Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
на правах рекламы

ერთგულების უნარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 14-12-2015, 00:01

როგორ ფიქრობთ, ბუნებით ერთგული ადამიანი ხართ? როგორც ფსიქოლოგები და ასტროლოგები ამტკიცებენ, ადამიანში ერთგულების უნარს ჰოროსკოპის ნიშნისთვის დამახასიათებელი შტრიხებიც დიდწილად განაპირობებს. თუმცა, მოგეხსენებათ არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე. ამიტომ ქვემოთ მოყვანილ სტატისტიკას განსაკუთრებული ემოციით ნუ მოეკიდებით, თუკი თქვენი თავი არცთუ მონოგამიურ ნიშნებს შორის აღმოაჩინეთ. გახსოვდეთ, რომ სადაც სიყვარულია იქ ვარსკვლევების გავლენა დამატებითი კომპონენტია მხოლოდ და სხვა არაფერი.

ზოდიაქოს ნიშები, ოთხ სტიქიად იყოფიან: ცეცხლი, მიწა, ჰაერი და წყალი. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ძირითად შემთხვევაში მმართველი სტიქია განაპირობებს იმას, თუ რამდენად მონოგამიური შეიძლება იყოს ესა თუ ის პიროვნება. ასე მაგალითად, ცეცხლის ნიშნებს - ლომებს, ვერძებსა და მშვილდოსნებს ურთიერთობაში მუდმივად სჭირდებათ "საწვავი", რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხის ერთგულებას მუდმივად "დამსახურება" უნდა პარტნიორის მხირდან. თუკი ვერძს, ლომსა და მშვილდოსანს პარტნიორი მოდუნების საშუალებას არ აძლევს, მათი მხრიდან ღალატის ფაქტებიც ცოტა იქნება. თუმცა ამ სამეულში შემავალი ერთი ნიშანი - მშვილდოსანი, მუტაბელურ (ცვალებად) ნიშნებს განეკუთვნება, ამიტომ მისი მხრიდან ერთგულების იმედი მაინც ნაკლებად უნდა გვქონდეს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას მარტივად ბეზრდება თუნდაც ყველაზე იდეალური პარტნიორი და გული ახალ-ახალი საკბილოების საძებნელად მიუწევს. ამ სამეულიდან ყველაზე ერთგული ლომი გახლავთ. ფიქსირებული ნიშნის წარმომადგენელია შესაბამისად, ყველაზე მეტად შეუძლია უერთგულოს ნამდვილ სიყვარულს.

ყველაზე ერთგულთა კატეგორიაში ასტროლოგები მიწის სტიქიის ნიშნებს - კუროებს, თხის რქებსა და ქალწულებს მოიაზრებენ. მმართველი სტიქიიდან გამომდინარე მიწის ნიშნები ძნელად იცვლიან მიდრეკილებებსა და შეხედულებებს. ეს მათ ემოციურ სფეროსაც შეეხება. სამაგიეროდ, ეს ხალხი ცხოვრების მეგზურსაც ძნელად და დიდი ფიქრის შემდეგ ირჩევს. ამ სამეულს შორის, ყველაზე მეტად პოლიგამიისკენ მიდრეკილი ქალწულის ზოდიაქო შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ისიც მშვილდოსანთან ერთად მუტაბელურ (ცვალებად) ნიშნებს განეკუთვნება. შესაბამისად, გააჩნია მიდრეკილება სიახლეების ძიებისკენ. ყველაზე ერთგული კი თხის რქაა. კარდინალური ნიშნის ტიპური წარმომადგენელი - ძნელად უყვარდება, მაგრამ საკუთარი გრძნობების ერთგულია წლების მანძილზე.

რაც შეეხებათ ჰაერის ნიშნებს ანუ ტყუპს, მერწყულებსა და სასწორებს. ისინი ე.წ. "შავ სიაში" შედიან იმის გამო, რომ მმართველი სტიქიის გავლენით ძნელად ახერხებენ ერთ პარტნიორზე შეჩერებას განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში. გამოირჩევიან ცვალებადობითა და არაპროგნოზირებადი ბუნებით. განსაკუთრებით პრობლემატური ამ მხრივ ტყუპის ზოდიაქოს ნიშანია. ამ ხალხს მალე ბეზრდება ყველაფერი, მათ შორის ქორწინების პარტნიორიც და ბევრი ფიქრის გარეშე ანგრევენ ოჯახს. ყველაზე ერთგულად ამ სამეულს შორის შეიძლება სასწორი ჩაითვალოს. ამ ადამიანებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ამასთან ერთად სასწორი კარდინალური ნიშნების რიცხვს განეკუთვნება, რის ხაჯზეც ხშირად ხმაურიან განქორწინებას ურჩევნია, ჰარმონია შეინარჩუნოს პარტნიორთან.

