Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
на правах рекламы

TOP სამი ყველაზე ძუნწი და ხელგაშლილი ზოდიაქოს ნიშანი

Автор: datuna от 16-12-2015, 01:13
ვიღაც იქნებ გონივრულ ეკონომიას უწოდებს ფინანსების მიმართ ნაკლებ ხელგაშლილობას, ვიღაცის თვალში კი მსგავსი ტიპის ეკონომიური ადამიანი სხვა არაფერია თუ არა წყალწაღებული ძუნწი. თქმა არ უნდა, დაუკვირვებელი მფლანგველობა არც ერთი ჩვენთაგანისთვის არ მოიტანს დადებით შედეგს, მაგრამ სიძუნწეც არანაკლები "დაავადებაა", რომელსაც ობიექტური ხედვა და "მკურნალობა" სჭირდება. ხშირად ინდივიდი ვერც კი აცნობიერებს, რომ ეკონომია სიძუნწეში გადაეზარდა და გარშემო მყოფები მასთან ურთიერთობას სწორედ ამ თვისების გამო გაურბიან. მოდით, ასტროლოგიური თვალსაზრისიც მოვისმინოთ იმის შესახებ, თუ კონკრეტულად ვის ემუქრება "სიძუნწის ეპიდემია" და ვინაა ზოდიაქოს ნიშნებს შორის "დამღუპველად ხელგაშლილი":

ყველაზე ძუნწების კატეგორიაში ასტროლოგები ქალწულებს 98%, კირჩხიბებს 87% და კუროებს 80% მოიაზრებენ. ამასთან, კირჩხიბისა და კუროს სიძუნწე როგორც წესი, იშვიათად ვრცელდება ახლობელ ადამიანებზე, ამიტომ როცა საქმე ოჯახის წევრებს ეხება ეს ადამიანები მზად არიან საკუთარი ქონება ბოლომდე გაანიავონ. ხოლო ქალწულის შემთხვევაში საქმე გაცილებით რთულადაა. ამ ხალხს ზოგადად ეკონომიურობა ახასიათებს და ხშირად ხდება ისე, რომ სიძუნწის სენით ისე ავადდება ზოგიერთი ქალწული ამას თავადაც ვერ აცნობიერებს.

რაც შეეხება უთავბოლოდ მფლანგველების სამეულს – ამ მხრივ ლიდერი მშვილდოსანია 96%, მას გვერდს უმშვენებს კიდევ ერთი ცეცხლის ნიშანი – ლომი 86% და საპატიო მესამე ადგილს სჯერდება მერწყული 78%. მშვილდოსანი ბუნებით გულუხვი და მეცენატი ნიშანია. ამიტომ მისთვის ფულის ხარჯვა, საჩუქრების კეთება და სხვებისთვის სიამოვნების მინიჭება ერთ-ერთი "ჰობია". რაც შეეხება ლომს, ამ ხალხის აქილევსის ქუსლი დღესასწაულების მოწყობაა.

ამიტომ ლომებს ყველაზე მეტი დანახარჯი მისდით ლამაზი წვეულების მოწყობასა და საზოგადოების წინაშე საკუთარი იმიჯის ამ მხრივ წარმოჩენაზე. ხოლო მერწყული ფულს ზოგადად თავისუფლად უყურებს. თუკი ამ ნიშნის ტიპურ წარმომადგენელზე ვსაუბრობთ, ფული მისთვის არასოდესაა თვითმიზანი. შესაბამისად, იგი ყოველთვის იქნება მზად ხელი გაუწოდოს ნებისმიერს (თუნდაც ქუჩაში შემხვედრს), ვისაც მისი ფინანსური თანადგომა ესაჭიროება.

ვის ვერ ეწყობით ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 16-12-2015, 00:22

ალბათ ბევრი თქვენგანი დაკვირვებია იმ ფაქტს, რომ ხშირად ადამიანები, ვისთანაც კონფლიქტური სიტუაციები გვექმნება და უბრალოდ ვერა და ვერ ვპოულობთ საერთო ენას, როგორც პროფესიულ, ისე პირად ურთიერთობებში დაახლოებით ერთი და იმავე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები არიან ხოლმე. ეს შემთხვევითი როდია. ზოდიაქოს რკალი 180 გრადუსიანი დანაყოფისგან შედგება. შესაბამისად, არსებობენ ნიშნები, რომელთა შორის განლაგებაც ამ კრალზე კრიტიკულ დისტანციას შეესაბამება. სწორედ ეს იწვევს მათ შორის აბსოლუტურ მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებას, აქედან გამომდინარე კონფლიქტებიც ზუსტად ამგვარ ადამიანებს შორისაა ყველაზე ხშირი. ამიტომ სასურველია ვიცოდეთ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ხალხთან გვესაჭიროება ოქროს შუალედის დაცვა და მაქსიმალური ლოიალურობის გამოჩენა.


