Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
на правах рекламы

TOP სამი შეუცვლელი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ის ვისთან რომანიც არასოდეს დაგავიწყდებათ

Автор: datuna от 17-12-2015, 00:24

ქალები რომანტიკული არსებები არიან, ცნობილი ფაქტია ისიც, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლებს ყურებით უყვართ, მამაკაცები კი გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ვიზუალურ ფაქტორს... თუმცა როგორც ამბობენ "არ არსებობენ შეუცვლელი ადამიანები, თუმცა არსებობენ განუმეორებლები" – ჰოდა, ზოგიერთი მამრი თუ ოჯახური ცხოვრებისთვისაა შექმნილი, ზოგს მარტოოდენ ლამაზი "ლოვ-სთორის" გმირის სტატუსის მორგება ეხერხება მარჯვედ. თუმცა, ამაშიც არის თავისი ხიბლი დამეთანხმეთ...
მაშ ასე, იმ სამეულს წარმოგიდგენთ, ვისაც თქვენთვის რომანტიკული განწყობის, დაუვიწყარი საკურორტო რომანის ან უბრალოდ მოკლევადიანი, მაგრამ საოცრად მხურვალე სასიყვარულო ღამის მოწყობის უბადლო ნიჭი აქვს და ის თქვენ არასოდეს, არასოდეს დაგავიწყდებათ. მოკლედ, მამაკაცების ტოპ ასტრო-სამეული, რომელსაც ქალები ვერასოდეს ივიწყებენ:

ლომი – ის ხომ მეფეა, თუ გარეგნულად არა შინაგანი თვითშეფასებით მაინც. ამიტომ ქალი, რომელიც მისი ინტერესის საგანია აუცილებლად იგრძნობს თავს მის გვერდით დედოფლად. ლომი გულით იმართება. შესაბამისად, როცა მამაკაც ლომს უყვარხართ, მისთვის სამყარო იმ კონკრეტულ მომენტში თქვენ გარშემო ტრიალებს და ეს ძალზე თვალშისაცემია... ლომს არამხოლოდ თქვენ, თავად სიყვარული უყვარს. იგი აუცილებლად მოგიწყობთ რომანტიკულ პაემანს, გაგაოცებთ მდიდრული საჩუქრებით, უკან არ დაიხევს არც ერთი თქვენი თხოვნის ასრულებაზე და აუცილებლად იქნება რომანტიკული, ნაზი და მზრუნველი... სანამ თქვენ მის თავმოყვარეობას ზედმეტად არ შეეხებით. გაივლის დრო და ალბათ იტყვით, რომ "ისე არასდროს და არავის ჰყვარებიხართ, როგორც მას, თქვენ მის გვერდით დედოფალი იყავით".





მშვილდოსანი – ამ ნიშნით გამოუსწორებელი მექალთანე და საოცრად ქარიზმატული მამრები იბადებიან. მერწმუნეთ, ძალიან ძნელია ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ცივი გულის და არანაკლებ ცივი გონების მქონე ქალისთვისაც კი მამაკაცი მშვილდოსნის მომხიბვლელი ღიმილისა და ქარიზმის მიმართ გულგრილობის გამოჩენა. ამ კაცს გასაოცარი იდეალისტური ბუნება გააჩნია, როცა ფიქრობს, რომ უყვარხართ (მარტო კი არ ფიქრობს, ეჭვიც არ ეპარება!) იგი მთელ სამყაროს გაგიფენთ ფერხთით. მოგიწყობთ ამაღელვებელ და გულისამაჩუყებელ სახალხო აღიარებებს სიყვარულში, მოიფიქრებს ათასგვარ სასაცილო ტრუკს თქვენი გულის საბოლოოდ მოსაგებად და მაქსიმალურად ეცდება ამ მეთოდით სხვა, ნაკლებკრეატიული თაყვანისმცემლების ჩამოშორებას... დამიჯერეთ, წლების შემდეგაც ღიმილით გაიხსენებთ მას, იმიტომ რომ ცუდზე მეტს პოზიტიურ მოსაგონარს დაგიტოვებთ.


