Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
» Материалы за 25.12.2015
на правах рекламы

როგორ მოვიქცეთ პირველ პაემანზე მამაკაცთან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 25-12-2015, 23:55
ალბათ ნებისმიერ ქალს მოეხსენება მარტივი ჭეშმარიტება – "მამაკაცებს თვალებით უყვართ". შესაბამისად, ის თუ როგორია პირველი შთაბეჭდილება, რომელსაც თქვენ ახდენთ ძლიერი სქესის წარმომადგენელზე გაცნობისას, ხშირად განაპირობებს სამომავლო ურთიერთობის ბედს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ თქვენ პოტენციური თაყვანისმცემლის ზოდიაქოს ნიშანი იცით, გაცილებით მარტივი იქნება სიტუაციით ოსტატურად ლავირება... ვერძთან პირველ პაემანზე უნდა იყოთ ქალურობისა და სინაზის განსახირება. უსმინეთ გულისყურით, აჰყევით მის ნებისმიერ წამოწყებასა და შემოთავაზებას. კუროსთან პირველი პაემანის დროს სერიოზული, გაწონასწორებული და მშვიდი უნდა იყოთ. თუკი მასთან საერთო გემოვნებაც აღმოგაჩნდათ კვების საკითხში და რესტორანიც ერთობლივად შეარჩიეთ, მთლად უკეთესი! ტყუპთან მაქსიმალურად გამოამჟღავნეთ ერუდიციის დონე და ინტელექტი. ეს ის კაცია, რომელსაც თვალებით კი არა ყურებით უყვარს. კირჩხიბთან ოჯახზე, ბავშვებსა და ფულზე ისაუბრეთ. შეგიძლიათ მასაც გამოჰკითხოთ შინაურებზე ისტორიები. ლომთან საერთოდ ნუ ილაპარაკებთ, ან აქა იქ "ჩააკვეხეთ" სიტყვა. აღტაცებული მზერა, კარგი მსმენელის როლი და კომპლიმენტები უმთავრესი გასაღებია ამ კაცის გულის მოსაგებად. ქალწულთან დიეტის, სწორი კვებისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესახებ ისაუბრეთ. აგრძნობინეთ, რომ ამასთან ერთად, საფონდო ბირჟის და ზოგადად ფინანსური სფეროს პერიპეტიებშიც ერკვევით. სასწორთან ხელოვნების სიყვარული "გადაგარჩენთ". ისაუბრეთ ფილმებზე, მუსიკაზე, თეატრსა და მხატვრობაზე. ოღონდ ერთმანეთში ნუ აურევთ ვან გოგსა და გოიას. მორიელთან ჭკუა, მოთმინება და წინდახედულება გმართებთ. მართალია, მას ვერაფერს გამოაპარებთ და პირველივე შეხვედრაზე შესძლებს თქვენს "რენტგენზე გაყვანას", მაგრამ თუ იმაში დაარწმუნებთ, რომ თავი მარტოოდენ მოდური ვარცხნილობის გასაკეთებლად არ გაბიათ, მის ინტერესს უდავოდ გამოიწვევთ. მშვილდოსანმა თქვენი სახით პირველ რიგში მხიარული კომპანიონი, ხალისიანი მეგობარი და თანამოაზრე უნდა იპოვნოს. მოაყოლეთ სახალისო ისტორები, იგი გიჟდება მასხარას როლზე. იცინეთ ბევრი, ხმამაღლა და გულიანად. მერწმუნეთ ხელმეორედაც მოუნდება მას მალე იგივე სპექტაკლის გამართვა. თხის რქას საქმიანი იმიჯით, მოწესრიგებულობითა და საქმისადმი სერიოზული მიდგომით მოხიბლავთ. თუ პაემანს დატვირთულ სამუშაო გრაფიკში მოკლევადიანი ლანჩის დროს დაუნიშნავთ და მის გასაცნობად ფაქტობრივად თხუთმეტი წუთით შეირბენთ, ეს ერთიორად გაზრდის თქვენს დივიდენდებს მის თვალში. მერწყულთან პაემანზე შეგიძლიათ ექსტრავაგანტურად ჩაცმული გამოცხადდეთ, ეს კაცი ადამიანებს განსაკუთრებული ინდივიდუალიზმის გამო აფასებს. ამასთან ერთად, თუ იგი თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობებითც მოიხიბლა, ჩათვალეთ, რომ თავი ქუდში გქონიათ. თევზებთან პაემანის წინ ერთი ორი პროფესიულ დონეზე დაწერილი სტატია გადაიკითხეთ ფსიქოლოგიის სფეროდან. იმიტომ რომ ამ კაცის გულის მოსაგებად, მოყვარული ფსიქოლოგის როლი ყველაზე ხელსაყრელი პოზიციაა. მზად იყავით მის მოსასმენად და ემოციების გამოხატვა თუ ექსპრომტად გადმოგდებული კურცხალის მეშვეობითაც გამოგდით დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, "თევზაობა" ნაყოფიერი იქნება.

