Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
на правах рекламы

TOP სამი ყველაზე მოღალატე და ერთგული ზოდიაქოს ნიშანი

Автор: datuna от 16-12-2015, 00:18

სტატიის დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო ის, რომ ასტროლოგიური სტატისტიკა, რომელიც პერიოდულად ჩვენს საიტზე ქვეყნდება მარტოოდენ ზოგად პრინციპებზე დაყრდნობით დგება, ამიტომ ზედმეტად მძაფრად ნუ მოეკიდებით ჩვენო მკითხველებო ქვემოთ მოყვანილ შედეგებს.
ღალატის თემა არ ახალია, ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, ვისთვისაც მსგავსი საქციელი მისაღები ან ნაკლებად მისაღები და გასამართლებელი იყო. თუმცა, არის ხალხი, ვინც ზედმეტი პრინციპულობით ეკიდება ყოველივე ამას. ეს ყველაფერი ჩვენი ფსიქოლოგიური შტრიხებიდან გამომდინარეობს. ადამიანები ბუნებით ან პოლიგამიურები არიან ან მონოგამიურები და არ აქვს მნიშვნელობა იმას ქალია ინდივიდი, თუ მამაკაცი.

გთავაზობთ საინტერესო სტატისტიკას იმის შესახებ თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნები არიან მიდრეკილი ღალატისკენ და რომელს გააჩნია გაცილებით უფრო მყარი მორალური პრინციპები საიმისოდ, რომ ცდუნებას ბოლომდე გაუძლოს.

მოღალატეების სამეულში ასტროლოგები სამ ნიშანს მოიაზრებენ:

ტყუპი 98% – ასტროლოგები თვლიან, რომ ტყუპი ყველაზე ხშირად პარტნიორს მოწყენილობის გამო ღალატობს.

მშვილდოსანი 88% – მიზეზი მისი ღალატისა არის იდეალისტური ბუნება. თუკი მეუღლე არ შეესაბამება იდეალს ის იწყებს ახალი, იდეალთან უფრო მიახლოებული კანდიდატურის ძიებას.

მერწყული 78% – მისთვის ღალატი, ზოგჯერ სპორტული ინტერესია ან სექსის თემის ბიოლოგიური კუთხით შესწავლის მცდელობა.


ერთგულების უნარი განსაკუთრებით აქვთ გამოვლენილი შემდეგ ნიშნებს:

კურო 96% – კუროს ერთგულების მიზეზი არის ის, რომ მას სტაბილურობა უყვარს. მიჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ ლხინს და ხშირად აუტანელ პარტნიორსაც სწორედ რომ მიჩვევის გამო ვერ თმობს.

მორიელი 86% – ემოციური მიჯაჭვულობა აი, მთავარი მიზეზი იმისა, რატომ ახერხებს მორიელი იყოს ერთგული.

თხის რქა 83% – მოვალეობის გრძნობაა მისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი ურთიერთობისას. ამიტომ ხშირად თავს კონტროლს ზუსტად ამ გრძნობის გამო უწევს.

TOP სამი ყველაზე მორცხვი და თამამი ზოდიაქოს ნიშანი

Автор: datuna от 16-12-2015, 00:17

თუკი თქვენ აქტიური ადამიანების რიცხვს განეკუთვნებით, ალბათ ხშირად აღშფოთებულხართ იმ ხალხის საქციელით ვისაც ორი სიტყვის ერთმანეთზე გადაბმაც კი საშინლად უჭირს. ზოგჯერ ინდივიდის ამგვარი საქციელი, უცოდინრობა ან დაბალი ინტელექტი როდია. ასეთ ადამიანს შესაძლოა ბევრზე უფრო მაღალი ერუდიციის დონეც ჰქონდეს, მაგრამ შინაგანი ემოციურობა და განცდები უშლიდეს ხელს საკუთარი პოტენციალის სწორად გამოვინებაში. ამიტომ ადამიანები მხოლოდ იმის მიხედვით კი არ უნდა შევაფასოთ რა გააკეთეს, არამედ იმის მიხედვითაც, რისი გაკეთება შეეძლო.
ჩვენი ერთგული მკითხველების თხოვნით, დაიბადა იდეა გაგვეცნო თქვენთვის ყველაზე მორცხვი და თამამი ზოდიაქოს ნიშნების სამეული. თუმცა, აქვე მინდა ისიც გაითვალისწინოთ, რომ მორცხვი მშვილდოსანიც არსებობს ბუნებაში და კომუნიკაბელური თევზებიც. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმოადგენს პიროვნება საკუთარი ნიშნის ტიპურ წარმომადგენელს.

