Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
» Материалы за 20.01.2016
на правах рекламы

რატომ იზრდებიან ებრაელი ბავშვები გენიოსებად?- აღზრდის 7 წესი

Автор: admin от 20-01-2016, 22:31

ბავშვები არ უნდა დააკომპლექსოთ
„ჩემს შვილს არ აქვს ნაკლოვანებები და არც შეიძლება ჰქონდეს"- ასეთი პოზიცია აქვთ ებრაელ მშობლებს. რა თქმა უნდა, ისინი საკუთარი შვილების ნაკლოვანებებს ამჩნევენ, მაგრამ სხვა ამას ვერასდროს გაგებს, უბრალოდ მათ გამოსწორებას შეეცდებიან.


თავისუფლება დასაშვები ნორმების ფარგლებში
ებრაელი მშობლებისთვის თავისუფლება ჰაერივით მნიშვნელოვანია. ისინი შვილებს თავისუფლებას და მის დაფასებას ასწავლიან, არ თვლიან, რომ ბავშვი დაკომპელქსებული და ჩარჩოებში მოქცეული უნდა გაიზარდოს. თუმცა, თუ ბავშვმა ზღვარს გადააბიჯა, არც დასჯას და ახსნა- განმარტებების მიცემას იზარებენ.


შეაქე ბავშვი ნებისმიერი მიზეზით
დედა თავის შვილს ყოველთვის, ყოველი მცირე წარმატების მიღწევისას აქებს. დაბადებიდნ, იქნება ეს პირველი სიტყვა, პირველი ნაბიჯი თუ ა.შ. ბავშვი უფრო თავდაჯერებული და ახალი წარმატებების მიღწევისკენ მოტივირებული იქნება.

საკუთარ საქცილებზე დიდი პასუხისმგებლობის ქონა
მშობლებს სჯერათ და იციან, რომ ბავშვებისთვის ისინი მისაბაძი მაგალითები არიან, ამიტიომ ყველა სიტყვას და ქცევას ძალიან ფრთხილად არჩევენ.


სიყვარული და პატივისცემა ოჯახში
ეს უკანასკნელი ბავშვის სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთპატივისცემა არსებობს და ეს მშვიდი და ბედნიერი ოჯახისთვის მთავარია.


ისწავლო თუ როგორი მშობელი უნდა იყო
ბავშვებს მცირე ასაკიდან უკვე უნერგავენ თუ როგორი მშობლები უნდა იყვნენ. გოგონა, როდესაც თხოვდება უკვე მზად არის და იცის, რომ ოჯახში მისი პირადი „მე" და ეგოიზმი მეორე პლანზე იწევს, ასეა მამაკაცების შემთხვევაშიც. ებრაელებსთვის ოჯახი ერთი დიდი ერთობაა, სადაც ერთმანეთის წარმატებისთვის კომპლექსური და დაუღალავი შრომა მიმდინარეობს.


ასწავლო ბავშვებს, თუ როგორ გადაანაწილონ დრო
ებრაელმა ბავშვებმა არ იციან სიზარმაცე და დროის ფუჭად ფლანგვა. მცირე ასაკიდან მშობლები ცდილობენ თითქმის ყველა წრეზე ატარონ ბავშვები და სრულფასოვანი განვითარების საშუალება მისცენ.

''5 სუფრის კოზვ'ი' - დიეტა, როემილც ერთ კვრიშაი 8 კიოლრგმას დააგლკბენიბეთ!

Автор: admin от 20-01-2016, 22:30
ხშირ შეთმვხვეშაი ჭაბროწინნაბოის გაომწმევვი მთვარაი მიზეზი გააფთრეოუბლი კუჭია. ეს მოლვნეა პრვოცორიბელუია გაადაჭბრუელი ჭამით: რაც უფრე მეტს ჭამს ადმააიინ, მით უფრო ფათრვოედბა მისი კუჭის კელდბეი, რის შეედაგადც ადმააინს დაანრყბეა უჭირს. სამჭილს მონმლებელეი სიტსმეის წერსგიში მოვყნაა აუიცელებილა!

სამკრასიია შემაიცრო ერთ ჭამაზე მიეღუბლი სავკბეის პორცია და თქვენი კუჭი ნომრლაურ ზომებს დაბუურდნბეა, სამჭილს მოენელიბს პრცოსეი მწოყრბში ჩაგდბეა და ჭარბი წონაც გარქბეა. გთვაზაბოთ დიეტას საეხწლდობეით ''5 სუფრის კოზვ'ი'. მისი ეფქეუტორბა გაასცორააი! ოგორ დაივვცათ დიეტა ''5 სუფრის კოზვ'ი'?

1. სავკბეის ერთი პორცია უნდა შედაეგდნეს 15-0020 გრამს, ან 5 სუფრის კოვზს.

2. მკაცრი შეღზდუევბი ამ დიტეშაი არ არესობსბ, თუმცა მეტი ეფქეუტორიბთსივს უკთესეი იქენაბ, თუ მეინდუან ამიოეღბთ ცოემლუს, შოოკალდს და ტკბილ გაიზერუბლ სამსლებეს. შეიგლძაით მირივთათ უშაქრო ყავა.

3. ახალი პოცრეიიბს მიეღაბდმე უნდა დაციავთ 3 სათააინი ინეტვრლაი. ნუ მიყალობეთ სავკბეს წყალს და სხვა სამსლებეს, რადგან ისინი კუჭის კელდბეის გააფთრეოაბს პრვოცორიბენე.

