასებზე, პოლიტიკაზე, რელიგიაზე, კატასტროფებზე, უკ

როდის უნდა გქონდეთ პირველი სექსი იმისათვის, რომ სიამოვნება მიიღო

Автор: admin от 22-01-2016, 23:03
ასაკი, როცა მოზარდი პირველ სექსუალურ კონტაქტს ამყარებს მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის მომდევნო სექსუალურ ცხოვრებაზე. კერძოდ სრულწლოვანი ადამიანები, 19 წელს გადაცილებულები ერთმანეთისგან უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ და უფრო ბედნიერები არიან, ვინაიდან ისინი უფრო ხშირად უტყდებიან ერთმანეთს სიყვარულში, უფრო ხშირად საუბრობენ ერთმანეთის ნაკლოვანებებზე და ცდილობენ ჰარმონიული ინტიმური კავშირი ქონდეთ.
მეცნიერების დასკვნით" ახალგაზრდებს, რომლებიც ინტიმურ ცხოვრებას შედარებით გვიან იწყებენ, მას შემდეგ რაც ზრდასრულ ასაკს მიაღწევენ, შეუძლიათ დაამყარონ უფრო ჰარმონიული ურთიერთობა პარტნიორთან, ვიდრე მათ, ვისაც ადრეულ ასაკში ჰქონდათ პირველი სექსუალური გამოცდილება. შეიძლება ამის მიზეზი ის არის, რომ ზრდასრულმა ადამიანმა იცის ვისთან და როდის დაამყაროს სექსუალური კავშირი, ეძებს ემოციურ და რომანტიკულ კავშირებს."

რომელ წლებში დაბადებულ ადამიანებს არ შეუძლიათ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება

