Сделать домашней|Добавить в избранное
 

Многопользовательский новостной движок,
предназначенный для организации собственных
СМИ и блогов в интернете.

 
на правах рекламы

TOP სამი ყველაზე რომანტიკული და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშანი

Автор: datuna от 13-12-2015, 10:56
წინ ვალენტინობის დღესასწაული გველის, ჰოდა, ჩვენი საიტის მკითხველებს ტრადიციულად, საინტერესო TOP-სამეულით გავახარებთ და ამჯერად ზოდიაქოს ყველაზე მოსიყვარულე, რომანტიკულ და სენტიმენტალურ ნიშნებზე ვისაუბრებთ. ალბათ იტყვით სიყვარული ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და რა საჭიროა მათ შორის ამგვარი დიფერენცირებაო; გეთანხმებით, მაგრამ ხომ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც სიყვარულის და პარტნიორის გარეშე ცხოვრება უბრალოდ წარმოუდგენელია. მაშინ როცა, არის ხალხი ვის ცხოვრებაშიც პირადს და სამსახურს დაბალანსებული ადგილი უკავია, ზოგს კი საერთოდაც მარტოობა მოსწონს... მოკლედ ასე, დღეს "ზოდიაქოს ქრონიკულ ვალენტინებზე" ვსაუბრობთ:



სიის სათავეში აუცილებლად უნდა მოვაქციოთ როგორც ღირსეული და პატივცემული თამადა - ლომი. ლომები უზომოდ მოსიყვარულე და გულმხურვალე ინდივიდები არიან. სიყვარული ლომისთვის ცხოვრების ელექსირი და უმთავრესი სტიმულია. ამიტომაც გასაკვირი არაა რატომ იცვლიან ლომები ხშირად რამდენიმე პარტნიორს ან ოჯახს. თუ სიყვარული გახუნდა ან გაქრა, ლომი ახალი, უფრო მხურვალე და რაც მთავარია, უფრო მომაჯადოებელი გრძობის საძებნელად მიეშურება.

სასწორი - რომანტიკის და სილამაზის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ის ყველაფერში ჰარმონიას დაეძებს, სძულს კონფლიქტი და ჩხუბი. ამიტომ სასიყვარულო ურთიერთობაშიც მუდმივად ცდილობს "ოქროს შუალედი" შეინარჩუნოს და პარტნიორთან კამათის გარეშე მოახერხოს ყოველთვის კომპრომისის პოვნა. თუმცა, თუ ასე ვერ ხერხდება და მეორე ნახევარი არ მოდის დათმობაზე, სასწორი თავს ამგვარ სიტუაციაში დათრგუნვილად და უბედურად ჩათვლის. შესაბამისად, ეცდება სხვა უფრო მოსიყვარულე და თბილი პარტნიორით ჩაანაცვლოს ძველი კავშირები. ამიტომ ვინც მეტ სითბოსა და ჰარმონიას შესთავაზებს ურთიერთობაში გულიც მისკენ გაუწევს ერთმნიშვნელოვნად.

თევზები - რბილი, მეოცნებე, სენსიტიური და უზომოდ ემოციური ადამიანია, სიყვარული მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სუბსტანციაა, რომლის მეშვეობითაც იგი მარტივად ახერხებს ცხოვრებისეულ სირთულეებს თვალი გაუსწოროს. ამიტომ გვერდით მუდმივად სჭირდება ემოციურად და მორალურად მასზე ძლიერი პარტნიორი. თევზი ხშირად აიდეალებს სიყვარულის ობიექტს ან თავად სიყვარული უყვარს და საკუთარი თავი შეყვარებულის ამპლუაში. ამის გამო იგი დაზღვეული არ არის იმედის გაცრუებისგან. მოგეხსენებათ, რეალური სამყარო, წარმოსახვით რეალობას ხშირად არ ემთხვევა. თევზები კი მიდრეკილნი არიან წარმოსახვით რეალობას შეაფარონ ხოლმე თავი.

სიყვარულში გამოტყდომის მეთოდები ქალთან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 13-12-2015, 10:56

მამაკაცების დიდი ნაწილი დამეთანხმება, რომ ქალები თავისი ბუნებით დაახლოებით ერთნაირი ინდივიდები არიან - სენტიმენტალურები, კომპლიმენტებისა და სიურპრიზების მოყვარულები... ცოტაც ბავშვურები. თუმცა, როცა საქმე სიყვარულს შეეხება, ყველა მათგანთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო საიმისოდ, რომ თქვენმა რჩეულმა მისკენ გადადგმული ნაბიჯები სწორად გაიგოს და რაც მთავარია ჯეროვნად დააფასოს.



ვერძს სიყვარულში აჯობებს რაიმე სახის "რომანტიკული გმირობის" თანხლებით გამოუტყდით. ტრადიციული - "მე შენ მიყვარხარ" სანთლების შუქზე მას თქვენ მიმართ დიდ ინტერესს არ გაუღვივებს.

კუროს სტაბილური მამაკაცები ხიბლავს, ამიტომ თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ეს ქალი თქვენი ზრახვების შესახებ გუმანით მაინც რამეს ეჭვობს, არ გირჩევთ ემოციების სპონტანურად გადმოფრქვევას. კუროს ასეთი საქციელი ძალიან დააფრთხობს.

ტყუპს არ სჭირდება სიტყვები თქვენი მის მიმართ გრძნობის დასადასტურებლად და მით უმეტეს ნუ მოსთხოვთ მას იმავეს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებს ბუნებრივი, ვალდებულებებისგან თავისუფალი კავშირები მოსწონთ. ნუ დაუწესებთ ჩარჩოებს!

კირჩხიბს სიყვარულში საქორწინო ბეჭდის თანხლებით თუ არ გამოუტყდით (შესაძლოა მის შეძენას ოდნავ მოგვიანებით გეგმავთ, ან თითის ზომა გაქვთ დასაზუსტებელი) მან შესაძლოა იფიქროს, რომ მასთან ურთიერთობა მხოლოდ სექსისთვის გესაჭიროებათ. ცრემლებად დაიღვრება და ძალიან გაგიჭირდებათ მისი შემორიგება.