დაბოლოს, არცთუ მაინცდამაინც საიმედოთა კატეგორიას განეკუთვნებიან წყლის სტიქიის წარმომადგენლები - კირჩხიბები, მორიელები და თევზები. მათთვის ურთიერთობაში მთავარია ემოციური კავშირი და ერთიანობა, თუ ეს აკლიათ მარტივად შეიძლება აღმოჩნდნენ სხვა პარტნიორის ემოციურ ველში რის ხარჯზეც იწყება დიდი მიჯაჭვულობა. ყველაზე ერთგულად ამ სამეულში შეგვიძლია კირჩიბი მივიჩნიოთ. იგი კარდინალური ნიშნების რიცხვს განეკუთვნება ამიტომ საკმაოდ კარგად შეუძლია ერთგულება, თუკი პარტნიორი შესაბამის სითბოსა და ემოცებს არ აკლებს. შედარებით ცვალებადია მორიელი. მართალია, მას აქვს უნარი დიდი სიყვარული ატაროს გულით, თუმცა ხშირად იტანს ვნებები და სურვილს სამაგიერო გადაუხადოს პარტნიორს წყენის გამო, მიჰყავს იგი ღალატამდე. რაც შეეხება თევზებს, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ წყლის ნიშნებში, ყველაზე ნაკლებად საიმედო ზუსტად რომ თევზების ზოდიაქოა. ამასთან ერთად, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გულით თევზები იშვიათად ღალატობს და მისი მხრიდან ღალატის ფაქტი ყოველთვის დაკავშირებულია დაბნეულობასთან. ზოგჯერ თევზს თავადაც ვერ გაუგია რა სურს ან ვისთან ერთად სურს ცხოვრებს გატარება. ეს კი საკმარისი მიზეზია ღალატის გასამართლებლად.

TOP სამი ყველაზე მოუხელთებელი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 14-12-2015, 00:01

ქალების უმეტესობა ოცნებობს თავბრუდამხვევ რომანზე, რომლის გმირიც ნამდვილად არ უნდა იყოს მოსლუკუნე დედიკოს ბიჭი ან დეპრესიული შეყვარებული მონა. თუმცა, ისეთი მამაკაცის ხელში ჩაგდებას, რომელიც ათობით ქალის ოხვრის საგანია მერწმუნეთ, მხოლოდ ფიზიკური სილამაზე და მოხდენილი სხეული არ უშველის. მოქნილობა, ჭკუა და ქალური გამჭრიახობაა საჭირო, რათა საბოლოოდ ინტერესის ობიექტს ეგონოს, რომ მახეში თქვენ კი არა, თავად გაგაბათ.
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით არსებობენ მარტივად, ძნელად და აბსოლუტურად მოუხელთებელი მამაკაცები. რაღა თქმა უნდა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ნებისმიერი იმ ნიშნის წარმომადგენელი, რომელთა სიასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, გამოუსწორებელი მექალთანე და ქრონიკული ბერბიჭა უნდა იყოს ბუნებით. მოგეხსენებათ, რომ არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე, თუმცა, ეს გამონაკლისებიც თეორიის სისწორეს ამტკიცებენ მხოლოდ!


მაშ ასე, როგორია ყველაზე რთულად მოსაჩანგლი მამრების ოქროს სამეული...