http://astrologi.ambebi.ge/home/mamakacebi/2955-rogor-moviqceth-pirvel-paemanze-mamakacthan-zodiaqos-nishnis-mikhedvith.html

კრიმინალური მიდრეკილებები ზოდიაქოს ნიშნნის მიხედვით

Автор: datuna от 25-12-2015, 23:54
ადამიანის ხასიათში გამოვლენილ სისასტიკისადმი მიდრეკილებას, გენეტიკის გარდა ზოდიაქოს ნიშანი და კონკრეტული პირადი რუკის დეტალებიც განაპირობებს. ამერიკელმა ასტროლოგებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს, რომელსაც საფუძვლად დაედო ქვეყნის უდიდეს პენიტენციალურ დაწესებულებებში არსებული საანკეტო მონაცემები. შედეგად კი გაირკვა, რომ ერთი შეხედვით ყველაზე უწყინართა შორის ვხვდებით სერიული მკვლელებისა და მოძალადეების დიდ ნაწილს. მოკლედ და კონკრეტულად, იხილეთ შედეგები. მკვლელები და მოძალადეები – ლომი 94%, კურო 87% თხის რქა 79% მანიაკები – თევზები 87 %, სასწორი 74%, მორიელი 69% რეკეტიორები, ყაჩაღობაში ბრალდებულები – მშვილდოსანი 95%, ტყუპი 84%, ვერძი 76% სექსუალური მანიაკები / პედოფილები – ქალწული 75%, თევზები 68%, მერწყული 62% აქვე ერთ საყურადღებო ფაქტასაც გაგაცნობთ, რომელიც იგივე გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო – იმ პატიმრებს შორის ვინც სიცოცხლე ციხის კედლებში სუიციდით დაასრულა ყველაზე დიდი ოდენობით ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები ჭარბობდნენ. მათ სულ ცოტათი ჩამორჩნენ კირჩხიბები და სასწორები.

http://astrologi.ambebi.ge/astro-ambebi/2924-kriminaluri-gadakhrebi-zodiaqos-nishnnis-mikhedvith.html