ლომს სიყვარული სერენადისა და ძვირფასი რესტორნის და ასეთივე ძვირფასი სამკაულის გარეშე თავმოყვარე მამაკაცმა არ უნდა აუხსნას, განა იმიტომ რომ ეს ქალი მეშჩანია, არა, ჩემო ბატონო. უბრალოდ დედოფალზე რომ გაქვთ პრეტენზია, თავადაც ხომ მეფურად უნდა გამოიყურებოდეთ.

ქალწულს სიყვარულის ახსნა, უაზრო რომანტიკული სიტყვების რახა-რუხი და ათასგვარი სახის სენტიმენტალური სისულელეები ძალიან დააფრთხობს. აჯობებს მომავალი სახლის დიზაინი და რემონტის საკითხები შეუთანხმოთ, ამით უკვე ყველაფერი ნათქვამი იქნება.

სასწორთან თქვენი შემოქმედებითი პოტენციალისა და კრეატიული ნიჭის მაქსიმალური მობილიზება დაგჭირდებათ. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები აღმერთებენ სადილს სანთლის შუქზე, ვარდის ფურცლებით ავსებულ აბაზანას, ლამაზა შეფუთულ საჩუქრებს... მოკლედ, ჩვენ მინიშნება მოგეცით, დანარჩენი თქვენი ფანტაზიისთვის მიგვიდია.

მორიელის მოსახიბლად სასურველია რაიმე ტიპის თავზეხელაღებული საქციელი ჩაიდინოთ. შუაღამისას "დალაშქროთ" მისი აივანი, ან სულაც სახიფათო ლაშქრობაში მიიწვიოთ და რომელიმე მთის მწვერვალზე გამოუტყდეთ სიყვარულში. მერწმუნეთ გაამართლებს.

მშვილდოსანის დასატყვევებლად საუკეთესო ვარიანტი მოგზაურობაა. დაპატიჟეთ იგი რომანტიკულ ვიქენდზე, მოუწყეთ დაუვიწყარი დასვენება და პარალელურად საკუთარ გრძნობებშიც გამოუტყდით. ოღონდ სასურველია ურთიერთობის სასწრაფო წესით დაკანონება არ დააძალოთ, თორემ დიდი შანსია მოგზაურობიდან მარტოოდენ მისი მეგობრის სტატუსით დაბრუნდეთ.

თხის რქას სიყვარულში ტრადიციულად, ყველა წესის დაცვით უნდა გამოუტყდეთ. ორმაგად კარგი იქნება თუ ამას, მისი თქვენი ოჯახის წევრების გაცნობის ცერემონიალთან ერთად გააკეთებთ. ასე ფრთხილ თხის რქას მიზეზი აღარ ექნება ეჭვი შეიტანოს თქვენი ზრახვების კეთილსინდისიერებაში.

მერწყულს სიყვარულში შეგიძლიათ ხუმრობით, თამაშ-თამაშით გამოუტყდეთ. ითამაშეთ "სახლობანა" ან "ცოლ-ქმრობანა" მეგობრების წრეში, ამის შემდეგ კი შესთავაზეთ ამ როლში ცოტა უფრო ხანგრძლივი ვადით დარჩეთ.

თევზი ქალისთვის სიყვარულის ახსნა, მთელი რიტუალია. ამიტომ კარგი მომზადება დაგჭირდებათ. აუცილებლად მოიმარაგეთ ბევრი ერთჯერადი ცხვირსახოცი ან თქვენი საკუთარის გადასაგდებად იყავით მზად, იმიტომ რომ სიყვარულში გამოტყდომის შემდეგ თევზის მრავალსაათიან ცრემლისღვრას აუცილებლად შეეწირება იგი.

უვარგისი ცოლების TOP - სამეული ზოდიქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 13-12-2015, 10:55
უვარგისი ცოლების TOP - სამეული ზოდიქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცებს რომ ჰკითხოთ, ალბათ დიდი ნაწილი ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად გიპასუხებთ, რომ ცოლი ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება იყოს აუტანელი, თუ მუდმივად არა პერიოდულად მაინც. თუმცა, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ არსებობენ ქალები, ვისაც ცოლის როლის მორგება ნაკლებად გამოსდით და ხშირად, განსაკუთრებული სურვილიც არ გააჩნიათ ამის...


ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, მოჭარბებული მამაკაცური ენერგეტიკითა და სხარტი აზროვნებით გამოირჩევიან. ამიტომ, ძალზე ხშირად ირჩევენ მამაკაცურ პროფესიებს და ზოგადად, გამუდმებით ებრძვიან ძლიერ სქესს იმის დამტკიცების მცდელობაში, რომ ყველაფერს უმამაკაცოდაც იოლად და მარტივად გააკეთებენ. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ეს ასეც არის. ამიტომ ვერძი ქალის ცოლად მოყვანით, მამაკაცი დიდ რისკზე მიდის და ოჯახში, ფაქტობრივად ნელი მოქმედების ბომბს ამონტაჟებს. სანამ შეყვარებულია კიდევ ჰო, მაგრამ როცა ვერძს რომანტიკული "უწი-პუწი" ყელში ამოუვა, გული აუცილებლად გაუწევს უპირატესობის დამტკიცებისკენ ამჯერად უკვე მეორე ნახევართან. მამაკაცებს კი მოგეხსენებათ, არ უყვართ ქალი, რომელიც მუდმივად ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა. გამოსავალი ერთია, ვერძს ან საკუთარი ადგილი მიუჩინოთ (საამისოდ ძალიან ძლიერი უნდა იყოს მამაკაცი - კარგია თუ ლომი, მორიელი ან თხის რქაა იქნება), ან მოემზადოთ განქორწინებისთვის. იმიტომ რომ კომპრომისზე იგი არასოდეს წამოვა.