დიეტის მიხაოლბეთიი მენიუ:
7.00 - 5 სუფრის კოვზი შვრია (ბირჯნი, წიიწუბარ, ხობრილს ფაფა, ოსპი). 30 წუთის შემდეგ - უშაქრო ჩაი, რძიანი ყავა, ან კაკაო (აჩრვენაი თქევზნაე).

10.00 - ნეიბმსეირი ხილი, ხილის საალით, ან ხილის იოუგტრი.

13.00 - 5 სუფრის კოვზი წიიწუბრა (კრაოტიფილს პიურე, ბრნიიჯ, ბარდის ფაფა). ციელიბს მიღება - 200 გ თევზი, ან 200 გ ძროხის ხორცი. შეიგლძაით პრდოქუეტიბს შეერავ: მააგილათდ, 3 სუფრის კოვზი წიიწუბრა და ქათმის 2 ნაეჭირ.

16.00 - 200 გ კეიფირ, ან კიტრი პოიმოდთრან ერთად, ან 5 სუფრის კოვზი საალით. შეიგლძაით ასევე მირივთათ თხილი და მშრალი პრდოქუეტიბ, ასევე შეიგლძაით მომააზოდთ ბრტურერბდოი ლაავიშს პატარა ნაეჭირსა და ხმელი ყვლესიაგნ.

19.00 - 5 სუფრის კოვზი წიიწუბარ, ან 200 გ თევზი, ან ერთი ჭიქა კეიფირ. ასევე შეიგლძაით მირავთათ 5 სუფრის კოვზი ორქთზლე მოზმდაბელუი ბოტსენლუი.

ეს დიეტა დაეგმხრაბეათ წონის სწარაფდ დალკბეშაი, თანაც არნაიარ ზიანს არ მიყანებეთ ორაგინმზს. დიეტის მთავარ პლიუსს წამრაოგდნეს ის ფაქტი, რომ მისი დათმვაერიბს შემდეგ წონას უკან არ იმტაბეთ, რადგან კუჭის კელდბეი ნომრლაურ ზომებს უბურდნბეა და შეასაბიმასდ სავკბეზე დიდი მოხთვოინელბა არ გინჩედაბთ.

ღორის გრიპი - დაავადების ნიშნები და თავდაცვის გზები

Автор: admin от 20-01-2016, 22:28
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით პაციენტის გარდაცვალების შესახებ, რამაც ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ ააფორიაქა. "მკურნალი.გე" კიდევ ერთხელ გთავაზობთ იმ რეკომენდაციებს და რჩევებს, რომლებიც ამ დაავადებისაგან თავდაცვისათვის გამოგადგებათ:
რა არის ღორის გრიპი? რატომ ჰქვია მას ეს სახელი?

გრიპის ვირუსები სამ სახეობად იყოფა. ერთ-ერთი მათგანია A და სწორედ ის გახლავთ უმთავრესად პანდემიების გამომწვევი. ღორის გრიპი A გრიპის ერთ-ერთი ქვესახეობაა, რომელსაც მედიცინის ენაზე H1N1 ჰქვია. რაც შეეხება სახელწოდება "ღორის გრიპს", მას რეალურ ისტორიას უკავშირებენ. 2009 წელს აშშ-ში, კალიფორნიაში, წარმოშობით მექსიკელმა მოზარდმა სამკურნალო დაწესებულებას გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებით მიმართა. მას ჩაუტარდა ტესტირება და ადგილობრივმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ეს იყო A ტიპის ვირუსი. ადგილზე მისი ქვეტიპის დადგენა ვერ მოხერხდა და მასალა შემდგომი დიაგნოსტიკისთვის გადაეგზავნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს. იქ მოხდა ვირუსის გენების შესწავლა და როდესაც მეცნიერებმა პირველად შეხედეს გენომს, ის აშშ-ში ღორებში გავრცელებული გრიპის გენომს მიამსგავსეს. შემდეგ გაირკვა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ღორებისთვის დამახასიათებელი ვირუსი; ეს გახლდათ ვირუსი, რომელიც ადამიანისგან ადამიანს გადაეცემოდა. უბრალოდ, წარმოადგენდა მის სრულიად ახალ ქვეტიპს, რომელიც მანამდე არ ცირკულირებდა მოსახლეობაში და, შესაბამისად, ჰქონდა პანდემიური, ანუ საყოველთაო გავრცელების პოტენციალი. აი, ასე შერჩა ამ პანდემიას "ღორის გრიპის" სახელი.

რა განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს ამ ვირუსს და რა განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას?

ეს ვირუსი, პრაქტიკულად, არაფრით განსხვავდება სხვა გრიპის ვირუსებისგან და იწვევს პრაქტიკულად იმავე სიმპტომატიკას, რასაც ნებისმიერი გრიპის ვირუსი. საზოგადოდაც, ა და ბ ტიპის ვირუსებით გამოწვეული გრიპი სიმპტომებით ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ერთადერთი განსხვავება, რაც პანდემიის დასაწყისში და მისი მიმდინარეობისას შეიმჩნეოდა, ის იყო, რომ AH1N1 30-დან 60 წლამდე ასაკის პირებს უფრო მეტად აყენებდა ზიანს, ვიდრე ხანშიშესულებს, მაშინ, როდესაც გრიპი, საზოგადოდ, უფრო ხანშიშესულებისთვისაა საშიში. სტატისტიკურადაც,
65 წელს გადაცილებულებში ღორის გრიპი გაცილებით იშვიათია.

რა არის პაციენტთა გარდაცვალების ძირითადი მიზეზი?