იუმორის დონე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 25-12-2015, 23:54
ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ ადამიანებს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გააჩნიათ ხუმრობის მიმართ. ზოგი ჯანსაღ იუმორს, თუნდაც შავს ხალისით ეგებება, ზოგიერთს კი უვნებელი ხუმრობაც საწყენად მიაჩნია. მოდით, გავიგოთ, თუ როგორი დოზით გააჩნიათ იუმორის გრძნობა ადამიანებს მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე: ვერძს იუმორის გრძნობა დაბალი დოზით გააჩნია. ძირითადად მხოლოდ საკუთარ ხუმრობაზე ეცინება. სხვისი ხუმრობის დროს კი მუშტები მზად აქვს სამოქმედოდ. კუროს გვიან და ხანგრძლივი დროით ეცინება ხუმრობაზე. თუმცა, სანამ ხუმრობის არსს ჩაწვდება და გაიაზრებს, სიტუაცია მის გარშემო აბსოლუტურად იცვლება და მისი ხმამაღალი ხარხარი, ხშირად შეუსაბამოა. ტყუპს ყველაფერზე ეცინება, შეიძლება ითქვას იუმორის გრძნობა გადამეტებული დოზითაც კი გააჩნია. იცინის სიცილისთვის. კირჩხიბი მხოლოდ მაშინ იცინის თუ ხუმრობა მას არ ეხება. იცინის იმ დროს, როცა ხვდება, რომ სხვებიც იცინიან. ლომს საკუთარ ხუმრობებზე ეცინება და სხვებსაც აიძულებს იცინონ. თავს შეურაცხყოფილად გრძნობს ისეთ ხუმრობაზე, რომელიც მის პიროვნებას ეხება. ქალწულს მხოლოდ შავ იუმორზე ეცინება. მისთვის აუცილებელია ცინიზმის გარკვეული დოზა ხუმრობაში. სასწორს ყველანაირ ხუმრობაზე ეცინება იმიტომ რომ, სიცილი და ზოგადად ღიმილი საზოგადოებაში მიღებული და კარგი ტონია. რომ ჰკითხოთ რაზე იცინის კონკრეტულად ალბათ პასუხის გაცემა გაუჭირდება. მორიელს არასოდეს ეცინება ხუმრობაზე სანამ არ დააზუსტებს, რომ ამ ხუმრობის ქვეტექსტში აშკარად თუ ირიბად მას არ მოიაზრებენ. უმეტესად გულში იცინის ხოლმე. მშვილდოსანს სიცილი ფაქტობრივად მავნე ჩვევაში აქვს გადასული. იცინის ყველგან, ყველაფერზე და ყოველთვის. მაშინაც კი, როცა სიტუაცია სასაცილო კი არა – სატირალია. თხის რქა მხოლოდ ტუჩის კუთხეებით იცინის, ისიც რეგლამენტირებულად. მოსწონს შავი იუმორი. მერწყული უფრო ხშირად სხვების გაცინება ეხერხება, ოღონდ არამიზანმიმართულად. რა მისი ბრალია, თუ ყოველთვის იქცევს ყურადღებას ექსტრაორდინალური საქციელით. თევზები სიცილის დროსაც სევდიანია. ფიქრობს, რომ გარშემო უამრავი გაჭირვებული, მშიერი და უპოვარია. ასეთ დროს კი მას რა აცინებს, რა?!.

http://astrologi.ambebi.ge/astro-ambebi/2906-iumoris-done-zodiaqos-nishnis-mikhedvith.html

ყველაზე ხშირი ქორწინება და განქორწინება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 25-12-2015, 23:54
ნებისმიერი ასტროლოგის პრაქტიკაში, ალბათ ყველაზე ხშირად დასმული კითხვების 80% პროცენტი წყვილებს შორის თავსებადობის საკითხს უკავშირდება. ამ მხრივ არც ჩვენი საიტი გახლავთ გამონაკლისი. შესაბამისად, ფორუმის და კითხვა-პასუხის რეჟიმის მეშვეობით ძალზე ხშირად ვიღებთ მსგავსი თემატიკის შეკითხვებს. თუკი დეტალურად ვიმსჯელებთ ორ ადამიანს შორის ჰარმონიული თანაარსებობის საკითხი მათი ინდივიდუალური ჰოროსკოპების შედარებითი ანალიზით უნდა დადგინდეს. თუმცა, მე მინდა ამჯერად შემოგთავაზოთ პოლონელი ასტროლოგის აგნიესკა ბოჟანოვსკის მიერ ჩატარებული საინტერესო კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც მან სცადა დაედგინა პროცენტულობის მიხედვით განქორწინებისა და ჰარმონიული, ხანგრძლივი თანაცხოვრებისკენ მიდრეკილი წყვილების საშუალო მაჩვენებელი: ჰარმონიული წყვილები: კურო-ქალწული 90 % მორიელი - თხის რქა 88 % ვერძი -ლომი 72 % კირჩხიბი - თხის რქა 68 % ტყუპი - მერწყული 60 % რთულად თავსებადი წყვილები : თხის რქა - სასწორი 96 % მორიელი - ტყუპი 87 % მშვილდოსანი - კურო 82 % მერწყული - ქალწული 78 % ვერძი - ქალწული 65 %

http://astrologi.ambebi.ge/astro-ambebi/2913-yvelaze-khshiri-qortsineba-da-ganqortsineba-zodiaqos-nishnis-mikhedvith.html