ტყუპი - ერთი შეხედვით შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ამ ქალთან ურთიერთობა ძალზე მარტივი, ადვილი და სასიამოვნო. ასეა, ურთიერთობის საწყის ეტაპზე მანამ, სანამ იგი თქვენით ინტერესდება და როგორც ახალ, საინტერესო წიგნს ისე გიყურებთ. მაგრამ ტყუპის ორსახოვანი ბუნება ნუ დაგავიწყდებათ. ამ ადამიანებს არ ახასიათებთ ხანგრძლივად ერთ, კონკრეტულ თემაზე კონცენტრირება, მათ შორის ურთიერთობებიც შედის. ამიტომ ტყუპს შესაძლოა დღეს უყვარხართ, ხვალ კი მის თვალში მოსაწყენ ინდივიდად გადაიქცეით, რომელიც არაფერს აკეთებს ურთიერთობაში სიახლის შემოსატანად. თუ ეს მართლაც ასეა, მერწმუნეთ, ის ბევრს არ იფიქრებს და სხვა, უფრო საინტერესო პარტნიორზე სინდისის ქენჯნის გარეშე გაგცვლით, მიზეზი კი ისე თქვენ იქნებით...

მერწყული - მისი პრობლემა ის გახლავთ, რომ თავი ცოლის ამპლუაში თუნდაც რიგით მესამე ქორწინების მომენტშიც კი ვერა და ვერ წარმოუდგენია. ეს არის ქალი, რომელსაც მაქსიმალური თავისუფლება ესაჭიროება მამაკაცისგან. შესაბამისად მოვალეობები, რომელიც ოჯახურ ცხოვრებას ახლავს თან მისთვის ხშირად დამღლელი, მიუღებელი და გაუგებარიც კია. შესაბამისად, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ იგი წინდებს სამ თვეში ერთხელ გაგირეცხავთ, სადილს კი დღესასწაულებზე მოგიმზადებთ ისიც იმ შემთხვევაში, თუ თავადაა კრეატიულ ხასიათზე და სამზარეულო ამ კუთხით აინტერესებს. თუ მაინც დააძალებთ ცოლის ვალდებულებების შესრულებას, ჩხუბს და აყალმაყალს არასოდეს გაგიმართავთ. მშვიდად ჩაგილაგებთ ნივთებს და სამომავლოდ მეგობრობას გულწრფელად შემოგთავაზებთ.

TOP - სამი წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომლის სიყვარულიც უძლებს დროს და სირთულეს

Автор: datuna от 13-12-2015, 10:54

ალბათ ბევრი ადამიანი ფიქრობს იმაზე, რომ ოცდამეერთე საუკუნეში, სადაც ადამიანური ურთიერთობები სოციალურ ქსელებში, ვირტუალურმა კავშირებმა ჩაანაცვლა ნამდვილი სიყვარულის პოვნა არათუ ძნელი, შეუძლებელიც კია. სამწუხაროდ, ინტერნეტ-კომუნიკაციის სიჭარბემ მართლაც მოიტანა ბევრი ცუდი (დადებითთან ერთად), ამიტომ იმის ფონზე, რომ ადამიანებს შორის კომუნიკაციის დონე გამარტივდა და ინფორმაციის გაცემა-მიღება მარტივი გახდა, გაცილებით გართულდა რეალურად ფასეული კავშირის დამყარების უნარი. თუმცა გამონაკლისი ყოველთვის არსებობს, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ამიტომ ოცდამეერთე საუკუნეშიც სავსებით შესაძლებელია შედგეს წყვილი, რომლის სიყვარულიც დროსა და სივრცეში ნებისმიერ წინააღმდეგობას გადალახავს.



კირჩხიბი - მშვილდოსანი
ასტროლოგები ამ წყვილს "ვექტორულ წყვილს" უწოდებენ. კირჩხიბი, რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, დაუმორჩილებელი და თავისუფლებისმოყვარე მშვილდოსნის ბატონია, მოსწონს ეს მას თუ არა. თუმცა საქმე იმაშია, რომ ზუსტად კირჩხიბის მოთმინება და ლოდინის გასაოცარი უნარი აიძულებს მშვილდოსანს უმისამართო ჭენებას ერთხელ და სამუდამოდ დაანებოს თავი. მათი ურთიერთობა არ არის მარტივი, ვერც დრამატულ ეჭვიანობის სცენებს აიცილებს ეს წყვილი თავიდან, რაც სავსებით მოსალოდნელი თუ გავითვალისწინებთ კირჩხიბის მესაკუთრე ბუნებას და მშვილდოსნისთვის დამახასიათებელ თავისუფლების სიყვარულს. თუმცა, საბოლოო ჯამში, კირჩხიბი ყოველთვის ახერხებს აუხსნელი ძალებით საცეცები სამუდამოდ და მაგრად ჩაავლოს ერთი შეხედვით მოუთვინიერებელ მშვილდოსანს.



ქალწული - თხის რქა
მათ შორის დაწყებული რომანი, არასოდეს ვითარდება სწრაფად და დაუგეგმავად. უფრო პირიქით, ისინი ხშირად წლების მანძილზე ეცნობიან ერთმანეთს და გადაწყვეტილებას საკმაოდ დიდი ფიქრის შემდეგ იღებენ დაუკავშირონ თუ არა ბედი ურთიერთს. ქალწული და თხის რქა გასაოცარი თავშეკავებულობით, წინდახედულებითა და კრიტიკული ანალიზით გამორჩეული ნიშნებია. ამიტომ ისინი არასოდეს დაფრინავენ ღრუბლებში მაშინაც კი, როცა გული სიყავრულით აქვთ სავსე. სიყვარულიც მათ ხასიათში გარკვეულ წესებს და ჩარჩოებს ემორჩილება. სამაგიეროდ, ამ წყვილს გააჩნია საოცარი ერთგულების, ურთიერთგატანის და ურთიერთთანადგომის ძალა. მათი კავშირი უძლებს ყველაფერს - ეკონომიურ გაჭირვებას, ფიზიკურ განშორებას, ავადმყოფობასა და ათასგვარ იმედგაცრუებას, რომელსაც ცხოვრება გვიმზადებს. ამასთან ერთად, ქალწულიც და თხის რქაც უზომო თვითკონტროლისა და თავშეკავების ნიჭითაა დაჯილდოებული. აქედან გამომდინარე, ამ წყვილში ფიზიკური ღალატის კოეფიციენტიც მინიმუმამდეა დაყვანილი.