ზოგადად რომ ვისმჯელოთ, კომუნიკაბელურობა, აქტიურობა და სითამამე ცეცხლისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვისაა უფრო დამახასიათებელი. ამიტომ ოქროს სამეულიც სწორედ მათ შორის პოზიციონირებს:

ვერძი – 97% მათი სითამამე ზოგჯერ სითავხედესაც კი უტოლდება.

ტყუპი – 91% ამ ხალხს უნარი აქვს ნებისმიერთან გააბას პოლემიკა და ბაასი.

მშვილდოსანი – 88% ხშირად დაუკვირვებლად ნასროლი სიტყვები და დაპირებები ძვირი უჯდებათ.

გაცილებით უფრო ასოციალური და მორცხვი ინდივიდების სიაში ხვდებიან წყლისა და მიწის სტიქიის წარმომადგენლები. TOP სამეულიც ასე გამოიყურება:

ქალწული – 96% ამ ადამიანებს ზედმეტად აქვთ განვითარებული თვითკრიტიკულობა.

თხის რქა – 94% მათი სიმორცხვის მიზეზი ხშირად არის პესიმისტური დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ.

თევზები – 89% ხშირ შემთხვევაში ემოციური იზოლაცია ურჩევნით სოციუმთან კონტაქტს

ნამდვილი სიყვარული რომ იპოვნოთ - რჩევები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 16-12-2015, 00:16

ნებისმიერი ადამიანი ეძებს ამქვეყად სიყვარულსა და ბედნიერებას. რაც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ მარტოც კარგად ვგრძნობთ თავს და სრულყოფილებისთვის პირადი ბედნიერება სულაც არ გვჭირდება – მტკნარი სიცრუეა ეს. თუმცა, ადამიანების დიდი ნაწილი ხშირად აბსოლუტურად არასწორად, არაშესაფერის ადგილებში და სრულიად შეუსაბამო ხალხს შორის ეძებს თავის პოტენციურ "მეორე ნახევარს". ასტროლოგები ამტკიცებენ, საიმისოდ, რომ ჭეშმარიტი სულიერი მეგობარი და პარტნიორი მონახოთ, საჭიროა ზუსტად იცოდეთ სად ჯობია მისი ძებნა.


ვერძმა მეწყვილე აქტიურ ხალხს შორის უნდა ეძებოს – შინაყუდა და ასოციალური ტიპი თქვენი შესაფერისი არ არის. ეძებეთ გულისსწორი ლომებს, მშვილდოსნებს, მერწყულებს, ტყუპსა და მორიელებს შორის. აქტიური სპორტი, ცეკვები, ქალაქგარეთ ლაშქრობა, დისკოთეკა ეს ის ადგილები, სადაც ამ ტიპის ხალხი ეტანება.

კუროს სტაბილური, ოჯახური იდილიის მოყვარული პარტნიორი სჭირდება. ამიტომ მან მეწყვილე ქალწულების, კირჩხიბების, თხის რქების, სასწორების და თევზების რიგებში უნდა მონახოს. ასეთ ხალხს თქვენ მყუდრო ოჯახურ რესტორანში, კულინარიულ კურსებზე, საოჯახო ტექნიკის მაღაზიაში, ბანკში ან საგამოფენო დარბაზში იპოვნით.

