Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
на правах рекламы

ზოდიაქოს ყველაზე თავხედი ქალები - ოქროს სამეული

Автор: datuna от 13-12-2015, 20:10
ალბათ ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე და დომინირება რიგ საკითხებში აღარავის უკვირს, მაგრამ არსებობენ მანდილოსნები რომელთაც ხშირად აბსოლუტურად არ შეესაბამებათ დეფინიცია „სუსტი სქესი“.. დიახ, დღეს ზოდიაქოს

აზარტულ თამაშებში ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

Автор: datuna от 13-12-2015, 19:59

ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენს გარშემო, ვინც უარს არ იტყოდა მარტივად გამდიდრების შანსზე. საამისოდ არცთუ ცოტა მიმართავს სხვადასხვა ტიპის ლატირებს და გათამაშებებს, ზოგიერთს კი საერთოდაც ცხოვრების წესად აქვს გადაქცეული თამაში და აზრტი.

TOP სამი ზოდიაქოს ნიშანი რომელიც ყველაზე ხშირად იტანჯება სიყვარულში

Автор: datuna от 13-12-2015, 19:54
ადამიანების ემოციური დონე და აღქმის უნარი დამეთანხმებით რომ სხვადასხვაგვარია. შესაბამისად, ზოგი თუ მარტივად ახერხებს რომანების გაბმას, ზოგიერთისთვის წლების მანძილზე ერთი პარტნიორის ერთგულებაა მისაღები და დამახასიათებელი. მსჯელობა იმაზე, რომელი ვარიანტი უფრო სწორი და გამართლებულია ძალიან შორს წაგვიყვანს. ეს სულ სხვა სტატიის თემაა და სამომავლოდ ვისაუბროთ ამაზე. დღეს კი მინდა იმ სამი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ მოგითხროთ, ვისაც სასიყვარულო ურთიერთობებში ყველაზე ხშირად ახასიათებს დრამატიზმი და ზედმეტი ემოციებისკენ მიდრეკილება.

ყველაზე მოხერხებული და დოყლაპია ზოდიაქოს ნიშნები

Автор: datuna от 13-12-2015, 19:30

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ და ვამტკიცოთ ჩვენი უპირატესობა, ყველა ადამიანს როდი გააჩნია სტრესულ სიტუაციაში სწრაფად ადაპტირების უნარი. მოქნილობა, რომელიც ადამიანს სირთულეების დაძლევაში ეხმარება ზოგიერთს საერთოდ არ უბოძა კოსმოსმა, ზოგს კი დიდი დრო ესაჭიროება ამ თვისებების გამოსავლენად. მაშინ როცა არსებობენ ნიშნები, ვისაც თანდაყოლილი ლავირების უნარი გააჩნიათ. ეს ცუდია თუ კარგი, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ ახლა კი ჩვეულ ტოპ-სამეულს წარმოგიდგენთ.


ყველაზე მოხერხებული ნიშნები არიან:

ტყუპი 98% - მათი ორსახოვანი ბუნება, მოქნილობა და სისწრაფე მოქმედებაში შეუდარებელია. ტყუპს ყოველთვის შეუძლია იპოვოს ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი და წამის მეასედში შეიმუშაოს "გეგმა ბე".

მორიელი 88% - ეშმაკივით წინდახედული, გამჭრიახი და კატასავით სიცოცხლისუნარიანია. შეუძლია მარტივად ამოიცნოს გარშემო მყოფთა ზრახვები, ამიტომ ნებისმიერი კომბინაციის გადათამაშებას ახერხებს ისე, რომ მოწინააღმდეგეს გაოცების მეტი არაფერი დარჩენია.

მშვილდოსანი 76% - სიმართლე ითქვას, ყოველდღიურ ცხოვრებაში მას მოხერხებულს ვერ დავარქმევთ. თუმცა ფაქტია, რომ უმართლებს და საოცარი წარმატებით ახერხებს თავი დააღწიოს ურთულეს სიტუაციებს. როგორც წესი, ადამიანების კეთილგანწყობასაც მალე იმსახურებს ხოლმე, ესეც არის მისი წარმატების ერთ-ერთი გასაღები.