მორიელი - ვერძი
საკვანძო ფრაზა ამ ორს შორის ეს ალბათ ექსტრიმის სიყვარულია. მხურვალე ემოციები ეს ის "სწვავია", რომლითაც ვერძი - მორიელის წყვილი ერთმანეთს ცხოვრების ბოლომდე უზრუნველყოფს. მათ შორის იშვიათად ქრება და სუსტდება სექსუალური ლტოლვა, რის ხარჯზეც ასეთი ოჯახები ძალზე მყარია. თუმცა დრამატიზმი და ცეცხლი მათ ურთიერთობას არასოდეს მოაკლდება. მორიელი და ვერძი ორი საპირისპირო პოლუსია, რომელსაც გააჩნია უხილავი მიზიდულობის წერტილი, ისინი თითქოს გამუდმებით ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს - მორიელი წინდახედული, ეჭვიანი და ფრთხილია, ვერძი კი ოპტიმიზმით სავსე, იმპულსური და გახსნილი, თუმცა ერთსაც და მეორესაც შეუძლია უსაზღვრო ერთგულება.

სკანდალისტი და მოკრძალებული ზოდიაქოს ნიშნები - TOP სამეული

Автор: datuna от 13-12-2015, 10:54

გამოგიტყდებით, სტატიის დაწერისკენ ჩვენს საზოგადოებაში, ე.წ. "სელფ-პიარით" დაკავებული ინდივიდების სიმრავლემ მიბიძგა. მართალია, ოცდამეერთე საუკუნე ინფორმაციული საუკუნეა და რეკლამა-პიარის სფეროც ინფორმაციის თავისებურ წყაროს წარმოადგენს, რომელიც გარკვეულ სეგმენტზე იყიდება. თუმცა, პიარიც არის და პიარიც, ზომიერების დაცვა დამეთანხმებით ყველას მოეთხოვება. თანაც, ნუ დაგავიწყდებათ, რომ სამყარო კანონზომიერია, ამიტომ სხვის უბედურებაზე აგებულ ბედნიერებას ან თუნდაც პოპულარობის მოპოვებას, არასოდეს ექნება მყარი საფუძველი.
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ არსებობენ ზოდიაქოს ნიშენები, რომელთაც საკუთარი თავის გადამეტებული სიყვარული, დიდი დოზით ეგოიზმი, სამსახიობო ტალანტი და ყურადღების ცენტრში ყოფნის მუდმივი მოთხოვნილება ახასიათებთ. მაშინ, როცა ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენელი ხშირად საკუთარ თავს და კარიერასაც კი ღუპავს თანდაყოლილი სიმორცხვითა და მოკრძალებულობით.


განსაკუთრებით ამბიციურ და სკანდალისტ ნიშნებს შორის მოხვდნენ:


მორიელები 98% - ამ ხალხისთვის ძალაუფლება ამ ქვეყნად ყველაფერზე ძვირფასია. თუმცა, მორიელს მოსწონს ხალხით (დიდი მასებით) მანიპულირება და არა უშუალოდ მათი მართვა. ამიტომ ხშირად აგდებს პუბლიკას შოშკი საკუთარი ექსტრემალური, ხშირად გასაკიცხი და არაეთიკური საქციელითაც კი. მისი აზრით "შავი პიარიც, პიარია - თანაც, გაცილებით უფრო ეფექტური“. მორიელის მიერ დადგმული ნებისმიერი "სახალხო შოუ" წინასწარ გათვლილ სცენარს ემყარება. მორიელი არასოდეს მოქმედებს სპონტანურად და თუ მოქმედებს, მაინც აბსოლუტური თვითრწმენა და ემოციების კონტროლი შეუძლია ამ დროს. ამიტომ მასში ეჭვი არავის შეეპარება.

მერწყულები 87% - საქმე იმაშია, რომ ამ ადამიანებს ზოგადად ახასიათებთ არაპროგნოზირებადობა ხასიათში. გარდა ამისა, მერწყული ექსცენტრიკული და თავისუფლების მოყვარე ნიშანია. მას მოსწონს საზოგადოების გაოცება ჩაცმულობით, თამამი შეხედულებებით სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, არატრადიციული მიდგომებით ზოგადად ცხოვრების მიმართ. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ეპატაჟის გამო არ აკეთებს ხშირად ამას, უბრალოდ თავმდაბლობის ნიღაბს მიღმა, შესანიშნავად გამოსდის იყოს თვითმყობადი და ორიგინალური.

ლომები 81% - ნებისმიერი ლომი გამოირჩევა უზომო პატივმოყვარეობითა და ამბიციით თუნდაც ნაბიჯნახევარით იყოს სხვებზე წინ. ლომს სახელი ურჩევნია ფულს და მატერიალურ სიკეთეებს. ამიტომ გაცილებით ბედნიერია, თუკი თანამდებობას შესთავაზებენ და არა ხელფასის მატებას, წყნარი სამუშაოს ფონზე. ეპატაჟის სიყვარულს ლომი ხშირად ზედმეტი ოქროს სამკაულის სიყვარულითაც ავლენს. გარდა ამისა, მამაკაც ლომებს მოსწონთ სხვების დასანახად უსაზღვრო და წრეგადასული ხელგაშლილობა, რითაც საზოგადოებას ყოველთვის აძლევს მასზე ჭორაობის საბაბს.



რაც შეეხება თავმდაბალ და მოკრძალებულ ნიშნებს მათში სამი ზოდიაქოს ნიშანი ლიდერობს:


ქალწული 98% - ამ ადამიანებს შორის ყველაზე მეტ სოციოფობს და ჩაკეტილ პერსონას ვხვდებით. ხშირად ქალწული უზომოდ ნიჭიერი და გონიერებით გამორჩეული ინდივიდია, თუმცა თანდაყოლილი თვითკრიტიკულობის გამო მას იშვიათად სჯერა საკუთარი შესაძლებლობების. თუკი ბავშვობაში ნაკლებად წაახალისეს მშობლებმა იგი მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩება ე.წ. "ნაცრისფერ თაგუნიად", რომელიც რომელიმე გიგანტი კორპორაციის მერამდენეღაცა სართულის ოფისში, ერთ პატარა კაბინეტში მიმჯდარი წყნარად და უხმაუროდ მუშაობაში გალევს სიცოცხლეს.