Автор: admin от 22-01-2016, 22:56
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის აზრით, ქორწინებაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმას მეუღლეების დაბადების წელს, მისი თქმით დაბადების წლის მიხედვით მათ ურთიერთობაში ერთგვარ როლებიც ენიჭებათ.
ნებისმიერი ადამიანის ქორწინებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ენერგეტიკულად ყველაზე ძლიერი ვექტორული წრის სტრუქტურა, რადგან ის აყალიბებს თანასწორობას ნიშანთა თორმეტივე წყვილს შორის. თითოეულ ასეთ წყვილში არის ეგრეთ წოდებული ბატონი და მსახური. ვექტორული ურთიერთობა არ არის დამოკიდებული ნიშნის ბუნებაზე, ის არ ექვემდებარება გონების კონტროლს. ეს ურთიერთობები ვითარდება გაუთვითცნობიერებლად.
ვექტორული ქორწინების წყვილთა რიცხვი კი ასეთია: ბატონი – ვირთხა, მსახური – ცხენი; ბატონი – ცხენი, მსახური – ტახი; ბატონი – ტახი, მსახური – გველეშაპი; ბატონი – გველეშაპი, მსახური – კატა; ბატონი – კატა, მსახური – მამალი; ბატონი – მამალი, მსახური – ძაღლი; ბატონი – ძაღლი, მსახური – ხარი; ბატონი – ხარი, მსახური – ვეფხვი; ბატონი – ვეფხვი, მსახური – თხა; ბატონი – თხა, მსახური – გველი; ბატონი – გველი, მსახური – მაიმუნი; ბატონი – მაიმუნი, მსახური – ვირთხა.
თუ გსურთ ვექტორული წრის კანონებში გარკვევა, დროებით დაივიწყეთ ნიშნებს შორის განსხვავებები, რადგან, ამ შემთხვევაში, ერთადერთი ურთიერთმოქმედება ბატონისა და მსახურის ვექტორული ურთიერთობაა. ამ წყვილთა საქორწინო კავშირში ურთიერთობის განვითარება ხდება მისტიკური, გრიგალისებური სტრუქტურის მიხედვით, რომელშიც ნათლად ჩანს მოქმედების მიმართულება, მაგრამ, არ ჩანს მოქმედების ხასიათი. ნიშანდობლივია, რომ სხვა წყვილთა ქორწინებისას ადამიანებს არ ძალუძთ ისეთი მწვერვალების დაპყრობა, როგორც ამგვარ ვექტორულ ურთიერთობებშია შესაძლებელი, მაგრამ, ამ აღმაფრენისთვის რაღაც საზღაურის გაღებაა საჭირო, რომელთა შორის უმრავლესი – ურთიერთობისა და სტაბილურობის შეუძლებლობაა.
ვექტორული ქორწინების ერთ-ერთი პარადოქსი ის არის, რომ წყვილს არ შეუძლია ცხოვრება არც უერთმანეთოდ და არც ერთად. წრიული ურთიერთობები ოჯახური ცხოვრებისთვის დიდად რეკომენდებული არ არის, თუმცა, შემოქმედებით სფეროში მისი არსებობა გამართლებულია. ცხადია, ყველა საბედისწერო სიყვარული არ არის ბატონისა და მსახურის ურთიერთობა, მაგრამ, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში შესაძლებელია ასეთი ურთიერთობა.
ვექტორული ურთიერთობა იმაში ვლინდება, რომ, დიდი უპირატესობის შემთხვევაშიც კი, მსახური მაინც მხოლოდ ბატონის კვარცხლბეკია და, რაც მთავარია, მსახური ამ როლს ნებაყოფლობით, სიყვარულითა და პატივისცემით ასრულებს. შესაძლოა, ვექტორულ კავშირში ცხოვრება შეამსუბუქოს ცოლ-ქმარს შორის დიდმა ასაკობრივმა სხვაობამ ან მოწიფულობის ასაკში დაქორწინებამ.
ასეთი ქორწინების დროს უნდა გახსოვდეთ, რომ ბატონი ყოველთვის მართალია. ნურც ბედისწერის შემობრუნებასა და მსახურისთვის პირველობის მინიჭებას შეეცდებით, ჯობია, იუმორი მოიშველიოთ. თუ სურვილი გაგიჩნდათ, აიღეთ ტაიმ-აუტი – ცოტა ხნით განმარტოვდით, მაგრამ, თუ ურთიერთობა დასაშვებ ნორმებს სცილდება, გირჩევთ, სიტუაციის გამოსწორებას არ დაელოდოთ. თუ თქვენ მსახური ხართ და ბატონთან განშორება გადაწყვიტეთ, ნურასდროს შეეცდებით შურისძიებას.
ხშირია შემთხვევა, როცა განქორწინების შემდეგ ეს წყვილები კვლავ ერთმანეთს უკავშირებენ ბედს და ერთად იწყებენ ახალ ცხოვრებას. გარედან ისე ჩანს, თითქოს ურთიერთობა ჰუმანურია, მაგრამ, ეს მხოლოდ ილუზიაა. ხშირ შემთხვევაში, ვექტორული წყვილი ერთად მთელ ცხოვრებას ჰარმონიაში ატარებს. ამისთვის აუცილებელია, გახსოვდეთ, რომ ბედნიერებისთვის საზღაურის გაცემაც აუცილებელია და, თუ ურთიერთობა აუტანელი ხდება, მაშინ ჯობია, დროულად შეწყვიტოთ ის.

3 ყველაზე რომანტიკული ზოდიაქოს ნიშანი

Автор: admin от 22-01-2016, 22:56
ყველა ადამიანს სურს რომანტიკა მისი ცხოვრების ნაწილი იყოს. ვის არ ესიამოვნება ვარდის ფურცლებით მორთული საწოლი, ვახშამი სანთლის შუქზე, სასიამოვნო მუსიკა, შამპანიური და სიყვარულში გამოტყდომა. თუმცა ყველა ადამიანს როდი ეხერხება საყვარელი ადამიანის ასე განებივრება და სიყვარულის რომანტიკულად აღიარება. ზოდიაქოს 12 ნიშნიდან, გამოვყოფთ იმ სამ ნიშანს, რომელთაც ყველაზე მეტად იზიდავთ რომატიკული ურთიერთობები:

3. ლომი
ეს დახვეწილი და გემოვნებიანი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი, აღიარებული საყვარლები არიან. სწორედ ისინი იპყრობენ პარტნიორის გულს რომანტიკული პაემნებით. ლომი ყოველთვის მოახერხებს მის გაოცებას და საზოგადოებრივ წვეულებებზე დაპატიჟებს ან პარკს მოისყიდის მხოლოდ თქვენ ორისთვის და პაემანს დაგინიშნავთ.
ზოდიაქოს ამ ნიშნისგან ყველაზე უჩვეულო და გასაოცარ ხელის თხოვნას უნდა ელოდოთ. სამყაროს გარშემო მოგზაურობას მოგიწყობთ, რამდენიმე დღით ყველასგან მოშორებით წაგიყვანთ ან სადმე კუნძულზე გაგასეირნებთ. ლომი საყვარელი ადამიანის გაოცებას ყოველთვის ახერხებს, თანაც ისეთი შემართებითა და მასშტაბებით, რომ ამის შესახებ ყველა იგებს.

