Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
на правах рекламы

როგორ დავამშვიდოთ გაბრაზებული ზოდიაქოს ნიშნები

Автор: datuna от 13-12-2015, 19:27

ნებისმიერი ადამიანი მიდრეკილია პერიოდულად ემოციების ხმაურიანი გამოვლენისკენ. თუმცა ტემპერამენტიდან გამომდინარე ზოგი ამას ინტენსიურად აკეთებს, ზოგს კი ძალზე იშვიათად უყვარს "კვამლის გამოშვება" სამაგიეროდ, ასეთი ხალხის გაბრაზება გაცილებით უფრო საშიშია. დღევანდელ სტატიაში კი ზოგადად ვისაუბრებთ იმაზე, როგორ დავამშვიდოთ გაბრაზებული ზოდიაქოს ნიშნები და ვის რა "სუსტი წერტილები" გააჩნია ამ მხრივ.


ვერძის დამშვიდებას ნურც შეეცდებით. როცა ბრაზობს დრო მიეცით და უახლოესი ნახევარი საათის მანძილზე თვალთახედვის არედან გაერიდეთ, თუ არ გინდათ, თავში რაიმე მძიმე საგანი მოგხვდეთ. ვერძის მრისხანება ხანმოკლეა, ამიტომ დასამშვიდებლად დროს თუ მისცემთ და მასთან პოლემიკაში არ შეხვალთ, ცოტა ხანში იგი ვერც კი გაიხსენებს რაზე გაგიბრაზდათ.

კურო უზომოდ მომთმენი და მშვიდი ადამიანია. შესაბამისად, მისი გაბრაზება და წყობიდან გამოყვანა არცთუ მარტივი საქმეა. მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ მაინც გააბრაზეთ, ე.ი. დიდი ხნის მანძილზე ითმენდა იგი თქვენს უპასუხისმგებლო საქციელს. ხოლო მრისხანებისას კუროსთან საუბარს ფრონტის ხაზზე საბრძოლველად წასვლა ჯობია. როგორც წესი, ასეთ დროს კურო არავის და არაფერს ინდობს. შესაბამისად, საკმაოდ დიდი დრო და მოთმინება დაგჭირდებათ მასთან ძველებური ურთიერთობების აღსადგენად, თუკი საერთოდ შეძელით ეს.

ტყუპის გაბრაზების ნუ შეგეშინდებათ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ცვალებადი ბუნებით და უბოროტო ხასიათით არიან გამორჩეული. მიუხედავად იმისა, რომ ტყუპს მწარე ენა აქვს და გაბრაზებულზე შეუძლია ათასგვარი საზიზღრობა მოგახალოთ, ძალიან მალე იგი აბსოლუტურად დაივიწყებს თქვენთან კონფლიქტის დეტალებს და სამომავლოდ მეგობრობასაც სიამოვნებით შემოგთავაზებთ.

კირჩხიბი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე წყენია და სენსიტიური ნიშანია. ამიტომ მისი განაწყენება ძალიან მარტივი საქმეა. უფრო მეტიც, ხშირად შესაძლოა კირჩხიბს ისე აწყენინოთ, ვერც კი მიხვდეთ, რომ თქვენმა საქციელმა მას გული სერიოზულად ატკინა. პრობლემა ისიც არის, რომ კიბოები წყენას ჩხუბითა და ყვირილით არასოდეს გამოხატავენ. მათი საყვარელი პიზიცია ამ დროს არის გაბუტვა და სრული იგნორი. ამიტომ კირჩხიბის გულის მოსაგებად დიდი ჯაფა მოგიწევთ.

ლომი ამაყი, თავმოყვარე და ფიცხი ადამიანია. როგორც წესი, მას იშვიათად ახასიათებს წვრილმანების გამო კამათის წამოწყება. მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას და თუ ვინმე, მის თავმოყვარეობას შეეხო მრისხანების ქარიშხალი დაატყდება ამ უკანასკნელს თავს. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ლომს გაბრაზების ხმამაღალი გამოხატვა ახასიათებს. ამიტომ განმარტოებით არასოდეს მოგთხოვთ ახსნა-განმარტებას. უბრალოდ და მარტივად, ხალხის თანდასწრებით აგიღრიალდებათ და მეეჭვება თავი ამ დროს კომფორტულად იგრძნოს ვინმემ. საიმისოდ, რომ ლომი შემოირიგოთ, ნუ შეეპასუხებით მას. მშვიდად აღიარეთ საკუთარი დანაშაული და სამომავლოდ მეგობრობა შესთავაზეთ. მერწმუნეთ იგი უმალ მოლბება.

