Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
» Материалы за 25.01.2016
на правах рекламы

გავრცელებული ინფორმაცია ხვიჩა გობაძის სიკვდილთან დაკავშირებით ჭორი აღმოჩნდა

Автор: Niklosi1 от Вчера, 23:42

"ისლამური სახელმწიფოს" რიგებში მებრძოლი ხვიჩა გობაძის დაღუპვას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ

"ისლამური სახელმწიფოს" რიგებში მებრძოლი ქართველი ხვიჩა გობაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ, ტერორისტული ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ ვიდეოში საქართველოს ემუქრებოდა, დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ხვიჩა გობაძის მეუღლემ, სალი ქათამაძემ "ფეისბუკში" გაავრცელა. სალი ქათამაძის პროფილით გამოქვეყნებულ სტატუსებში წერია, რომ მისი მეუღლე შაჰიდი გახდა. ის აღნიშნავს, რომ ხვიჩა გობაძეს სამოთხეში შეხვდება.

იხილეთ ასევე: "თქვენ თვლით, რომ ძალიან შორს ხართ ხალიფატისგან და საქართველოში ვერ მოვაღწევთ" - ISIS-ის გზავნილი ქართველ ხალხს?!

"საუკუნოდ მემახსოვრები და მეყვარები სულ ყველაზე მეტად! ჩემი ერთადერთი და ჩემი ყველაფერი შენ იყავი, ხარ და იქნები! დაველოდები იმ დღეს, როცა სამოთხეში შეგხვდები და გადაგეხვევი! ძალიააან ძალიაააან მიყვარხააარ მეც და ჩვენს პატარასაც. ტკივილს, რომელიც შენი წასვლით დამიტოვე, ვერავინ და ვერაფერი გამინელებს და სიყვარულს, რომელიც შენს მიმართ მაქვს ვერავინ შემიცვლის, ისევე წამოვიღებ ჩემს სიყვარულს შენთან, როგორც შენ წაიღე ჩემი...ინ შაა ალლაჰ სამოთხეში შევხვდებით ერთმანეთს, იქ სადაც ვიცი მელოდები! მიყვარხარ", -წერს სალი ქათამაძე.
ხვიჩა გობაძესთან ერთად სავარაუდოდ, კიდევ ერთი ადამიანია გარდაცვლილი. სალი ქათამაძე ხვიჩა გობაძისა და კიდევ ერთი მებრძოლის ფოტოს აქვეყნებს და წუხილს გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო.

"არ ვიცით როგორ შევძლებთ თქვენს გარეშე ცხოვრებას! თქვენ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ახლო ადამიანებად დარჩებით მუდამ !! ალლაჰმა მიიღოს თქვენი შაჰიდობა! ნატა დაიკოო ყველაზე მეტად შენ გესმის ჩემი, ალლაჰმა გაგვაძლიეროს!", - წერს სალი ქათამაძე.

კიდევ ერთი სტატუსი გუშინ არის გამოქვეყნებული: "ყველაფერი გაქრა ჩემს გარშემო...სიცარიელეა, უაზრობაა.. არ ვიცი რამდენად შევძლებ მაგრამ უნდა შევეჩვიო, სხვა გზა არ დამრჩენია, როცა წარმოვიდგენ, რომ ვეღარასოდეს დამელაპარაკები, ვერ გადაგეხვევი, ვერ გამიცინებ, თავიდან ვკვდები! ისე ვარ თითქოს სხეულიდან ვიღაცამ გული ამოგგლიჯა, კიარ ამოგიღო, ამოგგლიჯა, უმოწყალოდ გაგიმეტა, წამით არ დაგინდო! სიცარიელეა და სხვა არაფერი და მე ამ სიცარიელეში მომიწევს სიცოცხლე სიცოცხლის გარეშე!", - წერია სტატუსში.

"ისლამური სახელმწიფოს" რიგებში მებრძოლი ხვიჩა გობაძის დაღუპვას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ფლობენ ინფორმაციას, რომ გობაძე გარდაცვლილია, თუმცა სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ.

სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლის, ხვიჩა გობაძის მამა შვილის გარდაცვალების დეტალებზე არ საუბრობს. ილია გობაძის განცხადებით, ოჯახთან კონტაქტი სირიაში წასულ შვილს ბოლოს ორი კვირის წინ ჰქონდა. მისივე თქმით, გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ინტერნეტით გაიგო.

