სოციალურ ქსელსში აქტიურად წერენ იმაზე, რომ პატრიარქმა თავისთან დაიბარა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია და მას სთხოვა, გადაესა შვილისთვის, რომ საქართველოში დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოს. ინფორმაციას ადასტურებს ,,ფესიბუქის" მომხმარებელი ნანა დურგლიშვილი, რომელიც ამ შეხვედრის დეტალებზე წერს.
,,კი დავწერე რამოდენიმე ადგილას კომენტარში, მაგრამ რადგან უამრავ ადამიანს აინტერესებს ეს ფაქტი რამდენად მართალია გადავწყვიტე ,რომ სტატუსად გამომეტანა, შეგიძლიათ გაავრცელოთ .
ვხედავ დიდი ბჭობა მიდის თემაზე , მართალია თუ არა ინფო იმის შესახებ ,რომ პატრიარქმა გიული ( მიშას დედა ) დაიბარა და სთხოვა მიშასთვის გადაეცა, რომ სასწრაფოდ დაბრუნდეს და მიხედოს ქვეყანას. , ეს არის სიმართლე ,ეს მოხდა დაახლოებით ერთი თვის წინ, მიიღო თავის საძინებელში, სადაც ესაუბრა და სთხოვა , რომ მიშასთვის გადაეცა დანაბარები, მერე გამოაცილა ყველას დასანახად. რამოდენიმე მეგობრის კედელზე წავაწყდი ამ თემაზე კამათს და მსჯელობას, ეს მოხდა თუ არ მოხდა . მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ , რომ ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა , ეს ამბავი მართალია !" - წერს ნანა დურგლიშვილი.