მორიელი – ალბათ ერთადერთი კაცია, რომლის გახსენებაზეც წლების შემდეგაც კი ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი დაგივლით და იტყვით – "მადლობა ღმერთს, ყველაფერი დამთავრდა"... თუმცა, გულის სიღრმეში თუ კარგად ჩაიხედავთ, აღმოაჩენთ, რომ ხანდახან მასთან გატარებული წუთები მაინც გახსენდებათ. მით უმეტეს, თუკი მის შემდეგ ბედი მშვიდ, გაწონასწორებულ და ფლეგმატურ მამაკაცს დაუკავშირეთ. დიახ, მორიელის სიყვარული მტანჯველი, რთული და ზოგჯერ აბსოლუტურად აუტანელია. მაგრამ აქვს მას ის რაღაც აუხსნელი ქარიზმა, რომლის წყალობითაც წლების გავლის შემდეგაც კი რომ მოინდომოს ეს კაცი ისევ ჩაგიგდებთ ხელში.

ყველაზე გულწრფელი და ალალი ზოდიაქოს ნიშნები - TOP სამეული

Автор: datuna от 17-12-2015, 00:23

არსებობს მოსაზრება, რომ გადამეტებულ მიამიტობას ხშირად ადამიანი საზოგადოებაში სულელის სტატუსამდეც კი მიჰყავს, თუმცა ზომიერების ფარგლებში ბავშვური და ინფანტილური საქციელით ხშირად ესა თუ ის ინდივიდი უპირობო მოწონებასაც იმსახურებს ხოლმე. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ადამიანებს განსხვავებული სახასიათო შტრიხები გააჩნიათ. ამიტომაც არის რომ არსებობენ გამორჩევით გულღია, ან პირიქით ჩაკეტილი და იდუმალების მოყვარული ნიშნები. დღეს სამ ყველაზე ალალ ზოდიაქოს ნიშანს წარმოგიდგენთ, რომელთა საქციელიც აუცილებალად გამოიწვევს თქვენში სიმპათიას თუ არა მცირეოდენ თეთრ შურს მაინც ... Innocent


ვერძი – ზოდიაქოს პირველი ნიშანია და სიმბოლურად ბავშვურობასთან, ინფანტილურობასთან ასოცირდება. ვისაც ამ ადამიანებთან ჰქონია საქმე, დამეთანხმებიან ალბათ, რომ მათ ხასიათში უტაქტობასა და უხეშობასთან ერთად, გასაოცარი მიამიტობა და სიალალეა თავმოყრილი. ვერძების დიდ ნაწილს საერთოდ არ ეხერხება ან ცუდად ეხერხება ტყუილის თქმა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი იგი იძულებულია გარემოებებიდან გამომდინარე მოიტყუოს კიდეც, აუცილებლად წამოსცდება მოკლე ხანში ნათქვამის "ორიგინალი ვერსია". იგი ეგოისტია, მაგრამ ამასთანავე გულუხვი და საოცრად გულკეთილი, როცა საქმე დაჩაგრულების მფარველობასა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. ასეთ სიტუაციაში ვერძის პოზიციას ვერანაირი ფინანსებით ვერავინ "იყიდის".

ლომი – ზოდიაქოს ამ ნიშანს ანატომიურად გული შეესაბამება. ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ლომის ერთი შეხედვით ამაყი, გოროზი და თითქოსდა შეუვალი პიროვნების უკან საოცრად ემოციური და განცდიანი ადამიანი იმალება. ლომი გულით იმართება, ამიტომ მისი ყველა საქციელი გულის კარნახს ემორჩილება. ამ ხალხს არ შეუძლია დიდხანს ითამაშოს გულგრილობა, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად ეხერხებათ საზოგადოებაში თავის დაჭერა, გვერდს არასოდეს აუვლიან მათ, ვისაც მათი დახმარება და თანადგომა რეალურად ესაჭიროება. ლომი აღმერთებს სუსტების მფარველობას, ამიტომ მისი იმედი ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს, ვინც მის გულამდე მიაღწევს გულწრფელი თხოვნითა და ღირსების შეგრძნებით. ლომები ვერ იტანენ მეწვრილმანე, ჭორიკანა და ფლიდ ხალხს. ამიტომ თუკი მასთან ურთიერთობისას ორმაგი სტანდარტებით იხელმძღვანელებთ, იცოდეთ, რომ ლომის სახით სამომავლოდ სერიოზულ მტერს შეიძენთ.