ტყუპს აქტიური და კომუნიკაბელური მეორე ნახევარი ესაჭიროება. მომატებული ინტელექტუალური აქტივობით. მან მეწყვილე მშვილდოსნის, ვერძის, მერწყულის, ლომის ან სასწორის ნიშნით დაბადებულებში უნდა მონახოს. ასეთი ხალხის პოვნა ტელევიზიაში, პოლიტიკურ სფეროში, საგამომცემლო ინდუსტრიაში, ინტელექტუალურ კლუბებშია შესაძლებელი.

კირჩხიბს ემოციურად თბილი, მზრუნველი მეორე ნახევარი სჭირდება. მისი იდეალური წყვილი კუროს, თხის რქის, ქალწულის, თევზების და მორიელის ნიშნით დაბადებულებს შორის მოიძებნება. ასეთი ადამიანის პოვნა კირჩხიბს ფსიქოლოგიურ ტრენინგზე, საოჯახო/სანათესავო შეკრებისას (ქორწილი, ქელეხი), სოციალური პროექტების დაგეგმვისას ან სამსახურში, ახლო გარემოცვის თანამშრომელებს შორის შეუძლია.

ლომს ეფექტური, საზოგადოებაში კარგი იმიჯის მქონე, გულუხვი და ღირსეული მეწყვილე სჭირდება. ისეთი, რომელსაც თავის დაჭერა და მანერები არსად შეეშლება. ასეთი შეიძლება იყოს თხის რქა, მშვილდოსანი, ტყუპი, მერწყული, სასწორი. მსგავსი ადამიანის გაცნობას ლომი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, მნიშვნელოვან კორპორატიულ ივენთზე ან რაიმე ტიპის გასართობ ღონისძიებაზე შეძლებს.

ქალწულს მოწესრიგებული, გაწონასწორებული და წინდახედული მეორე ნახევარი ესაჭიროება. მან მეწყვილე კუროს, თხის რქის, სასწორის, მორიელის ნიშნებში უნდა მონახოს. ასეთი ადამიანის გაცნობა ქალწულს სამსახურში, სამედიცინო დაწესებულებაში ან საფინანსო ორგანიზაციებში, ოფიციალურ შეხვედრებზე შეუძლია.

სასწორი ჰარმონიისკენ ისწრაფვის მუდამ. მას ბუნებით ესთეტი, რბილი და ლოიალური პარტნიორი ესაჭიროება. მისთვის კარგი მეწყვილე იქნება კურო, ლომი, ტყუპი, მერწყული. ნაცნობობა შეიძლება შედგეს რაიმე ტიპის სახელოვნებო ღონისძიებაზე, შემოქმედებით პროექტზე მუშაობისას, მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე ან უბრალოდ, განტვირთვის პერიოდში სადმე ღამის კლუბში, კონცერტზე ან ივენთზე.

მორიელი ემოციურად ღრმა, ვნებიან და შინაგანად ძლიერ პარტნიორს საჭიროებს. მისთვის იდეალური იქნება თხის რქა, კირჩხიბი, ვერძი, თევზები ან სასწორი. ასეთი ადამიანის გაცნობას იგი სამეცნიერო სფეროში, ექსტრემალური სპორტის სახეობით გატაცებისას, რელიგიურ-ფსიქოლოგიური დისკუსიის დროს შესძლებს.

მშვილდოსანი იხიბლება მეგობრული, მხიარული და მარტივი ადამიანებით. მისთვის იდეალური წყვილია ტყუპი, სასწორი, ვერძი, ლომი და მერწყული. მსგავსი პარტნიორი მშვილდოსანს შეუძლია მოგზაურობისას, მეგობრების წრეში გამართულ პიკნიკზე ან სასწავლო დაწესებულებაში გაიცნოს.