ყველაზე დოყლაპია ნიშნებს კი ასტროლოგები მიაკუთვნებენ :

კუროები 97% - მართალია, კურო საკმაოდ ამტან და გამძლე ნიშნებს განეკუთვნება, მაგრამ მას საერთოდ არ ეხერხება სიახლეებთან შეგუება. ადაპტაციის უუნარობაა ზუსტად მიზეზი იმისა, რომ კურო კრიტიკულ სიტუაციებში იბნევა და ვერ ახერხებს ვერაფრის გაკეთებას.

სასწორები 89% - ამ ხალხის პრობლემა მუდმივი ყოყმანი და გადაწყვეტილების მიღების უუნარობაა. სასწორი იმდენს ფიქრობს იმაზე, როგორ არ აწყენინოს სხვებს, რომ საბოლოო ჯამში მაინც ყველა მასზე განაწყენებული გამოდის.

თევზები 83% - მათი უმთავრესი ნაკლი ცხოვრებისეული სირთულეებისადმი თავის არიდების სურვილია. თევზების დიდი ნაწილი, ცდილობს სირაქლემას პოზას მიმართოს და თავი მოიკატუნოს რომ ყველაფერი კარგადაა. ან უბრალოდ დადგეს და იწუწუნოს, როგორ არ უმართლებს და რა მუხანათია ეს ცხოვრება ზოგადად.

TOP სამი ზოდიაქოს ნიშანი რომელიც ყველაზე ხშირად იტანჯება სიყვარულში

Автор: datuna от 13-12-2015, 19:29

ადამიანების ემოციური დონე და აღქმის უნარი დამეთანხმებით რომ სხვადასხვაგვარია. შესაბამისად, ზოგი თუ მარტივად ახერხებს რომანების გაბმას, ზოგიერთისთვის წლების მანძილზე ერთი პარტნიორის ერთგულებაა მისაღები და დამახასიათებელი. მსჯელობა იმაზე, რომელი ვარიანტი უფრო სწორი და გამართლებულია ძალიან შორს წაგვიყვანს. ეს სულ სხვა სტატიის თემაა და სამომავლოდ ვისაუბროთ ამაზე. დღეს კი მინდა იმ სამი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ მოგითხროთ, ვისაც სასიყვარულო ურთიერთობებში ყველაზე ხშირად ახასიათებს დრამატიზმი და ზედმეტი ემოციებისკენ მიდრეკილება.





კურო - ალბათ გიკვირთ, როგორ მოხვდა ასეთ სამეულში ეს ერთი შეხედვით მშვიდი, საოცრად გაწონასწორებული და დინჯი ზოდიაქოს ნიშანი. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ კურო ვენერას "შვილია" და სასიყვარულო ურთიერთობები, მისთვის ერთობ მნიშვნელოვანი ფაქტორია ცხოვრებაში. როგორც წესი, კუროებმა იშვიათად იციან აჩქარებით ვინმეს შეყვარება, თუმცა თუკი პარტნიორით საფუძვლიანად მოიხიბლენენ ამის შემდეგ რამდენიც არ უნდა უკიჟინოს უახლოესმა გარემოცვამ, რომ მისი არჩევანი მცდარი ან ნაჩქარევია, კურო არავის აზრს არ მოისმენს. სიყვარული ამ დინჯ და გაწონასწორებულ ხალხს საღად აზროვნების უნარას აკარგვინებს, რის გამოც არშემდგარი ურთიერთობების ან იმედის გაცრუების შემთხვევაში (რასაც კურო ძალიან გვიან ამჩნევს) კუროს მწვავე დეპრესია ემართება. კურო მიწის სტიქიის ნიშნებს განეკუთვნება, ამიტომ იგი მარტივად და იოლად ვერ ახერხებს "ყოფილის" დავიწყებას. ამის გამო არცთუ იშვიათად იტანჯება ხოლმე სიყვარულში წარუმატებლობის შედეგად.