მერწყული – ერთი შეხედვით გულგრილი, ინდეფერენტული და ექსცენტრიკული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. შესაძლოა გეგონოთ კიდეც, რომ მას სათუთი ემოციები ხანდახან სასაცილოდაც კი ეჩვენება. თუმცა არამც და არამც არ გახლავთ ასე. მერწყულის შესახებ თქვენი მოსაზრება ძალიან მალე შეიცვლება, თუკი საშუალება გაქვთ ეს ადამიანი მაღალ პოსტზე ან რაიმე ტიპის სოციალური საკითხის მოგვარებისას იხილოთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის სიმბოლო ამაოდ როდი "არწყულებს" კაცობრიობას. მერწყულის ჰუმანურობაც სწორედ აქედან მოდის, იგი ყოველთვის მზადაა საკუთარი პირადი ინტერესებიც კი დადოს სასწორზე, კაცობრიობის, სოციუმის დასახმარებლად. მართალია, ურანული სიცივე არ აძლევს ნებას გადამეტებული სენტიმენტებით ან ენის მოჩლექით გამოხატოს ადამიანებისადმი საკუთარი სიყვარული, მაგრამ გწამდეთ მის კაცთმოყვარე გულში ნებისმიერისთვის მოიძებნება ადგილი.

TOP სამი საუკეთესო სიდედრი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 17-12-2015, 00:22

მამაკაცების დიდი ნაწილი, სასურველი ქალის გულის მოგების შემდეგ ხშირად არცთუ უსაფუძვლო და რაც მთავარია, რიგ შემთხვევაში ფაქტობრივად გადაულახავ პრობლემას აწყდება ხოლმე პარტნიორულ ურთიერთობაში – ამ პრობლემას სახელად სიდედრი ეწოდება. როგორც ჩვენი მკითხველებისგან შევიტყვეთ, სტატიამ საუკეთესო დედამთილების შესახებ თავისთავად გააჩინა კითხვა, მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშნის სასიდედროებთან გაუადვილდებათ პოტენციურ სასიძოებს ურთიერთობა... მოგეხსენებათ, სიდედრიც არის და სიდედრიც. ასე რომ, ამჯერად უკვე საუკეთესო სიდედრების სამეულს წარმოგიდგენთ:

ლომი - ამ ქალის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ როგორც სიდედრი იშვიათად ერევა საკუთარი შვილის პირად ცხოვრებაში რის გამოც როგორც წესი წარმოიქმნება კიდეც სიძე-სიდედრს შორის ძირითადი პრობლემები. ქალი ლომი იმდენადაა დაკავებული საკუთარი ცხოვრებით, იმიჯითა და პროფესიული საქმიანობით, რომ სიძესთან საკამათოთ არც დრო რჩება და არც სურვილი. გარდა ამისა, იგი უზომოდ თავმოყვარე არსებაა. შესაბამისად, თუკი პოტენციური სასიძო მას რამდენჯერმე მაინც მიართმევს ვარდების თაიგულს ან ჩაცმულობის სტილს შეუქებს და აღნიშნავს, რომ გემოვნებიანი ჩაცმა-დახურვის ჩვევა მის ცოლს თურმე დედისგან რგებია, სიდედრი ლომი კმაყოფილებისგან კრუტუნს დაიწყებს და ნაკლებად შეგეხებათ.

მორიელი – ალბათ ყველას გაგიგიათ მითი ქალი მორიელების აუტანელი ხასიათის შესახებ. თუმცა ეს მითი მორიელის შემთხვევაში დედამთილობაზე უფრო ვრცელდება. საქმე იმაშია, რომ სიდედრი მორიელი გაცილებით უკეთ ახერხებს საერთო ენის გამონახვას სიძესთან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ ქალს ორი მამაკაცური პლანეტა მართავს და მისთვის მამაკაცები უფრო "ახლობლები" არიან თავისი არსით ვიდრე ქალთა სქესი. შესაბამისად, თქვენი პოტენციური სიდედრის მოსახიბლად საკმარისია პატიოსანი, სამართლიანი დამოკიდებულება გქონდეთ მისი შვილის მიმართ. ამასთან ერთად, თუკი სიდედრს სამომავლოდ ავტომანქანის შეკეთებაშიც დაეხმარებით (მათი უმრავლესობა საჭეს უზის როგორც წესი) ჩათვალეთ, რომ მისი სახით საუკეთესო მეგობარი და მოკავშირე შეგიძენიათ.