თხის რქა აფასებს გაწონასწორებულ, პროფესიულად ამბიციურ და მიზანსწრაფულ ადამიანებს. მისთვის კარგი წყვილია მორიელი, კურო, ქალწული ან ლომი. ასეთ ადამიანს თხის რქა პროფესიულ შეკრებებზე, საქმიანი მოლაპარაკებისას ან ოფიციალურ ივენთზე შეიძლება შეხვდეს.

მერწყული მკვეთრი ინდივიდუალიზმით გამორჩეული, ინტელექტუალური ადამიანებით იხიბლება. მისთვის იდეალური პარტნიორია ვერძი, სასწორი, ტყუპი, მშვილდოსანი ან თხის რქა. გაცნობის ადგილი შესაძლოა სამეგობრო წრე იყოს ან სულაც ინტერნეტ-მიმოწერით მოხდეს პოტენციური პარტნიორის "აღმოჩენა".

თევზებისთვის უმთავრესი კრიტერიუმი ბედნიერი პირადი ცხოვრებისა არის რბილი, მზრუნველი და ემოციურად თანამგრძნობი მეორე ნახევარი. თევზის იდეალური პარტნიორია კირჩხიბი, თევზები, კურო, მორიელი და მშვილდოსნი. გაცნობა შესაძლოა მოხდეს მოგზაურობისას, კინოთეატრში ან საინტერესო ლიტერატურულ საღამოზე.

TOP სამი სუპერ-მეოჯახე მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 16-12-2015, 00:15

ალბათ ძალიან ბევრი ქალის ოცნებაა მამაკაცი, რომელსაც გამოკვეთილი მეოჯახის თვისებები, ქალზე ზრუნვის ნიჭი და მშვიდი ხასიათი გააჩნია. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ თეორიას ხშირად აბსოლუტურად აბათილებს პრაქტიკა -–ქალები ერთობ ამოუცნობი არსებები არიან. ოცნებობენ მეოჯახე კაცზე, რეალურად კი მათ გულს ძალზე ხშირად უხეში, უყურადღებო და დიქტატორი მამაკაცი იპყრობს.
არა, დღეს "ზოდიაქოს მაჩოებზე" არ ვსაუბრობთ, ძვირფასო ქალებო. დღევანდელი სტატიის თემა საუკეთესო მოეჯახეების სამეული იქნება – ანუ მამაკაცები, რომელთა უმრავლესობასაც ქალების დიდი ნაწილი საკმაოდ გვიან ამჩნევს და მხოლოდ მრავალწლიანი, ერთობლივი ოჯახური ცხოვრების შემდეგ აფასებს.

კურო – ერთი შეხედვით სიტყვაძუნწი, ფლეგმატური კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. კუროს არ უყვარს ქალის მოსახიბლად მალაყების კეთება. იგი ზედმეტად მიწიერი არსებაა საიმისოდ, რომ საყვარელი არსების გულის მოსაგებად ათასგვარი სახის ექსტრავაგანტური სისულელე ჩაიდინოს (ასეთები მშვილდოსნებსა და მერწყულებს შორის მოიკითხეთ). სამაგიეროდ, თუკი მისი ნდობა დაიმსახურეთ სამომავლოდ მისგან კომფორტული და მშვიდი ცხოვრების მყარ გარანტიას მიიღებთ. ეს კაცი ვარდისფერ კოშკებს არასოდეს ააშენებს თქვენი სიმპათიის მოსაპოვებლად. სამაგიეროდ, მის გვერდით ნებისმიერი ცხოვრებისეული უსიამოვნებისგან იქნებით დაცული მყარად – კურო იშვიათი მესაკუთრე ნიშანია. შესაბამისად, თავის საკუთრებას იგი თვალისჩინივით უვლის და უფრთხილდება.