ქალწული გაწონასწორებილი და საღად მოაზროვნე ადამიანების რიცხვს განეკუთვნება. ამიტომ სისულელეებზე საკამათოდ ის დროს არავისთან დახარჯავს. ერთადერთი, რაც ქალწულს აცოფებს, სხვების მხრიდან გამოვლენილი უპასუხისმგებლობა და მუქთახორობაა. ამიტომ თუკი ზემოხსენებული "ცოდვებით" ბრძანდებით შემკული, ქალწულთან თქვენი დაპირისპირება გარდაუვალი იქნება. თუმცა არ გირჩევთ მასთან ღია ბრძოლის წამოწყებას. ქალწული ერთობ გამჭრიახი ზოდიაქოს ნიშანია. შესაბამისად, მას არაფრად უღირს ყოველგვარი დებოშის და ჩხუბის გარეშე გაგიფუჭოთ საქმე თუნდაც სამსახურეობრივ სფეროში, თანაც ისე, რომ თქვენ ამას ვერასოდეს გაიგებთ.

სასწორი ალბათ ყველაზე მშვიდობისმოყვარე, ნაკლებად აგრესიული და უკონფლიქტო ხალხის სიას განეკუთვნება. თუმცა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, მისი ეს უკონფლიქტო და დამთმობი ხასიათი ხშირად ხდება გარშემო მყოფებს შორის დაპირისპირების მიზეზი, რომლის მთავარი მოქმედი პირიც ზუსტად რომ სასწორია. მისი პრობლემა ისაა, რომ მუდამ ცდილობს "არც მწვადი დაწვას, არც შამფური" ეს კი ხშირად აკერებს ამ ადამიანს მედროვის ან აფერისტის იარლიყს.

მორიელი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე შურისმაძიებელი და დაუნდობელი ნიშანია. მისი მშვიდი გამომეტყველება და ერთი შეხედვით აუღელვებელი მანერები შეცდომაში ნუ შეგიყვანთ. ეს ადამიანი წესებს მანამ იცავს, სანამ ისინი მის გეგმებს არ ეწინააღმდეგება. შესაბამისად, თუკი თქვენ მას პიროვნულად შეეხებით, მერწმუნეთ, სამართლიანი და უსამართლო მეთოდებით შეეცდება თქვენს თავიდან მოშორებას. ამასთან ერთად, არ გეგონოთ, რომ ოდესმე მაინც გაუნელდეს სიბრაზე. მორიელთან კონფლიქტს, ყოველთვის მისი მეგობრობა ჯობია. ეს კარგად დაიმახსოვრეთ!

მშვილდოსანი ფიცხი, საშინლად უტაქტო მაგრამ უზომოდ გულმოწყალე და უბოროტო ნიშანია. როგორც წესი, მშვილდოსნები უფრო იქით აბრაზებენ სხვებს ვიდრე თავად სწყინთ ვინმესგან რამე. იგი ძალიან მოუხეშავი და დიპლომატიის არმქონე ადამიანია, ამიტომ, რასაც ფიქრობს ყოველთვის იმას ამბობს, თანაც მოურიდებლად. ერთადერთი, რაც თავად აცოფებს, ტყუილი და უსამართლო ბრალდებებია. ამის გამო შეუძლია მუშტებითაც მოგვარდეთ და გვარიანად გაგალამაზოთ. თუმცა, საბოლოო ჯამში თავად გამოუძახებს სასწრაფოს და მკურნალობის ფულსაც თვითონ გადაიხდის თქვენთვის.

თხის რქა ძალზე გაწონასწორებული, საკმაოდ მშვიდი და უკონფლიქტო ნიშანია, თუკი ვინმე თავად არ მოებლანდა უშნოდ ფეხებში. თხის რქები ყოველთვის დაკავებული არიან საქმით, შესაბამისად, ვინმესთან საკონფლიქტოთ არც დრო აქვთ, არც სურვილი. მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ მის სიამაყეს ან პროფესიულ მიღწევებს შეეხეთ, მერწმუნეთ, ასეთი ადამიანის დაშოშმინება და შემორიგება მარტივი არ იქნება.

მერწყული როგორც წესი, არასოდეს არაფრისთვის იბრძვის. ამიტომ როგორც კი სიტუაცია კონფლიქტისკენ მწიფდება ის ან ოსტატურად ქრება ამ სიტუაციიდან, ან მშვიდი სახით ცდილობს მოვლენების უბრალო დამკვირვებლის როლი მოირგოს. მერწყულთან კონფლიქტის წამოწყება ძალიან რთული რამაა, ამიტომ მის შემორიგებაზე ზრუნვაც იშვიათად დაგჭირდებათ. თუ მაინც მოახერხეთ და აწყენინეთ, იგი სამომავლოდ მაინც გააგრძელებს თქვენთან ახლო მეგობრობას თუ არა კარგ ნაცნობობას. მისთვის კონფლიქტი მიუღებელია.

თევზები ერთი შეხედვით რბილი და უპრეტენზიო ნიშანია, მაგრამ მასზე უკეთ არავის ეხერხება გაბრაზებულზე ზურგს უკან ჭორებისა და ინტრიგების ხლართვა. ზოგჯერ თევზი ამას ბოროტი განზრახვით სულაც არ აკეთებს. მას უბრალოდ სჭირდება იწუწუნოს ვიღაცასთან. შესაბამისად, თუკი თევზის განაწყენება მოახერხეთ, კარგი იქნება გულახდილ საუბარში გამოიწვიოთ და თქვენი ურთიერთობის შესახებ მალევე გაარკვიოთ ყველაფერი.