მორიელი - თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისთვის სიყვარული და ტანჯვა სინონიმებია. მორიელი უზომოდ ემოციური, ვნებიანი და მგრძნობიარე არსებაა. ამიტომ ცხოვრებაში გამუდმებით ესაჭიროება მძაფრი ემოციები, დრამატული ისტორიები და განცდები. შეიძლება ითქვას, რომ იგი ხშირად, ინტუიციურადაც კი ირჩევს ისეთ პარტნიორებს, რომელთან ურთიერთობაშიც ექსტრიმი და "დუღილის ტემპერატურა" არ მოაკლდება. ამიტომ ეჭვიანობის სცენები, დაშორება-შერიგების უწყვეტი ციკლი და ხშირად საყვარელი ადამიანის გამო ჩადენილი სიცოცხლისთვის სახიფათო ქმედებებიც კი მორიელისთვის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავია. მართალია, იგი რეალურად იტანჯება ყველა სასიყვარულო ურთიერთობაში, მაგრამ თუ მას ასეთი სახის "საწვავი" გამოელია პარტნიორთან კავშირისას სიმშვიდე მისთვის შესაძლოა გაცილებით უფრო დამღუპველიც აღმოჩნდეს. ან ის უბრალოდ და მარტივად შეეცდება, იპოვნოს ახალი გასართობი "გვერდზე".


თევზები - მისი ემოციები ხშირად არ ჩანს "ზედაპირზე" და როგორც წესი, ბევრ თევზს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული მაშინაც კი, როცა სიყვარულში იტანჯება. ეს კი არცთუ იშვიათად ხდება და მიზეზი, ისევ და ისევ ჩვენი "ოკეანის ბინადარი" გახლავთ - სხვა არავინ. თევზები ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს შორის, თამამად შეიძლება ჩაითვალონ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ინდივიდებად და თქვენ წარმოიდგინეთ, ისინი ხშირად მორიელებსაც კი არ უდებენ ტოლს ამ მხრივ. ბევრმა მათგანმა ხშირად თავად არ იცის რა უნდა და რატომ. ეს პარტნიორის არჩევის საკითხსაც ეხება. როგორც წესი, თევზს მზრუნველი და თბილი პარტნიორი ესაჭიროება გვერდით, მაგრამ თადაყოლილი მაზოხისტური მოთხოვნილებების გამო, ბევრი მათგანი ქვეცნობიერად იზიდავს დიქტატორული ხასიათის და უხეშ მეორე ნახევარს. რომელიც წლების მანძილზე ანგრევს თევზის ფისიქიკას. ხოლო თავად თევზი, ხათრიანი ბუნებისა და დანაკარგის შიშის გამო ხანგრძლივი დროის მანძილზე ამჯობინებს აიტანოს ემოციური ტერორი და შინაგანი დისკომფორტი. იმედით, რომ პარტიორი ერთ მშვენიერ დღეს თავად მიხვდება შეცდომებს და გამოსწორდება.

აზარტულ თამაშებში ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

Автор: datuna от 13-12-2015, 19:28

ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენს გარშემო, ვინც უარს არ იტყოდა მარტივად გამდიდრების შანსზე. საამისოდ არცთუ ცოტა მიმართავს სხვადასხვა ტიპის ლატირებს და გათამაშებებს, ზოგიერთს კი საერთოდაც ცხოვრების წესად აქვს გადაქცეული თამაში და აზრტი. თუმცა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, სულ სხვა საუბრის თემაა და არცთუ სასიამოვნო. ამიტომ მოდით ამ საკითხზე და ზოგადად მავნე ჩვევების შესახებ საუბარი სხვა დროისთვის გადავდოთ. დღეს კი მინდა იმ ზოდიაქოს ნიშნებზე გესაუბროთ, ვისაც უბრალოდ ქუდბედით თუ გამჭრიახობის გამო ბედი ხშირად ანებივრებს მოულოდნელი საჩუქრით. ასეთი ადამიანები იგებენ ლატარიაში და ხშირად ელემენტარული ბანქოს თამაშიც კი მათთვის შესაძლოა მოგების წყაროდ იქცეს. თუმცა დამეთანხმებით აზარტულობა სხვაა და იღბალი, რომელიც ათასში ერთხელ მოდის კიდევ სულ სხვა.