კირჩხიბი – შესაძლოა თავდაპირველად მისმა ემოციურობამ და ოჯახთან მიჯაჭვულობამ ამ კაცთან ურთიერთობის გაბმის სურვილი დაგიკარგოთ. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ მანამ სანამ კირჩხიბ თაყვანისმცემელს საბოლოოდ გაუყენებთ "ყოფილების" გზას კარგი იქნებოდა დაფიქრება. იგი იდეალური კულინარი, მზუნველი ქმარი და დედის ფუნქციებით აღჭურვილი მამა იქნება თქვენი შვილისთვის. მას შეუძლია გაგანებივროთ ყველაფრით, რასაც ისურვებთ, ამასთან ერთად აქცენტს ყოველთვის ხარისხზე გააკეთებს და არა რაოდენობაზე. მის სიძუნწეზე მოარული მითები იმ პერიოდიდან დაკარგავს ძალას, როცა თქვენ ამ კაცის გულში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებთ. ამის შემდეგ მოწუწუნე, დეპრესიული კირჩხიბი თქვენ წინაშე სრულიად ტრანსფორმირდება და მისი სახით მზრუნველ, მოსიყვარულე და ერთგულ მეუღლეს შეიძენთ.
P.S. პერიოდულად თუ დედის რჩევებსაც იზიარებს ეს ცოდვა როგორმე აპატიეთ.

თხის რქა – ალბათ ყველაზე ძნელად მოსახიბლი და შეუვალი კაცია ჩამოთვლილ სამეულში. თუმცა, გახსოვდეთ გოგონებო, მისი ეს "სფინქსისებური" გამომეტყველება და მუდამ საქმიანი იმიჯი, არაფერია სხვა თუ არა ე.წ. "თავდაცვითი მანერა". თხის რქა პესიმიზმისკენ მიდრეკილი ნიშანია. შესაბამისად, წაგებას ეს ხალხი ძნელად ეგუება. მამაკაცი თხის რქა ყოველთვის ცდილობს მაქსიმალური სიზუსტით გათვალოს სამომავლო შანსები როგორც პროფესიულ სარბიელზე, ისე ქალთან. ამიტომ თუკი მისი მხრიდან ქმედითი ნაბიჯები აგვიანებს და სხვა თაყვანისმცემლებივით ყირაზე არ დგას თქვენი გულის მოსაგებად, ნუ აჩქარდებით – დასკვნა ცოტა მოგვიანებით აჯობებს გამოიტანოთ, როცა თხის რქა ხანგრძლივი ფიქრისა და აწონ-დაწონვის შემდეგ ცოლობას შემოგთავზებთ. ამ კაცის გამო კი ერთი, ორი ან სულაც სამი თვე ლოდინი მერწმუნეთ ღირს – იგი არასოდეს დაბერდება არც სულით, არც ფიზიკურად. და რაც მთავარია, თავად თქვენც არ მოგცემთ ამის საშუალებას.

TOP სამი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელიც გვიან ასაკში პოულობს ბედნიერებას

Автор: datuna от 16-12-2015, 00:14

ალბათ ხშირად შეგხვედრიათ ერთი შეხედვით ლამაზი, ნაკითხი, განათლებული, პროფესიულად შემდგარი და წარმატებული ქალი რომელსაც რატომღაც პირადი ცხოვრება აქვს მაინცდამაინც "ჩაკეტილ წრედ" ქცეული. ასტროლოგიურად თუ შევხედავთ ამ საკითხს, შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ სულაც არ აღიქვამს ბევრი მათგანი მარტოობას კატასტროფად... და გვიან, მაგრამ მაინც ახერხებს ასეთი ქალი იპოვნოს ნანატრი ბედნიერება. მაშინაც კი როცა მას საერთოდ აღარც ეძებს...




