Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
» Материалы за 20.01.2016 » Страница 2
на правах рекламы

ინტიმური ადგილების ჰიგიენა - "ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყეთ საპონი"

Автор: admin от 20-01-2016, 15:15
ბავშვობაში ყველას გვასწავლიდნენ, რომ უნდა დავიბანოთ ხელები ჭამის წინ, გამოვიხეხოთ კბილები ძილის წინ, დავიჭრათ ფრჩხილები კვირაში ერთხელ, მაგრამ ცოტას თუ ეხსომება, მშობლები ინტიმური ზონის ჰიგიენაზე დალაპარაკებოდნენ. არადა, ამ ელემენტარული წესების დაუცველობამ შეიძლება მრავალი უსიამოვნება მოგვაყენოს.

ინტიმური ჯანმრთელობის ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი პირობაა დაბანა ყოველ დილა-საღამოს და სქესობრივი სიახლოვის შემდეგ.


დაბანა ჯობს თბილი გადადუღებული წყლით. ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყეთ საპონი - ის შეიცავს ტუტეს, რომელიც საზიანოა სასქესო ორგანოების მიკროფლორისთვის. ამ ზონის დასაბანად გამოიყენეთ სპეციალური ინტიმური გელი. შეძენისას ყურადღება მიაქციეთ გელის შემადგენლობას: ის უნდა შეიცავდეს რძის მჟავას, რომელიც ხელს შეუწყობს ინტიმური ზონის ბუნებრივი მჟავატუტოვანი ბალანსის შენარჩუნებას. კარგი იქნება, გელის შემადგენლობაში შედიოდეს ნივთიერება ტრიკლოზანიც - ის დიდი ხანია აღიარებულია უსაფრთხო კოსმეტიკურ ინგრედიენტად, რომლისგანაც ალერგიასა და გაღიზიანებას არ უნდა ველოდეთ. ინტიმური ზონის დასაბანი გელი არ უნდა შეიცავდეს საღებავებს და სურნელოვან დანამატებს. უნდა დავიბანოთ სუფთა ხელებით და კარგად შევიმშრალოთ სუფთა პირსახოცით. უმჯობესია, ინტიმური ზონისთვის ცალკე პირსახოცი გვქონდეს, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც გავრეცხავთ და გავაუთოებთ - ამგვარად ყველა ბაქტერია განადგურდება. ინტიმური ზონისთვის სველი ხელსახოცების ხშირი გამოყენება არ არის რეკომენდებული - სითხე, რომლითაც ისინია გაჟღენთილი, შეიცავს მრავალ კოსმეტიკურ ელემენტს, რომლებმაც შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია თეთრეულის შერჩევა. ერიდეთ სინთეზური ქსოვილის თეთრეულს - ის არ ატარებს ჰაერს, იწვევს ოფლიანობას და ხელსაყრელ პირობებს ქმნის ისეთი უსიამოვნო სიურპრიზებისთვის, როგორებიცაა პაპილომა, რძიანა და დისბაქტერიოზი. ქვედა საცვალი შეკერილი უნდა იყოს ნატურალური ქსოვილისაგან და არ ჰქონდეს უხეში ნაკერები. კარგი იქნება, თუ ღამით მაინც გაიხდით მოჭერილ ქვედა საცვალს. ქალებისთვის ყველაზე საყურადღებო პერიოდი კრიტიკული დღეებია. ამ დროს ფლორის დამცველობითი ფუნქცია სუსტდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სქესობრივი ურთიერთობისგან, წყალსაცავში ბანაობისა და აბაზანისგან თავი უნდა შეიკავოთ. კრიტიკულ დღეებში
საფენი უნდა გამოიცვალოთ, სულ მცირე, 3-4 საათში ერთხელ. თუ ტამპონებს ხმარობთ, 2 საათზე მეტხანს ნუ დაიტოვებთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტამპონის ღამით დატოვება - ის იდეალურ გარემოს შექმნის ბაქტერიების გამრავლებისთვის. არომატულ საფენებს, გირჩევთ, ერიდოთ - არომატიზატორებმა შესაძლოა ალერგია და კანდიდოზის განვითარება გამოიწვიოს. თეთრეულის ყოველი გამოცვლისას ყურადღება მიაქციეთ გამონადენს. თუ ის ჭარბია და დიდხანს არ წყდება, მიმართეთ ექიმს. ინტიმური ზონის ჰიგიენას ყურადღებით უნდა მოეკიდონ მამაკაცებიც - სასქესო ასოს ნაკეცებში შესაძლოა უხვად დაგროვდეს ბაქტერიები, რომლებსაც უსიამოვნო სუნის გამოწვევა შეუძლია. ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო მამაკაცს ხშირად უხდება სასქესო ორგანოს ხელით შეხება, ამიტომ ხელების დაბანა საჭიროა საპირფარეშოში შესვლამდეც და მის შემდეგაც. აუცილებლად შეიმშრალეთ ინტიმური ორგანო ტუალეტის ქაღალდით, რადგან სითხის წვეთები თეთრეულზე უსიამოვნო კვალს ტოვებს და შესანიშნავ გარემოს ქმნის ინფექციისთვის. გამონადენს მამაკაცებმაც უნდა მიაქციონ ყურადღება. თუ ქალებისთვის ის ზოგჯერ ბუნებრივია, მამაკაცებთან დაავადების აშკარა ნიშანია. იზრუნეთ იმაზეც, რომ სქესობრივი აქტის დროს თქვენც და პარტნიორსაც ხელები სუფთა გქონდეთ. სქესობრივი კონტაქტის შემდეგ აუცილებელია შხაპის მიღება და საპირფარეშოში შესვლა. ინტიმური ჰიგიენისთვის მნიშვნელოვანია შეგრძნებების გათვალისწინებაც. თუ თეთრეულის ტარებისას დისკომფორტს გრძნობთ, შეიძინეთ ახალი, უფრო მოხერხებული.