სად შეგიძლიათ იპოვნოთ ნამდვილი სიყვარული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 13-12-2015, 19:26

ადამიანების დიდი ნაწილი ჩვენ გარშეო მარტოოდენ ვირტუალური ურთიერთობებით შემოიფარგლება და ხშირად განიცდის აბსოლუტურ, სულიერ მარტოობას თუნდაც დაოჯახებული ან წყვილში მყოფი. სიყვარული ისეთი თემაა, რომელზე მსჯელობაც შორს წაგვიყვანს და არც ჩვენი საიტის ფორმატი გახლავთ შესაბამისი ფილოსოფიური საუბრებისთვის განკუთვნილი. თუმცა, თუკი ასტროლოგიურად მოვუძებნით ნებისმიერ მოვლენას ახსნას, უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, რომ იქნებ იქ არ ვეძებთ იმ ერთადერთს და განუმეორებელს ვინც ჩვენი "ჭეშმარიტი მეორე ნახევარია"? ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ მეუღლეები ხშირად საერთო ინტერესების სფეროს გავლენითაც ახერხებენ ხანგრძლივად შეინარჩუნონ ჰარმონია ოჯახში... ამიტომ შესაფერისი პარტნორის მონახვაც ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე შეგიძლიათ სცადოთ... მერწმუნეთ ხშირ შემთხვევაში ეს მართლაც ამართლებს.


ვერძი თუ ხართ ე.ი. მამაცი, უშიშარი და ენერგიული ადამიანებით იხიბლებით. ეძებეთ თქვენი რჩეული სპორტსმენებსა და მოცეკვავეებს შორის, სამხედრო პოლიგონზე, გოლფის მოედანზე ან სულაც მოტო-მოყვარულთა კლუბში.

კუროს მშვიდი და გაწონაწორებული ხალხი მოეწონება. ამასთან ფინანსურად შემდგარი და არამფლანგველი. საუკეთესო ვარიანტი მეორე ნახევრის მოსაძებნად არის ბანკი, საფინანსო ორგანიზაციები, ასევე კულინარიის კურსები (ცნობილი ფაქტია, კუროები გურმანები არიან ბუნებით) ან პიკნიკი მეგობრებთან ერთად, მწვანე გარემოში კუროს მმართველი პლანეტა ვენერა ერთიორად იღვიძებს. ზემოხსენებული ვენერაა ზუსტად სიყვარულზე პასუხისმგებელიც.

ტყუპი თუ ხართ ცვალებადი, მოუსვენარი და ინტელექტუალურად საინტერესო პარტნიორი გესაჭიროებათ. ეძებეთ იგი ჟურნალისტებს, მწერლებს, ლიტერატურულ კრიტიკოსებს შორის. არანაკლებ მომგებიანია მეორე ნახევარის ძიება ავტომრბოლელთა შორის, იმიტომ რომ ავტომობილები ნებისმიერი ტყუპის სისუსტეა.

კირჩხიბი თუ ხართ ოჯახის, სიმშვიდისა და სიმყუდროვის მოყვარული პარტნიორი გესაჭიროებათ. იგი აუცილებლად უნდა წააგავდეს რაღაცით თქვენს მშობლებს და რაც მთავარია, ამ უკანასკნელთა მოწონება უნდა დაიმსახუროს. ყველაზე ნაცადი გზა მეორე ნახევრის პოვნის სანათესაო წრეში გამართული შეხვედრებია. შესაძლოა, საბედო რომელიმე საგვარეულო დღესასწაულზეც გაიცნოთ.

ლომს გამორჩეული ვიზუალის მქონე, გულუხვი და კეთილი ადამიანები მოსწონს. თანაც ისეთი, ვინც მის წარმატებას და ინდივიდუალიზმს არასოდეს დაჩრდილავს საკუთარი მიღწევებით. ამიტომ კარგი იქნება ბედი თქვენივე თაყვანისმცემლებს შორის გეძებნათ. თუმცა ამ მხრივ ხელოვანი ხალხის გარემოცვა, ღამის კლუბი, საკონცერტო დარბაზი და დისკოთეკაც არანაკლებ გამოგადგებათ.

ქალწული მოწესრიგებულ, ჭკვიან და მზრუნველ პარტნიორს ეძებს. რომელიც ჰიგიენის ნორმებს ზედმიწევნით იცავს, ჯანსაღი კვების საკითხში ერკვევა და იშვიათად ანიავებს ფულს უთავბოლოდ. საუკეთესო ვარიანტია საბედი მეც-პერსონალსა და ფიტნეს-ინსტრუქტორებს შორის ეძებოთ. ამ ხალხში ყველა ზემოხსენებული თვისებაა თავმოყრილი.