ასტროლოგებს მიაჩნიათ რომ მოულოდნელი გამდიდრების და მოგების ალბათობას, ცხოვრებაში ყველაზე ხშირად სამი ზოდიაქოს ნიშანი უნდა ელოდოს :


მშვილდოსანი - მმართველი პლანეტა იუპიტერის წყალობით, რომელიც თავის მხრივ წარმატებასზე აგებს პასუხს მშვილდოსნებს ხშირად უღიმით ბედი, არამხოლოდ აზარტულ თამაშებში არამედ ზოგადად, ცხოვრებაში. ისინი აზარტულები და ოპტიმისტები არიან, ამიტომ ყოველთვის აქვთ უკეთესი მომავლის იმედი.


მერწყული - ურანი, მერწყულის მმართველი პლანეტა პასუხს აგებს ყოველგვარ სიურპრიზებსა და მოულოდნელობებზე. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ბევრ მერწყულს უმართლებს ხოლმე აზარტულ თამაშებსა და ლატარიებში. ამას გარდა, მერწყულებს კარგი ინტუიცია და მომავალში ხედვის ნიჭი გააჩნიათ. შესაბამისად, ბევრი მათგანი ინტუიციურად ხვდება როგორ მოიქცეს საიმისოდ რომ იღბალი მოიზიდოს.

ტყუპი - უძველესი ასტროლოგები, ტყუპის ზოდიაქოს ნიშანს ხელის საოცარ მოქნილობას და სისწრაფეს მიაწერდნენ. შემთხვევითი როდია რომ ცნობილი მეფოკუსეები და ილუზიონისტები ყველაზე ხშირად ტყუპებს შორის გხვდებიან. ტყუპს მოსწონს აზარტი, ამასთან ერთად იგი ძალიაან გონებაგამჭრიახი და სხარტად მოაზროვნე ინდივიდია. ამიტომ ძალზე ხშირად სწყალობს ბედი აზარტულ თამაშებში. თუმცა ფორტუნაზე მეტად, მოგებას იგი მაინც საკუთარ გონიერებას უნდა უმადლოდეს.

ზოდიაქოს ყველაზე თავხედი ქალები - ოქროს სამეული

Автор: datuna от 13-12-2015, 19:28

ალბათ ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე და დომინირება რიგ საკითხებში აღარავის უკვირს, მაგრამ არსებობენ მანდილოსნები რომელთაც ხშირად აბსოლუტურად არ შეესაბამებათ დეფინიცია „სუსტი სქესი“.. დიახ, დღეს ზოდიაქოს ყველაზე თავნება ქალების სამეულს გაგაცნობთ და თუ რომელიმე მათგანში საკუთარი თავი ამოიცანით, სასურველი იქნება ასტროლოგებს კი არ მიაყაროთ ქოქოლა - არამედ ვენერას და მთვარის ფუნქციები გააძლიეროთ თქვენში. მერწმუნეთ ეს მეტ ქალურობას და სინაზეს შეგძენთ, ჰოდა საპრეტენზიოც ჩვენთან არაფერი გექნებათ Wink Innocent



ვერძი - იშვიათად შეხვდებით ნაზ, დიპლომატიურ და დამთმობ ქალს ამ ნიშნის წარმომადგენლებში. თუკი საქმე მაღალგანვითარებულ ინდივიდთან გვაქვს, მან შესაძლოა გარკვეულ დონემდე თავი მაქსიმალურად შეიკავოს უხეშობისგან, როცა რამე მისთვის მისაღები სცენარით არ ვითარდება, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ვერძები უტაქტო, უაპელაციო და ანჩხლი ქალების კატეგორიას გაეკუთვებიან. ისინი მამაკაცსაც არ დაუდებენ ტოლს ჩხუბსა და ბილწსიტყვაობაში, თუკი წყობიდან საკმარისად გამოიყვანს ვინმე. ვერძს მხოლოდ თავისი სიმართლე გააჩნია და სჯერა ამის, ამიტომ გაბრაზებულს აჯობებს არასოდეს შეეკამათოთ. სულ ერთია, მაინც ვერაფერს შეასმენინებთ.