ვერძი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს შორის ორგვარ ტიპაჟს ვხვდებით. ერთნი ძალიან ადრეულ ასაკში ახერხებენ დაოჯახებას, შვილების გაჩენას და რამდენჯერმე განქორწინებას... მეორენი კი თავს მთლიანად კარიერას უძღვნიან და საკმაოდ გვიან ასაკში იცლიან დიასახლისის როლის მოსარგებად. ვერძისთვის დამოუკიდებლობაა ამოსავალი წერტილი ცხოვრებაში. შესაბამისად, თუკი ადრეულ ასაკში არ გათხოვდა, იგი მაქსიმალურად ეჯაჭვება თავისუფალი ცხოვრების წესს და საბოლოოდ გონივრული არჩევანის მიხედვით – აბსოლუტურად გააზრებულად ირჩევს მამაკაცს ცხოვრების მეგზურად.

თხის რქა – მათი უმრავლესობა, როგორც წესი, სტუდენტობის ასაკში, მხოლოდ სწავლითა და სამომავლო კარიერაზე ფიქრითაა დაკავებული. იშვიათად ნახავთ თხის რქას, რომელიც ნაადრევად დაოჯახებას ჩქარობს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები ბუნებით უზომოდ თავმოყვარეები და ამაყები არიან. შესაბამისად, უღირს მამაკაცთან ცხოვრების გატარებას, ხშირად აბსოლუტური მარტოობა ურჩევნიათ. თუმცა, მათი უმეტესობა გვიან ასაკში მაინც ახერხებს შესაფერისი მეწყვილის პოვნას. პროფესიულად შემდგარი, კარიერისტი მამრობითი სქესის წარმომადგენელის სახით.

ლომი – მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები ყოველთვის გამოირჩევიან თაყვანისმცემლების სიმრავლით, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ბევრი ლომი ატარებს ცხოვრების დიდ ნაწილს მარტო. ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში მომიჯნავე ნიშნის – ქალწულის გავლენაა. რის ხარჯზეც ქალ ლომს ზედმეტად მაღალი აქვს თამასა მამაკაცების შეფასებისას. იდეალური მამაკაცები კი მოგეხსნებათ, ბუნებაში არ არსებობენ. ამიტომ როგორც კი ძუ ლომი ამ ფაქტის რეალურობას გააცნობიერებს და ღრუბლებში ფრენას მოეშვება, აუცილებლად გამოინახება მისთვის შესაფერისი კანდიდატურა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს შორის.

TOP სამი საუკეთესო იუმორის გრძნობის მქონე ზოდიაქოს ნიშანი

Автор: datuna от 16-12-2015, 00:11
ამბობენ იუმორი გადაარჩენსო სამყაროს.. პირადად მე უპირობოდ ვეთანხმები ამ აზრს. ადამიანი თუ საკუთარ წაუმატებლობასა და შეცდომებზე ახერხებს თავადვე იხუმროს, პესიმიზმი და უიღბლობა მას ვერასოდეს მოერევა.
მაგრამ იუმორის დონე და ზოგადად ნიჭი იმისა, რომ ცხოვრებისეულ სირთულეებს ოპტიმისტური ხედვა დაახვედრო წინ, ყველას როდი უბოძა კოსმოსმა. ასტროლოგები თვლიან რომ არსებობს სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს გამოვლენილი ხასიათში ზემოთხსენებული, მართლაც რომ შესაშური თვისებები.

ტყუპი - პლანეტა მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველად ითვლება ვერბალური კომუნიკაციის უნარზე აგებს პასუხს ადამიანებში. შესაბამისად ტყუპების უმეტესობას ენა ხშირად საკმარისზე მეტადაც კი უჭრის. ამას დავუმატოთ ჰაერის სტიქიისთვის დამახასიათებელი უდარდელობა და ოპტიმიზმი, წყენის მალე დავიწყების უნარი და ცვალებადობა, საბოლოო ჯამში კი მივიღებთ ადამიანს რომელსაც შესანიშნავად ეხერხება გულიანად იცინოს საკუთარ შეცდომებზე და არასოდეს გადააქციოს ტრაგედიად უმნიშვნელო წვრილმანები.