სასწორის სისუსტე გარგნული იმიჯი და მომხიბვლელობაა. ის ეძებს სულით პოეტურ, არაუხეშ და მოსიყვარულე პარტნიორს. საბედოს საძებნელად სასწორს სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო დაწესებულებები დაეხმარება. შესაძლებელია, თქვენთვის მოსაწონი პარტნიორი მოდელი, ფოტოგრაფი ან ფერმწერიც იყოს.

მორიელი ექსტრიმის მოყვარული, ფათერაკის მაძიებელი ინდივიდია. ამიტომ მასსავით თავზეხელაღებული, სულით ძლიერი პარტნიორი ესაჭიროება. ასეთ ხალხს კი ექსტრემალური სპორტის, ავტორბოლის მოყვარულთა შორის ნახავთ. არანაკლებ მომხიბვლელია მორიელისთვის მედიცინის მუშაკები - კერძოდ ქირურგები და ცხელ წერტილში მომუშავე ჟურალისტები. მათი საქმიანობაც ხომ ექსტრიმთანაა უშუალო კავშირში.

მშვილდოსანი ბუნებით მოხეტიალე და მაწანწალაა, უყვარს ბავშვები და ცხოველები. მისთვის იდეალური პარტნიორის პოვნა მოგზაურობის დროსაა ყველაზე ადვილი. არანაკლებ მოეწონება მას ადამიანი, ვინც ვეტერინარიის ან ბავშვთა დაცვის სფეროშია ჩაბმული.

თხის რქას სოლიდური და პროფესიულად შემდგარი პარტნიორი მოსწონს. მისთვის იდეალური კანდიდატურა იქნება სახელმწიფო აპარატში მომუშავე პირი. იურისტი ან ეკონომისტი. შესაძლოა პოლიტიკოსსაც დაადგას თვალი.

მერწყული ექსცენტრიკული, არაპროგნოზირებადი ხალხით იხიბლება. მას შეუძლია შესაფერისი პარტნიორი გამომგონებლებს, მეცნიერებს, ინტერნეტ-კომუნიკაციის სფეროს შორის მომუშავე ადამიანებს შორის იპოვნოს. ხშირად მერწყული ცხოვრების მეგზურად არასტანდარტული აზროვნების და ცხოვრების წესის მქონე ინდივიდებსაც ირჩევს.

თევზები ხელოვანი და სათუთი ფსიქიკის მქონე პარტნიორებით იხიბლება. მისთვის აუცილებელია ემოციური ერთობა მეორე ნახევართან. საუკეთეს მეწყვილე თევზმა ხელოვან ადამიანებში, ფსიქოლოგებსა და სოციოლოგებს შორის უნდა ეძებოს.

როგორი ქალი მოსწონს მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 13-12-2015, 19:26

ალბათ დამეთანხმებით, რომ ქერათმიანი და სავსემკერდიანი მდედრების მიმართ ლტოლვას მაინცდამაინც ყველა მამაკაცი როდი იზიარებს. ისევე როგორც სხვა დანარჩენში, ადამიანებს გემოვნება და შეხედულებებიც განსხვავებული აქვთ. მამაკაცების შემთხვევაში ეს ქალის ვიზუალურ იმიჯსა და გარეგნობასაც შეეხება. ვიღაცას თუ გამხდარი, ნატიფი გოგონები ხიბლავს, სხვა ხორცსავსე და ფორმებიან ქალებს აყოლებს თვალს ქუჩაში. ასტროლოგები თვლიან, რომ მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც უყალიბდება გემოვნება. მოკლედ, როგორც იტყვიან, "ყველა ალხანას, თავისი ჩალხანა ჰყავსო"...


მაშ ასე, როგორი ქალი მოსწონს მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე:


ვერძს - საშუალო ტანის, აქტიური და მოქნილი, წაბლისფერთმიანი ქალი ხიბლავს.

კუროს - სავსე ფორმების მქონე, დიდმკერდიანი ქალები.

ტყუპი უმალ იხიბლება შავგვრემანი ან მწითური "ინტელექტუალებით".

კირჩხიბის იდეალი ქერათმიანი, მასიური ფორმების მქონე ე.წ. "დედის ტიპის" ქალია.

ლომის დატყვევება შეუძლოა ბავშვური შესახედაობის, გარეგნულად სადა და შინაგანად თამამ ქალს.

ქალწულს მოსწონს დახვეწილი მანერების მქონე, საშუალო აღნაგობის ქალები, რომელთაც ნაკლებად ახასიათებთ მკვეთრი მაკიაჟის სიყვარული.

სასწორი იხიბლება ლამაზი თმით, კბილებითა და ღიმილით. ქერათმიანიც და წაბლისფერთმიანიც ერთნაირად მოეწონება, თუ ამ უკანასკნელს ლამაზი ღიმილი და ქალური შარმი არ აკლია.

მორიელს მოსწონს ალქაჯური ტიპის, მწვანე თვალება ამორძალები. ხშირად არ ანიჭებს დიდ ყურადღებას გაბარიტებს, მთავარია, ქალი სექსუალურად გამომწვევი და მიმზიდველი იყოს.

