Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
» Материалы за 19.01.2016
на правах рекламы

7 ნიშანი იმისა, რომ ქალი აღგზნებულია!

Автор: admin от 19-01-2016, 23:43
ქალის მზადყოფნა სექსისთვის ფასდება სექსუალური აგზნებით. თუკი ქალის სათანადოდ აგზნებული არ არის, სექსის დროს ვერ მიიღებს სიამოვნებას და შესაბამისად ხშირია, ანორგაზმიის პრობლემა.

მეცნიერულად გამოყოფილია ქალის აგზნების რამდენიმე ნიშანი, ქვემოთ საუბარი სწორედ ამ ნიშნებზე იქნება.

გასათვალისწინებელია, რომ ყველა ქალი არის ინდივიდუალური და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი შეიძლება სულაც არ ჰქონდეს, ან გამოხატული იყოს სუსტად. ეს ნიშნები დადგენილია კვლევაში მონაწილე ქალების უმრავლესობაში, ამიტომაც სახელდება აგზნების ობიექტურ ნიშნებად. მათი არ არსებობა არ გამორიცხავს ქალის აგზნებას!!!

საუბრის შეწყვეტა – სექსუალური სიამოვნების პიკის დროს ქალის ხმა ხდება დაბალი, შეკითხვებზე პასუხი ძირითადად „კი“, ან „არა“. ორგაზმის დროს ქალი წყვეტს საუბარს;

სახის სიწითლე – თავისკენ სისხლის მაქსიმალური მიდინების გამო ქალის სახე ხდება მოჭითალო-მოვარდისფრო;

სუნთქვა – სუნთქვა ხდება ხშირი და ზედაპირული, იშვიათი ღრმა ჩასუნთქვით. ქალს არ ჰყოფნის ჰაერი, რის გამოც ნესტოების ფართოვდება და ბოლოს ქალი იწყებს პირით სუნთქვას;

პირი და ტუჩები – იმის გათვალისწინებით, რომ ქალი პირით სუნთქვს, პირი ოდნავ გახსნილია და ტუჩები მშრალი;

ყელის სიმშრალე – ყელის სიმშრალე აგრეთვე დამახასიათებელია პირით სუნთქვისთვის. იწყება ნერყვის ხშირი ყლაპვა;

დახუჭული თვალები – ქალი კონცენტრირებულია ალერსზე, რაც გამოიხატება ხშირად თვალების დახუჭვით;

ოფლიანობა – სიამოვნების დროს გამოყოფილი ადრენალინი იწვევს საოფლე ჯიკრვლების სტიმულაციას და იმატებს ოფლიანობა;

სხეულის კანკალი და დაძაბულობა – ქალის სხეული სიამოვნების პიკის დროს იძაბება, გარკვეულ უბნებში (მუცელი და თეძოები) აღინიშნება კანკალი;

დვრილების გადიდება – ქალის ძუძის დვრილები დიდდება და ხდება მკვრივი, რადგანაც ისინიც იმავე ერექტიულ ქსოვილოვანი შენებისაა, როგორც პენისის თავი;

მუცლის გამობერვა – აგზნებული ქალი რეფლექსურად ბერავს მუცელს;

თეძოების მოჭერა – ქალის სექსის დროს სიამოვნების გასაძლიერებლად თეძოებს უჭერს, რათა მოახდინოს კლიტორის და მცირე სასირცხვო ბაგეების დამატებითი სტიმულაცია;

საშოს სეკრეციის გაორმაგება – ქალის საშოს სეკრეცია ძლიერდება აგზნების მატებასთან ერთად. სექსია გარეშეც აგზნებული ქალის საცვალი შეიძლება შესამჩნევად დასველდეს აგზნების დროს;

მამაკაცის სასქესო ორგანოებითან შეხებისკენ სწრაფვა – ქალების დიდ ნაწილში სიამოვენბის პიკის დროს აღინიშნება მამაკაცის სასქესო ორგანოების სტიმულაციუის და უბრალოდ შეხების სურვილი.

geosexmd.com

2016 წლის კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

Автор: admin от 19-01-2016, 23:42
კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2016 – ვერძი

ვერძებს ძალიან მრავალმნიშვნელოვანი, მაგრამ არც მთლად წარმატებული წელი ელით. თუმცა წლის დასაწყისში უბედურებას არაფერი მოასწავებს. 2015 წელს გაწეული ტიტანური შრომა შეუმჩნევლად არ დარჩენილა და ნაყოფს მაიმუნის წლის დასაწყისშივე გამოიღებს. ვერძები უკვე უკუგებას იღებენ და მუშაობაც უფრო უიოლდებათ. კიდევ უფრო მეტიც, ვერძები სამომავლო განვითარების გზებს ხედავენ და მიზანმიმართულად მიიწევენ დასახული მიზნისკენ. ამდენი იდეები არასდროს ქონიათ და მათი განხორციელებისთვის კომპანიებსა და სახსრებს უკვე ეძებენ.

