5 “ოქროს ბურთის” მფლობელი , არგენტინის ნაკრების ლიდერი ლეო მესი ეძებს ერაყელ ბავშვს, რომლის იმპროვიზირებულ ცელოფნის მაისურში გადაღებულმა ფოტომ მსოფლიო შემოიარა.
როცა “ბარსელონას” ფორვარდმა ლტოლვილთა ბანკში გადაღებული ფოტო ნახა, მოუნდა ბავშვის პოვნა. მესის სურვილია, ბავშვს, რომელიც საომარი მოქმედებების ზონიდან არის, ნამდვილი მაისური აჩუქოს თავისი სხელით.
“ამაში მას სოციალური ქსელების მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან ეხმარებიან”-იუწყება Calciomercato.