მშვილდოსანი - მას დამსახურებულად უწოდებენ ასტროლოგები „ოპტიმიზმის მამას“, მშვილდოსანი პლანეტა იუპიტრის მფარევლობის ქვეშაა, ამ პლანეტას კი როგორც ყველაზე დადებითს, პოზიციტურს და კეთილს ისე ახასიათებს ასტროლოგია. იუპიტერი წარმატებისა და ბედნიერების მომტანი პლანეტაა. იგი პასუხს აგებს მასშტაბებსა და გაფართოებაზე, ამიტომაც არის რომ მშვილდოსნებს უზომოდ დიდსულოვანი და მიმტევებელი ხასიათი გააჩნიათ. ისინი არასოდეს წვრილმანდებიან არაფერზე, მით უმეტეს კონფლიქტებზე. წყენას მალე პატიობენ და მიტევებაც ასევე ადვილად შეუძლიათ. იუმორის გრძნობა კი რომელიც მათი სავიზიტო ბარათია, ხშირად არათუ ერთი ან ორი დიდი საზოგადოების ან სრულიად სოციუმის გასამხიარულებლადაც კი შეუძლია მიმართოს მშვილდოსანმა. მსგავსად მასხრისა, მუდმივად ხალისიანს ვერასოდეს შეატყობთ რა დარდს ატარებს გულით. მისი სახე ხომ ყოველთვის ღიმილითაა გაცისკროვნებული.

მერწყული - დადებითად განვითარებული მერწყული, დიდი ჰუმანისტი და რეფორმატორია. მას შეუძლია ადამიანებს და მთლიანად საზოგადოებას უდიდესი დანაშაულიც კი მიუტევოს. იგი ფილოსოფიურდ და გლობალურ ჭრილში აღიქვამს მოვლენებსა და ადამიანებს. ამიტომ არასოდეს ახასიათებს პანიკა, ისტერიული შიში ან აგრესია ვინმეს მისამართით. მერწყული ცინიზმის ზომიერი დოზით გაჯერებული იუმორის პატრონია. მან ყოველთვის იცის სად, როგორ და რანაირად დასვას აქტუალური აქცენტები და ხუმრობს ისე, რომ ვერავინ მოედავება ღია აგრესიასა და ტერორში.

როგორია იდეალური ქალი მამაკაცისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 16-12-2015, 00:10

მართალია საყოველთაოდ გავრცელებულია აზრი, რომ მამაკაცები პოლიგამიური არსებები არიან, მაგრამ ეს ზემოხსენებული პოლიგამიურობა არაფერია სხვა თუ არა მათთვის დამახასიათებელი ე.წ. "მონადირის ინსტიქტის" გამოძახილი – ხომ უნდა დარწმუნდნენ პერიოდულად იმაში, რომ წლების მატებასთან ერთად "არ დაჟანგებულან", თვითშეფასებას ამაღლება უნდა, სხვაგვარად როგორ. ქალები საამისოდ შოპინგს, სპა ან ესთეტიკ ცენტრებს, სილამაზის სალონებს მიმართავენ – მამაკაცისთვის კი საუკეთესო სტიმულატორი მორიგი "ნანადირევია".
თუმცა ამჯერად საუბარი მამაკაცების პოლიგამიურობაზე როდი გვექნება. დღეს უნდა ვისაუბროთ იმ ერთადერთ და განუმეორებელ ქალზე, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მამაკაცისთვის იდეალური, იდეალურთან მიახლოებული, კომფორტული და საოცნებოა.

ვერძი აქტიურ, გამჭრიახ, დიპლომატიურ ქალზე გახდება დამოკიდებული. მისი რჩეული ზომიერად ლამაზი, თუმცა ძალიან ჭკვიანი და მხიარული უნდა იყოს.

კუროს იდეალი გახდება ქალი, რომელმაც იცის ეკონომია და ფულის ყადრი. მას აუცილებლად უნდა ეხერხებოდეს სულ მცირე ერთი საფირმო კერძის მომზადება. წინააღმდეგ შემთხვევაში კუროს გულს ვერ მოინადირებთ.