ზაფხულში ცბიერმა ურანმა ვერძების კარიერის განვითარებაში შეიძლება კორექტივები შეიტანოს. წარმოიქმნება სერიოზული დაბრკოლება, შესაძლოა ავადმყოფობა ან ოჯახური პრობლემა, რაც ვერძს კარიერულ ზრდაში ხელს შეუშლის. ამ პრობლემის გადაწყვეტა ბევრ დროსა და ძალებს, ასევე ფულსაც მოითხოვს, ამიტომაც ვერძი მცირე ხნით დეზორიენტირებული აღმოჩნდება. სამუშაო პროცესში სრულყოფილად დაბრუნებას მხოლოდ შემოდგომაზე მოახერხებს, ამ დროისთვის კი მისი პოზიციები საგრძნობლად შერყეული იქნება. ზოგიერთ ვერძს სამსახურიდან გაათავისუფლებენ ან დააქვეითებენ, რაც მას დეპრესიაში ჩააგდებს. პოზიციების აღდგენას ვერძები მხოლოდ 2017 წელს მოახერხებენ, ისიც იმ პირობით, რომ ღრმა დეპრესიაში ჩავარდნის უფლებას თავს არ მისცემენ. კარიერის განვითარებისთვის წარუმატებელი თვეებია ივნისი და აგვისტო.

კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2016 – კურო

ვარსკვლავები კუროებს ძალიან რთულ და დაძაბულ წელს უქადიან. საქმე კონკურენციაშია, რომელიც 2016 წლის გაზაფხულისთვის უკიდურესად გამძაფრდება. კუროს ყველა საყოფაცხოვრებო თუ სასიყვარულო საქმეების გვერდზე გადადება და თავისი პოზიციების დაცვაზე კონცენტრაცია მოუწევს. იქნება კულისებს მიღმა ინტრიგები, ცილისწამება, ამიტომაც კუროებმა თავიანთ მეგობრებთან და სანდო კოლეგებთან ურთიერთობისასაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. გაზაფხულის მიწურულს დაძაბულობა ჩაცხრება და უწინდელი სამუშაო რიტმი აღდგება. მოტივირებულ კუროებს, რომლებიც მზის ქვეშ თავიანთ ადგილს მტკიცედ იცავდნენ, ახლა შესანიშნავი საშუალება მიეცემათ მდგომარეობა გაიმყარონ ან თავიანთი თანამდებობა უფრო პრესტიჟულით შეცვალონ.

მაიმუნის წელიწადი კუროებს დასვენების დროს არ დაუტოვებს. ისინიც, თითქოს დაღლილობას საერთოდ არ გრძნობენ, წარმოუდგენლად აქტიურები და ქმედითები იქნებიან. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწევენ ის კუროები, რომლებიც გუნდს ხელმძღვანელობენ ან ამის სურვილი აქვთ. ისინი კარიერულ კიბეზეც ზემოთ აიწევენ და მატერიალურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებენ. შემოქმედებითი პროფესიის კუროები ნაკლებად წარმატებულნი იქნებიან, თუმცა გარკვეულწილად სიჯიუტის გამოჩენის შედეგად მაინც გადაინაცვლებენ ახალ დონეზე. კარიერული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ხელსაყრელი თვეებია აპრილი და მაისი.

კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2016 – ტყუპები

მაიმუნის წელიწადში ტყუპების კარიერული გზა რთული და ეკლიანი იქნება. მას ბევრი მოშურნე ყავს, რომელთაც წლის დასაწყისიდანვე ტყუპების სტაბილური მდგომარეობა და კარგი შემოსავალი მოსვენებას არ აძლევს. მათ წინააღმდეგ მიმართული ზოგი მოქმედება „წარმატებული“ გამოდგება და ამ უკანასკნელთ რთულ სიტუაციაში ჩააყენებს, როდესაც იძულებული გახდებიან ახალ თანამდებობაზე უარი თქვან და უკან დაიხიონ. ასეთი რთული სიტუაციებიდან თავის ღირსეულად დაღწევას ყველა ტყუპი ვერ მოახერხებს და ისინიც კი, ვინც შედარებით დაუზარალებლად გამოვა, ამისთვის ერთგული მეგობრებისა და თანამებრძოლების მადლობელი უნდა იყოს. ტყუპები, ვინც თავის ადგილს შეინარჩუნებენ, მთელი ძალღონით შეუტევენ თავიანთ მტრებს და გზადაგზა თანამდებობებსაც გამოიცვლიან და ახალ მოკავშირეებსაც იშოვიან. ეს პერიოდი, რომელიც ზაფხულს დაემთხვევა, ტყუპების 2016 წლის კარიერაში ალბათ ყველაზე აქტიური და თვალსაჩინო იქნება. მათი ყველა იდეა თუ გადაწყვეტილება კონსტუქციული და მომგებიანია, რაც სათანადოდ დაფასდება კიდეც. და ტყუპები საკუთარ თავს ფინანსური თვალსაზრისით ღირსეულად უზრუნველყოფენ.

შემოდგომაზე ცის კაბადონზე უარყოფითად განლაგებული ვარსკვლავები ტყუპების კარიერულ განვითარებაზეც ნეგატიურად იმოქმედებს, რაც დოკუმენტაციასთან, შემოწმებებსა და ფულად მაქინაციებთან დაკავშირებულ ახლადშექმნილ პრობლემებში გამოიხატება. ამ ყველაფერმა შესაძლოა სამსახურის დაკარგვა გამოიწვიოს. 2016 წლის მაისსა და ივნისსში ტყუპების კარიერულ ზრდაში წინ მიმართული მკვეთრი ნახტომი დაფიქსირდება.

კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2016 – კირჩხიბი

კარიერის თვალსაზრისით კირჩხიბისთვის 2016 წელი საკმაოდ პოზიტიური იქნება. ახალი წლის პირველივე დღეებიდან კირჩხიბები საკუთარი ძალების რწმენითა და ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღების სურვილით აღსავსე იქნებიან. ფირმებსა თუ კომპანიებში მომუშავე კირჩხიბები, რომელთაც საკუთარი სტატუსი არ აკმაყოფილებთ, დაწინაურებას მოითხოვენ და შემთხვევათა უმრავლესობაში მიაღწევენ კიდეც. ხელმძღვანელობა კირჩხიბის სამუშაოსადმი არაორდინალურ მიდგომას და ენერგიულობას სათანადოდ დააფასებს და დაუთმობს კიდეც. ხოლო დაწინაურების თხოვნაზე უარის მიღების შემთხვევაში კირჩხიბები მათ მიმართ მომხმარებლურ დამოკიდებულებაზე ამაყად იტყვიან უარს, სამსახურს მიატოვებენ და კონკურენტ ფირმაში უფრო უკეთეს პოზიციაზე დაიწყებენ მუშაობას. მაისი და ივნისი კირჩხიბის კარიერული ნახტომისთვის ყველაზე წარმატებული თვეები იქნება. ამ პერიოდში ისინი გაიმყარებენ საკუთარ სამსახურეობრივ პოზიციას, გაიცნობენ საინტერესო ადამიანებს, ვისაც სამომავლოდ მათთვის მფარველობის გაწევა და რაც მთავარია, მათთვის რჩეულთა წრეში მოხვედრაში დახმარება შეუძლია, ეს კი კირჩხიბის ნიშნით დაბადებულთათვის ცხოვრების უმთავრესი მიზანია. 2016 წლის ბოლოს კირჩხიბები გააცნობიერებენ, რომ თავიანთი ოცნებისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგეს. ამ წლის ნაკლებად ხელსაყრელი თვეები იქნება თებერვალი და აპრილი.

კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2016 – ლომი

ლომებს შედარებით ნორმალური, თუმცა მაინც საკმაოდ რთული წელი ელით. შრომის შედეგების თვალნათლივ დასანახად მათ დიდი მოთმინების გამოჩენა და წლის დასაწყისიდანვე უამრავი მუშაობა მოუწევთ. საქმისადმი მხოლოდ ასეთი მიდგომის შემთხვევაში შეძლებენ ლომები დაგეგმილის მიღწევას და წელიწადის აქტივში ჩაწერას. აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ლომები ირგვლივ ვერც თანამოაზრეებს შემოიკრებენ და არც ახალი, ნათელი იდეები ექნებათ, თუმცა აღმასრულებელ და ორგანიზატორულ სამუშაოებს უმაღლესი ხარისხით შეასრულებენ, რაც მათ მენეჯერებს ლომის უფრო მაღალ ორგანიზაციულ თანამდებობაზე გადაყვანისკენ უბიძგებს.

ნაკლებად აქტიურ ლომებს, რომლებიც თავის მთლიანად სამუშაოსთვის მიძღვნისთვის მზად არ არიან, რთული წელი ელოდებათ, პრობლემები სამსახურში, რომელთა გამოც ისინი შეიძლება უბრალოდ გაათავისუფლონ და შემდეგ ახალი, უფრო შესაფერისი სამუშაოს ძებნა მოუწიოთ. მათ ფინანსური პრობლემებიც შეექმნებათ და დახმარებისთვის ახლობელ ადამიანებს მიმართავენ, ისინი კი გაჭირვებაში არ მიატოვებენ. ახლობლები მათ სამსახურის პოვნასა და ფეხზე წამოდგომაშიც შეიძლება დაეხმარონ. უფრო წარმატებული იქნება წელი შემოქმედებითი პროფესიის ლომებისთვის. კარიერის განვითარებისთვის ხელსაყრელი თვეები 2016 წელიწადში მარტი და აპრილია.

კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2016 – ქალწული

ქალწულებს, ვინც 2015 წელი შედარებით ფუჭად გაატარა, ახლა საქმიანი აქტიურობის დრო დაუდგება. მათ გაუჩნდებათ შეგრძნება, რომ ერთ ადგილას დგანან და სულ უფრო ღრმად ეფლობიან ყოველდღიური პრობლემებისა და საზრუნავის ჭაობში, რაც ქალწულებისთვის საკმაოდ უჩვეულო მდგომარეობაა. ფინანსური სიტუაციაც აშკარად მიგანიშნებთ, რომ დროა საკუთარი თავის განვითარებას საფუძვლიანად მიხედოთ. თუმცა კარგად „დაქოქვას“ მხოლოდ გაზაფხულის შუა პერიოდისკენ შეძლებთ. ამ ნიშნის წარმომადგენლები დიდხანს ემზადებიან, სამაგიეროდ სწრაფად მოძრაობენ. საქმეში ჩართვის შემდეგ იმდენად მჩქეფარე საქმიანობას გააჩაღებენ, რომ სულ რამდენიმე თვეში კარიერის განვითარების ყველა სფეროში წამყვან როლში იქნებიან. უნდა ითქვას, რომ ქალწულებს საკმაოდ ხშირად სხვების თავზე გადავლა უწევთ, რათა ნათელი მომავლისკენ მიმავალი ეკლიანი გზა გაიკვალონ.

ზაფხულის ბოლოსკენ ქალწულები იმდენად განვითარებულნი არიან კომპანიისა თუ საწარმოს შიგნით, რომ სერიოზულად დაიწყებენ გამოყოფასა და საქმის დამოუკიდებლად გაგრძელებაზე ფიქრს. ქალწულის ირგვლივ სერიოზული გუნდია შეკრებილი, რომელიც მასში ნამდვილ ლიდერს ხედავს და გრძნობს, რომ ქალწულის მხარდამხარ ბიზნესში დიდი სიმაღლეების დაპყრობა შეიძლება. წლის ბოლოს ქალწული საქმეებსა და საზრუნავში ჩაფლული იქნება, დასვენებისა და შაბათ-კვირის გარეშე იმუშავებს – იგი გრანდიოზული გეგმის რეალიზაციის პროცესში იქნება ჩართული, რომელიც წარმოუდგენელ სიმაღლეებზე აიყვანს. შესრულებული სამუშაოსგან კმაყოფილებას ქალწულები 2017 წლის შუა პერიოდში იგრძნობენ.

კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2016 – სასწორი

2016 წელს სასწორები ცხოვრების ხარისხიანად შეცვლისთვის განეწყობიან. არსებული მდგომარეობით უკმაყოფილება სასწორთა მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცევა და ისინი დასახული მიზნების მისაღწევად რისკზეც წავლენ და ერთი შეხედვით უგუნურ საქციელსაც არ მოერიდებიან. მიზანი კი სასწორს ერთი აქვს – საკუთარი თავისა და ახლობელთა საუკეთესოდ უზრუნველყოფა. ამ ყველაფრის მოსაპოვებლად სასწორი აკრძალულ მეთოდებსა და მანევრებსაც მიმართავს. უფრო მეტიც, იგი იმდენად სერიოზულად არის განწყობილი, რომ ირგვლივ თანამოაზრეთა გუნდსაც შემოიკრებს.

ოქროს პერიოდი სასწორებს გაზაფხულის ბოლოს დაუდგებათ, როცა ორი ფირმის ან უფრო გლობალური გაერთიანება დადგება დღის წესრიგში, რაშიც სასწორის დამსახურება პირველ ადგილზე იქნება. სასწორებს წარმატება კარიერის განვითარების ყველა სფეროში ელოდებათ. დიდ ავტორიტეტსა და წონას მოიპოვებენ ის სასწორები, რომლებიც გონებრივი შრომით არიან დაკავებულნი და ახალ იდეებს მათ წარმატებულ რეალიზაციას უთავსებენ. წლის ბოლოსთვის სასწორები იგრძნობენ, რომ მტკიცედ დგანან ფეხზე და შეეძლებათ ცოტა მაინც მოეშვან და სადმე სამოგზაუროდ წავიდნენ. სასწორთა გეგმების რეალიზაციისთვის ხელსაყრელი თვე სექტემბერი იქნება.

კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2016 – მორიელი

მორიელებს „საგამოცდო“ წელი ელოდებათ. ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ ნიშნის წარმომადგენლებს ადრე გვერდს უვლიდა, ახლა ზვავად დაატყდება თავს და მოუტანს უამრავ შემოწმებებს, ინსპექციებს და ავისმსურველთა გააქტიურებასაც, რომლებიც უკვე დიდი ხანია ფეხქვეშ მიწას უთხრიან მათ. ნაკლებ სავარაუდოა, ამ რთული სიტუაციიდან მორიელებმა უდანაკარგოდ დააღწიონ თავი. ვარსკვლავები მათ დაკავებული თანამდებობის დატოვებას, სამსახურიდან გათავისუფლებას ან უფრო დაბალ პოზიციაზე გადაყვანას უწინასწარმეტყველებენ.

ძალიან ბევრი დრო დაჭირდებათ მორიელებს, რათა ავტორიტეტი არა მხოლოდ სხვის, არამედ საკუთარ თვალშიც აღიდგინონ. წინ სამსახურის მტანჯველი ძებნა ელოდებათ, რადგან მორიელის ნიშნის წარმომადგენლები ძალიან პატივმოყვარეები არიან და უპერსპექტივო თანამდებობას არ დათანხმდებიან.

ბედი მათ მხოლოდ შემოდგომაზე გაუღიმებს, როცა გამოუჩნდებათ მეგობრები და მფარველები, ვისაც მათი შრომისუნარიანობის, კარგი შემსრულებლობისა და წარმოუდგენელი აქტიურობის შესახებ მშვენივრად მოეხსენება და ამიტომ თავიანთი ბიზნესის განვითარებაში მონაწილეობისთვის მიიწვევენ. სწორედ ეს იქცევა გარდამტეხ მომენტად მორიელების აღმასვლის გზაზე. ისინი მთლიანად გაიხსნებიან, იდეებისა და ახალი, კრეატიული გადაწყვეტილებების გენერატორებად იქცევიან, რაც ძალიან მაღალი დონეების მიღწევისა და მოშურნეებისთვის ნიშნის მოგების საშუალებას მისცემს. მორიელის კარიერის განვითარებისთვის ხელსაყრელი თვეები ნოემბერი და დეკემბერი იქნება.

კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2016 – მშვილდოსანი

მშვილდოსნებს არცთუ მრავალფეროვანი, მაგრამ საკმაოდ პოზიტიური წელიწადი ელით. მათ უკვე დიდი ხნის წინ შეიქმნეს უმაღლესი დონის სპეციალისტის, გონიერი ხელმძღვანელისა და პასუხისმგებელი შემსრულებლის ავტორიტეტი, რომელიც მენეჯმენტისა და დაქვემდებარებულებისთვისაც ერთნაირად მისაღებია. მშვილდოსნებს თავში ახალი იდეების კორიანტელი არ უტრიალებთ, მაგრამ შემსრულებლობაზე ვერაფერს უსაყვედურებთ. განსაკუთრებული წარმატება და აღმასვლა მშვილდოსნებს ბიზნესის იმ სფეროში ელოდებათ, სადაც ღრმა ანალიზი და გათვლები, დაგეგმვა და სტრატეგიული გეგმების დალაგებაა საჭირო. ვარსკვლავები მშვილდოსნებს მთელი წლის განმავლობაში მფარველობენ, ამიტომაც ზოდიაქოს ეს ნიშნები ყველა რევიზიისა თუ შემოწმების ღირსეულად გავლას შეძლებენ.

თუ რაიმე მიზეზის გამო მშვილდოსნებმა სამსახურის შეცვლა გადაწყვიტეს, აჯობებს ეს შემოდგომაზე გააკეთონ, როცა მათი კარიერული განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო დგება. ეს გადაწყვეტილება ძალიან გამართლებული აღმოჩნდება, რადგან ახალი სამსახური წინასთან შედარებით უფრო ღირსეულიც იქნება და მაღალანაზღაურებადიც. შემოქმედებითი პროფესიის მშვილდოსნებს დროებით შემოქმედებისკენ სწრაფვის სურვილი გაუქრებათ და შემოქმედებით აღმაფრენას მხოლოდ შემოდგომის მიწურულს იგრძნობენ. თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი თვეები თებერვალი და სექტემბერი იქნება.

კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2016 – თხის რქა

კარიერული განვითარების კუთხით თხის რქებს საკმაოდ მძიმე წელი ელით. საქმე ისაა, რომ პირადი ცხოვრებითა და საყოფაცხოვრებით პრობლემების მოგვარებით გადატვირთული თხის რქები უბრალოდ ვერ შეამჩნევენ მათ წინაშე გადაშლილ პერსპექტივებს და მათ ადგილს სხვა, უფრო წარმატებული ნიშნები დაიკავებენ. თხის რქებს მუდმივად თან სდევთ შეგრძნება, რომ სხვებს ერთი ნაბიჯით ჩამორჩებიან, რომ მათ თავში ახლადგაჩენილი იდეა უკვე დიდი ხანია არსებობს და წარმატებითაც ვითარდება; სფერო, რომლის ათვისებასაც გადაწყვეტენ, კონკურენტებით სავსეა. ეს შეგრძნება ზოგიერთ თხის რქას გულს აუცრუებს და ყურებს დროზე ადრე ჩამოყრიან.

ზაფხულის დადგომასთან ერთად სატურნი თავის გავლენას თხის რქის საქმიან სფეროზეც გაავრცელებს და ეს უკანასკნელი განვითარების ახალი გზების ძიებას დაიწყებს და არა კონკურენციის, არამედ თანამშრომლობის მიმართულებით. მას გავლენიანი ადამიანები დაუჭერენ მხარს, თხის რქის მონდომებას სათანადოდ დააფასებენ და სათანამშრომლოდ მოიწვევენ. ეს მხარდაჭერა და მათი ძალების რწმენა იმდენად გარდაქმნის და გააძლიერებს თხის რქის მებრძოლ სულს, რომ წლის ბოლოსთვის იგი შეუცვლელი და მთავარი მოქმედი პირი იქნება ყველა პროექტში. განვლილი წლის შეფასებისას თხის რქებს თამამად შეუძლიათ თქვან, რომ წელი წარმოუდგენლად რთული, მაგრამ საბოლოოდ მაინც წარმატებული იყო. წლის ყველაზე ხელსაყრელი თვეები თხის რქის კარიერისთვის ივლისი და აგვისტოა.

კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2016 – მერწყული

მერწყულებს საკმაოდ წარმატებული წელი ექნებათ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შრომა მოუწევთ. ისინი იქნებიან ძალიან ენერგიულები, მაგრამ თავიანთ იდეებს განხორციელებამდე ვერ მიიყვანენ. 2016 წელს მერწყულებს პერსპექტიული და კრეატიული ადამიანები და ისეთი იდეები მიიზიდავთ, რომლებიც მათ წარმატებას მოუტანთ. ისინი ეცდებიან გაეცნონ და დაუახლოვნენ ადამიანებს, ვისაც ენერგიული და საიმედო თანამებრძოლები ჭირდებათ. მთელი წელი მერწყულები ნელ-ნელა, დაჟინებით მიიწევენ დასახული მიზნისკენ, რაც შემოდგომაზე წამყვანი როლების დაკავებით დაგვირგვინდება.