ვერძი რთულად უგებს სასწორს, თხის რქას, კირჩხიბს.

კუროს საერთო ენის გამონახვა უძნელდება მორიელთან, ლომთან და მერწყულთან.

ტყუპისთვის რთულია მშვილდოსნის, ქალწულისა და თევზების გაგება.

კირჩხიბი თითქმის ვერასოდეს ”იხსნება” ვერძთან, თხის რქასთან და სასწორთან ურთიერთობაში.

ლომისთვის პრობლემატურია მერწყულთან, მორიელთან და კუროსთან კონსესუსის მიღწევა.

ქალწულისთვის ძნელად ”ამოსაცნობთა” სიაში შედიან: თევზები, მშვილდოსნები და ტყუპი.

სასწორი თავს არაკომფორტულად გრძნობს ვერძთან, კირჩხიბთან და თხის რქასთან.

ხოლო მორიელი ძნელად ეგუება ლომს, კუროსა და მერწყულს.

მშვილდოსანს უძნელდება კომუნიკაცია ქალწულთან, ტყუპთან და თევზებთან.

თხის რქა ძნელად უმეგობრდება სასწორს, კირჩხიბსა და ვერძს.

მერწყული საერთოს რთულად პოულობს ლომთან, მორიელთან და კუროსთან.

თევზებისთვის რთულია ურთიერთობა მშვილდოსანთან, ტყუპთან და ქალწულთან.

TOP სამი ყველაზე აუტანელი ხასიათის მქონე ზოდიაქოს ნიშანი

Автор: datuna от 16-12-2015, 00:21

როგორ გგონიათ, აუტანელი ხასიათი და ზოგადად სოციუმთან რთულად თავსებადობის ფენომენი კონკრეტულად ადამიანის რა თვისებებიდან მომდინარეობს? ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა შორის ხშირად ვხვდებით ხალხს ვისთან ურთიერთობაც ერთმნიშვნელოვნად რთული, დამღლელი და ხშირად აუტანელიც კია გარშემო მყოფთა უმეტესობისთვის. თუმცა, ხომ გაგიგონიათ "არ არსებობს წესი, გამონაკლისის გარეშე". ამიტომ ქვემოთ მოყვანილ სტატისტიკას ნუ მიიღებთ როგორც კანონსა და აქსიომას, რაღა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობენ, თუმაც გამონაკლისის არსებობაც, ყოველთვის ამტკიცებს წესს.

მაშ ასე, ყველაზე რთულად საკონტაქტო, "მძიმე ხასიათის" და ძნელად თავსებად ინდივიდებს შორის შემდეგ ნიშნები მოხვდნენ:

ვერძები 78% – მათ ბრალს უმტესად კონფლიქტულობაში, უტაქტო გამოხდომებში, სიფიცხესა და აგრესიულობაში სდებენ.

კირჩხიბები 88% – ასტროლოგები თვლიან, რომ წუწუნი ფაქტობრივად არარსებული პრობლემების გამო, დეპრესიული ხასიათი და პანიკიორობა კირჩხიბის ხასიათის ყველაზე გამაღიზიანებელი თვისებებია.

დაბოლოს, სუპერ აუტანელთა სიაში მოხვდნენ მორიელები 92% – როგორც გაირკვა, მორიელთან დამოკიდებულება ადამიანებს ან ძალიან კარგი აქვთ ან ძალიან ცუდი. შესაბამისად, მათ ვინც ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებთან ურთიერთობას თავს არიდებს, აქვს სავსებით არგუმენტირებული პასუხი – ბოღმიანობა, ცინიზმი, დაგეგმილი შურისძიების უნარი და მუდმივი შეჯიბრის მომენტი პროფესიული კუთხით. ასეთი გახლავთ "ცოდვათა ჩამონათვალი" რის გამოც მორიელს ბრალს აუტანელ ხასიათში სდებენ დანარჩენები.