"ჩვენ არავინ დაგვკავშირებია და დაზუსტებით არაფერი ვიცით. ინტერნეტით გავიგეთ, რომ გარდაიცვალა. ორი კვირის წინ გვქონდა ბოლოს კონტაქტი. ვთხოვთ ყველას, თავი დაანებონ ჩვენს ოჯახს".

გობაძეების ოჯახი ბათუმთან ახლოს, სოფელ ახალშენში ცხოვრობს.

10 გასაოცარი ფაქტი, რომლის შესახებაც თქვენ არაფერი იცოდით (10 ფოტო)

Автор: Niklosi1 от Вчера, 21:54
სამყარო იმაზე საინტერესო და მრავალფეროვანია ვიდრე ჩვენ გვგონია . ყოველდღე ხდება რაღაც ახალი, თქვენს წინაშეა 10 უჩვეულო ფაქტია. და თქვენ რა საინტერესო ფაქტი შეგიძლიათ გვითხრათ?
სკორობეის ჭიებს ორიენტაციის უნარი აქვთ იმ სივრცეში სადაც შეუძლებელია რამის დანახვა .
ეს არის ერთადერთი მწერი რომელსაც შეუძლია თავისი მარშრუტის განსაზღვრა კოსმოსური სხეულების განლაგებაზე დაყრდნობით

არსებობს თუ არა ბოროტება?

Автор: Niklosi1 от Вчера, 20:34
არსებობს თუ არა ბოროტება?

ერთხელ ერთმა ჭკვიანმა პროფესორმა უნივერსიტეტში კითხვა დაუსვა ერთ სტუდენტს.
პროფესორი: ღმერთი კარგია?
სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: ეშმაკი?
სტუდენტი: არა.
პროფესორი: მართალია. მაშინ მიპასუხე, არსებობს თუ არა დედამიწაზე ბოროტება?
სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: ბოროტება ყველგანაა, ხომ მართალია? და ღმერთმა შექმნა ყველაფერი, ასეა?
სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: და ვინ შექმნა ბოროტება?
სტუდენტი: …

ops

Автор: datuna1 от Вчера, 15:11

10 მიზეზი იმისა, რომ თქვენ სასწრაფოდ სექსი გესაჭიროებათ

Автор: admin от Вчера, 00:17
1) თუ თქვენ პერმანენტული დეპრესია გაქვთ და გარშემო ყველაფერი გაღიზიანებთ. გაითვალისწინეთ, რომ სექსის დროს ხასიათი საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ. გარდა იმისა, რომ სექსის დროს განიცდით სიამოვნებას, ამ დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონ ენდორფინს, რომელიც მოქმედებს ადამიანის კარგ განწყობაზე და სამყაროს პოზიტიურ აღქმაზე. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ხასიათის გაუმჯობესებაზე მოქმედებს ჰორმონალური ცვლილებები ორგანიზმში. ყველაფერი მარტივია, ხარისხიანი სექსის შემდგომ, ადამიანის განწყობილება უმჯობესდება ქიმიურ დონემდე და ამისათვის არ არის საჭირო განსაკუთრებული ძალისხმევა ”მოეშვით და უბრალოდ მიიღეთ სიამოვნება”.

2) თუ თქვენ ხშირად რაღაც გაწუხებთ და გტკივათ, მაშინ მიმართეთ ისევ და ისევ სექსით მკურნალობის მეთოდს. ორგაზმის მიღებამდე, ადამიანის სისხლში გადადის ჰორმონი - ოკსიტოცინი, რომელიც ატარებს ტკივილგამაყუჩებელ ხასიათს და იგი მორფინის ანალოგიურია. ასე რომ სექსი საუკეთესო ტკივილგამაყუჩებელია.

3) თქვენ ხართ საკუთარი წონით უკმაყოფილო, მუდმივად ხართ დიეტაზე, მაგრამ ეს არ გეხმარებათ გახდომაში. საწოლი !!! ეს ყველაზე საუკეთესო სპორტული მოწყობილობაა, რომელიც კი გამოუგონია კაცობრიობას. აღგზნებულ ადამიანს პულსის ცემა უხშირდება 70- დან 150 დარტყმამდე წუთში. ეს იმის ტოლფასია რომ მძიმე წონიანმა ”შტანგა” აწიოს. ერთი სექსუალური აქტის დროს იწვება იმდენივე კალორია, რამდენიც 15 წუთიანი ძლიერი ინტენსივობით სირბილის დროს. არითმეტიკულად გადათვლით, ყოველდღიურად თითო სექსუალური აქტი, კვირაში დაგაკლებინებთ ნახევარ კგ-ს, ხოლო თვეში?...