სექსში ყველაზე გარყვნილი და კდემამოსილი ზოდიაქოს ნიშნები

Автор: datuna от 25-12-2015, 23:53
ასტროლოგების აზრით, ადამიანის შესახებ, ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე არამხოლოდ პროფესიული მაჩვენებლის, სახასიათო შტრიხების, გარეგნობისა და სხვა დეტალების შესახებ შეიძლება იმსჯელო. ზოდიაქოს ნიშანი სექსუალური ტემპერამენტის დონეს, ამ კუთხით კონკრეტულ მიდრეკილებებსა და მოთხოვნილებებსაც განაპირობებს. ამჯერად მინდა საინტერესო სტატისტიკა შემოგთავაზოთ, რომელიც ლიტველი ასტროლოგების ჯგუფმა შეიმუშავა ფსიქოლოგებთან ერთად. კვლევაში 22-38 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, იყვნენ როგორც ქალები, ისე მამაკაცები. კვლევის თემა კი ასეთი გახლდათ – მათ უნდა დაესახელებინათ პირადი გამოცდილებისა და შეხედულების მიხედვით სექსში ყველაზე აგრესიული, გარყვნილი, კრეატიული და კდემამოსილი (ფრგიდული) ზოდიაქოს ნიშნები: პირველ რიგში მამაკაცებზე ვსაუბრობთ: აგრესიული - მორიელი 78 % , ვერძი 69 %, კურო 55 % გარყვნილი - მერწყული 82 %, თხის რქა 74 %, თევზები63% კრეატიული - ტყუპი 72 % , მშვილდოსანი 67 %, ლომი 60 % კდემამოსილი (ფრიგიდული) - სასწორი 81 %, ქალწული 75 %, კირჩხიბი 64 %

რაც შეეხება ქალებს მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: აგრესიული - ვერძი 82%, ლომი 72 %, თხის რქა 68% გარყვნილი - ქალწული 84%, მორიელი 79%, კურო 63 % კრეატიული - ტყუპი 81 %, მერწყული 77 %, მშვილდოსანი 67% კდემამოსილი (ფრიგიდული) - კირჩხიბი 84%, თევზები 75%, სასწორი 62%

http://astrologi.ambebi.ge/astro-ambebi/2868-seqsshi-yvelaze-garyvnili-da-kdemamosili-zodiaqos-nishnebi.html

TOP - სამი მამაკაცი რომელთან დაშორებაც ქალისთვის პრობლემური და სახიფათო შეიძლება გახდეს