TOP სამი ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანი

Автор: datuna от 16-12-2015, 00:19

ერთგულების უნარი, ისევე როგორც იუმორის გრძნობა ან ხატვის ნიჭი თანდაყოლილი თვისებაა – იგი ან გაქვს, ან – არა. თუმცა, ადამიანები ყველანი ინდივიდუალურები ვართ. შესაბამისად, ხშირად სიტუაცია და გარემოც დიდწილად განაპირობებს იმას, რამდენად გვაქვს უნარი ვუერთგულოთ ვინმეს. მაგრამ მიუხედავად ზემოხსენებული "შემამსუბუქებელი" ფაქტორებისა, არსებობს ხალხი, ვისაც ერთგულებისა და სტაბილურობის უნარი დაბადებიდანვე აქვს ძვალ-რბილში გამჯდარი. ასტროლოგიურად ამ ყველაფრის ახსნა საკმაოდ მარტივად შეიძლება. საქმე იმაშია, რომ სტიქიები, რომელთაც ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი განეკუთვნება თავის მხრივ სამ ფსიქოტიპში ერთიანდება – კარდინალური, მუტაბელური, ფიქსირებული. აქედან გამომდინარე, საკმაოდ მარტივია ვივარაუდოთ რამდენად ერთგულია ესა თუ ის პირი.


პრინციპულობითა და სიჯიუტით ყველაზე მეტად ფიქსირებული ნიშნები გამოირჩევიან: ლომი, მერწყული, მორიელი და კურო ყოველთვის მყარად დგანან საკუთარ მოსაზრებაზე, ეს ადამიანები იშვიათად ან საერთოდ არ იცვლიან აზრს.

კარდინალური ნიშნები გაცილებით უფრო მეტი მდგრადობით ხასიათდებიან. ვერძს, კირჩხიბს, თხის რქასა და სასწორს მიუხედავად იმიჯისა, არასოდეს ახასიათებთ მორჩილების ან სხვისი აზრის/შეხედულების გავლენაში მოქცევა.

ხოლო მუტაბელურ ნიშნებს შორის ძალიან ხშირად გვხვდებიან ცვალებადი, არამდგრადი ფსიქიკის ადამიანები. ტყუპი, მშვილდოსნები, ქალწულები და თევზები ძალზე ხშირად იცვლიან პრიორიტეტებსა და მიმართულებას ამის გამო მათზე ბოლომდე დაყრდნობა არ ღირს.

ასტროლოგები თვლიან, რომ ყველაზე მეტად ერთგულების უნარით ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს შორის მხოლოდ სამი ნიშანია დაჯილდოებული. ესენი არიან: თხის რქები, კუროები და მორიელები.

თხის რქის ერთგულება სიჯიუტეს და მოვალეობის გრძნობას ეფუძნება.

კუროს ერთგულება მიჩვევას.

ხოლო მორიელის ერთგულება ემოციურ მიჯაჭვულობაზეა აგებული.

TOP სამი ყველაზე ძუნწი და ხელგაშლილი ზოდიაქოს ნიშანი

Автор: datuna от 16-12-2015, 00:18

ვიღაც იქნებ გონივრულ ეკონომიას უწოდებს ფინანსების მიმართ ნაკლებ ხელგაშლილობას, ვიღაცის თვალში კი მსგავსი ტიპის ეკონომიური ადამიანი სხვა არაფერია თუ არა წყალწაღებული ძუნწი. თქმა არ უნდა, დაუკვირვებელი მფლანგველობა არც ერთი ჩვენთაგანისთვის არ მოიტანს დადებით შედეგს, მაგრამ სიძუნწეც არანაკლები "დაავადებაა", რომელსაც ობიექტური ხედვა და "მკურნალობა" სჭირდება. ხშირად ინდივიდი ვერც კი აცნობიერებს, რომ ეკონომია სიძუნწეში გადაეზარდა და გარშემო მყოფები მასთან ურთიერთობას სწორედ ამ თვისების გამო გაურბიან. მოდით, ასტროლოგიური თვალსაზრისიც მოვისმინოთ იმის შესახებ, თუ კონკრეტულად ვის ემუქრება "სიძუნწის ეპიდემია" და ვინაა ზოდიაქოს ნიშნებს შორის "დამღუპველად ხელგაშლილი":

ყველაზე ძუნწების კატეგორიაში ასტროლოგები ქალწულებს 98%, კირჩხიბებს 87% და კუროებს 80% მოიაზრებენ. ამასთან, კირჩხიბისა და კუროს სიძუნწე როგორც წესი, იშვიათად ვრცელდება ახლობელ ადამიანებზე, ამიტომ როცა საქმე ოჯახის წევრებს ეხება ეს ადამიანები მზად არიან საკუთარი ქონება ბოლომდე გაანიავონ. ხოლო ქალწულის შემთხვევაში საქმე გაცილებით რთულადაა. ამ ხალხს ზოგადად ეკონომიურობა ახასიათებს და ხშირად ხდება ისე, რომ სიძუნწის სენით ისე ავადდება ზოგიერთი ქალწული ამას თავადაც ვერ აცნობიერებს.