თხის რქა 90% - შინაგანად იქნებ ძალიანაც ამბიციური და თვითკმარი ადამიანი იყოს თხის რქების დიდი ნაწილი, თუმცა ობიექტური ხედვა და პერიოდულად პესიმისტური დამოკიდებულება ზოგადად ცხოვრებისადმი ხშირად უღობავს ამ ხალხს გზას წარმატებისა და პოპულარობისკენ. თხის რქები მშრომელი და მუყაითი ინდივიდები არიან, თუმცა გარკვეული წახალისება ესაჭიროებათ საიმისოდ, რომ თანდაყოლილი მორიდებულობა დაძლიონ და მოახერხონ საკუთარი შესაძლებლობები ფართო საზოგადოების წინაშეც გამოამზეურონ.

თევზები 87% - ზოდიაქოს ყველზე ხათრიანი, მორიდებული, მოკრძალებული ნიშანია. თუ საქმე ტიპურ წარმომადგენელთან გვაქვს, იგი აუცილებლად არჩევს ჭიქა ჩაის (ან ვისკის) თანხლებით საათობით ისაუბროს მეგობრებთან სამომავლო წარმატებებზე, რომელსაც იგი მითური მეცენატის, სპონსორის ან უბრალოდ კეთილისმყოფელის გამოჩენის შემდეგ მიაღწევს. სიმართლე კი ისაა, რომ ბევრ თევზს საშინლად ეშინია ცხოვრების დინებას აჰყვეს აღმა, ამას ურჩევნია მიენდოს დინებას და დაკმაყოფილდეს იმ ნარჩენებით, რასაც ცხოვრება გამოიმეტებს. არადა რეალურად მათი პოტენციალი შემოქმედებითი, ფილოსოფიური თუ სხვა კუთხით მართლაც რომ შესაშური და დაუფასებელია.

როგორი მოსწონხართ თქვენს მამაკაცს - სტატია ქალბატონებისთვის

Автор: datuna от 13-12-2015, 10:53
როგორი მოსწონხართ თქვენს მამაკაცს - სტატია ქალბატონებისთვის
ქალების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მამაკაცებს თვალებით უყვართ, შესაბამისად დიდ ყურადღებას აქცევენ იმას თუ როგორ გამოიყურება მათი მეორე ნახევარი. დიახ, ეს ასე გახლვთ, თუმცა ინფორმაცია ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს და არა მთლიანად. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, მამაკაცებს სხვადასხვა კრიტერიუმი გააჩნიათ საიმისოდ თუ როგორი ქალი სურთ ჰყავდეთ პარტნიორად. ზოგიერთის შემთხვევაში კი მერწმუნეთ ვიზუალურ მონაცემებს მეორე ან მეათეხარისხოვანი როლიც შეიძლება ეკავოს.


ასე მაგალითად ვერძს, ტყუპს და მერწყულს ქალის ვიზუალურ იმიჯზე მეტად მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები აინტერესებს. ამ მამაკაცებისთვის მნიშვნელოვანია ისიც თუ რამდენად შეუძლია ქალს მეგობრობა და თანამოაზრეობა საქმეში.

თევზები და კირჩხიბი ქალის ემოციურ ბუნებას და მამაკაცზე ზრუნვის უნარს აქცევს ყურადღებას. ასეთ მამაკაცს ქალისგან მაქსიმალური მორალური მხარდაჭერა და სულიერი კავშირი სჭირდება.

მორიელი და კურო ქალის სექსუალურ პოტენციალს ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. ასეთი მამაკაცისთვის ცოლი კარგი საყვარელი უნდა იყოს საძინებელში, სამზარეულოში კი ჩინებული კულინარი. სექსისა და საკვების თემა ასეთი მამრებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ლომი, სასწორი და თხის რქა ქალის ვიზუალურ იმიჯთან ერთად, ამ უკანასკნელის პროფესიულ შესაძლებლობებს და საზოგადოებაში ავტორიტეტის კოეფიციენტსაც აკვირდება. ამიტომ თუ გსურთ ამგავრი მამაკაცი შეინარჩუნოთ, მოგიწევთ მუდამ იყოთ მოწოდების სიმაღლეზე.

მშვილდოსანი და ქალწული ქალში მეგობარს ან კარგ კომპანიონს დაეძებს. ამასთან ერთად, ორივე აქცევს დიდ ყურადღებას იმას თუ როგორ გამოიყურება ვიზუალურად მათი რჩეული. თუმცა თუკი მეგობრული, კონტაქტური ხასიათით და იუმორის გრძნობით გამოირჩევით შესაძლოა თქვენმა მამაკაცმა ამაზე გააკეთოს აპელირება.

საუკეთესო მეოჯახეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Автор: datuna от 13-12-2015, 10:53
საუკეთესო მეოჯახეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგებს ნებისმიერი ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე ხშირად ეკითხებიან იმას თუ რომელია ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე საუკეთესო "პოტენციური საქმრო" ან "საცოლე". სიმართლე გითხრათ, ამ მხრივ გარკვეული დიფერენცირება ნამდვილად არსებობს, იმიტომ რომ მმართველი სტიქიის გავლენით მაგალითად მიწისა და წყლის ნიშნები, გაცილებით უფრო "შინაურულები" არიან თავისი ბუნებით ვიდრე ექსპანსიური ცეცხლისა და ცვალებადი ჰაერის ნიშნები. თუმცა მოგეხსენებათ, არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე, ამ მხრივ ზოდიაქოს ნიშნებს შორისაც შეიძლება შევხვდეთ ერთგულ, სტაბილურ მშვილდოსანს და არასაიმედო, მექალთანე ან ფლირტის მოყვარულ თხის რქას. ყველაფერს ხომ მაინც ჩვენი პირადი ასტროლოგიური რუკის დეტალები განაპირობებს...

თუმცა, მაინც თუ გვაინტერესებს რომელია "ყველაზე, ყველაზე" - გაეცანით ზოგად სტატისტიკას.

საუკეთესო მეოჯახეებს შორის შედიან:

კუროები 99% - ამ ადამიანებს დიდი ერთგულების უნარი და სტაბილურობა ახასიათებთ.

კირჩხიბები 92% - საკუთარი ქვეყნის, ოჯახის პატრიოტი და უზომოდ მოსიყვარულე/მზრუნველი ნიშანია.