რომელ თვეში დაბადებული ადამიანები არიან პირად ცხოვრებაში უიღბლოები

Автор: admin от 22-01-2016, 22:54
ასტროლოგიური თვალსაზრისით, კონკრეტულ თვეში დაბადებული ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც სახასიათო შტრიხებით, ასევე ბედ-იღბლით. ამიტომ, თუ გეცოდინებათ, რომელ თვეში დაბადებულ ადამიანს რა ხასიათი აქვს და რა კუთხით უმართლებს, მასთან ურთიერთობა საკმაოდ გაგიადვილდებათ.

იანვარში დაბადებული ადამიანი არ არის მომთხოვნი და კმაყოფილდება იმით, რაც აქვს. ავტორიტეტულ და გავლენიან პირებთან ურთიერთობისას ის მეტ გამოცდილებასა და ცოდნას იძენს; ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ; არ უყვარს ზედმეტი კრიტიკა და, ცდილობს, არც სხვა გააკრიტიკოს; ხშირად უჩნდება სურვილი, განმარტოვდეს და დაფიქრდეს წარსულზე.

თებერვალში დაბადებული ადამიანები გაწონასწორებულები და გონებამახვილები არიან. სერიოზულ ემოციურ პრობლემას ხშირად უქმნით ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირება. განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ იმის მიმართ, თუ რას ამბობენ მათზე უცხო ადამიანები. მათთვის მნიშვნელოვანია სხვების აზრი. ისინი კარგი მრჩევლები არიან მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.

მარტში დაბადებულები გონებამახვილობითა და იუმორის გრძნობით გამოირჩევიან. ყველასთან შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა. ხშირად სწყდებიან რეალურ სამყაროს და ფანტაზიებში იჭრებიან. ამ თვეში დაბადებულ ადამიანთან ურთიერთობა დადებით ემოციებსა და განცდებს იწვევს. არ უჩივიან თაყვანისმცემლების უყურადღებობას, თუმცა ოჯახურ სფეროში იშვიათად უმართლებთ.

აპრილში დაბადებული ადამიანები იმპულსურობითა და მებრძოლი სულისკვეთებით გამოირჩევიან. გარემოება ხშირად აძლევს მათ შანსს, მატერიალური დოვლათი მოიპოვონ. მთავარია, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდნენ. რასაც მიზნად დაისახავენ, ყოველთვის მიაღწევენ. არ უყვართ, როცა ატყუებენ და, ამის გამო, შესაძლოა, საყვარელი ადამიანებიც კი სამუდამოდ დაივიწყონ.

მაისში დაბადებულები ვერ იტანენ თავისუფლების შეზღუდვას. ერთი შეხედვით, წყნარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ, თუ გაბრაზდნენ, დიდხანს ვერ დააშოშმინებთ, ტკბილი სიტყვით კი ნებისმიერ საქმეს გააკეთებინებთ. ხშირად ბედში არ უმართლებთ, თუმცა არ არიან ზედმეტად მომთხოვნები და ის მცირედიც აკმაყოფილებთ, რაც გააჩნიათ. მაგრამ, უკეთეს მომავალზე ფიქრს არასდროს გაურბიან და სჯერათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ივნისში დაბადებული ადამიანები ნიჭიერები არიან. ახასიათებთ ექსტრავაგანტური მოქმედებები. პატივს სცემენ ტრადიციებს. ოჯახის წევრების მიმართ გამოხატავენ სითბოს და უყვართ მოდურად ჩაცმა. ცოტა მშიშრები არიან და ამის გამო ცხოვრებაში ხშირად უწევთ უკან დახევა. ისმენენ სხვების აზრს, მაგრამ არ ითვალისწინებენ.

ივლისში დაბადებული ადამიანი ცდილობს არავის აწყენინოს და ყველასთან კარგი ურთიერთობა დაამყაროს. ხშირ შემთხვევაში, ბედში არ უმართლებს. ის ყოველთვის ერიდება კონფლიქტურ სიტუაციებს, გაუგებრობებსა და ჩხუბს. ჯანმრთელობის მხრივ სუსტია და ამის გამო ხშირად ავადმყოფობს, რაც მის პროფესიონალიზმს აფერხებს.