რაც შეეხება უთავბოლოდ მფლანგველების სამეულს – ამ მხრივ ლიდერი მშვილდოსანია 96%, მას გვერდს უმშვენებს კიდევ ერთი ცეცხლის ნიშანი – ლომი 86% და საპატიო მესამე ადგილს სჯერდება მერწყული 78%. მშვილდოსანი ბუნებით გულუხვი და მეცენატი ნიშანია. ამიტომ მისთვის ფულის ხარჯვა, საჩუქრების კეთება და სხვებისთვის სიამოვნების მინიჭება ერთ-ერთი "ჰობია". რაც შეეხება ლომს, ამ ხალხის აქილევსის ქუსლი დღესასწაულების მოწყობაა.

ამიტომ ლომებს ყველაზე მეტი დანახარჯი მისდით ლამაზი წვეულების მოწყობასა და საზოგადოების წინაშე საკუთარი იმიჯის ამ მხრივ წარმოჩენაზე. ხოლო მერწყული ფულს ზოგადად თავისუფლად უყურებს. თუკი ამ ნიშნის ტიპურ წარმომადგენელზე ვსაუბრობთ, ფული მისთვის არასოდესაა თვითმიზანი. შესაბამისად, იგი ყოველთვის იქნება მზად ხელი გაუწოდოს ნებისმიერს (თუნდაც ქუჩაში შემხვედრს), ვისაც მისი ფინანსური თანადგომა ესაჭიროება.

TOP სამი ყველაზე მოღალატე და ერთგული ზოდიაქოს ნიშანი

Автор: datuna от 16-12-2015, 00:18

სტატიის დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო ის, რომ ასტროლოგიური სტატისტიკა, რომელიც პერიოდულად ჩვენს საიტზე ქვეყნდება მარტოოდენ ზოგად პრინციპებზე დაყრდნობით დგება, ამიტომ ზედმეტად მძაფრად ნუ მოეკიდებით ჩვენო მკითხველებო ქვემოთ მოყვანილ შედეგებს.
ღალატის თემა არ ახალია, ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, ვისთვისაც მსგავსი საქციელი მისაღები ან ნაკლებად მისაღები და გასამართლებელი იყო. თუმცა, არის ხალხი, ვინც ზედმეტი პრინციპულობით ეკიდება ყოველივე ამას. ეს ყველაფერი ჩვენი ფსიქოლოგიური შტრიხებიდან გამომდინარეობს. ადამიანები ბუნებით ან პოლიგამიურები არიან ან მონოგამიურები და არ აქვს მნიშვნელობა იმას ქალია ინდივიდი, თუ მამაკაცი.

გთავაზობთ საინტერესო სტატისტიკას იმის შესახებ თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნები არიან მიდრეკილი ღალატისკენ და რომელს გააჩნია გაცილებით უფრო მყარი მორალური პრინციპები საიმისოდ, რომ ცდუნებას ბოლომდე გაუძლოს.

მოღალატეების სამეულში ასტროლოგები სამ ნიშანს მოიაზრებენ:

ტყუპი 98% – ასტროლოგები თვლიან, რომ ტყუპი ყველაზე ხშირად პარტნიორს მოწყენილობის გამო ღალატობს.

მშვილდოსანი 88% – მიზეზი მისი ღალატისა არის იდეალისტური ბუნება. თუკი მეუღლე არ შეესაბამება იდეალს ის იწყებს ახალი, იდეალთან უფრო მიახლოებული კანდიდატურის ძიებას.

მერწყული 78% – მისთვის ღალატი, ზოგჯერ სპორტული ინტერესია ან სექსის თემის ბიოლოგიური კუთხით შესწავლის მცდელობა.


ერთგულების უნარი განსაკუთრებით აქვთ გამოვლენილი შემდეგ ნიშნებს:

კურო 96% – კუროს ერთგულების მიზეზი არის ის, რომ მას სტაბილურობა უყვარს. მიჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ ლხინს და ხშირად აუტანელ პარტნიორსაც სწორედ რომ მიჩვევის გამო ვერ თმობს.

მორიელი 86% – ემოციური მიჯაჭვულობა აი, მთავარი მიზეზი იმისა, რატომ ახერხებს მორიელი იყოს ერთგული.

თხის რქა 83% – მოვალეობის გრძნობაა მისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი ურთიერთობისას. ამიტომ ხშირად თავს კონტროლს ზუსტად ამ გრძნობის გამო უწევს.