გრიპი უმთავრესად იმ ადამიანებს ურთულდებათ, რომლებსაც რაიმე სხვა დაავადებაც ჰქონდათ. აღრიცხულ შემთხვევებში ქრონიკული დაავადებების საკმაოდ ფართო სპექტრია წარმოდგენილი: ქრონიკული ჰეპატიტები, დიაბეტი, ჭარბი წონა, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები...

როგორია H1N1 ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის სიმპტომები?

გრიპი იწყება მოულოდნელად, მაღალი ტემპერატურით. უმთავრესად თან ახლავს ინტოქსიკაციის მოვლენები, რაც გამოიხატება თავის, კუნთების, სახსრების ტკივილით და ხველა. შედარებით იშვიათად ერთვის ყელის ტკივილი და ცხვირის გაჭედვის შეგრძნება. შესაძლოა, ამ სიმპტომმა მოგვიანებით იჩინოს თავი. დაავადება ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე 7 დღეში სრული განკურნებით მთავრდება.

ყველაზე ზუსტი სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

Автор: admin от 20-01-2016, 22:27
მერწყული
შესანიშნავად იციან კოცნა. სანდოები არიან. უყვართ ხანგრძლივი და ვნებიანი ურთიერთობები. ძალზე მიმზიდველები არიან. ხშირად ქაოტურები, რადგანაც წესრიგზე საკუთარი შეხედულებები გააჩნიათ. შესანიშნავი საყვარლები არიან. საკუთარი თავით ამაყობენ ნებისმიერ სიტუაციაში. ხანდახან თავიანთი შინაური ცხოველები მეტად უყვართ, ვიდრე ოჯახის წევრები. შეუძლიათ სხვების დაბნევა რაიმეს ახსნის ან ისტორიის მოყოლისას.
თევზები
უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მოსიყვარულე და მზრუნველები არიან. რაც მთავარია, ვნებიანი საყვარლები. მათთან ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა. იზიდავენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. სურთ, რომ მათი სიტყვა საბოლოო იყოს. თავისებურად გადარეულებს შესანიშნავი იუმორის გრძნობა გააჩნიათ. კარგი მეგობრები არიან, თუმცა მეგობრების შერჩევაში სიფრთხილე მართებთ.

ვერძი
ძალზე სპონტანურები და ცეცხლოვანები არიან. ვერძისთვის ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს. ცნობილია მათი გულუხვობა. უმჯობესია, მათთან კამათისგან თავი შეიკავოთ. იწვევენ მიჩვევას. მოსწონთ, როცა მართლები არიან. შეუძლიათ საათობით იკამათონ, რათა თავიანთი სიმართლე დაამტკიცონ.

კურო
უყვართ ხანგრძლივი ურთიერთობები. იბრძვიან იმისთვის, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. ენერგიულები და მზრუნველები არიან. ეხმარებიან სხვებს მძიმე წუთებში. უყვართ ხანგრძლივი დისკუსიების გაბმა. თუკი რაიმე ჩაიფიქრეს, მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევენ.

ტყუპი
შესანიშნავი მსმენელები არიან, კეთილები და გულღიები. სიამოვნებით იძლევიან რჩევებს. უყვართ, მაგრამ თავისებურად. სიცოცხლისუნარიანები და მუდმივად მომღიმარნი, ძლიერები, ამტანები და საოცრად გულუხვნი არიან.

კირჩხიბი
საოცარი მიმზიდველობით გამოირჩევიან. კირჩხიბის სიყვარული განსაკუთრებულია. ძალზე რომანტიკულები, ყველაზე მზრუნველი ადამიანები არიან, ვისაც კი შეიძლება ცხოვრებაში შეხვდეთ. მხიარული კირჩხიბები ნებისმიერ წყვეულებაზე ყველას კარგ ხასიათზე აყენებენ. კრეატიულები, შემოქმედებითი პიროვნებები არიან და ცოტათი გიჟებიც.

ლომი
მიმზიდველი და ვნებიანი ლომის პრობლემა თითოეულის პრობლემა ხდება. შესანიშნავი მოსაუბრეა. მან ზუსტად იცის, როგორ მიიღოს ცხოვრებისგან სიამოვნება. უყვარს ხანგრძლივი ურთიერთობები. თითქმის ყველაფერში კარგია.

ქალწული
ჭკვიანები, ლოიალურები და მზრუნველები, ამასთან, თავმდაბლებიც არიან. ადვილად მიდიან რისკზე. ურთიერთობებში დომინირებენ. მათი შეყვარება ერთი ნახვით შეიძლება. პატივისცემით ეპყრობიან სხვებს, მაგრამ მათი ნდობით ბოროტად ნუ ისარგებლებთ.

სასწორი
მათი სიყვარული
განუმეორებელია. ნებისმიერი ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. ძალზე შარმიანები არიან, მაგრამ მათთან კამათს არ გირჩევთ... გარანტირებულად განიცდით ფიასკოს. ყველაზე ერთგული მეგობრები არიან. სასწორი არის ადამიანი, რომელთანაც ნებისმიერი სახის ურთიერთობა სასიამოვნოა. სპორტში წარმატებებს აღწევს. გამოუსწორებელი რომანტიკოსია.

მორიელი
ძალზე მოსიყვარულეა. მას იუმორის შესანიშნავი გრძნობა გააჩნია. ცხოვრებაში სურს ყველაფერი გამოსცადოს. მორიელი ყოველთვის იღებს იმას, რაც სურს. მიმზიდველი გარეგნობა აქვს. უყვარს, როცა ანებივრებენ. ენერგიით სავსეა და იცის ფულის ყადრი. იცავეს მათ, ვინც უყვარს. რომანტიკული და მზრუნველია.