საპატიო მესამე ადგილს ტყუპი იკავებს. გაორებული ბუნების გამო, ამ ქარიზმატულ და კომუნიკაბელურ მამაკაცს არ უყვარს ერთ ობიექტზე დიდი ხნით შეჩერება. არა აქვს მნიშვნელობა პარტნიორი რამდენად ტემპერამენტიანი და ვნებიანია სექსში, ტყუპი ჰაერის ნიშანია შესაბამისად, მისთვის ქალთა სიახლოვე სასიამოვნო მხოლოდ მაშინაა თუ ეს უკანასკნელი მის "დაბმას" არამარტო საწოლში, საკუთარი აზროვნებითაც ახერხებს. ჭკვიანი, ლამაზი და ერთგული ქალები კი მოგეხსენებათ, ამქვეყნად დეფიციტია. ჰოდა, ჩვენი ტყუპიც გადადის პარტნიორიდან პარტნიორზე, საბოლოოდ კი უკვე ასაკში შესული ჭკვიანი და საინტერესო ქალის კომპანიას თანხმდება. რა თქმა უნდა, პერიოდულად "გვერდზე გახედვის" პერსპექტივით.


მეორე ადგილს მერწყულები იკავებენ. სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ ამ მამაკაცს ნებისმიერი ქალის (და თქვენ წარმოიდგინეთ ზოგჯერ კაცისაც!) გაოგნება შეუძლია საკუთარი ექსცენტრიკული საქციელით. მერწყული არ სცნობს ჩარჩოებს, საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს და მორალურ-ეთიკურ პრინციპებს. მისთვის ჩვეულებრივი ამბავია მოიქცეს ისე, როგორ გული უკარნახებს. ამიტომ არასოდეს განიკითხავს არც სხვებს მსგავსი საქციელის გამო. ქალებთან ურთიერთობისას იგი ძალზე არაპროგნოზირებადია, ამიტომ ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ გაიგებთ რას განიცდის იგი თქვენ მიმართ - სექსუალურ მიზიდულობას, მეგობრულ პატივისცემას თუ სიყვარულს, რომელსაც მერწყული აბსოლუტურად არასტანდარტულად ამჟღავნებს. თუკი ერთხელაც მოგეჩვენათ, რომ მას საერთოდ აღარ აინტერესებთ, ე.ი. მისდა საუბედუროდ შეუყვარდით და ამის გამოა საგონებელში ჩავარდნილი.


დაბოლოს, პირველ ადგილზე მშვილდოსნები არიან და არავის, არასოდეს უთმობენ ლიდერობას. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამრების შესახებ ჩვენს საიტზე არაერთგზის დაწერილა. თუმცა, ისევ გავმეორდებით და ვიტყვით, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია მანდილოსანმა ამ მომხიბვლელი, საშინლად ქარიზმატული, მუდამ მოღიმარე და მხიარული მამაკაცის შემოტევას გაუძლოს. მშვილდოსანს ნებისმიერი ქალისთვის შეუძლია თავბრუს დახვევა წამის მეასედში. მთავარია, თავად მოინდომოს ეს და ინტერესის ობიექტი ოდნავ მიუწვდომელი ჩანდეს. რაც შორსაა, აკრძალულია და არ შეიძლება მშვილდოსანს მაგნიტივით იზიდავს. ბუნებით იდეალისტია და საოცარი სიყვარული იცის, მანამ სანამ შეყვერებულობის პერიოდი გაივლის და აქამდე იდეალურად ჩათვლილ სატრფოს ჩვეულებრივი საშუალოსტატისტიკური ქალისთვის დამახასიათებელ ნაკლოვანებებს შეამჩნევს. შეამჩნევს და თქვენ გგონიათ ქვაზე თავის ხლას მოჰყვება ამის გამო? ნურას უკაცრავად, ახალი და მეტი შემართებით გააგრძელებს სხვა, უფრო იდეალური ქალის ძიებას და ასე დაუსრულებლად. მანამ სანამ, ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე გამჭრიახი, აბსოლუტურად არაფრით გამორჩეული მაგრამ მსახიობის ოსტატობით დაჯილდოებული ქალი არ მოახერხებს მის გამოჭერას ხანგრძლივი ვადით... ითამაშეთ იდეალი, მშვილდოსანი არასოდეს მოიწყენს თქვენთან.

TOP სამი ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი

Автор: datuna от 14-12-2015, 00:00

ალბათ ძალიან ხშირად შეესწრებით დავას ასტროლოგიით დაინტერესებულ ადამიანებს შორის იმის შესახებ, თუ მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე ძლიერი და უპირატესობებით დაჯილდოებული სხვებთან შედარებით. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ზემოხსენებული "სიძლიერის" დეფინიცია ნებისმიერ ნიშანთან მიმართებაში ინდივიდუალურად განისაზღვრება. ვერძი ძლიერია ბრძოლაში, კურო - სტაბილურობაში, ტყუპი აზროვნება/კომუნიკაციის საკითხში და ა.შ.