მშვილდოსანი იხიბლება მოქნილი, ბიჭური ტიპის გოგონებით. რომელთაც ასაკისდა მიუხედავად ინფანტილურობა ახასიათებთ.

თხის რქას სოლიდური იმიჯის მქონე წაბლისფერთმიანები მოსწონს. ძალიან იხიბლება ქალის თეთრი კანით და მოვლილი ხელებით.

მერწყული არაორდინალური გარეგნობის მქონე ქალებით იხიბლება. შესაძლოა ძალიანაც მოეწონოს თავგადაპარსული, კეფაზე ტატუირების მქონე ქალი. ის აფასებს ინდივიდუალიზმს.

თევზებისთვის მოსაწონო ქალბატონი ნაზი, დახვეწილი მანერების მქონე და სადა უნდა იყოს. განსაკუთრებით მოსწონთ ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცებს ქალი, რომელიც ერუდირებული და ნაკითხია.

ინტრიგნები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 13-12-2015, 19:25

თუ იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით, ვინც თვლის, რომ ინტრიგნობის ნიჭიც განსაკუთრებული ნიჭია, ეს სტატია თქვენთვისაა განკუთვნილი. ხოლო, მათ ვინც სტატიის შავ სიაში აღმოაჩენს საკუთარ ზოდიაქოს ნიშანს, ვურჩევ ნაკლებად მიიტანონ გულთან მოცემული ინფორაცია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს მარტოოდენ ზოგადი სტატისტიკური მონაცემებია. თუმცა, თუ მაინც გულმა რეჩხი გიყოთ და ვერ ისვენებთ, ინტრიგების ხლართვას და ენის მიტან-მოტანის ჩვევას ხვალიდან თუ არა, მომავალი კვირიდან მაინც დაანებეთ თავი Winkთუ ეს ასე მოხდა, ჩავთვლით, რომ ჩვენი ვალი მოგვიხდია...Innocent

კირჩხიბი - გამორიცხული არაა ხშირად სამსახურში შინაურულად გიდუღებდეთ ყავას და ინტერესით ისმენდეს თქვენი ოჯახის წევრებისა და მეგობრების შესახებ მოყოლილ ისტორიებს, რომლის მოყოლაც სავარაუდოდ თავად გთხოვათ. ჰოდა, აი აქ ფრთხილად! არავინ იცის, კარიერულ კიბეზე სად, როდის ან რა კონტექსტში მოედებით კირჩხიბს ფეხებში. ამიტომ ღმერთმა ნუ ქნას და თქვენი გზები თუ ამ კუთხით გადაიკვეთა, გზიდან ისე ჩამოგიშორებთ, წლების მანძილზე ვერ ამოხსნით ამოცანას - მაინც რატომ დაგითხოვათ უფროსმა სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე.

ქალწული - მისი განაწყენება თქვენი ქაოსური ან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით იწყება სამსახურეობრივი მოვალეობების მიმართ. თავად ის ქრონიკული "ვორკოჰოლიკია", რომელიც ყოველთვის დროზე ადრე ასრულებს "დედლაინებს" და არასოდეს უქმნის სტაფს ფორს-მაჟორულ სიტუაციას. ჰოდა, თქვენ თუ თქვენი ზერელე დამოკიდებულებით მას საქმე არაერთგზის გაუფუჭეთ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ერთ დღესაც მნიშვნელოვან დოკუმენტაციაში "საბედისწერო შეცდომები" გაგეპაროთ და სამსახურს სამუდამოდ დაემშვიდობოთ ამ მიზეზით.

თევზები - როგორც წესი, იშვიათად უდევს გულში ვინმეს გამიზნული წყენინება. მაგრამ მაინც ისე ხდება, რომ ხშირად უწევს წუწუნი ერთ თანამშრომელთან, მეორის შესახებ. თევზი ბუნებით ბოროტი არ არის, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, მას შესანიშნავი სამსახიობო მონაცემები გააჩნია, ამიტომ მსხვერპლის როლის მორგება ზოდიაქოს ნიშნებს შორის თევზზე უკეთ არც არავის ეხერხება. შესაბამისად, მარტივად და დამაჯერებლად გამოგიყვანთ აგრესორის და მჩაგვრელის როლში თუკი თქვენი მხრიდან უხეშობას, ან ელემენტარულად უტაქტო კრიტიკას გაიგონებს.

ვინ არის თქვენი სულიერი მეგობარი და მესაიდუმლე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 13-12-2015, 11:00

ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები, მიდრეკილებები და ემოციური სამყარო გააჩნიათ. ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ მეგობრებს ჩვენ სხვადასხვა კრიტერიუმით ვირჩევთ. უმთავრესი კი ამ მხრივ მაინც ემოციური თანხვედრა და სულიერი სიახლოვეა. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ თითოეულ ჩვენგანს გააჩნია დანარჩენ თერთმეტ ნიშანს შორის მაქსიმუმ ერთი, პოტენციური სულიერი მეგობარი. არ აქვს მნიშვნელობა ეს ქალია თუ მამაკაცი. მთავარია, რომ თქვენ და მას მსგავსი ემოციური ველი გაგაჩნიათ და სამყაროს დაახლოებით ერთნაირად აღიქვამთ.