მშვილდოსანი
უყვარს ღრმად, მაგრამ გრძნობებს არ გამოხატავს. მალავს საკუთარ სუსტ მხარეებს. საკუთარ თავში ჩაკეტილია. გასცემს სიყვარულს და იცავს მას, ვინც უყვარს. რომანტიკულია. თუ ცუდ ხასიათზეა, უმჯობესია ერიდოთ. მას განსაკუთრებული მიმზიდველობა აქვს. კარგად გამოიყურება. მშვილდოსნის სიყვარული განუმეორებელია.

თხის რქა
გამგებიანები და ამაყია. ძალზე სექსუალური და მიმზიდველი. ინტელექტის მაღალი დონით გამოირჩევა. ყველაფრის მიმართ ინტერესს ავლენს და უღრმავდება თითოეულ დეტალს. უყვარს სპორტული შეჯიბრებები. აქვს განსაკუთრებული კულინარიული ნიჭი, მაგრამ ხშირად რესტორანში ამჯობინებს ვახშმობას.

როგორ ამოვიცნოთ, ვუყვარვართ თუ არა მამაკაცს, როცა თავად არ გვეუბნება

Автор: admin от 20-01-2016, 15:18
კაცების გარკვეულ ნაწილს თავის გრძნობებზე საუბარი უყვარს, მაშინ როცა სხვებისთვის საქმე სიტყვებზე მნიშვნელოვანია. თუ თქვენი მეორე ნახევარი არ განებივრებთ ფრაზით ,,მე შენ მიყვარხარ" სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს მიმართ ძლიერი და მომნუსხველი გრძნობები არ აქვს. ყურადღება მიაქციეთ, როგორ გეპყრობათ კაცი.

1. თუ ის გკოცნით დიდხანს და ვნებიანად...

კოცნაში სიყვარული აშკარავდება. თუ ის ვნებიანად და დიდხანს გკოცნით უდავოა, რომ თქვენთან სიახლოვე აბედნიერებს. კაცი არასდროს აკოქცებს გულით ქალს თუ არ უყვარს. უგულო კოცნა კი მშრალი და უემოციოა.

2. თუ კოცნის შემდეგ იღიმის...

საყვარელი ადამიანის კოცნის შემდეგ ენდორფინი - ბენდიერების ჰორმონი - გამოიყოფა, რომელიც გაღიმებთ და კარგ ხასიათზე გაყენებთ. თუ თქვენი პარტნიორი ყოველი კოცნის შემდეგ იღიმის, ცხადია რომ უყვარხართ.

3. ყურადღებით გისმენთ

კაცები პაემანზე ხშირად დადიან და მრავალ ქალთან აბამენ ურთიერთობას. ქალებს საუბარი უყვართ. გგონიათ, მამაკაცები ყოველთვის უსმენენ მათ? არა, კაცი ისეთ სახეს იღებს თითქოს უსმენს, სინამდვილეში სხვა ქალს ათვალიერებს, ან უბრალოდ მისთვის უფრო საინტერესო საკითხზე ფიქრობს. თუ კაცი ყურადღებით გისმენთ, სიამოვნებით გესაუბრებათ და თვალს არ გაშორებთ - უყვარხართ.

4. თუ კაცი წელში გამართული
დგას თქვენ გვერდით

როცა კაცი ქალს თავს აწონებს, ის მხრებშია გამართული. თუ კაცს უყვარხართ, სურს რომ თქვენს თვალში ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდეს. ასევე კაცი თავს ამაყად გრძნობს, როდესაც საყვარელი ქალი მასთან ერთად არის. ეს სიამაყე სიარულის მანერაზეც აისახება. დადის წელში გამართული და კისერმოღერებული.

5. უმიზეზოდ გწერთ და გირეკავთ

უფროსი გირეკავთ თუ სურს, რომ დავალება მოგცეთ, ან გადაამოწმოს შეასრულეთ თუ არა დაკისრებული მოვალეობა. მეგობარი გირეკავთ, რომ პრობლემა გაგიზიაროთ და რჩევა გკითხოთ. ის კი უმიზეზოდ გიკავშირდებათ, მხოლოდ თქვენი ხმის გაგონება სურს. აშკარაა, რომ კაცს თქვენთან ურთიერთობა კომფორტს უქმნის.

6. განსაკუთრებულ საჩუქრებს გჩუქნით

სიტყვა ,, განსაკუთრებულში" ან მოვიაზრებ ძვირს. საჩუქრები, რომელსაც გაძლევთ, თქვენს ხასიათს და ცხოვრების სტილს შეეფერება. თუ კითხვა გიყვართ, იცის, რომ წიგნი უნდა გაჩუქოთ. თუ მოგზაურობა მოგწონთ, თქვენთვის კარავს ყიდულობს, თუ კარგად უკრავთ, გიტარას გჩუქნით... მისი საჩუქრები არ არის შემთხვევით შერჩეული.

20 რამ, რაზეც გოგონასთან შეხვედრისას უნდა ისაუბროთ

Автор: admin от 20-01-2016, 15:17
მამაკაცებს ხშირად გვიჭირს სუსტ სქესთან საერთო ენის გამონახვა. ზოგჯერ სასაუბრო თემას ვერ ვპოულობთ, ზოგჯერ კი საერთოდ რაღაც სისულელებს ვროშავთ. ეს პრობლემა განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როდესაც არა უბრალოდ ქალს ვესაუბრებით, არამედ ქალს, რომელიც მართლა მოგვწონს. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ ნერვიულობას ვიწყებთ. მაშ ასე მინდა წარმოგიდგინოთ 20 უნივერსალური სააუბრო თემა, რომელზეც შეიძლება ესაუბროთ სუსტი სქესის წარმომადგენლებს.