განსაკუთრებულ პროგრესს შემოქმედებითი პროფესიების მერწყულები მიაღწევენ. მათი აქტიურობის პიკი წლის მეორე ნახევრისთვის მოუწევს, როცა თავიანთი საუკეთესო ნაწარმოებების შექმნას შეძლებენ. საზოგადოებრივი აღიარებაც დიდხანს არ დააყოვნებს და წლის ბოლოსთვის მერწყულთა ნიჭზე ხალხი ალაპარაკდება. ეს ნამდვილი ოქროს ხანა იქნება ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის.

მთლიანობაში მერწყულები ძალიან კმაყოფილი დარჩებიან არაჩვეულებრივად აქტიური წლით საქმიან სფეროში, რაც მათ უმრავლესობას ცნობადობას, მატერიალურ დამოუკიდებლობასა და კარიერის განვითარების ახალ სიმაღლეებს მოუტანს. განსაკუთრებით წარმატებული თვეები მაიმუნის წელიწადში მერწყულისთვის იანვარი და ოქტომბერი იქნება.

კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი 2016 – თევზები

თევზები მაიმუნის წელიწადს შემოსავლის ახალ დონეზე გადასვლის, თავიანთი კვალიფიკაციის სამსახურის შოვნის მტკიცე სურვილით შეხვდებიან. თევზები პრინციპულად პატივმოყვარეები არიან და 2016 წელს მათ კარიერულ ზრდაში ეს თვისება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მათთვის შესაფერისი სამსახურის ძებნას დაიწყებენ, საკუთარ თავზე მუშაობასაც შეუდგებიან და საკუთარი სიძლიერის რწმენისა და ცოტა თავხედობის წყალობით ძალიან პრესტიჟულ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოხვდებიან. თევზებს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე ექნებათ, რომლის კეთებისას თავიდან ბევრ დაბრკოლებას და წყლისქვეშა მეჩეჩს გადააწყდებიან, რამაც ზოგიერთი თევზი შეიძლება კიდეც შეაშინოს.

წლის მეორე ნახევარი თევზებისთვის პირველი ნახევარივით წარმატებული არ იქნება. ჯანმრთელობის, პირადი თუ ოჯახური პრობლემები თევზებს იმდენ დროს წაართმევს, რომ შეიძლება ბიზნეს საქმიანობას დიდი ხნით ჩამოაცილოს. ეს ნეგატიურად აისახება თევზებთა სამომავლო პერსპექტივებზე, რადგან იმ სფეროში, სადაც თევზები საქმიანობს, ყოველთვის დიდი კონკურენციაა. კარიერული წინსვლისთვის არახელსაყრელი თვეები 2016 წელს ოქტომბერი და ნოემბერია.



friday.g

რა არის მენსტრუაცია? - ყველაფერი მენსტრუაციის შესახებ. ის, რაც ყველა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს! (ვიდეო)

Автор: admin от 19-01-2016, 23:38
პუბერტატული (ე.წ.გარდატეხის) ასაკიდან ქალის ორგანიზმში ციკლურად მიმდინარეობს პროცესები, რომელიც ვლინდება ფიზიკური ცვლილებებით (მკერდის ზრდა, მისი მგრძნობიარობის მატება, მენსტრუალური სისხლდენა და ა.შ.). ყოველი ციკლი საშუალოდ 28 დღიანია და მოიცავს მთელ რიგ ჰორმონულ გარდაქმნებს. ციკლის დღეების ათვლა ხდება მენსტრუაციის (მენსტრუალური სისხლდენის) დაწყების პირველი დღიდან.
ციკლზე პასუხისმგებელი ოთხი მთავარი ჰორმონია: ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი (FSH – follicle stimulating hormone), მალუთეინიზირებელი ჰორმონი (LH – luteinizing hormone), ესტროგენი და პროგესტერონი (პროჟესტერონი).

8 ნაკლებად ცნობილი ფაქტი კაცის ორგაზმის შესახებ

Автор: admin от 19-01-2016, 23:36
კვლევებმა, რომელიც ჩატარდა კანზასში სტუდენტების მონაწილეობით, გვიჩვენა, რომ ბიჭების 28 პროცენტისთვის ორგაზმის იმიტირება სექსის შემდეგ ნაცნობია.