TOP სამი ყველაზე მორცხვი და თამამი ზოდიაქოს ნიშანი

Автор: datuna от 16-12-2015, 00:17

თუკი თქვენ აქტიური ადამიანების რიცხვს განეკუთვნებით, ალბათ ხშირად აღშფოთებულხართ იმ ხალხის საქციელით ვისაც ორი სიტყვის ერთმანეთზე გადაბმაც კი საშინლად უჭირს. ზოგჯერ ინდივიდის ამგვარი საქციელი, უცოდინრობა ან დაბალი ინტელექტი როდია. ასეთ ადამიანს შესაძლოა ბევრზე უფრო მაღალი ერუდიციის დონეც ჰქონდეს, მაგრამ შინაგანი ემოციურობა და განცდები უშლიდეს ხელს საკუთარი პოტენციალის სწორად გამოვინებაში. ამიტომ ადამიანები მხოლოდ იმის მიხედვით კი არ უნდა შევაფასოთ რა გააკეთეს, არამედ იმის მიხედვითაც, რისი გაკეთება შეეძლო.
ჩვენი ერთგული მკითხველების თხოვნით, დაიბადა იდეა გაგვეცნო თქვენთვის ყველაზე მორცხვი და თამამი ზოდიაქოს ნიშნების სამეული. თუმცა, აქვე მინდა ისიც გაითვალისწინოთ, რომ მორცხვი მშვილდოსანიც არსებობს ბუნებაში და კომუნიკაბელური თევზებიც. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმოადგენს პიროვნება საკუთარი ნიშნის ტიპურ წარმომადგენელს.

ზოგადად რომ ვისმჯელოთ, კომუნიკაბელურობა, აქტიურობა და სითამამე ცეცხლისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვისაა უფრო დამახასიათებელი. ამიტომ ოქროს სამეულიც სწორედ მათ შორის პოზიციონირებს:

ვერძი – 97% მათი სითამამე ზოგჯერ სითავხედესაც კი უტოლდება.

ტყუპი – 91% ამ ხალხს უნარი აქვს ნებისმიერთან გააბას პოლემიკა და ბაასი.

მშვილდოსანი – 88% ხშირად დაუკვირვებლად ნასროლი სიტყვები და დაპირებები ძვირი უჯდებათ.

გაცილებით უფრო ასოციალური და მორცხვი ინდივიდების სიაში ხვდებიან წყლისა და მიწის სტიქიის წარმომადგენლები. TOP სამეულიც ასე გამოიყურება:

ქალწული – 96% ამ ადამიანებს ზედმეტად აქვთ განვითარებული თვითკრიტიკულობა.

თხის რქა – 94% მათი სიმორცხვის მიზეზი ხშირად არის პესიმისტური დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ.

თევზები – 89% ხშირ შემთხვევაში ემოციური იზოლაცია ურჩევნით სოციუმთან კონტაქტს

ნამდვილი სიყვარული რომ იპოვნოთ - რჩევები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 16-12-2015, 00:16

ნებისმიერი ადამიანი ეძებს ამქვეყად სიყვარულსა და ბედნიერებას. რაც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ მარტოც კარგად ვგრძნობთ თავს და სრულყოფილებისთვის პირადი ბედნიერება სულაც არ გვჭირდება – მტკნარი სიცრუეა ეს. თუმცა, ადამიანების დიდი ნაწილი ხშირად აბსოლუტურად არასწორად, არაშესაფერის ადგილებში და სრულიად შეუსაბამო ხალხს შორის ეძებს თავის პოტენციურ "მეორე ნახევარს". ასტროლოგები ამტკიცებენ, საიმისოდ, რომ ჭეშმარიტი სულიერი მეგობარი და პარტნიორი მონახოთ, საჭიროა ზუსტად იცოდეთ სად ჯობია მისი ძებნა.


ვერძმა მეწყვილე აქტიურ ხალხს შორის უნდა ეძებოს – შინაყუდა და ასოციალური ტიპი თქვენი შესაფერისი არ არის. ეძებეთ გულისსწორი ლომებს, მშვილდოსნებს, მერწყულებს, ტყუპსა და მორიელებს შორის. აქტიური სპორტი, ცეკვები, ქალაქგარეთ ლაშქრობა, დისკოთეკა ეს ის ადგილები, სადაც ამ ტიპის ხალხი ეტანება.

კუროს სტაბილური, ოჯახური იდილიის მოყვარული პარტნიორი სჭირდება. ამიტომ მან მეწყვილე ქალწულების, კირჩხიბების, თხის რქების, სასწორების და თევზების რიგებში უნდა მონახოს. ასეთ ხალხს თქვენ მყუდრო ოჯახურ რესტორანში, კულინარიულ კურსებზე, საოჯახო ტექნიკის მაღაზიაში, ბანკში ან საგამოფენო დარბაზში იპოვნით.