კურო – უმთავრესი ხიბლი იმისა, რომ თქვენი სიდედრი ან პოტენციური სიდედრი ზოდიაქოს ნიშნით კუროა, მდგომარეობს იმაში, რომ გემრიელი კერძების კეთება, რომელიც ნებისმიერი კურო ქალის სავიზიტო ბარათია ალბათ მის ქალიშვილსაც ეცოდინება. თუ ეს ასე არ არის და შვილი დედის კვალს არ გაჰყვა, არ ინერვიულოთ. სიდედრი კურო თავად გაგანებივრებთ გემრიელი სადილებით. მთავარია, მან თქვენში ოჯახის კაცი, ერთგული მეუღლე და ყურადღებიანი ადამიანი ამოიცნოს. კუროები ძალიან აფასებენ სტაბილურობას, ამიტომ სიდედრი კურო მშვიდად იქნება თუკი თქვენ სტაბილური შემოსავლის წყარო გაგაჩნიათ. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ბედის უკუღმართობით უსამსახუროდ დარჩით (ადამიანები ვართ და ყველაფერი ხდება), იგი ყოველგვარი წუწუნის გარეშე გამოუწოდებს თქვენს ოჯახს დახმარების ხელს. კუროს დახმარება კი მერწმუნეთ ერთობ სოლიდური თანხით განისაზღვრება.

ზოდიაქოს გურმანები - TOP სამი ყველაზე ღორმუცელა ზოდიაქოს ნიშანი

Автор: datuna от 17-12-2015, 00:21

ასტროლოგებმა ოდითგანვე დაადგინეს დაბადების თარიღსა და ადამიანის გემოვნებას შორის გარკვეული ჯაჭვის კვალი. როგორც აღმოჩნდა, ჩვენში არსებულ კულინარიულ ნიჭს და გასტრონომიულ მიდრეკილებებს არც მეტი არც ნაკლები მთვარისა და ვენერას გავლენა განაპირობებს. არანაკლებ ააქტიურებს მადას გაფართოებისა და მასშტაბების პლანეტა იუპიტერი, რომელსაც თავის მხრივ ასტოლოგები წონის კორექციის პრობლემებზე "კურატორის" ფუნქციასაც მიაწერენ. თუმცა, რაკიღა სტატია ამჯერად გურმანებზეა, სიტყვა "დიეტა" ცოტა ხნით აჯობებს ამოვიღოთ "რაციონიდან".

მაშ ასე, რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ყველაზე მეტად ღორმუცელობისკენ მიდრეკილებით და კონკრეტულად რა განაპირობებს ამას:

1. კურო – კუროს ზოდიაქოს პლანეტა ვენერა მართავს, რომელიც სილამაზისა და სიამოვნების თემას განაგებს თავის მხრივ. ამიტომაცაა კუროების უმეტესობას რომ კომფორტთან და ლამაზად გაფორმებულ საკვებთან ერთად, გემრიელი ჭამა-სმისკენაც აქტიურად გააჩნიათ მიდრეკილება. კუროს ხორციანი საკვები უყვარს, თუმცა არც მჟავეულობასა და ტკბილეულზე ამბობს უარს. ამ ხალხის უმეტესობას არასოდეს ენანება ფული ხარისხიანი საკვების შეძენაზე. თუმცა, ძალზე ხშირად ისინი თავს იკავებენ რაიმე ტიპის ეგზოტიკური საჭმლის გასინჯვისგან და მადას ტრადიციული, ნაცნობი კერძებით იოკებენ.

2. კირჩხიბი – კირჩხიბის ზოდიაქოს მმართველად მთვარე ითვლება. ანატომიურადაც კიბოს ზოდიაქოს კუჭი შეესაბამება. ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს ის ფაქტი, თუ რატომაა ნებისმიერი კირჩხიბისთვის კვების საკითხი წმინდათა-წმინდა თემა. კირჩხიბების დიდი ნაწილი სიამოვნებით მიირთმევს წვნიანსა და ბოსტნეულს. მათ ასევე ძალიან უყვართ სასმელიც, როგორც ალკოჰოლური ისე უბრალოდ ჩაი ან ყავა. ბევრ კირჩხიბს მოსწონს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება და აქტიურად ეტანება რძის პროდუქტს ან ეკოლოგიურად სუფთა საკვებს. მათთვის ოჯახის სურსათით მომარაგება არასოდესაა დამღლელი და მომაბეზრებელი პროცედურა. პირიქით, ისინი სიამოვნებითაც კი ასრულებენ ამას.