1) კინო: უნივერსალური თემა. ვიწყებთ კითხვიდან "კინოთეატრში იყავი?" ვარკვევთ რისი ყურება უყვარს, დადის თუ არა ღამის სეანსებზე, ვპატიჟებთ კინოში, ყველაფერი კარგადაა.

2) გატაცებები: მაგალითად თქვენ გიყვართ როლიკებით სეირნობა ან აგროვებთ მარკებს. პირველ შემთხვევაში მოკლე საუბრის შემდეგ დაპატიჟეთ სასეირნოდ, თუ როლიკებზე დგომა არ იცის, დაპირდით რომ ასწავლით. მეორე შემთხვევაში მოუყევით რომანტიული ისტორია საყვარელი მარკის შესახებ და დაპატიჟეთ კოლექციის სანახავად. არ დაგავიწყდეთ დაინტერესდეთ რა გატაცებები აქვს გოგონას და მიეცით დრო მოსაყოლად.

3) ლიტერატურა: მას კითხვა უყვარს? მაშინ წინ. რა წაიკითხა ბოლოს? რომელია მისი საყვარელი მწერალი? მოუყევით რას კითხულობთ თქვენ. იქნებ იცით რომ უახლოეს მომავალში რომელიმე წიგნის ეკრანიზაცია მოხდება.

4) მუზეუმები, ღირსშესანიშნავი ადგილები: ნებისმიერ ქალაქში ასეთი ადგილი მრავლადაა. საკმარისია ხელში გზამკვლევი აიღოთ და რამოდენიმე მათგანის შესახებ ინფორმაცია დაიმახსოვროთ. მაშინ შეძლებთ გოგონას საინტერესო ამბები უამბოთ ქალაქში სეირნობისას. "იცი აქ მაიკოვსკი, პუშკინი, ვაჟა ფშაველა, ფიროსმანი ცხოვრობდა" და მოუყევით რომანტიული ისტორია ამ ადგილის შესახებ. დაინტერესდით რომელია მისი საყვარელი ადგილი ქალაქში.

5) ცუდი ჩვევები: აჯობებს თუ "საყვარელ" ნაკლოვანებებზე ისაუბრებთ. მთავარია სახალისო იყოს.

6) ფული: ისაუბრეთ იმაზე თუ რა ღირს წიგნები, დისკები, ტელეფონები და სხვა. თუმცა ამ თემის გავრცობა არ ღირს, თორემ იფიქრებს, რომ ძუნწი ხართ. რამოდენიმე აზრის გაცვლის შემდეგ ჯობია სხვა თემაზე გადახვიდეთ. მაგალითად საჭმელზე.

7) საჭმელი: ისაუბრეთ ყველაფერზე დაწყებული ბებიას საოჯახო ღვეზელებიდან, ეკზოტიკურ ზღვის პროდუქტებზე, კაფეებზე, რესტორნებზე და ა.შ. თქვენს საყვარელ კაფეში დაპატიჟება ამ სიტუაციაში სრულიად ლოგიკური იქნება.

8) მოგზაურობა, გასეირნება: მოუყევით გოგონას თქვენი უკანასკნელი მოგზაურობის შესახებ. ჰკითხეთ სად უყვარს მას სიარული, უყვარს თუ არა მოგზაურობა. რა ურჩევნია ზღვა, მთა თუ ბარი, სად უნდა რომ იმოგზაუროს.

9) ავტომობილი, ტრანსპორტი: დაინტერესდით ატარებს თუ არა ავტომობილს. არა? აქვს თუ არა სურვილი? რომელი ავტომობილი მოსწონს? რომელი ტრანსპორტის ტარება უნდა? იქნებთ გამანადგურებელის ან კოსმოსური ხომალდის? მოუყევით თქვენი ოცნების ავტომობილის შესახებ.

10) სწავლა, სამსახური: მოუყევით რამოდენიმე სახალისო ამბავი თქვენი პრაქტიკიდან. ჰკითხეთ კოლექტივთან ურთიერთობის შესახებ, აწყობენ თუ არა საერთო წვეულებებს, ჰკითხეთ უფროსებისა და მასწავლებლების შესახებ. ამ ისტორიებში აუცილებლად იპოვით რამე საერთოს. რაიმეზე ერთად იცინებთ.

11) როგორ ატარებს თავისუფალ დროს? ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში არ დაუშვათ კრიტიკა მის მიმართ.

12) სპორტი: დაიწყეთ ფრთხილად, სპორტის საყვარელი სახეობებიდან, თუ გაიგეთ რომ სპორტითაა დაკავებული განავრცეთ თემა. ცნობილი სპორცმენები, სპორტული დარბაზები, ცურვის სახეობები, სპორტული ტურიზმი, აქ თემა უამრავია.

13) ჯანმრთელობა: სპორტიდან გადადით ჯანმრთელობაზე. შეგიძლიათ თქვათ, რომ ბევრად უკეთესია ველოსიპედით სეინობა ვიდრე ბნელ კუთხეში წებოს ყნოსვა. შეიძლება ცოტა ერთად იფილოსოფოსოთ ამ თემაზე, თუ რა თქმა უნდა არ შეატყვეთ, რომ მთქნარება დაიწყო.


14) რელიგია: თქვენ გჯერათ ღმერთის, ბედისწერის, დაინტერესებული ხართ ბუდიზმით, რელიგიის ისტორიით და ა.შ. ნუ მოგერიდებათ დაინტერესდით სჯერა მას თუ არა, რომ ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული თუ ფიქრობს, რომ ადამიანი თვითონაა თავისი ბედის შემოქმედი? თვლით, რომ თქვენი შეხვედრები შემთხვევითი არ არის? მიანიშნეთ ამის შესახებ. შეიძლება საინტერესო საუბარი გამოგივიდეთ.