ტყუპს აქტიური და კომუნიკაბელური მეორე ნახევარი ესაჭიროება. მომატებული ინტელექტუალური აქტივობით. მან მეწყვილე მშვილდოსნის, ვერძის, მერწყულის, ლომის ან სასწორის ნიშნით დაბადებულებში უნდა მონახოს. ასეთი ხალხის პოვნა ტელევიზიაში, პოლიტიკურ სფეროში, საგამომცემლო ინდუსტრიაში, ინტელექტუალურ კლუბებშია შესაძლებელი.

კირჩხიბს ემოციურად თბილი, მზრუნველი მეორე ნახევარი სჭირდება. მისი იდეალური წყვილი კუროს, თხის რქის, ქალწულის, თევზების და მორიელის ნიშნით დაბადებულებს შორის მოიძებნება. ასეთი ადამიანის პოვნა კირჩხიბს ფსიქოლოგიურ ტრენინგზე, საოჯახო/სანათესავო შეკრებისას (ქორწილი, ქელეხი), სოციალური პროექტების დაგეგმვისას ან სამსახურში, ახლო გარემოცვის თანამშრომელებს შორის შეუძლია.

ლომს ეფექტური, საზოგადოებაში კარგი იმიჯის მქონე, გულუხვი და ღირსეული მეწყვილე სჭირდება. ისეთი, რომელსაც თავის დაჭერა და მანერები არსად შეეშლება. ასეთი შეიძლება იყოს თხის რქა, მშვილდოსანი, ტყუპი, მერწყული, სასწორი. მსგავსი ადამიანის გაცნობას ლომი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, მნიშვნელოვან კორპორატიულ ივენთზე ან რაიმე ტიპის გასართობ ღონისძიებაზე შეძლებს.

ქალწულს მოწესრიგებული, გაწონასწორებული და წინდახედული მეორე ნახევარი ესაჭიროება. მან მეწყვილე კუროს, თხის რქის, სასწორის, მორიელის ნიშნებში უნდა მონახოს. ასეთი ადამიანის გაცნობა ქალწულს სამსახურში, სამედიცინო დაწესებულებაში ან საფინანსო ორგანიზაციებში, ოფიციალურ შეხვედრებზე შეუძლია.

სასწორი ჰარმონიისკენ ისწრაფვის მუდამ. მას ბუნებით ესთეტი, რბილი და ლოიალური პარტნიორი ესაჭიროება. მისთვის კარგი მეწყვილე იქნება კურო, ლომი, ტყუპი, მერწყული. ნაცნობობა შეიძლება შედგეს რაიმე ტიპის სახელოვნებო ღონისძიებაზე, შემოქმედებით პროექტზე მუშაობისას, მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე ან უბრალოდ, განტვირთვის პერიოდში სადმე ღამის კლუბში, კონცერტზე ან ივენთზე.

მორიელი ემოციურად ღრმა, ვნებიან და შინაგანად ძლიერ პარტნიორს საჭიროებს. მისთვის იდეალური იქნება თხის რქა, კირჩხიბი, ვერძი, თევზები ან სასწორი. ასეთი ადამიანის გაცნობას იგი სამეცნიერო სფეროში, ექსტრემალური სპორტის სახეობით გატაცებისას, რელიგიურ-ფსიქოლოგიური დისკუსიის დროს შესძლებს.

მშვილდოსანი იხიბლება მეგობრული, მხიარული და მარტივი ადამიანებით. მისთვის იდეალური წყვილია ტყუპი, სასწორი, ვერძი, ლომი და მერწყული. მსგავსი პარტნიორი მშვილდოსანს შეუძლია მოგზაურობისას, მეგობრების წრეში გამართულ პიკნიკზე ან სასწავლო დაწესებულებაში გაიცნოს.

თხის რქა აფასებს გაწონასწორებულ, პროფესიულად ამბიციურ და მიზანსწრაფულ ადამიანებს. მისთვის კარგი წყვილია მორიელი, კურო, ქალწული ან ლომი. ასეთ ადამიანს თხის რქა პროფესიულ შეკრებებზე, საქმიანი მოლაპარაკებისას ან ოფიციალურ ივენთზე შეიძლება შეხვდეს.

მერწყული მკვეთრი ინდივიდუალიზმით გამორჩეული, ინტელექტუალური ადამიანებით იხიბლება. მისთვის იდეალური პარტნიორია ვერძი, სასწორი, ტყუპი, მშვილდოსანი ან თხის რქა. გაცნობის ადგილი შესაძლოა სამეგობრო წრე იყოს ან სულაც ინტერნეტ-მიმოწერით მოხდეს პოტენციური პარტნიორის "აღმოჩენა".