Автор: datuna от 25-12-2015, 23:52
ბოლო პერიოდის მანძილზე საკმაოდ გახშირდა მამაკაცების მხრიდან ქალებზე ძალადობის ფაქტები. ამგვარი შემთხვევების ძირითადი ნაწილი ოჯახური კონფლიქტების ფონზე ვითარდება, თუმცა ყველაფერს აქვს საკუთარი ახსნა და მიზეზი. ასტროლოგები მამაკაცებს სხვადასხვა ფსიქოტიპებად ყოფენ. შესაბამისად, ნებისმიერ მათგანს გააჩნია კონკრეტულად მისთვის დამხასიათებელი ქცევის მანერა და პრიორიტეტები ქალთან დამოკიდებულებაში. ზოგიერთისთვის თუ სიყვარული მეგობრობასთან, თანამოაზრეობასთან ასოცირდება, ზოგს ამ გრძნობასთან ხშირად ტანჯვა და მძაფრი ემოციები აქვს გაიგივებული. მე გადავწყვიტე ზოგადი სტატისტიკა შემოგთავაზოთ იმ მამაკაცებისა, რომლებთან განშორებაც ყველაზე ხშირად ხდება ქალისთვის პრობლემების სათავე და ხანგრძლივი უსიამოვნებების მიზეზი. მშვილდოსანი – რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, სწორედ მშვილდოსანები წარმოადგენენ ე.წ. "ყოფილის" როლში ყველაზე დიდ თავის ტკივილის სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის. საქმე იმაშია, რომ ზუსტად ეს "ყოფილის" სტატუსი და წარსულ დროში მოხსენიების პრივილეგია აღიზიანებს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს. მაშინ როცა ურთიერთობის სტაბილურ ეტაპზე იგი ხშირად აძლევს თავს უფლებას უღალატოს პარტნიორს ან მოკლევადიანი გატაცებებით მაინც გაირთოს თავი პარალელურად. თუმცა, საკმარისია მან საბოლოოდ და საფუძვლიანად დაანამდვილოს რომ ქალმა მის გარეშე გადაწყვიტა ცხოვრების გაგრძელება, მით უმეტეს ამ ახალ ცხოვრებაში ბედნიერებაც იპოვნა, რომ მშვილდოსანი უმალ შურისმაძიებელ, მომაბეზრებელ გესტაპოდ იქცევა, რომელიც ყოფილის ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს გამუდმებული ეჭვიანობის სცენებითა და გამოხტომებით. რჩევა – იგი ისე უნდა მიატოვოთ, რომ ეგონოს თითქოს თავად წავიდა თქვენგან. მიანიჭეთ მას ამის სიამოვნება, იყავით აუტანლად მომთხოვნი, კატეგორიული და ზედმეტად პირდაპირი მასთან. ვეჭვობ, ასეთ ქალთან დაბრუნება მან სამომავლოდ ოდესმე მოინდომოს.
კირჩხიბი – ურთიერთობის საწყის ეტაპზე ყურადღების, სინაზისა და ზრუნვის განსახიერებაა. შეუძლია დღეში ათჯერ მოიკითხოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განწყობა. არც ის დაეზარება სამსახურიდან დაბრუნებულს ვახშამიც კი მოგიმზადოთ საკუთარი ხელით, თუ თქვენ დაღლილობას მოიმიზეზებთ. თუმცა თანდათან კირჩხიბის მზრუნველობა უჰაერო ოთახში გამოკეტილი ადამიანის მდგომარეობას ემსგავსება. იგი დღითი დღე უფრო და უფრო მეტად შეეცდება გაგაკონტროლოთ და ზრუნვა-სიყვარულის კორიანტელი გადმოგაფრქვიოთ თავზე. მაგრამ როგორც კი თქვენ მის მიტოვებას და სუფთა ჰაერზე სუნთქვას გადაწყვეტთ, იგი ისტერიკებს გაგიმართავთ. საქმეში ჩარევს მეგობრებს, მეზობლებს, სანათესაოს, კოლეგებს და პატრულის თანამშრომლებსაც კი. მოითხოვს ნაჩუქარი ნივთების უკან დაბრუნებას და კომპენსაციას გაწეული მორალური და სულიერი მზრუნველობის სანაცვლოდ, რომელიც დიდი ალბათობით არც არაფერში გჭირდებოდათ. გახსოვდეთ, კირჩხიბებს წარსულში ცხოვრება უყვართ. შესაბამისად, თქვენს ყოფილს საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება საიმისოდ, რომ სიტყვა "ჩვენ" აწმყო დროში აღარ აღიქვას და მომავალი თქვენ გარეშე წარმოიდგინოს. რჩევა – ამ კაცის სუსტი წერტილი მისი ოჯახია, განსაკუთრებით აღმერთებს იგი დედას. შეეცადეთ პირველ რიგში სწორედ ამ ადამიანთან გააფუჭოთ ურთიერთობა. თუკი დედის მხრიდან კირჩხიბი თქვენ შესახებ ცუდ რეკომენდაციას მოისმენს, დიდი ალბათობით სამუდამოდ დაგანებებთ თავს. მორიელი – ალბათ ყველაზე რთულად მოსაშორებელი და საშიში პარტნიორია ამქვეყნად. მორიელი ბუნებით მაქსიმალისტი და შურისმაძიებელია. წესებს იგი არასოდეს ემორჩილება, ან იცავს მანამ, სანამ ისინი მის შინაგან, ცხოვრებისეულ ფილოსოფიას არ ეწინააღმდეგება. შესაბამისად, ამგვარი მამრისგან ყველაფერს შეიძლება ელოდოს ქალი. ყველაზე მეტად მის თავმოყვარეობას მტკივნეულად უარყოფილის როლი ეხება. არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რა მიზეზით უარყოფენ მას, მორიელს სიყვარულიც და სიძულვილიც ერთნაირი დოზით შეუძლია, შუალედს იგი ვერასოდეს პოულობს. შესაბამისად, თუ მისთვის სიყვარულის ობიექტიდან, შურისძიების საგნად იქეცით ვერაფრით მოისვენებს, სანამ ბოლომდე არ გაგანადგურებთ. ერთადერთი გზა მისი მრისხანების შესაკავებლად არის ის, რომ მისთვის ინტერესის ობიექტს აღარ წარმოადგენდეთ ან თავად დარწმუნდეს თქვენს ცუდად ყოფნაში. თუკი მისი უშუალო ჩარევის გარეშეც გაგაჩნიათ პრობლემები ცხოვრებაში, მორიელმა შესაძლოა გული შორიდან მაყურებლის როლით მოიფხანოს და თავად ნაკლებად შეიწუხოს თავი ჩარევისგან. რჩევა – რომ დამშვიდდეს ან ძალიან ცუდად უნდა გნახოთ, ან უნდა დარწმუნდეს, რომ მისი არასოდეს შეგეშინდებათ. იყავით ამაყი, მამაცი და ძლიერი სულის ადამიანი. არასოდეს მოუხადოთ ბოდიში, ეთამაშეთ სამართლიანად. ადრე თუ გვიან იგი ამას აუცილებლად დააფასებს.