3. მშვილდოსანი – მშვილდოსნების დიდი ნაწილი აქტიური ცხოვრების წესითა და გასაოცარი ჭკუამხიარულობით გამოირჩევა. მშვილდოსნებს უყვართ ხმაურიანი შეკრებებისა და საღამოების მოწყობა, პიკნიკები მეგობრებთან ერთად და ა.შ. მათ უმრავლესობას მოსწონს პიკანტური და ეგზოტიკური კერძების გასინჯვა-დაგემოვნება. ამასთან ერთად, ისინი ხშირად თავადაც სიამოვნებით ტრიალებენ სამზარეულოში და ერთობ ოსტატურად ახერხებენ, ერთბაშად რამდენიმე თავი გემრიელი კერძის მომზადებას.

TOP სამი ყველაზე ეგოისტი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 17-12-2015, 00:20

მართალია, ნებისმიერი ძლიერი სქესის წარმომადგენელი თავგამოდებით ამტკიცებს, რომ ქალები ამ ქვეყნად ყველაზე ეგოისტი და პრეტენზიული არსებები არიან, მაგრამ ეგოიზმის დონეს, მარტოოდენ ადამიანის სქესი ნამდვილად არ განაპირობებს. ხასიათის ამ მანკიერ თვისებაზე პასუხისმგებელია აღზრდა, გენეოლოგია, სოციალური ფონი და რაც მთავარია, ზოდიაქოს ნიშანი... როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, მამაკაცებს შორის გაცილებით მეტი ეგოისტი და თავკერძა ადამიანი გვხვდება, იმიტომ რომ სუსტი სქესის წარმომადგენლებს უფრო აქვთ განვითარებული თავგანწირვისა და მსხვერპლის გაღების ნიჭი. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მამაკაცები ერთმნიშვნელოვნად ყველანი ეგოისტები არიან. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს შორისაც არაერთ ღირსეულ ინდივიდს ვხვდებით. სამაგიეროდ, ისეთებიც ბლომად არიან, ვისაც საკუთარი ეგოიზმი როგორც წესი, სულაც არ მიაჩნია ნაკლოვანებად. უფრო მეტიც, ამ თვისებას იგი "თავისუფლების სიყვარულს" უწოდებს. მოდით, ვნახოთ ყველაზე დიდი ოდენობით რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრებში გვხვდებიან ეგოისტები.


ვერძი – საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, ვერძები (ორივე სქესის) ეგოიზმის დიდი დონით გამოირჩევიან. თუმცა, მათი ხასიათის კიდევ ერთი თვისება ბავშვურობა და სიალალე ხშირად ხდება მიზეზი იმისა, რომ ვერძს ამ დანაშაულს პატიობენ გარშემო მყოფები. მამაკაცი ვერძი უმაღლესი დონის ეგოცენტრიკია. იგი ვერ იტანს შეზღუდვებს და ქორწინებაში მყოფიც კი თავს შინაგანად "თავისუფალ" მამაკაცად აღიქვამს. ამიტომ მეუღლის მხრიდან ნებისმიერ ზეწოლასა და მით უმეტეს მოთხოვნას კომპრომისისა და დათმობების შესახებ, ვერძი მძაფრი პროტესტის გრძნობით და აგრესიით ხვდება.

ტყუპი – ამ კაცის პრობლემა ცვალებადობა და მუდმივი სიახლეების ძიებაა ცხოვრებაში. ტყუპი ჰაერის ნიშანია. შესაბამისად, ზოდიაქო ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს ყველაზე მეტად შეეფერება ეპითეტი "თავქარიანი". მას ძალიან არ უყვარს პასუხისმგებლობები და ყოველთვის ცდილობს თავი დაიძვრინოს ამა თუ იმ ვალდებულებისგან. ოჯახი ტყუპისთვის მისი ტრადიციული გაგებით, მოსაწყენი და ერთფეროვანი რუტინაა. ამიტომ იგი სინდისის ქენჯნის გარეშე ეძებს ხოლმე ძალზე ხშირად გასართობს და გულის გადასაყოლებელს.

მშვილდოსანი – მის ანგარიშზე, როგორც წესი ათობით გულგატეხილი და იმედგაცრუებული ქალბატონი მოდის. კაცმა რომ თქვას, ბუნებით გულღია და ოპტიმისტ მშვილდოსანს ცუდი განზრახვა არც ერთი, მორიგი "ლოვ-სთორის" დაწყებისას არ გააჩნია. მაგრამ მას წრეგადასულად უყვარს საკუთარი თავისუფლება, სწორედ ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ უფრო სერიოზულ ურთიერთობებს ეს კაცი ცეცხლივით გაურბის და მზადაა ამისთვის "ეგოისტის" იარლიყიც ატაროს.

 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.