თუმცა, საკითხი იმის შესახებ თუ მაინც რომელია "ყველაზე, ყველაზე" ისევ აქტუალურად განიხილება. ასტროლოგების აზრით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სულის სიძლიერე, ხასიათის სიმტკიცე, ძლიერი ნებისყოფა და ოპტიმიზმის ჭარბი დოზა მოიაზრება. მარტივი ჭეშმარიტებაა, საკუთარ თავში დარწმუნებული, თავდაჯერებული და ოპტიმისტი ადამიანები ყველგან უყვართ და ყველა ემორჩილება ასეთი ინდივიდის ქარიზმას. ზემოხსენებულ დახასიათებას კი სამი კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანი მიესადაგება ყველაზე უკეთ:


ვერძი - ზოდიაქოს პირველი ნიშანია. მუდამ ლიდერობას ესწრაფვის. ამიტომ ყოველთვის და ყველგან შეუძლია იყოს პირველი. თუმცა, ხასიათში მას ნაკლიც ბევრი აქვს. არ უყვარს სხვების მოსმენა, იშვიათად გეგმავს მოქმედებას, იქცევა იმპულსურად და ძალიან ხშირად აფუჭებს ურთიერთობებს უტაქტობითა და სიფიცხით. ვერძი, რომელიც საკუთარ ხასიათში ზემოხსენებული ნეგატიური თვისებების მართვას ეჩვევა (და ეს სავსებით შესაძლებელია მონდომების შემთხვევაში, იმიტომ რომ ვერძისთვის შეუძლებელი ამქვეყნად არაფერია!) ხდება ჭეშმარიტი ლიდერი და საზოგადოებაში პატივსაცემი პიროვნება. რომელსაც რჩევას ყოველთვის ეკითხებიან.


ლომი - თანდაყოლილი მოთხოვნილება აქვს იბრწყინოს და იყოს მეთაური. მაგრამ ძალიან ხშირად დროზე ადრე ცდილობს მოირგოს ხელმძღვანელისა და ლიდერის სადავეები. ამბიციები უსწრებენ წინ მის გამოცდილებას. ამის გამო არაერთგზის ხდება საყოველთაო დაცინვის ან მწარე დამარცხების ობიექტი. ყველაფერში კი დამნაშავე ხშირად ლომის აღზრდაა. ლომი, რომელსაც ბავშვობის ასაკიდან ასწავლეს სუსტების მფარველობა, სხვების დაცვა და გარშემო მყოფების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, დიდ ასაკში გასაოცარი სულის სიძლიერის მქონე, ბრძენი და გულუხვი ადამიანი იზრდება.


თხის რქა - ალბათ ყველაზე მეტად გიკვირთ სამეულში თხის რქის ნომინირება. თუმცა, ამაში გასაკვირი არც არაფერია. პლანეტა სატურნი, რომელიც თხის რქას მართავს საკუთარ "შვილებს" გასაოცარ ნებისყოფას, სულიერ სიძლიერეს, ამტანობასა და სიჯუტეს ანიჭებს. თხის რქა ჭეშმარიტი სპარტანელია, მას აქვს ძალა სხვისი ტვირთი აიღოს საკუთარ მხრებზე სატარებლად და ამით გაცილებით უფრო სუსტი ადამიანები გაათავისუფლოს. თუმცა, სატურნული პირქუშობა და სიხისტე ხშირად უღობავს გზას და აბრკოლებს საყოველთაო აღიარების მისაღწევად. თუკი იგი უფრო მეტ ოპტიმიზმს და რაც მთავარია, ღიმილს მიეჩვევა მისი პოპულარობა სწრაფად გაიზრდება გარშემო მყოფთა შორის.