ვინ იქნება თქვენი საუკეთესო ქმარი ზოდიაქოს ნიშნის მიხდვით

Автор: admin от 20-01-2016, 15:15
ნებისმიერი ქალი, რომელიც ამ ქვეყანაზე იბადება ცხოვრებაში ერთხელ მაინც პოულობს მისთვის შესაფერის ან მეტნაკლებად შესაფერის პარტნიორს. თუმცა, რამდენად აძლევს ეს უკანასკნელი ბედისწერას იმის საშუალებას, რომ მოვლენები სერიოზულად განვითარდეს უკვე თავად ინდივიდის ნება-სურვილზეა დამოკიდებული დიდწილად. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ამა თუ იმ ქალს მინიმუმ ორი სხვადასხვა ტიპის მამაკაცი შეეფერება...

ვერძს ყველაზე კარგად "მოათვინიერებს" ლომი ან მორიელი.

კუროს საუკეთესოდ გაუგებს ქალწული ან კირჩხიბი.

ტყუპის იდეალური მამაკაცი შეიძლება მერწყული ან მშვილდოსანი იყოს.

კირჩხიბისთვის კი იდეალურ მეწყვილედ თევზები ან ქალწული მოიაზრება.

ლომი ქალის შესანიშნავი კავალერი იქნება ვერძი ან თხის რქა მამაკაცი.

ხოლო ქალწულის ნიშნით დაბადებულ ქალს შესანიშნავად დააბალანსებს კურო ან მორიელი.

სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს ყველაზე უკეთ ტყუპი ან მშვილდოსანი მამაკაცები შეეფერებიან

სხვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის წაიკითხეთ აქ

თუკი ამ 5 რამეს გააკეთებს, მაშინ ქალს თავდავიწყებით შეუყვარდებით!

Автор: admin от 20-01-2016, 15:13
ქალებს მამაკაცების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. თუ ქალს ნამდვილად უყვარდება, მისი გრძნობა ძლიერი და გიჟურია. ჩნდება ერთი პრობლემა: როგორ შევაყვაროთ ქალს თავი? ქალების დიდი ნაწილი ინდივიდუალურია და მათ სპეციალური მიდგომა სჭირდებათ, თუმცა არსებობენ გოგონები, რომელთა მოხიბვლა არც თუ ისე ძნელია. მამაკაცებო/ბიჭებო, გთავაზობთ 5 ნაბიჯს ქალის გულის მოსაგებად:

1. მოუსმინეთ ქალს
ქალებს ძალიან მოსწონთ კაცები, რომლებსაც მოსმენის კულტურა აქვთ. პირველ რიგში, იმიტომ რომ ქალი ცხოვრებისეულ მოვლენებს გაცილებით უფრო მძაფრად აღიქვამს, ვიდრე მამაკაცი და შესაბამისად შთაბეჭდილებების გაზიარება სურს. ქალებს საუკეთესო მეგობარი სჭირდებათ. მამაკაცებს მოსწონთ, როცა ქალს ჭკუას არიგებენ და ცხოვრებას ასწავლიან. ნუ გაქვთ პრეტენზია იმაზე, რომ ქალი უნდა გაზარდოთ. მისი მამა არ ხართ. პატივი ეცით ქალის აზრს და საუბარი არ შეაწყვეტინოთ.

2. მოუმზადეთ კერძი
დაპატიჟეთ თქვენგან და მოუმზადეთ გემრიელი კერძი. თუ თქვენთან ამოსვლაზე უარს იტყვის, კონტეინერი გამოიყენეთ. ლანჩის პერიოდში სამსახურში ან უნივერსიტეტში ლანჩბოქსი მიუტანეთ. ეს მზრუნველობის გამოსახატად არაჩვეულებრივი ჟესტია.

3. დაანახეთ თქვენი მგრძნობიარე მხარე
არავითარ შემთხვევაში არ იტიროთ ქალის თანდასწრებით ურთიერთობის პირველ ეტაპზე, თუმცა დაანახეთ, რომ
მგრძნობიარე ხართ. მისი თანდასწრებით დაეხმარეთ გაჭირვებულებს, მოჰკიდეთ ქალს ხელი და ბავშვთა სახლში ან მოხუცთა თავშესაფარში მოხალისედ წაიყვანეთ, მისთვის ძვირფას ადამიანებს პორბლემების მოგვარებაში დაეხმარეს, ქალმა უნდა იცოდეს, რომ თანაგრძნობის უნარი გაქვთ.

4. წაყევით საყიდლებზე
არსებობს სტერეოტიპი, რომ მამაკაცები საყიდლებზე სიარულს ვერ იტანენ. სინამდვილეში შოპიგზე ნამდვილად შეიძლება გაერთოთ. ქალი თქვენ წინაშე პოდიუმს გამართავს, სხვადასხვა ლამაზ ტანსაცმელში გამოეწყობა და თქვენი აზრითაც დაინტერესდება. შოპინგი არ მოიცავს მხოლოდ მაღაზიებში სიარულს, ეს ერთგვარი რიტუალია, რომელიც ხშირ შემთხვევაში კაფეში დაჯდომით მთავრდება.

5. გააცინეთ
ქალებს მოსწონთ ისეთ მამაკაცებთან ურთიერთობა, რომლებსაც იუმორი აქვთ. თუ ქალი თქვენთან ერთად იწყენს ან თქვენი ხუმრობები გულს ტკენს, არავითარ შემთხვევაში არ მოგისაზრებთ მომავალ შეყვარებულად.

ანდრეა ნარიანი

Назад Вперед
Наверх
 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.