15) ურთიერთობა: აქ შეიძლება დაინტერესდეთ, როგორ მამაკაცს უნდა რომ შეხვდეს. რას ვერ მოითმენს: ღალატს, ძუნწობას, ეჭვიანობას... გამოთქვით თქვენი აზრი. ჰკითხეთ მეგობრების შესახებ, უამბეთ თქვენს მეგობრებზე.

16) ბავშვები: პატარები, უმცროსი დები და ძმები, ნათესავები და უბრალოდ ნაცნობები. აუცილებლად იპოვით ბევრ რამეს სასაუბროდ. თუ თქვენს მიერ არჩეული ქალი უკვე დედაა, მაშინ საუბარი შეიძლება უსასრულობამდე გაგრძელდეს. შეძლებთ გაარკვიოთ რამდენად სერიოზული ადამიანია თქვენს წინაშე.

17) საჩუქრები, დღესასწაულები: რომელი დღესასწაულია ყველაზე-ყველაზე? უყვარს საჩუქრები? მიღება თუ ჩუქება? აუცილებლად ისაუბრეთ თქვენს შესახებაც.

18) ტანსაცმელი: აუცილებელია კომპლიმენტი მისი შესანიშნავი ჩაცმულობის შესახებ. იხუმრეთ თქვენი საყვარელი ჯინსების შესახებ. აგრძნობინეთ, რომ თქვენთვის ქალი ყოველთვის ლამაზია მიუხედავად ჩაცმულობისა, ეს ხომ ყველა ნამდვილმა მამაკაცმა იცის.

19) ცხოველები: თემა მომგებიანია, თუ რა თქმა უნდა ფსოქოპატს არ შეხვდით. ჰყავს მას ცხოველები? უყვარს ცხოველები? აუცილებლად უამბეთ ცხოველების მიმართ თქვენი დამოკიდებულების შესახებ.

20) სექსი: შეიძლება გააკვირვოთ გოგონა მაშინვე სექსზე რომ დაუწყოთ საუბარი, მაგრამ შედეგი საეჭვო იქნება. ამიტომ აუცილებლად მოითმინეთ სანამ თქვენი ურთიერთობა მართლა არ მივა იმ დონემდე, როდესაც შეძლებთ ამ თემაზე საუბარს. იქამდე კი ისაუბრეთ ცნობილ წყვილებზე.

კაცის თვალით დანახული 6 შეცდომა, რომელსაც სექსის დროს უშვებთ

Автор: admin от 20-01-2016, 15:17
სექსუალური პრობლემები ბიჭთან მაშინ იწყება, როცა სურვილები და რეალობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ნუ დაიწყებთ ფიზიკურ ნაკლოვანებებზე ფიქრს, ქალის მთელი სექსუალურობა მის ფიქრებსა და ფანტაზიებში იმალება. ქალი ყველაზე გარყვნილი და ტემპერამენტია მაშინ, როცა ვერავინ ხედავს.

მოდით, განვიხილოთ მამაკაცის თვალით დანახული ქალის ყველაზე გავრცელებული შეცდომები სქესობრივი კავშირისას:

1. ქალის საძინებელი ოფისს ჰგავს

თქვენს პარტნიორს ლიბიდოს უქვეითებს საბუთებით სავსე საძინებელი. ხედავს კომპიუტერს, მიმოფანტულ ქსეროქსებსა და ფაილებს. თქვენი ოთახი მამაკაცს აფიქრებინებს, რომ ჩვეულებრივ სახლშიც მუშაობთ, მოსაწყენი ცხოვრების რიტმი გაქვთ და თუ თქვენთან სერიოზულ ურთიერთობას გააბამს დროის დეფიციტი მუდმივ პრობლემად გადაიქცევა.

2. ტაბუს დადება ორალურ სექსზე

ორალურ სექსს ნუ უყურებთ, ისე როგორც ამაზრზენ აქტს, თქვენს ხომ გიყვართ თქვენი მეორე ნახევარი? შეუძლებელია, შეყვარებულის/ქმრის გარკვეული ნაწილები გიყვარდეთ, სხვები კი გზიზღდეთ. ორალურ სექსზე უარის თქმა არა მხოლოდ დააშინებს თქვენს კაცს, არამედ კომპლექსებსაც გაუჩენს.

3. სისუფთავის გადაჭარბებული სიყვარული

ორგაზმის შემდეგ პირდაპირ სააბაზანოში გაქცევა ჭკვიანური გადაწვეტილება არ არის. ნუ იჩქარებთ მოწესრიგებას. რა თქმა უნდა, სექსის შემდეგ უნდა იბანაოთ, მაგრამ ჯერ მოიცადეთ, მოესიყვ
არულეთ, დაელაპარაკეთ, შეაქეთ.

4. დრესკოდი

აუცილებელი არ არის ძვირიან სექსუალურ საცვლებში გამოეწყოთ, მარამ თუ კაცს ორი ზომით დიდ სპორტულებში დახვდებით, ბუნებრივია
რომ ვერ აღიგზნება. სულ ერთია ძვირიან რესტორანში ხართ თუ სახლში, ხომ გსურთ რომ საყვარელ მამაკაცს მოსწონდეთ?

5. ყოფილებზე საუბარი

არც ერთ კაცს არ მოსწონს, როცა ყოფილს ადარებენ. დაივიწყეთ ძველი ურთიერთობები. რაში აინტერესებს თქვენს შეყვარებულს რას აკეთებდით ყოფილთან ერთად, როგორი იყო ლოგინში, რას გჩუქნიდათ და ა.შ ?