ვერძისთვის იდეალური სულიერი მეგობარი შეიძლება იყოს მშვილდოსანი. მშვილდოსანი თავისი ფილოსოფიური ბუნებით ათვინიერებს ჯიუტ ვერძს.

კუროს იდეალური სულიერი მეგობარია კირჩხიბი. ამ ადამიანებს ერთნაირად უყვართ ოჯახური სიმყუდროვე და ვიქენდებზე გემრიელ სასუსნავთან ერთად ჩაის სმა, გულახდილი დიალოგის თანხლებით.

ტყუპის იდეალური სულიერი მეგობარია მერწყული, მერწყულს გააჩნია ურანი ტყუპს იდეებს და აზრების სისტემატიზაციაში დაეხმაროს, ამ "გენერალური დალაგების" შემდეგ კი რეალურად ფასეული ნიჭი აღმოაჩენინოს ტყუპს საკუთარ თავში.

კირჩხიბის იდეალური სულიერი მეგობარია მორიელი. მხოლოდ მორიელს აქვს უნარი, კირჩხიბისთვის დამახასიათებელ დეპრესიულ შემოტევებს გაუძლოს და ეს უკანასკნელი ბრძოლისკენ წააქეზოს.

ლომის იდეალური სულიერი მეგობარია ვერძი. ვერძის დაუშრეტელი ენერგია და ოპტიმიზმი, ხშირად ხდება ლომისთვის გმირობების ჩადენის წყარო.

ქალწულის იდეალური სულიერი მეგობარია კურო. კუროს სიმშვიდე და ესთეტიკური ბუნება, ქალწულში სიცოცხლით ტკბობის სურვილს რეალურად აღვიძებს და ამ უკანასკნელს სჯერა, რომ ცხოვრება სამსახურის ოფისის ფანჯრებს გარეთაც მშვენიერია.

სასწორის იდეალური სულიერი მეგობარია ტყუპი. ტყუპს შეუძლია სასწორს თანდაყოლილი ყოყმანისკენ მიდრეკილება დააძლევინოს და აიძულოს გადაწყვეტილების რეკორდულ დროში მიღება.

მორიელის იდეალური სულიერი მეგობარია თხის რქა. მხოლოდ თხის რქას შეუძლია მორიელს სიმშვიდის მოპოვებაში დაეხმაროს, როცა ეს უკანასკნელი წარუმატებლობას და ბრაზს ვერა და ვერ ინელებს.

მშვილდოსნის იდეალური სულიერი მეგობარია მერწყული. ამ ადამიანებს გასაოცარი უნარი აქვთ ერთმანეთს გაუგონ უსიტყვოდ და ყოველთვის მოიფიქრონ ათასგვარი სისულელე, ურთიერთის გასამხიარულებლად.

თხის რქის იდეალური სულიერი მეგობარია თევზები. თევზების თანამგრძნობი ბუნება და მოსმენის გასაოცარი ნიჭი თხის რქისთვის ყველაზე კარგი წამალია, პესიმისტური განწყობისას.

მერწყულის იდეალური სულიერი მეგობარია სასწორი. სასწორს შეუძლია მერწყულის მასშტაბურ იდეებს, კარგი შეფუთვა მოუძებნოს და რეალურად აქციოს იგი შედევრად.

თევზების იდეალური სულიერი მეგობარია კირჩხიბი, როცა კირჩხიბი თავისზე სუსტს და მოწუწუნეს ხედავს შედარებითი ანალიზისთვის იდეალური საშუალება ეძლევა. ამიტომ თევზების გასამხნევებლად იგი არაერთ გმირობას ჩაიდენს.

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან საუკეთესო პოლიტიკოსები

Автор: datuna от 13-12-2015, 10:59

ასტროლოგებმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაადგინეს, რომ მჭიდრო კავშირი არსებობს პოლიტიკოსის მონაცემებსა და ზოდიაქოს კონკრეტულ ნიშნებს შორის. დამეთანხმებით, ყველას როდი ხელეწიფება მასებთან სწორი ურთიერთობა, არც დამაჯერებლად საუბრის მანერა, უსაზღვროდ დიდი თვითრწმენა და სხვების დარწმუნების ნიჭი გააჩნია ბევრს. პოლიტიკოსი თავისი ბუნებით აუცილებლად უნდა ფლობდეს გარდასახვის ნიჭს, ცოტაოდენი სამსახიობო ელემენტებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მას პუბლიკა მოსაწყენად ჩათვლის და მარტივად მოუძებნის შემცვლელს. გარდა ამისა, პოლიტიკოსს ისიც უნდა შეეძლოს, რომ სწრაფად მოახდინოს ლავირება შექმნილ სიტუაციაში, არასოდეს დაკარგოს საკუთარი ემოციების მართვის უნარი და მაქსიმალური გამჭრიახობა გამოავლინოს საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენელთან ურთიერთობაში. მოკლედ, "დიდთან დიდი უნდა იყოს, პატარასთან - პატარა".