4) თქვენ ხშირად ავადდებით სხვადასხვა ვირუსული დაავადებებით, მაშინ გაიმაგრეთ ორგანიზმი საექსით, ადამიანების სისხლში, რომლებიც აკეთებენ ”ამას” რეგულარულად, 30%-ით მეტი ანტისხეულებია, ვიდრე მათ ორგანიზმში, ვინც თავს იკავებს სექსისგან.

5) თქვენ არ მოგწონთ თქვენი მკერდის ზომა, შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია: რეგულარული სექსი ზრდის მკერდის ზომას. საქმე იმაშია, რომ სექსის დროს უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და მკერდი ”იზრდება” 25%-ით.

6) მეხსიერება თუ გღალატობთ ხშირად და ცუდად ითვისებთ ინფორმაციას, ამის დაჯერებაც ცოტა რთულია, მაგრამ ყოველი ორგაზმის შემდეგ ქალები იმაღლებენ IQ–ს. ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს სექსის დროს ორგანიზმში მიმდინარე პროცესები და დაადგინეს, რომ ორგაზმის დროს სისხლის მიმოქცევა უფრო ჩქარდება და ჟანგბადით გაჯერებული სისხლი უკეთ მიეწოდება მთელ ორგანიზმს და მათ შორის ტვინს.

7) თუ იტანჯებით უძილობით, ამ შემთხვევაშიც გესაჭიროვებათ სექსი. სექსის შემდეგ ორგანიზმში მატულობს ჰორმონ-ოქსიტოცინის დონე, რაც ადამიანზე მოქმედებს დამამშვიდებლად და საუკეთესო საძილე საშუალებაა.

8) თქვენ არ გაკმაყოფილებთ თქვენი სხეულის ტონუსი. მაშ რაშია პრობლემა? სექსის დროს ხომ სხეულის ყველა კუნთი მუშაობს და ვარჯიშდება. გარდა ამისა ამ დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ტესტოსტერონის ჰორმონს, რაც დადებითად მოქმედებს სხეულის საყრდენ-მამოძრავებელ ნაწილზე.

9) თქვენ ყოველდღიურად ამჩნევთ ნიშნებს თუ როგორ გინაოჭდებათ კანი. ხშირი სექსის დროს ორგანიზმში იმატებს ჰალოგენის დონე, რაც ასე მნიშვნელოვანია ქალებისთვის, ის კანს ხდის უფრო ნაზს და ელასტიურს. ხოლო სექსის დროს გამოყოფილი პროგესტერონი კანს ასუფთავებს გამონაყარისაგან.

10) თქვენ ყოველთვის უკმაყოფილო ხართ თქვენი თავით. ნებისმიერი, თქვენზე ახალგაზრდა ლამაზი ქალი გაღიზიანებთ, ხოლო ფოტომოდელების სურათები კი ჟურნალებში, საბოლოოდ გშლით ნერვებზე ...მხოლოდ ვნებიანი სექსი თუ გამოგიყვანთ თქვენ ამ მდგომარეობიდან, როდესაც სასურველი მამაკაცი გეტყვით, რომ თქვენ ყველაზე ლამაზი და სასურველი ქალი ხართ მისთვის და საქმითაც დაგიმტკიცებთ ამას, თქვენ საბოლოოდ მოეშვებით იმაზე ფიქრს, რომ აღარ ხართ ახალგაზრდა, აღარ გაქვთ ის მომხიბვლელობა, რაც გქონდათ ადრე და გადაეჩვევით საკუთარი თავის სიძულვილს და ისეთად მიღებას როგორიც ხართ. როდესაც თქვენ სანდომიანი ხართ მამაკაცისთვის, უფრო ადვილია მიიღო და შეიყვარო საკუთარი თავი.

„ჯანმრთელობა.ინფო“

Назад Вперед
Наверх
 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.