TOP 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც რამდენიმე ქორწინება ელოდებათ

Автор: admin от 19-01-2016, 23:35
ვერძისთვის ერთი ან ორი ქორწინება წარმოუდგენელია. ისინი თავისუფლად შეიძლება ავიდნენ სამზე და ოთხზეც კი. ისინი ფიქრობენ, რომ სანამ ქორწინებაში თავს კომფორტულად არ იგრძნობენ, მანამდე შეუძლიათ სცადონ ბედი. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვერძს თუ პირველივე მეორე ნახევარში გაუმართლა, გულში ღალატსაც არ გაივლებს.

კირჩხიბი

უბრალოდ ბეზრდებათ პარტნიორი და გადაწყვეტენ ხოლმე რაღაც შეცვალონ ცხოვრებაში. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც შეუძლიათ უპრობლემოდ დაანგრიონ ოჯახი. მაშინვე არ დაოჯახდებიან, თუმცა პარტნიორს აუცილებლად გაიჩენენ და სიბერეში მარტო დარჩენის შიშით ოჯახსაც აუცილებლად შექმნიან.

მორიელი

განქორწინებაზე არ გიჟდებიან, მაგრამ ხშირად იძულებულები არიან, რადგან მათი ატანა ისეთი რთული ხდება მეორე ნახევრისთვის, რომ მორიელებს ყველაზე ხშირად ცოლები და ქმრები. მარტოობაც არ შეუძლიათ, აუცილებლად ვინმე უნდა დაგესლონ, ამისთვის კი ხელმეორედ ოჯახის შექმნა საჭირო ხდება.

გაიწმინდეთ ღვიძლი და დაიკელით წონაში 72 საათში

Автор: admin от 19-01-2016, 23:28
გაიწმინდეთ ღვიძლი და დაიკელით წონაში 72 საათში

არსებობს სასმლის რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ გაიწმინდოთ ღვიძლი და შემდეგ შეძლებთ თავი დააღწიოთ ჭარბ წონას და ეს ყველაფერი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე!

არის მომენტები, როდესაც ადამიანის სხეული ისეა გადატვირთული ტოქსინებით, რომ ღვიძლი სათანადოდ ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. ასეთ დროს, წონის დაკლება მიმდინარეობს ძალიან ნელა, შემდეგ კი სწრაფად კრეფთ მეტ წონას.

ღვიძლი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, როდესაც საქმე წონის დაკარგვას ეხება. ასე რომ, თუ ის გადატვირთულია ტოქსინებით, წონის კლების პროცესი შეიძლება შეწყდეს და ვერ მიიღოთ დადებითი შედეგი მიუხედავდ ძალისხმევისა და დიდი დროისა.

სწორედ ამიტომაა, რომ ხშირად ადამიანი ვერ იკლებს წონაში მოუხედავად სხვადასხვა ხერხის ცდისა.

თუ თქვენს გარშემო არიან ასეთი ადამიანები ან თავად გსურთ წონის დაკლება, მაშინ ისარგებლეთ ამ მეთოდით. ის მთლიანად გაწმენდს ღვიძლს ტოქსინებისგან.

უბრალოდ მიიღეთ ეს სასმელი სამი დღის განმავლობაში და გათავისუფლდებით ყველა სახის ტოქსინებისა და შხამქიმიკატებისგან.

რა მეთოდია ეს?

მიიღეთ ეს სასმელი 3-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში და არ მიიღოთ საკვების დიდი ულუფები. დალიეთ ბევრი წყალი, რომ ხელი შეუწყოთ წონაში კლებას და ღვიძლის დეტოქსიკაციას.

ინგრედიენტები:

3 ც ლიმონი
1 ჭ დაჭრილი ოხრახუში
5 ღერი ორთქლზე მოთუშული ნიახური
6 ჭ წყალი

მომზადება:

აურიეთ ბლენდერში ლიმნის წვენი, ნიახური და ოხრახუში, შემდეგ დაამატეთ წყალი და ისევ აურიეთ. დალიეთ 2 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. გაიმეორეთ მომდევნო 2 დღის განმავლობაში. შეისვენეთ 7-10 დღე და შემდეგ გაიმეორეთ პროცედურა.
 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.