მორიელი 88% - "ჩემი ოჯახი ჩემი ციხესიმაგრეა" - ეს ფრაზა ზუსტად შეესაბამებათ მორიელებს. ამ ხალხს გააჩნია გასაოცარი თავგანწირვის უნარი, თუკი საქმე ოჯახის წევრების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს ეხება.

ლომები 78% - თუკი ლომი ოჯახში თავს სრულუფლებიან მეთაურად გრძნობს, იგი იდეალური მეუღლე და მშობელია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან მამაკაცი ლომები.

ხოლო რაც შეეხებათ ზოდიაქოს იმ ნიშნებს, ვისაც ნაკლებად ან სულაც არ გააჩნია მოთხოვნილება რომ ჰქონდეს ოჯახი, ამ მხრივაც რაღა თქმა უნდა არსებობენ გამონაკლისები ამიტომ ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკა, კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი, რომ ზოგადი ხასიათის გახლავთ და შეეხება მარტოოდენ ნიშნის ტიპურ წარმომადგენლებს:

მაშ ასე, "თავისუფელი ფრენის რეჟიმში" ყოფნისკენ მიდრეკილება ყველაზე მეტად გააჩნიათ:

მშვილდოსნებს 97% - ამ ადამიანებს უზომოდ უყვართ დამოუკიდებლობა და ნაკლებად ეგუებიან შეზღუდვებს. შესაბამისად, დაოჯახების საკითხი მათთვის "აქილევსის ქუსლია", ქორწინდებიან ან ძალიან გვიან ან ადრე და რამდენჯერმე იდეალის ძიებაში.

ტყუპი 89% - გაორებული და მუდამ მაძიებელი ბუნება გააჩნიათ, ამიტომ ადრეულ ასაკში ქორწინებას გაურბიან. გვერდით სჭირდებათ ინტელექტუალური მეორე ნახევარი. ამ შემთხვევაში უფრო სავარაუდოა, რომ გაბედავენ დაოჯახებას.

მერწყულები 86% - ქორწინების საკითხს დიდი სიფრთხილით ეკიდება. ეს ადამიანები ძალზე "თვითკმარი" ინდივიდები არიან. შესაბამისად, მარტოობაშიც არ გრძნობენ თავს უბედურად.

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან გმირები - TOP სამეული

Автор: datuna от 13-12-2015, 10:52

ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი ფლობს გარკვეულ, პოზიტიურ და იშვიათ თვისებებს; ისეთს, როგორითაც სხვა არ გამოირჩევა ან თუ გააჩნია კიდეც ზემოხსენებული უნარები, მეტ-ნაკლებად აქვს ხასიათში გამოვლენილი. როგორ გგონიათ, გმირობა და ზოგადად, სიმამაცის გამოვლენის ნიჭი ყველას გააჩნია ხასიათში? ასტროლოგები ფიქრობენ, რომ ზოდიაქოს ნიშნებს შორის არიან შედარებით უფრო თამამი, თავზეხელაღებული, რისკის მოყვარული და პირიქით - ფრთხილი, წინდახედული, ზოგჯერ მშიშარა და მოღალატე ნიშნებიც. თუმცა დღეს, ჩვენი საუბრის თემა გმირების ზოდიაქოა და იმ ადამიანების შესახებ ვსაუბრობთ ვისაც თავგანწირვის უნართან ერთად, სითამამე, ქარიზმა და გასაოცარი მომხიბვლელობა გააჩნია; რის ხარჯზეც ხალხის თვალში ბევრი მათგანი ე.წ. "გმირის შარავანდედის" მოპოვებასაც ახერხებს.

ჩვენს ერთ-ერთ, წინა სტატიაში ვრცლად ვისაუბრეთ თემაზე - რომელი ზოდიაქო წარმოშობს ყველაზე დიდი დოზით კარგ პოლიტიკოსებს, თუმცა პოლიტიკოსსა და ეროვნულ გმირს შორის, რომელიც ხალხის რჩეული და ფავორიტი შესაძლოა რეკორდულ დროში გახდეს ძალზე დიდი სხვაობაა, ხშირ შემთხვევაში ეროვნულ გმირს პოლიტიკოსის სტატუსი უბრალოდ აუბრალოებს ხალხის თვალში, მაგრამ ძირითადად ისე ხდება, რომ ეროვნული გმირის სტატუსის მფლობელი პიროვენება პირიქით - პოლიტიკას და პოლიტიკოსებს მკვეთრად ემიჯნება - საუბარი გვაქვს ე.წ. "არსენა მარაბდელის" ტიპის ადამიანებზე...


ვერძი 98% - პლანეტა მარსი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს უზრუნველყოფს ვერძის ხასიათში გმირული სულისკვეთების, რევოლუციონერის და ხალხის ფავორიტის სტატუსს. ვერძები სულით მებრძოლი ადამიანები არიან, ამიტომ თუკი მათ რამის სჯერათ, შეუძლიათ ამ რწმენით ისე "დაავადდნენ", რომ გარშემო მყოფებშიც ვირუსულ ინფექციასავით გაავრცელონ საკუთარი იდეები. ვერძს შეუძლია ბოლომდე და პრინციპულად იბრძოლოს საკუთარი პოზიციის დასაცავად, ამასთან ერთად მისი თავდაჯერებულობა გასაოცრად მოქმედებს ხალხზე, რის ხარჯზეც ვერძი ხშირად ხდება საზოგადოებისთვის სათაყვანებელი ეროვნული გმირი.

ლომი 89% - სამეფო ხასიათი, რომლითაც ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს მმართველი პლანეტა - მზე აჯილდოებს, ლომს ანიჭებს უზომოდ დიდ სიამაყეს, საკუთარი ემოციების ფლობის უნარს, კეთილშობილებასა და ორგანიზატორულ შესაძლებლობებს. თუკი თანდაყოლილ, დიქტატურისკენ მიდრეკილებას უგულებელყოფს ლომი საზოგადოების თვალში შესაძლოა იქცეს უპირობო და საყოველთაო სიყვარულის სამიზნე ლიდერად, რომლის საქციელიც არა ერთი ან ორი, არამედ მთელი სოციუმისთვის იქნება სამაგალითო და მისაბაძი.