6. ქველმოქმედება

სექსში ქველმოქმედება აკრძალულია! თუ თქვენ მარტო იმიტომ თანხმდებით ინტიმურ კავშირს, რომ ეს კაცს სურს, დიდ შეცდომას უშვებთ. სექსი არის აქტივობა, რომელშიც ორივე მხარე საკუთარი სურვილით უნდა იყოს ჩართული. წინააღმდეგ შემთხვევაში არც კაცი დარჩება ნასიამოვნები და არც ქალი.

ანდრეა ნარიანი

აი რატომ იზიდავს ზოგიერთ ქალს ცოლიანი მამაკაცი

Автор: admin от 20-01-2016, 15:16
პირადად მე პრინციპულად არ ვეკარები, არა თუ ცოლიან, არამედ შეყვარებულიან კაცებსაც კი. თუმცა არსებობს ქალების კატეგორია, რომლებსაც განსაკუთრებულად იზიდავს დაკავებული მამაკაცები. ბუნებრივია, თუ გაჩნდება შეკითხვა ,,რაშია საქმე?" ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 პასუხს:

1. ბუნებით მტაცებელია

ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი ტიპის ქალზე, რომელსაც დაოჯახებული მამაკაცის მონადირება უფრო ართობს, ვიდრე შოპინგზე სიარული. ეს ქალი აკრძალული ხილის მოპოვებისგან დიდ სიამოვნებას იღებს. ის აქტიურია, კაცს ხშირად ურეკავს, ''ვეფხისტყაოსანივით'' გრძელ მესიჯებს წერს და ხშირად მიზანს აღწევს.

როგორ უნდა მოიქცეს კაცი? მისგან თავი მაქსიმალურად შორს უნდა დაიჭიროს. გაავლეთ წითელი ხაზი და ქალს მისი გადმოკვეთის საშუალება არ მისცეთ. დისტანცია საუკეთესო გამოსავალია. თქვენ ხომ არ გსურთ, შეცდეთ და შემდეგ მუხლებზე დაჩოქილმა ცოლს პატიება სთხოვოთ?

როგორ უნდა მოიქცეს ცოლი? ვითომ სხვათაშორის შეახსენოს კაცს, რომ ღალატს არ აპატიებს. გამოიპრანჭოს და კაცის თავისუფალი დრო მაქსიმალურად მიითვისოს.

2. თავად გათხოვილია

გათხოვილ ქალებს თავისუფალი ურთიერთობა იზიდავთ. ის ქმრის რომანტიკულმა სისულელებმა დაღალა, მაგალითად: მიყვარხარ და ტრამვაისაც კი გიყიდი. ცოლიან კაცს იყენებს და წინააღმდეგი არ არის, თუ მასაც
გამოიყენებენ. საყვარლისგან კარგ სექსს ელოდება.

3. თვითშეფასების ამაღლება სურს

ისეთი მამაკაცის ,,გამოჭერა," რომელსაც ცოლი ჰყავს არც თუ ისე მარტივია. დაოჯახებული კაცი თავის ვალდებულებებს კარგად აცნობიერებს და რთულად გადადგამს ნაბისჯს, რომელიც ოჯახს დაუნგრევს. თუ ქალი მის შეცდენას მოახერხებს, თავის ძალებში დარწმუნდება და უფრო თავდაჯერებული გახდება.

4. ეგოისტია

ამ ქალს მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს, სხვაზე არასდროს ფიქრობს. კაცს სიცხე აქვს? დაე, ცოლმა მოუაროს, თავად თავს არ შეიწუხებს. კაცს შვილები სურს? ცოლმა გაიფუჭოს ფიგურა და ნერვები. ყურადღებიანი და მოსიყვარულე საყვარელი სურს, რომელიც მისგან არაფერს მოითხოვს.

5. მშიშარაა

ცოლიან მამაკაცებთან რომანს ხშირად ისეთი ქალები აბამენ, რომლებმაც წარსულში ფსიქოლოგიური ტრამვა გადაიტანეს. მათ სიგიჟემდე ეშინიათ ტკივილის და ღალატის. დაოჯახებულ კაცთან ურთიერთობისას ყველაფერი გარკვეულია: მომავალში ამ კაცთან არ იქნები, მას მეუღლე და შვილები ჰყავს. მეორე ვარიანტში ქალს თავისუფლების დაკარგვის ეშინია და ცდილობს, უმომავლო ურთიერთობებით გაერთოს.

რომელ თვეში დაბადებული ადამიანები არიან პირად ცხოვრებაში უიღბლოები

Автор: admin от 20-01-2016, 15:15
ასტროლოგიური თვალსაზრისით, კონკრეტულ თვეში დაბადებული ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც სახასიათო შტრიხებით, ასევე ბედ-იღბლით. ამიტომ, თუ გეცოდინებათ, რომელ თვეში დაბადებულ ადამიანს რა ხასიათი აქვს და რა კუთხით უმართლებს, მასთან ურთიერთობა საკმაოდ გაგიადვილდებათ.

იანვარში დაბადებული ადამიანი არ არის მომთხოვნი და კმაყოფილდება იმით, რაც აქვს. ავტორიტეტულ და გავლენიან პირებთან ურთიერთობისას ის მეტ გამოცდილებასა და ცოდნას იძენს; ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ; არ უყვარს ზედმეტი კრიტიკა და, ცდილობს, არც სხვა გააკრიტიკოს; ხშირად უჩნდება სურვილი, განმარტოვდეს და დაფიქრდეს წარსულზე.