თევზებისთვის უმთავრესი კრიტერიუმი ბედნიერი პირადი ცხოვრებისა არის რბილი, მზრუნველი და ემოციურად თანამგრძნობი მეორე ნახევარი. თევზის იდეალური პარტნიორია კირჩხიბი, თევზები, კურო, მორიელი და მშვილდოსნი. გაცნობა შესაძლოა მოხდეს მოგზაურობისას, კინოთეატრში ან საინტერესო ლიტერატურულ საღამოზე.

TOP სამი სუპერ-მეოჯახე მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 16-12-2015, 00:15

ალბათ ძალიან ბევრი ქალის ოცნებაა მამაკაცი, რომელსაც გამოკვეთილი მეოჯახის თვისებები, ქალზე ზრუნვის ნიჭი და მშვიდი ხასიათი გააჩნია. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ თეორიას ხშირად აბსოლუტურად აბათილებს პრაქტიკა -–ქალები ერთობ ამოუცნობი არსებები არიან. ოცნებობენ მეოჯახე კაცზე, რეალურად კი მათ გულს ძალზე ხშირად უხეში, უყურადღებო და დიქტატორი მამაკაცი იპყრობს.
არა, დღეს "ზოდიაქოს მაჩოებზე" არ ვსაუბრობთ, ძვირფასო ქალებო. დღევანდელი სტატიის თემა საუკეთესო მოეჯახეების სამეული იქნება – ანუ მამაკაცები, რომელთა უმრავლესობასაც ქალების დიდი ნაწილი საკმაოდ გვიან ამჩნევს და მხოლოდ მრავალწლიანი, ერთობლივი ოჯახური ცხოვრების შემდეგ აფასებს.

კურო – ერთი შეხედვით სიტყვაძუნწი, ფლეგმატური კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. კუროს არ უყვარს ქალის მოსახიბლად მალაყების კეთება. იგი ზედმეტად მიწიერი არსებაა საიმისოდ, რომ საყვარელი არსების გულის მოსაგებად ათასგვარი სახის ექსტრავაგანტური სისულელე ჩაიდინოს (ასეთები მშვილდოსნებსა და მერწყულებს შორის მოიკითხეთ). სამაგიეროდ, თუკი მისი ნდობა დაიმსახურეთ სამომავლოდ მისგან კომფორტული და მშვიდი ცხოვრების მყარ გარანტიას მიიღებთ. ეს კაცი ვარდისფერ კოშკებს არასოდეს ააშენებს თქვენი სიმპათიის მოსაპოვებლად. სამაგიეროდ, მის გვერდით ნებისმიერი ცხოვრებისეული უსიამოვნებისგან იქნებით დაცული მყარად – კურო იშვიათი მესაკუთრე ნიშანია. შესაბამისად, თავის საკუთრებას იგი თვალისჩინივით უვლის და უფრთხილდება.

კირჩხიბი – შესაძლოა თავდაპირველად მისმა ემოციურობამ და ოჯახთან მიჯაჭვულობამ ამ კაცთან ურთიერთობის გაბმის სურვილი დაგიკარგოთ. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ მანამ სანამ კირჩხიბ თაყვანისმცემელს საბოლოოდ გაუყენებთ "ყოფილების" გზას კარგი იქნებოდა დაფიქრება. იგი იდეალური კულინარი, მზუნველი ქმარი და დედის ფუნქციებით აღჭურვილი მამა იქნება თქვენი შვილისთვის. მას შეუძლია გაგანებივროთ ყველაფრით, რასაც ისურვებთ, ამასთან ერთად აქცენტს ყოველთვის ხარისხზე გააკეთებს და არა რაოდენობაზე. მის სიძუნწეზე მოარული მითები იმ პერიოდიდან დაკარგავს ძალას, როცა თქვენ ამ კაცის გულში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებთ. ამის შემდეგ მოწუწუნე, დეპრესიული კირჩხიბი თქვენ წინაშე სრულიად ტრანსფორმირდება და მისი სახით მზრუნველ, მოსიყვარულე და ერთგულ მეუღლეს შეიძენთ.
P.S. პერიოდულად თუ დედის რჩევებსაც იზიარებს ეს ცოდვა როგორმე აპატიეთ.