მორიელი 78% - ასტროლოგები თვლიან, რომ მორიელის ხასიათიდან გამომდინარე ამ ადამიანებში გვხვდებიან ინდივიდები, რომელთაც აქვთ უნარი საზოგადოების თვალში გმირებად არამხოლოდ კარგი, არამედ ცუდი საქციელის შედეგადაც იქცნენ. მორიელს პლანეტა პლუტონი მართავს - ბნელეთი მბრძანებელი, რის ხარჯზეც მორიელის ბუნება ე.წ. "რუხის კარდინალის" სტატუსს უფრო ესწრაფვის, ვიდრე საყოველთაოდ ცნობადი ლიდერის პოზიციას. თუმცა, მიუხედავად ამისა, მორიელის ძალაუფლება განუსაზღვრელია იმ შემთხვევაშიც კი როცა იგი სიტუაციას თუნდაც კულისებიდან მართავს. ასეთი ადამიანები, შესანიშნავად ახერხებენ საზოგადოების სიმპათიის მანიპულაციური გზით დამსახურებას. მოსწონთ საიდუმლოებები და ხშირად ქმნიან "მითებს" თავისი პერსონის გარშემო, რაც კიდევ ერთი მეთოდია ხალხის მხრიდან ცხოველი ინტერესის გასაჩენად.

ჭირვეულის მორჯულება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ყველაზე ჭირვეული ქალების ოქროს სამეული

Автор: datuna от 13-12-2015, 10:51

არსებობენ ქალები, რომელთაც საკმაოდ დამყოლი და რბილი ხასიათი აქვთ (ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ, სასურველი მამაკაცის ხელში ჩაგდება აქვთ განზრახული), მაგრამ არსებობენ ქალები, რომელთა შტურმით აღებაა საჭირო, ან უარესი - მამაკაცებს საერთოდ არ სურთ მათთან ურთიერთობა, იმ უბრალო მიზეზით, რომ ისინი ეკლიანი კაქტუსივით, მწარედ იკბინებიან. თუმცა, ისეთი მამაკაცებიც არსებობენ (მართალია ცოტა რაოდენობის), ვისაც ზუსტად ამგვარი "სუსხიანი ქალებისკენ" მიუწევს გული... ჩვენ გასწავლით ასტროლოგიურ ხერხებს და მეთოდებს თუ როგორ განაიარაღოთ ერთი შეხედვით უჟუმრი ქალი და როგორ მოახერხოთ ჭირვეულის მორჯულება.



ჭირვეული ნომერ პირველი - ვერძი
ბავშვობის ასაკიდან მოყოლებული, მამაკაცების საზოგადოებაში უფრო კარგად გრძნობს თავს ვიდრე საკუთარი სქესის წარმომადგენლებს შორის, თუმცა დიდობაში ეს ყველაფერი მამაკაცებთან მეგობრობის ან უარესი პროფესიული კონკურენციის სახით ვლინდება. ქალი ვერძი მართლაც მოიკოჭლებს ჭეშმარიტად ქალური თვისებებით ხასიათში, მას არ შეუძლია იყოს ნაზი, მოქნილი და დიპლომატიური. რასაც ფიქრობს პირდაპირ ამბობს და არც იმას დაგიდევთ დიდად თუ რა შთაბეჭდილებას ტოვებს ამ საქციელით საზოგადოებაზე. მამაკაცები გაურბიან ასეთ ხისტ, უაპელაციო და უხეშ ქალებს. მაგრამ ყველა მონეტას ორი მხარე აქვს ეს ნუ დაგავიწყდებათ - ამიტომ შეყვარებული ვერძი, სასწორს ემსგავსება თუ, რა თქმა უნდა, ვინმემ მასში ამ გრძნობის გაღვიძება მოახერხა. სასწორი ქალების სინაზეზე კი ლეგენდები დადის. საიმისოდ, რომ ვერძი ქალი მოარჯულოს მამაკაცს დიდი მოთმინების უნარი, ტაქტი და გამჭრიახი გონება ესაჭიროება. ვერძი მიამიტი ნიშანია, მიტომ მამაკაცმა მას ჭკუითა და იუმორის გრძნობით უნდა აჯობოს. ნუ გამოიჩენთ სიხისტეს, დიქტატურას, რასაც ვერძი არასოდეს შეეგუება. თუმცა დაანახვეთ, რომ სულით ძლიერი ადამიანი ხართ, ამის გარეშე იგი თქვენ მიმართ პატივისცემას დაკარგავს.


ჭირვეული ნომერი ორი - ლომი
მისი ხასიათის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ზედმეტად ამაყი და ამბიციურია დაბადებიდან. ზოგჯერ შესაძლოა გულში გარკვეული შიშიც ეპარება იმის გამო, რომ გადამეტებული პრეტენზიულობის გამო საერთოდ მარტო არ დარჩეს (ნუ დაგავიწყდებათ, ლომი - ქალწულის მომიჯნავე ნიშანია და ბევრი ქალი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ატარებს პირად კოსმოგრამაში ქალწულის დიდ გავლენას, რაც თავის მხრივ ზრდის პოტენციური შინაბერას სტატუსს ლომებში) თუმცა, სიამაყე არ აძლევს უფლებას, რომ მამაკაცს მარტივად მოსაპოვებელ ნადავლად აგრძნობინოს თავი. ძალზე ხშირად ეს სხვადასხვა ტიპის ჭირვეულობაში ვლინდება, ამიტომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ ამ დედოფლური გარეგნობის ქალს აუცილებლად დიდი ფული უნდა დაახარჯონ, ძვირფასი საჩუქრებით გაანებივრონ და ზოგადად, თითის წვერებზე უნდა იარონ მის გარშემო. რეალურად კი ლომი ქალის გულის მოსაგებად საკმარისია ...უბრალო კომპლიმენტები. თუ თქვენ მას დილა-საღამოს, ინტენსიურად "მოამარაგებთ" აღტაცებული ფრაზებით იმის თაობაზე როგორი ლამაზი, ერთადერთი და განუმეორებელია, მერწმუნეთ, ლომი მოშინურებულ კატის კნუტს დაემსგავსება მალე.