როგორც სტატისტიკური კვლევები ცხადყოფს, ყველაზე მეტი და კარგი პოლიტიკოსი მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით ევლინება ქვეყანას. მერწყული სოციალურად აქტიური, კომუნიკაბელური, კოსმოპოლიტურად მოაზროვნე, რეფორმატორი ნიშანია. ამიტომაც ახერხებენ მერწყულები პოლიტიკოსის როლის კარგად მოგრებას. ნიკოლა სარკოზი, აბრაამ ლინკოლნი, ფრანკლინ რუზველტი, რონალდ რეიგანი, ჯორჯ ვაშინგტონი - ვფიქრობ ერთობ შთამბეჭდავი სიაა ცნობილი მერწყული პოლიტიკოსების გასახსენებლად.

არანაკლებ ხიბლავს პოლიტიკური სარბიელი, მერწყულის ოპოზიციურ ნიშანს - ლომს. თუმცა ლომის შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები კარგი ორგანიზატორული უნარებით, მართვის ნიჭითა და წინდახედულებით გამოირჩევიან, ხშირად იწვევს ძალაუფლება გარკვეული დიქტატურისკენ მიდრეკილებას. თვალნათელი მაგალითია ამ მხრივ ფიდელ კასტრო და ბენიტო მუსოლინი. ხოლო ლომის საუკეთესო თვისებების გამოვლინებას ვხედავთ ნაპოლეონ ბონაპარდეს შემთხვევაში. თუმცა ამ ადამიანში საკმარისად გამოვლინდა ლომის "ჩრდილოვანი მხარე" და დიქტატურისკენ მიდრეკილება.

კიდევ ერთი ნიშანი, რომელსაც ხშირად უწევს პოლიტიკოსის თანამდებობაზე პოზიციონირება არის მშვილდოსანი. ამ მხრივ საუკეთესო მაგალითია სერ იუნსტონ ჩერჩილი. მშვილდოსანი ფილოსოფიური ბუნებით გამოირჩევა, იგი დაჯილდოებულია განსაკუთრებული ქარიზმით, ამიტომ მარტივად იმსახურებს პუბლიკის კეთილგანწყობასა და სიმპათიებს, რაც დამეთანხმებით მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკოსის კარიერაში. თუმცა მშვილდოსანს აქვს სერიოზული ნაკლი - მოვლენებისა და ფაქტების ზედაპირული აღქმისკენ მიდრეკილება, იგი იშვიათად აკვირდება დეტალებს, უყვარს დაპირებების ამაოდ გაჟღერება, რაც საბოლოო ჯამში დამღუპველად აისახება მისი, როგორც პოლიტიკოსის იმიჯზე საზოგადოებაში.

დაბოლოს, რაც შეეხებათ ქალ პოლიტიკოსებს და ცნობილი პოლიტიკოსების მეორე ნახევრებს. სტატისტიკის მიხედვით ამ მხრივ ლიდერობენ მორიელები - ჰილარი კლინტონი, კონდოლიზა რაისი, ლორა ბუში, ებიგეილ სმიტ ადამსი. მათ გვერდს უმშვენებენ არანაკლებ წინდახედული და გაწონასწორებული ნიშნის ქალები - ეს გახლავთ თხის რქა. მიშელ ო’ბამა და კარლა ბრუნი სწორედ რომ თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით მოევლინენ ქვეყანას.

აბეზარი ქალების TOP სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 13-12-2015, 10:59

ალბათ ნებისმიერი მამაკაცი დაგიდასტურებთ, რომ სუსტი სქესის ზოგიერთ წარმომადგენელს გასაოცარი "ნიჭი" გააჩნია მამაკაცს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციოს და თავი ისე მოაბეზროს, რომ ამ უკანასკნელს ხანგრძლივი დროის მანძილზე სურვილიც კი გაუქრეს საპირისპირო სქესთან ურთიერთობის.
მამაკაცები, რაც არ უნდა არადამაჯერებლად ჟღერდეს საკმაოდ ემოციური და მოწყვლადი ბუნების არსებები არიან. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე საქმეზე ორიენტირება, ამიტომ ქალის მხრიდავ გამუდმებული საყვედურები, მოთხოვნები და მითითებები მათ უმრავლესობას ნევროზულ მდგომარეობაში აგდებს. შესაბამისად, ისინი, სინდისის ქენჯნის გარეშე იცილებენ თავიდან "აბეზარს", რასაც ქალები თავის მხრივ მამაკაცურ "უგულობას" და სისასტიკეს უწოდებენ ურთიერთობაში. მოკლედ, ყველა მედალს ორი მხარე აქვს ამიტომ ძალზე ხშირად, ქალებსაც შესწევთ ძალა ე.წ. "ფსიქოლოგიურ ტერორში" ამყოფონ საკუთარ პარტნიორი ან მეორე ნახევარი. თუმცა, ქალიც არის და ქალიც, ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა ხასიათშიც მეტ-ნაკლებად, ბავშვობიდანვე ჩადებულია აუტანელი მეგერას თვისებები. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნას, რომ ქვემოთ მოყვანილ ზოდიაქოს ნიშნებს შორის დაბადებული ყველა ქალი ერთნაირი "ტვინის ბურღი" და აბეზარია... ეს მხოლოდ ზოგადი სტატისტიკაა მეგობრებო, მაგრამ თუ მაინც გეცნოთ რომელიმე თვისება ან საკუთარი თავი, ნუ განაწყენდებით - შეეცადეთ სიტუაციას მამაკაცების თვალითაც შეხედოთ და მიხვდებით, რატომ გარბიან ისინი თქვენგან.