თებერვალში დაბადებული ადამიანები გაწონასწორებულები და გონებამახვილები არიან. სერიოზულ ემოციურ პრობლემას ხშირად უქმნით ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირება. განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ იმის მიმართ, თუ რას ამბობენ მათზე უცხო ადამიანები. მათთვის მნიშვნელოვანია სხვების აზრი. ისინი კარგი მრჩევლები არიან მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.

მარტში დაბადებულები გონებამახვილობითა და იუმორის გრძნობით გამოირჩევიან. ყველასთან შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა. ხშირად სწყდებიან რეალურ სამყაროს და ფანტაზიებში იჭრებიან. ამ თვეში დაბადებულ ადამიანთან ურთიერთობა დადებით ემოციებსა და განცდებს იწვევს. არ უჩივიან თაყვანისმცემლების უყურადღებობას, თუმცა ოჯახურ სფეროში იშვიათად უმართლებთ.

აპრილში დაბადებული ადამიანები იმპულსურობითა და მებრძოლი სულისკვეთებით გამოირჩევიან. გარემოება ხშირად აძლევს მათ შანსს, მატერიალური დოვლათი მოიპოვონ. მთავარია, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდნენ. რასაც მიზნად დაისახავენ, ყოველთვის მიაღწევენ. არ უყვართ, როცა ატყუებენ და, ამის გამო, შესაძლოა, საყვარელი ადამიანებიც კი სამუდამოდ დაივიწყონ.

მაისში დაბადებულები ვერ იტანენ თავისუფლების შეზღუდვას. ერთი შეხედვით, წყნარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ, თუ გაბრაზდნენ, დიდხანს ვერ დააშოშმინებთ, ტკბილი სიტყვით კი ნებისმიერ საქმეს გააკეთებინებთ. ხშირად ბედში არ უმართლებთ, თუმცა არ არიან ზედმეტად მომთხოვნები და ის მცირედიც აკმაყოფილებთ, რაც გააჩნიათ. მაგრამ, უკეთეს მომავალზე ფიქრს არასდროს გაურბიან და სჯერათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ივნისში დაბადებული ადამიანები ნიჭიერები არიან. ახასიათებთ ექსტრავაგანტური მოქმედებები. პატივს სცემენ ტრადიციებს. ოჯახის წევრების მიმართ გამოხატავენ სითბოს და უყვართ მოდურად ჩაცმა. ცოტა მშიშრები არიან და ამის გამო ცხოვრებაში ხშირად უწევთ უკან დახევა. ისმენენ სხვების აზრს, მაგრამ არ ითვალისწინებენ.

ივლისში დაბადებული ადამიანი ცდილობს არავის აწყენინოს და ყველასთან კარგი ურთიერთობა დაამყაროს. ხშირ შემთხვევაში, ბედში არ უმართლებს. ის ყოველთვის ერიდება კონფლიქტურ სიტუაციებს, გაუგებრობებსა და ჩხუბს. ჯანმრთელობის მხრივ სუსტია და ამის გამო ხშირად ავადმყოფობს, რაც მის პროფესიონალიზმს აფერხებს.

აგვისტოში დაბადებული ადამიანები კონფლიქტური ხასიათით გამოირჩევიან. უყვართ დამოუკიდებელი ცხოვრება. უჭირთ მეორე ნახევრის არჩევა და პირად ცხოვრებაში ხშირად უშვებენ შეცდომებს. ბევრი კრიზისული პერიოდი აქვთ, მაგრამ ამის გამო დეპრესიაში არ ვარდებიან. ცდილობენ, საკუთარი შრომისუნარიანობით გადალახონ წინაღობები.

სექტემბერში დაბადებულები ხშირად ხვდებიან საკამათო სიტუაციებში. პირად ცხოვრებაში ბევრ პრობლემას აწყდებიან და ბედსაც უჩივიან, თუმცა კარიერაში მეტად იღბლიანები და წარმატებულები არიან. პარტნიორების დახმარებით, საქმესა თუ ბიზნესში წარმატებებს აღწევენ.

ოქტომბერში დაბადებული ადამიანი სადაც შედის, სიხალისე და იდილია შეაქვს. კარიერაში დიდ წარმატებებს აღწევს და გარშემო მყოფებშიც კარგი ავტორიტეტით სარგებლობს. უყვარს ახლობლების, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის დახმარების გაწევა. პირად ცხოვრებაში კი სულ ძიებაშია და საკუთარი მიღწევებით არასდროს კმაყოფილდება.

ნოემბერში დაბადებული ადამიანი აქტიურობითა და მიზანდასახულობით გამოირჩევა. ადვილად ამჩნევს ფარულ მტრებს და ყოველთვის ახერხებს, იყოს მათზე ძლიერი. შეუძლია, დიდ წარმატებებს მიაღწიოს საკუთარი ძალებით და არა სხვების დახმარებით. საყვარელ ადამიანთან გრძნობით მოქმედებს და ხშირად იგნორირებას უკეთებს გონების კარნახს. რის გამოც, შესაძლოა, ცხოვრების ბოლომდე არ გაუმართლოს სიყვარულში.

დეკემბერში დაბადებულები მკაცრები და ზედმეტად კრიტიკულები არიან. გარშემო მყოფებთან ხშირად უწევთ კამათი. სწრაფად იკეთებენ კარიერას და არც ბიზნესში უჭირთ სასურველი შედეგების მიღწევა. საკუთარ ავტორიტეტს ყოველთვის პირადი მიზნებისთვის იყენებენ. უყვართ ოჯახური სიმშვიდე და იდილია.

წყარო: "თბილისელები"

Назад Вперед
Наверх
 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.