კირჩხიბი - კირჩხიბებს შორის ვხვდებით როგორც უზომოდ ქალურ, ნაზ და უმწეო არსებებს, ისე სრულფასოვან მეგერებსაც, რომლის ხელშიც აჯობებს არც ერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი არასოდეს ჩავარდეს. კირჩხიბი ქალი გამაოგნებლად მოქნილი, საშიში და შურისმაძიებელი შეიძლება იყოს თუკი საქმე მის ინტერესებს შეეეხება. ამასთან ერთად, მას შეუძლია ყველაფერზე მოაწეროს ხელი, თუ კუთხეში მიაყენებთ და გამოსავალს აღარ დაუტოვებთ. ცუდ ხასიათზე მყოფს კი (რაც მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული) ჯობს არსად გადაეყაროთ. მიწასთან გაგასწორებთ ცინიზმით და უტიფარი კომენტარებით.


მშვილდოსანი - ზოდიაქოს ამ ნიშნის არც მდედრობით არც მამრობითი წარმომადგენლები არ გამოირჩევიან განსაკუთრებული დიპლომატიურობით. მშვილდოსანი ცეცხლის ნიშანია, თუმცა კიდევ ერთი ცეცხლის ნიშნის - ვერძისგან განსხვავებით მას ცოტა უფრო მეტი მოთმინების უნარი ახასიათებს, როცა საქმე საკუთარი ინტერესების დაცვას ეხება. მაგრამ ეს საკმარისი არ არის ხან კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. საქმეს ართულებს ასევე მშვილდოსნის უაზრო პირდაპირობა, ის ყოველთვის ამბობს იმას რასაც ფიქრობს და აკეთებს იმას რაც თავში მოსდის ან საჭიროდ მიაჩნია. ვერ იტანს შეზღუდვებს და მით უმეტეს ვერ იტანს, როცა ვინმე მენტორული ტონით არიგებს ჭკუას. ამიტომ მშვილდოსანი ქალები ვერძთან და კირჩხიბთან ერთად, ჩვენი სამეულის მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ.

სიყვარულში ყველაზე ეჭვიანი და მესაკუთრე ზოდიაქოს ნიშნები

Автор: datuna от 13-12-2015, 19:28

ჩვენი საიტის მკითხველებს აქამდეც არაერთგზის შევთავაზეთ ეჭვიანობის თემაზე დაწერილი სხვადასხვა ტიპის სტატიები, თუმცა რაკიღა სასიყვარულო-პარტნიორულ ურთიერთობებზე ბევრი კითხვა მოგვდის პირადში, კიდევ ერთ სტატიას გთავაზობთ ამ კუთხით. ამჯერად მოდით, ყველაზე ეჭვიან და მესაკუთრე ნიშნებზე ვისაუბროთ და ის მიზეზებიც ავხსნათ, კონკრეტულად რა იწვევს მათში ამგვარ მძაფრ სურვილს აკონტროლონ და სრულად მართონ პარტნიორი. ამასთან ერთად, აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ თუკი თქვენი თავი ე.წ. "შავ სიაში" აღმოაჩინეთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ოტელოსავით ეჭვიანი იქნებით. სტატია ძირითადად, ნიშნის ტიპურ წარმომადგენლებს ეხებათ. ასე რომ ძვირფასო მეგობრებო, ღრმად ამოისუნთქეთ და დავიწყოთ:

ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებისთვის ე.წ. "ბრმა მრისხანებაა" დამახასიათებელი. ამიტომ ვერძების დიდი ნაწილი, ეჭვიანობითაც ერთობ "ბრმად" ეჭვიანობს. მისთვის სულ მცირე მიზეზიც კი საკმარისია საიმისოდ, რომ პარტნიორს ხელჩართული ომი გამოუცხადოს ორგულობისთვის. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ისიც აღვნიშნოთ, რომ შეყვარებული ვერძის "აგდება" საკმაოდ მარტივი საქმეა თუნდაც დადგმული სპექტაკლის მეშვეობით. ვერძები ეჭვიანობას ზედმეტად ემოციურად და დრამატულად გამოხატავენ. ამიტომ ხშირად ძნელია რაიმე აუხსნათ მათ თუკი საბაბი იპოვეს საეჭვიანოდ. საუკთესო ვარიანტია, ნაკლებად იმართლოთ მის წინ თავი და დელოდოთ, როდის გადაუვლის მხურვალე ემოციები (რაც მერწმუნეთ საკმაოდ მალე მოხდება) და მხოლოდ ამის შემდეგ სცადოთ მასთან ურთიერთობის დალაგება.

კირჩხიბი - მანიაკალური მიჯაჭვულობა ახასიათებს საყვარელი ადამიანების მიმართ. ამიტომ ეჭვიანობა და კირჩხიბი განუყოფელი ცნებებია. თუმცა ვერძისგან განსხვავებით კირჩხიბი დებოშით, ჩხუბით ან თეფშების მტვრევით არასოდეს გამოხატავს საკუთარ გრძნობებს მოღალატე პარტნიორის მიმართ. თავიდან იგი უხმოდ იტანჯება ან უბრალოდ იბუტება რაღაც დროით. თუმცა შემდგომ თუკი მისი ეჭვები დადასტურდა და აღმოაჩინა, რომ რეალური მიზეზი აქვს განგაშის ასატეხად, კიბოსავით იწყებს ზურგიდან შემოვლას და როდის რას მოიმოქმედებს მოღალატე პარტნიორის გასამწარებლად ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის. დაიმახსოვრეთ, შურისმაძიებლობით კირჩხიბი ზოდიაქოს ყველაზე სასტიკ ნიშანს მორიელს არათუ ჩამოუვარდება, ხანდახან ამეტებს კიდეც.

მორიელი - მისი ბუნება ზოგადად ეჭვიანია, ამიტომ მორიელი ეჭვით ეკიდება არამხოლოდ პირად ურთიერთობებს არამედ ზოგადად ყველანაირ ურთიერთობას ცხოვრებაში. მას შეუძლია გულწრფელობაზე გადაამოწმოს საკუთარი ოჯახის წევრი და უახლოესი მეგობარიც კი, თუკი ინტუიციამ უკარნახა, რომ ეს უკანასკნელი მის წინააღმდეგ რაიმე სახის ინტრიგას ხლართავს. ინტუიცია კი მორიელს მერწმუნეთ ძალზე ძლიერი აქვს. სიყვარულში მორიელი არასოდეს ხსნის კარტებს ბოლომდე, ამიტომ მეორე ნახევარმა სავარაუდოდ მის შესახებ ათწლიანი თანაცხოვრების მერეც კი ბევრი რამ არ იცის, ყველა მორიელს გააჩნია დაფარული საიდუმლობები და ხშირად ორმაგი ცხოვრებაც. სამაგიეროდ, პარტნიორისგან მორიელი აბსოლუტურ ნდობასა და გულწრფელობას ითხოვს. ღმერთმა ნუ ქნას, მისი მოტყუება განიზრახოს ვინმემ. იგი კირჩხიბივით კი არ ამოგითხრით "ინკოგნიტოდ" სამარეს ზურგსუკან, ღიად გამოგიწვევთ ბრძოლაში და არ დაიღლება მანამ, სანამ მორალურად და ფიზიკურად საფუძვლიანად არ გაგანადგურებთ.

 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.