აგვისტოში დაბადებული ადამიანები კონფლიქტური ხასიათით გამოირჩევიან. უყვართ დამოუკიდებელი ცხოვრება. უჭირთ მეორე ნახევრის არჩევა და პირად ცხოვრებაში ხშირად უშვებენ შეცდომებს. ბევრი კრიზისული პერიოდი აქვთ, მაგრამ ამის გამო დეპრესიაში არ ვარდებიან. ცდილობენ, საკუთარი შრომისუნარიანობით გადალახონ წინაღობები.

სექტემბერში დაბადებულები ხშირად ხვდებიან საკამათო სიტუაციებში. პირად ცხოვრებაში ბევრ პრობლემას აწყდებიან და ბედსაც უჩივიან, თუმცა კარიერაში მეტად იღბლიანები და წარმატებულები არიან. პარტნიორების დახმარებით, საქმესა თუ ბიზნესში წარმატებებს აღწევენ.

ოქტომბერში დაბადებული ადამიანი სადაც შედის, სიხალისე და იდილია შეაქვს. კარიერაში დიდ წარმატებებს აღწევს და გარშემო მყოფებშიც კარგი ავტორიტეტით სარგებლობს. უყვარს ახლობლების, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის დახმარების გაწევა. პირად ცხოვრებაში კი სულ ძიებაშია და საკუთარი მიღწევებით არასდროს კმაყოფილდება.

ნოემბერში დაბადებული ადამიანი აქტიურობითა და მიზანდასახულობით გამოირჩევა. ადვილად ამჩნევს ფარულ მტრებს და ყოველთვის ახერხებს, იყოს მათზე ძლიერი. შეუძლია, დიდ წარმატებებს მიაღწიოს საკუთარი ძალებით და არა სხვების დახმარებით. საყვარელ ადამიანთან გრძნობით მოქმედებს და ხშირად იგნორირებას უკეთებს გონების კარნახს. რის გამოც, შესაძლოა, ცხოვრების ბოლომდე არ გაუმართლოს სიყვარულში.

დეკემბერში დაბადებულები მკაცრები და ზედმეტად კრიტიკულები არიან. გარშემო მყოფებთან ხშირად უწევთ კამათი. სწრაფად იკეთებენ კარიერას და არც ბიზნესში უჭირთ სასურველი შედეგების მიღწევა. საკუთარ ავტორიტეტს ყოველთვის პირადი მიზნებისთვის იყენებენ. უყვართ ოჯახური სიმშვიდე და იდილია.

წყარო: "თბილისელები"

ვინ იქნება თქვენი საუკეთესო ქმარი ზოდიაქოს ნიშნის მიხდვით

Автор: admin от 22-01-2016, 22:53
ნებისმიერი ქალი, რომელიც ამ ქვეყანაზე იბადება ცხოვრებაში ერთხელ მაინც პოულობს მისთვის შესაფერის ან მეტნაკლებად შესაფერის პარტნიორს. თუმცა, რამდენად აძლევს ეს უკანასკნელი ბედისწერას იმის საშუალებას, რომ მოვლენები სერიოზულად განვითარდეს უკვე თავად ინდივიდის ნება-სურვილზეა დამოკიდებული დიდწილად. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ამა თუ იმ ქალს მინიმუმ ორი სხვადასხვა ტიპის მამაკაცი შეეფერება...

ვერძს ყველაზე კარგად "მოათვინიერებს" ლომი ან მორიელი.

კუროს საუკეთესოდ გაუგებს ქალწული ან კირჩხიბი.

ტყუპის იდეალური მამაკაცი შეიძლება მერწყული ან მშვილდოსანი იყოს.

კირჩხიბისთვის კი იდეალურ მეწყვილედ თევზები ან ქალწული მოიაზრება.

ლომი ქალის შესანიშნავი კავალერი იქნება ვერძი ან თხის რქა მამაკაცი.

ხოლო ქალწულის ნიშნით დაბადებულ ქალს შესანიშნავად დააბალანსებს კურო ან მორიელი.

სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს ყველაზე უკეთ ტყუპი ან მშვილდოსანი მამაკაცები შეეფერებიან

20 რამ, რაზეც გოგონასთან შეხვედრისას უნდა ისაუბროთ

Автор: admin от 22-01-2016, 22:53
მამაკაცებს ხშირად გვიჭირს სუსტ სქესთან საერთო ენის გამონახვა. ზოგჯერ სასაუბრო თემას ვერ ვპოულობთ, ზოგჯერ კი საერთოდ რაღაც სისულელებს ვროშავთ. ეს პრობლემა განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როდესაც არა უბრალოდ ქალს ვესაუბრებით, არამედ ქალს, რომელიც მართლა მოგვწონს. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ ნერვიულობას ვიწყებთ. მაშ ასე მინდა წარმოგიდგინოთ 20 უნივერსალური სააუბრო თემა, რომელზეც შეიძლება ესაუბროთ სუსტი სქესის წარმომადგენლებს.

1) კინო: უნივერსალური თემა. ვიწყებთ კითხვიდან "კინოთეატრში იყავი?" ვარკვევთ რისი ყურება უყვარს, დადის თუ არა ღამის სეანსებზე, ვპატიჟებთ კინოში, ყველაფერი კარგადაა.

2) გატაცებები: მაგალითად თქვენ გიყვართ როლიკებით სეირნობა ან აგროვებთ მარკებს. პირველ შემთხვევაში მოკლე საუბრის შემდეგ დაპატიჟეთ სასეირნოდ, თუ როლიკებზე დგომა არ იცის, დაპირდით რომ ასწავლით. მეორე შემთხვევაში მოუყევით რომანტიული ისტორია საყვარელი მარკის შესახებ და დაპატიჟეთ კოლექციის სანახავად. არ დაგავიწყდეთ დაინტერესდეთ რა გატაცებები აქვს გოგონას და მიეცით დრო მოსაყოლად.

3) ლიტერატურა: მას კითხვა უყვარს? მაშინ წინ. რა წაიკითხა ბოლოს? რომელია მისი საყვარელი მწერალი? მოუყევით რას კითხულობთ თქვენ. იქნებ იცით რომ უახლოეს მომავალში რომელიმე წიგნის ეკრანიზაცია მოხდება.

4) მუზეუმები, ღირსშესანიშნავი ადგილები: ნებისმიერ ქალაქში ასეთი ადგილი მრავლადაა. საკმარისია ხელში გზამკვლევი აიღოთ და რამოდენიმე მათგანის შესახებ ინფორმაცია დაიმახსოვროთ. მაშინ შეძლებთ გოგონას საინტერესო ამბები უამბოთ ქალაქში სეირნობისას. "იცი აქ მაიკოვსკი, პუშკინი, ვაჟა ფშაველა, ფიროსმანი ცხოვრობდა" და მოუყევით რომანტიული ისტორია ამ ადგილის შესახებ. დაინტერესდით რომელია მისი საყვარელი ადგილი ქალაქში.

5) ცუდი ჩვევები: აჯობებს თუ "საყვარელ" ნაკლოვანებებზე ისაუბრებთ. მთავარია სახალისო იყოს.

6) ფული: ისაუბრეთ იმაზე თუ რა ღირს წიგნები, დისკები, ტელეფონები და სხვა. თუმცა ამ თემის გავრცობა არ ღირს, თორემ იფიქრებს, რომ ძუნწი ხართ. რამოდენიმე აზრის გაცვლის შემდეგ ჯობია სხვა თემაზე გადახვიდეთ. მაგალითად საჭმელზე.

7) საჭმელი: ისაუბრეთ ყველაფერზე დაწყებული ბებიას საოჯახო ღვეზელებიდან, ეკზოტიკურ ზღვის პროდუქტებზე, კაფეებზე, რესტორნებზე და ა.შ. თქვენს საყვარელ კაფეში დაპატიჟება ამ სიტუაციაში სრულიად ლოგიკური იქნება.

8) მოგზაურობა, გასეირნება: მოუყევით გოგონას თქვენი უკანასკნელი მოგზაურობის შესახებ. ჰკითხეთ სად უყვარს მას სიარული, უყვარს თუ არა მოგზაურობა. რა ურჩევნია ზღვა, მთა თუ ბარი, სად უნდა რომ იმოგზაუროს.

9) ავტომობილი, ტრანსპორტი: დაინტერესდით ატარებს თუ არა ავტომობილს. არა? აქვს თუ არა სურვილი? რომელი ავტომობილი მოსწონს? რომელი ტრანსპორტის ტარება უნდა? იქნებთ გამანადგურებელის ან კოსმოსური ხომალდის? მოუყევით თქვენი ოცნების ავტომობილის შესახებ.