ჭირვეული ნომერი სამი - მშვილდოსანი
ალბათ ფილმებში მაინც გინახავთ ველური ცხენი - მუსტანგი, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარს უსაბელოდ სირბილი და თავისუფლება. დაახლოებით იმავე გრძნობას იწვევს მამაკაცში ქალი მშვილდოსანი. იგი აღმერთებს დამოუკიდებლობას და ვერასოდეს, ვერავისგან იტანს მცდელობას "უნაგირი დაადგან" ან "ლაგამი ამოსდონ პირში". ამიტომ მამაკაცი, რომელიც მასთან გაცნობისთანავე ქორწინებაზე, ოჯახსა და მოვალეობებზე იწყებს საუბარს დიდი შანსია მოკლე ხანში საყვარელი ქალის გარეშე დარჩეს. საქმე იმაშია ძვირფასო კაცებო, რომ მშვილდოსანს "სპეციფიკური ქამანდი" სჭირდება. მან არასოდეს უნდა იეჭვოს ის, რომ ოდესმე თქვენ მის პირად თავისუფლებას შეეხებით. ნაკლებად გააკონტროლეთ ხოლმე, ასე საშუალებას მისცემთ თავად გაუჩნდეს მოთხოვნილება ნებისმიერი ნაბიჯის შესახებ ინფორმაცია წვრილად ჩაგაბაროთ. მშვილდოსანი აღმერთებს მეგობრულ ურთიერთობას. შესაბამისად, თუკი ჭკუა გეყოფათ, რომ მისთვის კარგ საყვარელთან ერთად, კარგი მეგობარიც იყოთ ჩათვლეთ, რომ ეს "ჭირვეულიც" მორჯულებულია.

ვინ გავიყოლოთ "შოპინგზე" - მამაკაცები, რომელთაც ქალის გემოვნება იდეალურად ესმით

Автор: datuna от 13-12-2015, 10:51
ვინ გავიყოლოთ "შოპინგზე" - მამაკაცები, რომელთაც ქალის გემოვნება იდეალურად ესმით
დაკვირვებიხართ ალბათ საინტერესო სტატისტიკას - მსოფლიოს ცნობილ დიზაინერებს შორის, როგორც წესი მამაკაცები ლიდერობენ. ელი სააბი, კარლ ლაგერფერდი, ვალენტინო და ა.შ. ვრცელი სიის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა ფაქტია, მამაკაცებს ხშირად გააჩნიათ უნიკალური ნიჭი გაიგონ ქალის გემოვნება და მეტიც, სწორად შემოსონ იგი.

რეალურ ცხოვრებაში ბევრი ქმარი არ ერევა მეუღლის გარდერობის შერჩევაში, ან თუ ერევა არცთუ მაინცდამაინც კორექტულად და "ნიჭიერად". თუკი ასტროლოგიურ ცოდნას მოვიშველიებთ და გადავხედავთ ზოდიაქოს ნიშნებს, რომელთაც ე.წ. "ქალური ენერგეტიკის" მქონე პლანეტები მფარველობენ მარტივად გავარკვევთ იმას, რამდენად ექნება თქვენს პოტენციურ მეორე ნახევარს სურვილი და რაც მთავარია უნარი, საიმისოდ, რომ სამოსის არჩევაში დაგეხმაროთ ან სულაც თავად შეგირჩიოთ იგი... დამეთანხმებით, ასეთი ქმარი ჭეშმარიტი მონაპოვარი და საჩუქარია ნებისმიერი ქალისთვის. ასე არ არის განა?

ტყუპი - პლანეტა მერკურის მმართველობის ქვეშაა, მერკური კი თავისი ბუნებითა და არსით ე.წ. "ნეიტრალური პლანეტების" რიცხვში შედის. ასეთ მამაკაცს უყვარს ლაპარაკი, მსჯელობა და კომუნიკაცია ზოგადად, ამიტომ მასთან ერთად საშოპინგოდ სიარული ქალისთვის ერთი დიდი სიამოვნებაა, იგი არამარტო დაგეხმარებათ სამოსის შერჩევაში, არამედ იზრუნებს იმაზეც, რომ მახვილი ენის წყალობით ნავაჭრი გაცილებით იაფი გამოვიდეს და რაც მთავარია, გაგამხიარულებთ სასაცილო ისტორიებით ან ჭორებით მთელი შოფინგისას.

კირჩხიბი - ქალური ენერგეტიკის მქონე პლანეტა მთვარე მართავს მის ზოდიაქოს. შესაბამისად, კირჩხიბი მამაკაცი ქალისთვის იდეალური მეგზურია არამხოლოდ შოპინგისას, არამედ კულინარიის სამყაროშიც. როგორც წესი, კირჩხიბები გემრიელად ჭამის დიდი მოყვარულები არიან, თუმცა მათ არამხოლოდ ჭამა -კეთებაც დიდ სიამოვნებას ანიჭებთ. ქალის ფსიქოლოგია, ისევე როგორც მისი გემოვნება კირჩხიბ მამაკაცს ინტუიციურ დონეზე ესმის, ამიტომ მისთვის მარტივია იყოს საუკეთესო მრჩეველი სამოსის შერჩევის კუთხით. გარდა ამისა, იგი შესანიშნავად მოახერხებს უთქვენოდაც იყიდოს საჩუქრად ტანსაცმელი ან აქსესუარი, რომელიც აღფრთოვანებას მოგგვრით.

სასწორი - პლანეტა ვენერას მფარველობის ქვეშაა, ამიტომ მას, თანდაყოლილი გემოვნება გააჩნია ჩაცმა-დახურვის კუთხით. ამასთან ერთად, იგი რბილი და გალანტური პარტნიორია, ნაკლებად ზღუდავს ქალს საკუთარი შეხედულებებით. თუკი მორიელის ზოდიაქოს გავლენას განიცდის (სასწორი ხომ მორიელის მომიჯნავე ნიშანია) იგი ბრუტალურად სექსუალური და მომხიბვლელიც იქნება. მასთან შეგიძლიათ ისაუბროთ მოდაზე, ხელოვნებაზე, ფილმებსა და ურთიერთობებზე - მოკლედ იგი, ყველა იმ თემაში ერკვევა, რაც ქალებისთვის ასე საინტერესოა და მამაკაცების დიდი ნაწილი "უაზროდ დროის ფლანგვას" უწოდებს.

 

Уважаемые вебмастера, Вы
просматриваете тестовую страницу
DataLife Engine.
Текущая версия 10.6.