ტყუპისთვის აუცილებელია მეწყვილე, რომელთანაც იგი ვერ შეძლებს მოწყენას. არ არის აუცილებელი ქალი სექსსიმბოლოთა კატეგორიას განეკუთვნებოდეს. უმჯობესია, მას ერთი ორი წიგნი ჰქონდეს წაკითხული და საკუთარი აზრი გააჩნდეს ცხოვრებისეულ მოვლენებზე.

კირჩხიბისთვის იდეალური ქალი აუცილებლად უნდა ჰგავდეს მის დედას. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ასაკით უფროსი პარტნიორიც მოეწონება. ქალი უნდა იყოს მზრუნველი, თბილი, ტაქტიანი და მოსიყვარულე.

ლომს აქტიური, გულკეთილი, უშუალო და ბავშვური სულის მანდილოსანი დაატყვევებს. ასეთი ქალი უნდა იყოს ხელგაშლილი, არამეწვრილმანე და ძალიან მოსიყვარულე საკუთარი მეუღლის მიმართ.

ქალწულს გაწონასწორებული, ჭკვიანი, ერუდირებული და მოწესრიგებული ქალი მოეწონება. მისი მეწყვილე არასოდეს უნდა ქმნიდეს ქაოსს არც სახლში, არც ქალწულის ცხოვრებაში.

სასწორისთვის იდეალური მეწყვილე უნდა იყოს გარეგნულად ეფექტური, დახვეწილი ჩაცმა-დახურვის მოყვარული, სულით პოეტური და ესთეტი. აუცილებელია ქალმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ სიტუაციებში, როცა მეუღლე სასწორი ყოყმანს იწყებს – მაგ. ქორწინებისას.

მორიელი აღფრთოვანდება ქალით, რომელიც სულით მებრძოლი, დაუმორჩილებელი, ცოტათი აგრესიული, მაგრამ შინაგანად ემოციური და თბილია. ამ კაცისთვის თავბრუს დახვევა მგრძნობიარე, ჭკვიან და წინდახედულ პარტნიორს შეუძლია. რომელსაც ჭკუა ეყოფა და ყველაფერში არ დაემორჩილება მას.

მშვილდოსანი აღტაცებაში მოჰყავს მხიარულ, აქტიურ, კომუნიკაბელურ და სპონტანურობის მოყვარულ გოგონებს. იგი სიამოვნებით გააბამს ნაცნობობას ქალთან, რომელიც მის გიჟურ ცხოვრებს რიტმსა და მოგზაურობის სიყვარულს გაიზიარებს. ეს ნაცნობობა კი შესაძლოა სულ რამდენიმე დღეში ქორწინებით დაგვირგვინდეს.

თხის რქა ბედნიერი იქნება თუ ცხოვრების გზაზე შეხვდა ქალს, რომელიც პროფესიულად შემდგარი, აქტიური, წინდახედული და ტრადიციების მოყვარული ინდივიდია. იგი გარეგნობაზე მეტად ყურადღებას მეწყვილის ერუდიციის დონესა და წარმოშობას მიაქცევს.

მერწყული ბედნიერი იქნება ქალთან, რომელიც მრავალმხრივად ერუდირებული, არაპროგნოზირებდი და მხიარულია. პარტნიორი აუცილებლად უნდა იზიარებდეს მერწყულის სიყვარულს თავისუფლებისადმი. შესაბამისად, არც ოფიციალური ქორწინების მოთხოვნით უნდა გაუმართოს მან მერწყულ მამაკაცს დებოში.

თევზები ბედნიერებას იპოვნის ქალთან, რომელსაც ერთდროულად შეუძლია შეითავსოს დიასახლისის, ცოლის, დედისა და ფსიქოლოგის როლი. ასეთი მანდილოსანი მისთვის უმთავრესი დასაყრდენი გახდება ცხოვრებაში და მისცემს მოტივაციას სამომავლო წინსვლისკენ.

 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.