10) სწავლა, სამსახური: მოუყევით რამოდენიმე სახალისო ამბავი თქვენი პრაქტიკიდან. ჰკითხეთ კოლექტივთან ურთიერთობის შესახებ, აწყობენ თუ არა საერთო წვეულებებს, ჰკითხეთ უფროსებისა და მასწავლებლების შესახებ. ამ ისტორიებში აუცილებლად იპოვით რამე საერთოს. რაიმეზე ერთად იცინებთ.

11) როგორ ატარებს თავისუფალ დროს? ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში არ დაუშვათ კრიტიკა მის მიმართ.

12) სპორტი: დაიწყეთ ფრთხილად, სპორტის საყვარელი სახეობებიდან, თუ გაიგეთ რომ სპორტითაა დაკავებული განავრცეთ თემა. ცნობილი სპორცმენები, სპორტული დარბაზები, ცურვის სახეობები, სპორტული ტურიზმი, აქ თემა უამრავია.

13) ჯანმრთელობა: სპორტიდან გადადით ჯანმრთელობაზე. შეგიძლიათ თქვათ, რომ ბევრად უკეთესია ველოსიპედით სეინობა ვიდრე ბნელ კუთხეში წებოს ყნოსვა. შეიძლება ცოტა ერთად იფილოსოფოსოთ ამ თემაზე, თუ რა თქმა უნდა არ შეატყვეთ, რომ მთქნარება დაიწყო.


14) რელიგია: თქვენ გჯერათ ღმერთის, ბედისწერის, დაინტერესებული ხართ ბუდიზმით, რელიგიის ისტორიით და ა.შ. ნუ მოგერიდებათ დაინტერესდით სჯერა მას თუ არა, რომ ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული თუ ფიქრობს, რომ ადამიანი თვითონაა თავისი ბედის შემოქმედი? თვლით, რომ თქვენი შეხვედრები შემთხვევითი არ არის? მიანიშნეთ ამის შესახებ. შეიძლება საინტერესო საუბარი გამოგივიდეთ.

15) ურთიერთობა: აქ შეიძლება დაინტერესდეთ, როგორ მამაკაცს უნდა რომ შეხვდეს. რას ვერ მოითმენს: ღალატს, ძუნწობას, ეჭვიანობას... გამოთქვით თქვენი აზრი. ჰკითხეთ მეგობრების შესახებ, უამბეთ თქვენს მეგობრებზე.

16) ბავშვები: პატარები, უმცროსი დები და ძმები, ნათესავები და უბრალოდ ნაცნობები. აუცილებლად იპოვით ბევრ რამეს სასაუბროდ. თუ თქვენს მიერ არჩეული ქალი უკვე დედაა, მაშინ საუბარი შეიძლება უსასრულობამდე გაგრძელდეს. შეძლებთ გაარკვიოთ რამდენად სერიოზული ადამიანია თქვენს წინაშე.

17) საჩუქრები, დღესასწაულები: რომელი დღესასწაულია ყველაზე-ყველაზე? უყვარს საჩუქრები? მიღება თუ ჩუქება? აუცილებლად ისაუბრეთ თქვენს შესახებაც.

18) ტანსაცმელი: აუცილებელია კომპლიმენტი მისი შესანიშნავი ჩაცმულობის შესახებ. იხუმრეთ თქვენი საყვარელი ჯინსების შესახებ. აგრძნობინეთ, რომ თქვენთვის ქალი ყოველთვის ლამაზია მიუხედავად ჩაცმულობისა, ეს ხომ ყველა ნამდვილმა მამაკაცმა იცის.

19) ცხოველები: თემა მომგებიანია, თუ რა თქმა უნდა ფსოქოპატს არ შეხვდით. ჰყავს მას ცხოველები? უყვარს ცხოველები? აუცილებლად უამბეთ ცხოველების მიმართ თქვენი დამოკიდებულების შესახებ.

20) სექსი: შეიძლება გააკვირვოთ გოგონა მაშინვე სექსზე რომ დაუწყოთ საუბარი, მაგრამ შედეგი საეჭვო იქნება. ამიტომ აუცილებლად მოითმინეთ სანამ თქვენი ურთიერთობა მართლა არ მივა იმ დონემდე, როდესაც შეძლებთ ამ თემაზე საუბარს. იქამდე კი ისაუბრეთ ცნობილ წყვილებზე.

Назад Вперед
Наверх
 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.