http://astrologi.ambebi.ge/home/mamakacebi/2880-top-sami-mamakaci-romelthan-dashorebac-qalisthvis-problemuri-da-sakhifatho-sheidzleba-gakhdes.html

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 25-12-2015, 23:51
ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს ფინანსური სტაბილურობის მოსაპოვებლად. რეალურად კი საკმაოდ მარტივია იმის გარკვევა რამდენად გვაქვს უნარი ფულის საშოვნელად და კონკრეტულად რა სფეროში უნდა მოვსინჯოთ ჩვენი ძალები ამ მხრივ. ინფორმაციას კი ჩვენი ზოდიაქოს ნიშანი გვაძლევს: ვერძი ფულს სახელოვნებო დარგებში, სპორტში, პიარისა და მარკეტინგის სფეროში შოულობს. კუროს სფერო საბანკო-საფინანსო სექტორია. ასევე, კვების მრეწველობა და კერძო ბიზნესი. ტყუპი ყველაზე ხშირად საგამომცემლო საქმიანობას და ჟურნალისტიკაშია კომერციულად მომგებიანი. კირჩხიბს კარგად ეხერხება ფულის შოვნა ანტიკვარიატით ვაჭრობის, სარესტორნო ქსელის ან პედაგოგიური საქმიანობის მეშვეობით. ლომს ბედი სწყალობს ხელმძღვანელ თანამდებობებზე. პოლიტიკაში და თეატრალურ სარბიელზე. ქალწულისთვის შესანიშნავია მედიცინა, ფარმაცია, საბანკო ან აუდიტორული საქმიანობა. სასწორი საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ავლენს მოდის, დიზაინისა და არქიტექტურის სფეროში. ასევე კარგია მისთვის იურისპრუდენცია. მორიელს კერძო დეტექტივის საქმიანობით შეუძლია ფულის შოვნა. მისთვის კარგია სასმელის წარმოება-ბიზნესი, კრიმინალისტიკა. მშვილდოსანი მთარგმნელობითი საქმიანობის, ტურიზმისა და ორგანიზატორულ პოსტებზე ყოფნით შეიძლება გამდიდრდეს. თხის რქას შესანიშნავად გამოუვა საამშენებლო ბიზნესის წარმოება, სტომატოლოგია და ტრავმატოლოგიაც მომგებიანია მისთვის ფინანსური კუთხით. მერწყული ინტერნეტ-კომუნიკაციის მეშვეობით შეძლებს სოლიდურად გამომუშავებას. ვებ-პროექტები, უახლესი აპარატურის ყიდვა-გაყიდვის სფეროც ასევე მისია. თევზებს ბედი სახელოვნებო სფეროში სწყალობს. გარდა ამისა, თევზს შეუძლია იყოს კარგი მასწავლებელი, ფარმაცევტი ან მომღერალი.

http://astrologi.ambebi.ge/home/astro-ekonomika/2887-rogor-vishovnoth-fuli-zodiaqos-nishnis-mikhedvith.html

Назад Вперед
Наверх
 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.