TOP სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე ხშირად ირჩევს განქორწინებას

Автор: datuna от 14-12-2015, 00:00
ალბათ არავისთვის უცხო არაა ის ფაქტი, რომ სიყვარული მას შემდეგ რაც ოჯახი იქმნება გარკვეულ ტრანსფორმაციას განიცდის და მისი ეს სახეცვლილება, ზოგიერთი წყვილისთვის ხშირად აბსოლუტურად მიუღებელიც კია. ოჯახი ჩვეულებრივი სამუშაოა, რომელსაც ორივე მხარის მუდმივი პასუხისმგებლობა და ლოიალური დამოკიდებულება ესაჭიროება. თუმცა არსებობენ ადამიანები ვისთვისაც საკუთარი პრინციპები გაცილებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე დანგრეული ან დანგრევის პირას მისული პარტნიორული კავშირის გადარჩების მცდელობაა. თუმცა, ზოგ შემთხვევაში იქნებ აზრიც არ აქვს უკვე გახუნებული გრძნობის "რეანიმირებას". ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ არსებობენ ნიშნები ვისთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია საკუთარი ეგოს ჯანსაღი აღქმის შენარჩნება. შესაბამისად, მათთვის განქორწინება ხშირად ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მოიზრება ხოლმე, როცა ურთიერთობა კრიზისს განიცდის.

ვერძი – ადვილად უყვარდება ვინმე. თუმცა აბსოლუტურად ერთგულია მანამ, სანამ პარტნიორის მიმართ გრძნობებს განიცდის. ნუ დაგავიწყდებათ, ვერძი ცეცხლის ნიშანია – შესაბამისად მარტივად აალდება და მარტივად ქრება. აქედან გამომდინარე, თუკი მისი პარტნიორი გამუდმებით არ შეეცდება მის გულში არსებული გრძნობების ნაკვერჩხალის გაღვივებას, ვერძი მარტივად და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიღებს განქორწინების შესახებ გადაწყვეტილებას. ამ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს. შესაბამისად, დანგრეული ურთიერთობის სანაცვლოდ ბევრი ვერძი მალევე პოულობს ახალ, უფრო საინტერესო ვარიანტს.

მშვილდოსანი – როგორც წესი, ყოველ ჯერზე როცა შეყვარებულია მიჩანია, რომ ეს არის "ის ერთადერთი, განუმეორებელი და უკანასკნელი სიყვარული", რომელსაც ამაოდ ეძებდა მთელი ცხოვრება. მშვილდოსანი უდიდესი იდეალისტია. ამიტომ პარტნიორებს მუდამ აიდეალებს, აწერს მათ იმ თვისებებს რომელიც არ გააჩნიათ და მარტოოდენ მშვილდოსნის წარმოსახვის ნაყოფია, ან ვერ ხედავს აშკარა ნაკლს, რომელსაც გარშემო მყოფები მის გულის სწორს მარტივად ამჩნევენ. თუმცა გამოფხიზლების პერიოდი როცა დგება (და ეს აუცილებლად მალე მოხდება) მშვილდოსანი მარტივად მიდის განქორწინებაზე. მისთვის სიცოცხლე დაუსრულებელი პერსპექტივების კალეიდოსკოპია. შეაბამისად, ღირს კი დაკარგოს დრო წარსულის მოგონებებზე?

თხის რქა – ყველაზე მეტად უჭირს როგორც ოჯახის შექმნა, ასევე მისი დანგრევა. თუმცა თუკი საქმე სერიოზულ დაპირისპირებამდე მივიდა თხის რქა უკანმოუხედავად და საბოლოოდ დასვამს წერტილს იქ, სადაც ბევრი ადამიანი მძიმეს ან მრავალწერტილს სვამს, თანაც არაერთგზის. სატურნით მართულ ამ ზოდიაქოს ნიშანს, პალიტრაში ნახევარტონები არ გააჩნია. ბუნებით საშინელი მაქსიმალისტია, "ან ყველაფერი, ან არაფერი" ეს მისი დევიზია. თუმცა, სანამ სიტუაცია ჩიხში შევა, თხის რქა ძალიან ბევრს აიტანს და მოითმენს სატურნული სიჯიუტით, იმ მომენტამდე ვიდრე პარტნიორი მის პატივმოყვარეობას ან ოჯახის წევრებს არ შეეხება. ასეთ სიტუაციაში თხის რქა, ყოველთვის იქცევა სინდისისა და ტრადიციების შესაბამისად – წერტილს სვამს იქ, სადაც საჭიროა, ყველაფერი დასრულდეს.

 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.