წესი პირველი - ვერც ერთი მამაკაცი ვერ იტანს ქალს, რომელიც მას ისე ებღაუჭება, როგორც წყალწაღებული ხავსს...

ასეთი ქალია კირჩხიბი.

დიახ, მხოლოდ კირჩხიბს და სხვას არავის ძალუძს სასურველ მამაკაცს საცეცები ისე ჩაავლოს, რომ ამ უკანასკნელმა არათუ თავისუფლად მოქმედება, სუნთქვაც კი ვერ შეძლოს მისი ნებართვის გარეშე. კირჩხიბი არაჩვეულებრივი მანიპულატორია, შეუძლია წარმატებით დადგას სცენები - იტიროს, თავი მსხვერპლად მოაჩვენოს საზოგადოებას ან სულაც მძიმე ავადმყოფის როლი მოირგოს, რომელსაც "სასტიკი და უგულო ქმარი" საშინელ დღეში აგდებს. თანაც არ დაგავიწყდეთ, იგი ხან ისე იჭრება როლში, რომ სავსებით შესაძლებელიაა მართლაც დაემართოს რაიმე ტიპის ავადმყოფობა. ამასთან ერთად, არ გეგონოთ ოდესმე, რაიმეში გამოტეხოთ ან აღიაროს რამე. კიბო უზომოდ ძლიერი თავდაცვის ინსტინქტით გამოირჩევა, შესაბამისად, მამაკაცს ისღა დარჩენია ურთიერთობის საწყის ეტაპზევე გონივრული დისტანციის დაკავებით დაიცვას თავი.


წესი მეორე - მამაკაცები ვერ იტანენ გაზულუქებულ, პრეტენზიულ და ეგოისტ ქალებს.

ასეთი ქალია ლომი

თუკი იგი ბავშვობიდან ფუფუნებაში გაზარდეს ან მთლად უარესი, ოჯახში ერთადერთი ბავშვი იყო, მამაკაცებო, მაგრად დადექით - ქალი ლომი, აუცილებლად შეეცდება თქვენი სახით ახალი სათამაშოს პოვნას, რომელიც მის ნებისმიერ კაპრიზს უნდა ასრულებდეს უსიტყვოდ და მადლიერებით. ასეთი ქალები, შინაგანად თავს ყველაზე აღმატებულად და განსაკუთრებულად გრძნობენ. თვითშეფასების კოეფიციენტი იმდენად მაღალი აქვთ, რომ ნებისმიერს შეშურდება მისი. შესაბამისად, მამაკაცის მხრიდან ნათქვამი "არა" ქალ ლომს ისტერიკაში აგდებს. იგი საშინლად ეგოისტი, მომთხოვნი და პრეტენზიულია, ამასთან ერთად არ გეგონოთ, რომ რომელიმე მეტოქეს ჰორიზონტზე გააჭაჭანებს. ლომს ძალიან ძლიერად აქვს განვითარებული კონკურენციის მომენტი, შესაბამისად, საყვარელი მამაკაცის გზიდან სხვა ქალის ჩამოშორება მისთვის პრობლემას არასოდეს წარმოადგეს.

წესი მესამე - მამაკაცების დიდი ნაწილი ვერ იტანს მეწვრილმანე, მეშჩანური სულის მქონე და მხოლოდ ფულზე ორიენტირებულ ქალს.

ასეთი ქალია ქალწული

ნებისმიერი ქალი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნით ევლინება ქვეყანას, აუცილებლად გამოირჩევა ფხიზელი გონებით, გამჭრიახობითა და წინდახედულობით; განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფინანსებს შეეხება. ქალწული ქალის ცუდი ვარიანტი კი, შეიძლება აუტანლად ძუნწი, ეკონომიური და ხელმომჭირნეც იყოს. მას შეუძლოა პარტნიორის ყველა ნაბიჯი გააკონტროლოს და თითოეული კაპიკის სწორად გამოყენების ინსტრუქცია მისცეს დაუღალავად. ხშირად ასეთი ქალი, მეშჩანური მიზნით უკავშირებს ცხოვრებას მამაკაცებს. ამასთან ერთად, ქალწულების უმეტესობა ვიზუალური მომხიბვლელობით გამოირჩევა, რაც საკმაოდ კარგი მიზეზია მათთვის საკუთარი გარეგნობის "სარფიანად გასაყიდად".

 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.