თხის რქა – ალბათ ყველაზე ძნელად მოსახიბლი და შეუვალი კაცია ჩამოთვლილ სამეულში. თუმცა, გახსოვდეთ გოგონებო, მისი ეს "სფინქსისებური" გამომეტყველება და მუდამ საქმიანი იმიჯი, არაფერია სხვა თუ არა ე.წ. "თავდაცვითი მანერა". თხის რქა პესიმიზმისკენ მიდრეკილი ნიშანია. შესაბამისად, წაგებას ეს ხალხი ძნელად ეგუება. მამაკაცი თხის რქა ყოველთვის ცდილობს მაქსიმალური სიზუსტით გათვალოს სამომავლო შანსები როგორც პროფესიულ სარბიელზე, ისე ქალთან. ამიტომ თუკი მისი მხრიდან ქმედითი ნაბიჯები აგვიანებს და სხვა თაყვანისმცემლებივით ყირაზე არ დგას თქვენი გულის მოსაგებად, ნუ აჩქარდებით – დასკვნა ცოტა მოგვიანებით აჯობებს გამოიტანოთ, როცა თხის რქა ხანგრძლივი ფიქრისა და აწონ-დაწონვის შემდეგ ცოლობას შემოგთავზებთ. ამ კაცის გამო კი ერთი, ორი ან სულაც სამი თვე ლოდინი მერწმუნეთ ღირს – იგი არასოდეს დაბერდება არც სულით, არც ფიზიკურად. და რაც მთავარია, თავად თქვენც არ მოგცემთ ამის საშუალებას.

TOP სამი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელიც გვიან ასაკში პოულობს ბედნიერებას

Автор: datuna от 16-12-2015, 00:14

ალბათ ხშირად შეგხვედრიათ ერთი შეხედვით ლამაზი, ნაკითხი, განათლებული, პროფესიულად შემდგარი და წარმატებული ქალი რომელსაც რატომღაც პირადი ცხოვრება აქვს მაინცდამაინც "ჩაკეტილ წრედ" ქცეული. ასტროლოგიურად თუ შევხედავთ ამ საკითხს, შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ სულაც არ აღიქვამს ბევრი მათგანი მარტოობას კატასტროფად... და გვიან, მაგრამ მაინც ახერხებს ასეთი ქალი იპოვნოს ნანატრი ბედნიერება. მაშინაც კი როცა მას საერთოდ აღარც ეძებს...




ვერძი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს შორის ორგვარ ტიპაჟს ვხვდებით. ერთნი ძალიან ადრეულ ასაკში ახერხებენ დაოჯახებას, შვილების გაჩენას და რამდენჯერმე განქორწინებას... მეორენი კი თავს მთლიანად კარიერას უძღვნიან და საკმაოდ გვიან ასაკში იცლიან დიასახლისის როლის მოსარგებად. ვერძისთვის დამოუკიდებლობაა ამოსავალი წერტილი ცხოვრებაში. შესაბამისად, თუკი ადრეულ ასაკში არ გათხოვდა, იგი მაქსიმალურად ეჯაჭვება თავისუფალი ცხოვრების წესს და საბოლოოდ გონივრული არჩევანის მიხედვით – აბსოლუტურად გააზრებულად ირჩევს მამაკაცს ცხოვრების მეგზურად.

თხის რქა – მათი უმრავლესობა, როგორც წესი, სტუდენტობის ასაკში, მხოლოდ სწავლითა და სამომავლო კარიერაზე ფიქრითაა დაკავებული. იშვიათად ნახავთ თხის რქას, რომელიც ნაადრევად დაოჯახებას ჩქარობს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები ბუნებით უზომოდ თავმოყვარეები და ამაყები არიან. შესაბამისად, უღირს მამაკაცთან ცხოვრების გატარებას, ხშირად აბსოლუტური მარტოობა ურჩევნიათ. თუმცა, მათი უმეტესობა გვიან ასაკში მაინც ახერხებს შესაფერისი მეწყვილის პოვნას. პროფესიულად შემდგარი, კარიერისტი მამრობითი სქესის წარმომადგენელის სახით.

ლომი – მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები ყოველთვის გამოირჩევიან თაყვანისმცემლების სიმრავლით, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ბევრი ლომი ატარებს ცხოვრების დიდ ნაწილს მარტო. ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში მომიჯნავე ნიშნის – ქალწულის გავლენაა. რის ხარჯზეც ქალ ლომს ზედმეტად მაღალი აქვს თამასა მამაკაცების შეფასებისას. იდეალური მამაკაცები კი მოგეხსნებათ, ბუნებაში არ არსებობენ. ამიტომ როგორც კი ძუ ლომი ამ ფაქტის რეალურობას გააცნობიერებს და ღრუბლებში ფრენას მოეშვება, აუცილებლად გამოინახება მისთვის შესაფერისი კანდიდატურა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს შორის.

 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.